ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ალექსეი ანდრონოვი: მიკვირს, რატომ ლატვია და არა საქართველო?

ალექსეი ანდრონოვი: მიკვირს, რატომ ლატვია და არა საქართველო?

13 მაისის თბილისში სტუმრად მყოფი "ნტვ-პულსის" წამყვანი ქართულ ფეხბურთსა და ქართველ ლეგიონერებზე საუბრობს
13 მაისის საზეიმო ღონისძიებას "ნტვ-პლუსის" წამყვანი ალექსეი ანდრონოვი გადამღებ ჯგუფთან ერთად დაესწრო. ვფიქრობ, უინტერესო არ უნდა იყოს ქართულ ფეხბურთზე მისი მოსაზრებების გაცნობა - კარგიც გვითხრა და პესიმისტურიც.

- ბოლო წლებში, რუსი სპორტული ჟურნალისტები საქართველოს იშვიათად სტუმრობთ - მხოლოდ 13 მაისის აღნიშვნით დაინტერესდით?

- 13 მაისი მნიშვნელოვანი თარიღი მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის არ არის. მაგრამ ეს დღე იყო საშუალება, ჩამოვსულიყავით და გაგვეცნო დღევანდელი ქართული ფეხბურთი, რომელსაც რუსეთში ადრეც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და ინტერესი დღემე შემორჩა. თუმცა ბევრმა აღარ იცის, რა მდგომარეობაშია თქვენი ფეხბურთი. გარდა საზეიმო საღამოსი, მეორე დღეს თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" შეხვედრაც გადავიღეთ და "ნტვ-ფუტბოლის" "საფეხბურთო კლუბში" მის ფრაგმენტებს ვაჩვენებთ.

- ერთ-ერთმა რუსულმა გაზეთმა დაწერა, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" რუსული თბილისის "დინამოაო".

- ეს მაინც ხუმრობაა, "სპარტაკში" ბევრი ბრაზილიელია, მაგრამ ამ გუნდს "სანტოსს" არავინ უწოდებს. თუმცა ამ ნათქვამში სიმართლე მაინც არის.

- რუსეთის პრემიერლიგაში რომელ ქართველს გამოარჩევდით?

- ოთარ მარცვალაძეს, მაგრამ ის ჩემთვის აღმოჩენა არ ყოფილა, ოთარი ჯერ კიდევ კიევის "დინამოდან" მახსოვს.

- კიევის "დინამოს" ძირითადში არასოდეს უთამაშია და მარცვალაძის თამაში სად ნახეთ?!

- კიეველთა დუბლშემადგენლობაში და უჟგოროდის "ზაკარპატიეში". კიევის "დინამოში" ფეხბურთელებს კარგად ზრდიან. ამას ჩვენს ჩემპიონატში კიევიდან ჩამოსული მოთამაშეების მაგალითიც ადასტურებს. ბევრია ისეთი, რომელიც უკრაინულ კლუბს არ დასჭირდა, მაგრამ რუსეთში გუნდის ლიდერი გახდა. ამის მაგალითია თუნდაც გიორგი პეევი, რომელმაც კიევში ევრ ითამაშა, მაგრამ პერმის "ამკარის" ლიდერი და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

მარცვალაძის გარდა, მომწონს გოგუა, მაგრამ მას რუსეთში საინტერესო იმიჯი აქვს. წინასწარ არავინ იცის, რას მოიმოქმედებს - მეტოქეს აიკლებს თუ ბარათს მიიღებს. ძალიან საინტერესოა ჯანო ანანიძე, მაგრამ წლეულს ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არ თამაშობს.

კარგია, მაგრამ არასტაბილურია ხოჯავა, თუმცა რუსეთის პასპორტი მიიღო და, ალბათ, თქვენთვის საინტერესო აღარ არის.

- რატომ? საქართველოს ნაკრებში ითამაშა და, ალბათ, მის მიმართ ინტერესი არსებობს.

- ისე, მართალს ამბობთ, პასპორტი რა პრობლემაა... ხოჯავა ეფექტურია, საინტერესო, მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლომდე ჩამოყალიბებული მოთამაშე არ არის. მას პრემიერლიგაში მეტი მონდომება სჭირდება, რადგან აქ იმას არ აპატიებენ, რაც პირველ ლიგაში გასდიოდა. თუ სტაბილურობას შეიძენს, უფრო სასარგებლო გახდება. თუმცა, ესეც არის - ასეთი ფეხბურთელი ჩარჩოში რომ ჩასვა, შესაძლოა, ის ეფექტურობა დაკარგოს, რის გამოც გულშემატკივარი პატივს სცემს.

გამოცდილი ფეხბურთელია ლაშა სალუქვაძე, რომელიც "ვოლგას" კარგად შეეწყო. ალექსანდრე ამისულაშვილი კი "კრასნოდარის" ლიდერია და ტრავმის გამო შეხვედრები რომ გამოტოვა, მაშინ გამოჩნდა, გუნდისთვის რამხელა ძალაა.

დამაჯერებლად გამოიყურება "ანჟიში" მეკარე ნუკრი რევიშვილი - უდავოდ პერსპექტიული მეკარეა. "ვოლგაშია" რუსული პასპორტის მქონე გია გრიგალავა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, მესამე თუ მეოთხე სეზონია, პრემიერლიგაში გამოდის და ისიც პერსპექტიული ბიჭია. თუმცა, არა მგონია, დიკ ადვოკაატმა უახლოეს პერიოდში რუსეთის ნაკრებში მიიწვიოს, ჰოლანდიელს ხომ ცვლილებები არ უყვარს.

"ზენიტის" მცველ იგორ ჩემინავაზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან პირველი ტურის მერე აღარ უთამაშია.

მინდა გითხრათ, რომ დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ბერლინის "ჰერტაში" ჩემი მეგობრის, ლევან კობიაშვილის გამოსვლას და ვულოცავ მას ბუნდესლიგაში დაბრუნებას.

- საქართველოს ნაკრების თამაშები თუ გინახავთ?

- რუსეთში გაუკვირდათ და გაუხარდათ ხორვატიასთან საქართველოს მოგება. თუმცა ჯერ არ ვიცით, გასული წლის წარმატებული გამოსვლებს წლეულსაც თუ გააგრძელებთ. თქვენი ნაკრები ციკლში ერთ სენსაციურ შეხვედრას ყოველთვის იგებს, ყველა მის პერსპექტივაზე ალაპარაკდება, მაგრამ მერე ვერაფერს აღწევს.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები 90-იანი წლების შუაში გყავდათ. ისე, ძალიან მიკვირს, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ლატვია რომ გავიდა და არა საქართველო. თუმცა ახლანდელი საქართველოს გასვლა ძნელი დასაჯერებელია მიუხედავად ნაკრების საკმაოდ კარგი თამაშისა და თვალსაჩინო პროგრესისა.

- რატომ, პოტენციალს ვერ ხედავთ?

- საბჭოური საფეხბურთო სკოლის ინერცია უკვე დაიკარგა, იმ სკოლის თითქმის ყველა წარმომადგენელმა კარიერა უკვე დაასრულა კობიაშვილის, კალაძისა და იაშვილის გარდა, სხვებს კი ჯერ გახსნა უჭირთ.

- საქართველოს ჩემპიონატზე რა იცით?

- ის, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონია, ჩემპიონატის საერთო დონე კი არც ისე მაღალია.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის