ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სამიზნე დუბლინისკენ

სამიზნე დუბლინისკენ

“პორტუს” 25 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კმაყოფილია მიღწევებით და აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ევროპის ლიგის მოგებაა
“პორტუს” 25 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო უეფას ოფიციალურ საიტს გამოუტყდა, რომ კმაყოფილია მიღწევებით და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ევროპის ლიგის მოგებაა.

თუმცა მას ესმის, რომ “ბრაგასთან” ფინალური შეხვედრა ურთულესი იქნება. სამხრეთამერიკელმა გულწრფელად განაცხადა ისიც, რომ “ვილიარეალთან” ნახევარფინალურ მატჩს კარიერის საუკეთესო შეხვედრად მიიჩნევს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ თავდამსხმელმა ევროპის ლიგაში იურგენ კლინსმანის 15 წლის წინანდელი შედეგიანობის რეკორდი დაამხო, მისი კმაყოფილების საფუძველი გასაგები ხდება. მაშ ასე, თქვენ წინაშეა რადამელ ფალკაო.

მიმდინარე სეზონი “პორტუსთვის” მშვენივრად აეწყო. “დრაკონებმა” არნახულად ძლიერად ჩაატარეს ლიგა საგრეშის გათამაშება და უახლოესი მდევარი 21 ქულით ჩამოიტოვეს. ამის მიუხედავად, მათ ზეიმისთვის ჯერ არ სცალიათ, რადგან წინ ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელით. “ბრაგასთან” ევროპის ლიგაზე და “გიმარაეშთან” პორტუგალიის თასის ფინალში. ანალოგიური “ჰეთთრიკი” “პორტუმ” 2003 წელს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობითაც შეასრულა. მის გამეორებაზე უარს აბა ვინ იტყვის? “ამ სეზონში “პორტუს” კონკრეტული მიზნები ჰქონდა - უნდა გვეჩვენებინა მაქსიმალური შედეგი ყველა ტურნირზე, - თქვა ფალკაომ. - მე რაც შემეხება, მსურდა, ყველა ფრონტზე თავი გამომეჩინა და მაქსიმალურად დავხარჯულიყავი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. ევროპის ლიგაზე ბევრი გოლის გატანა მოვახერხე და ამის გამო მოხარული ვარ.”

და მართლაც, ფალკაოს თამაში წელს მხოლოდ ქებას თუ იმსახურებს. “ვილიარეალთან” ნახევარფინალური შეხვედრის წინ მას 11 მატჩში ამდენივე გოლი ჰქონდა გატანილი, “წყალქვეშა ნავებს” კი ორ მატჩში ხუთჯერ შეუგდო: “ესტადიო დრაგაუზე” გატანილ პოკერს “ელ მადრიგალზე” ერთიც დაამატა. “ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ჩემს კარიერაში. 5:1 მოვიგეთ და თანაც ისე, რომ თავიდან ვაგებდით. ამის გაკეთება არც ისე იოლი იყო. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ძლიერი მეტოქის 5:1 განადგურება ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა”, -თქვა თავდამსხმელმა.

“პორტუ” “დუბლინ არენაზე” ნამდვილად არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე. “დრაკონებს” მშვენიერი შანსი აქვთ, სეზონში მესამედ დაამარცხონ “ბრაგა”. კარგია, რომ პორტუელები გადამწყვეტ შეხვედრას არ მიიჩნევენ იოლ გასეირნებად. მათ მშვენივრად ესმით, რომ “ბრაგამ” სეზონის განმავლობაში უკვე დაამტკიცა თავისი ძალა, გამოაგდო რა “ლივერპული”, “დინამო” და “ბენფიკა”. კოლუმბიელიც სწორედ ამას უსვამს ხაზს: “ვიცით, რომ რთული დაპირისპირება გველის. თუმცა პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ, რომ ჩვენს სტილში ვითამაშოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “ბრაგას” მისი თამაშის საშუალება არ მივცეთ. “პორტუში” მე სულ რაღაც მეორე სეზონია, ვთამაშობ და უკვე მოვახერხე ისეთი დიდი ფეხბურთელის შედეგის გაუმჯობესება, როგორიც კლინსმანი იყო. გერმანელი ბავშვობაში ხომ ჩემი კერპი იყო. ეს ყოველივე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპის ლიგა მოვიგოთ. ეს ამ წუთას ჩემი უმთავრესი მიზანია.”

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა

ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა