ფოტო: Fb.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფურიძემ "ფოლა ეშთან" (2:1) ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"ნახევარი საქმე გაკეთებულია. ვფიქრობ, რომ მეორე მატჩიც არანაკლებ სანერვიულო იქნება. თუმცა, ჩვენ, უბრალოდ ვალდებულები ვართ დავძლიოთ პირველი ეტაპი და ქართველი ხალხი გავახაროთ.

"ფოლას" წინააღმდეგ ზედმეტად ემოციური პირველი ტაიმი გვქონდა. თუმცა, მეორე ტაიმში დავწყნარდით და ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. პირველი ნახევრის შემდეგ უფრო თავდაჯერებულები ვიყავით, შევძელით ჩვენი სისწრაფეების გამოყენება და მივაღწიეთ მიზანს.

მინდა აღვნიშნო, რომ "ფოლა" სრულად გვყავდა შესწავლილი. ვიცოდით რა შეეძლო თითოეულ ფეხბურთელს. ზუსტად იმ ტაქტიკას ველოდით, რითიც მოწინააღმდეგემ ითამაშა და სიურპრიზი ჩვენთვის "ფოლას" თამაშში არაფერი ყოფილა.

გათვალისწინებული გვქონდა, რომ "ფოლას" შეიძლებოდა გაეხსნა ანგარიში და გაშვებული გოლის შემდეგ ტაქტიკა შევცვალეთ.

ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიცით რას უნდა ველოდოთ მეტოქისაგან და ისიც, თუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. მოწინააღმდეგეს გოლები აქვს გასატანი და იძულებული იქნება მეორე მატჩში შეგვიტიოს, დაცვის ხაზსაც უფრო ზევით ამოწევენ, გაჩნდება თავისუფალი ზონები და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სივრცეების გამოყენება.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა თამაშის შემდეგ. ლუქსემბურგშიც იყო ხალხი მოსული. ასევე, ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი საჩხერესა და საქართველოში მთელი გულით გვგულშემატკივრობდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და ვისაც ჩვენი გამარჯვება გაუხარდა", - თქვა ფრუიძემ.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემურგიდან

იმედა
ფრუიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელად...
beqnu
დიდი პატივისცემა ჩემგან ბატონ სოსოს და ჩიხურას.
კობი
დანიშნეთ ეს კაცი ნაკრების მწვრთნელად არ შეიძლება!? ადამიანი გულით აკეთებს თავის საქმეს!
გიგა
ძალიან მაგარი იდეაა მაგრამ....
გიზოგ
გაიხარეთ, ნამდვილად გაგვახარეთ, ყოველ წელს სიურპრიზს გვთავაზობთ ქართული ფეხბურთის გულშემატკირებს. გფარავდეთ უფალი, გთხოვთ ყველას, რომ გაითვალისწინოთ წინა წლების გამოცდილება, რომ სახლში თამაში უფრო საპასუხისმგებლოა. თამაში 180 წუთი გრძელდება და გამარჯვებულიც მის შემდეგ ვლინდება.
nika
ქართველი ფერგიუსონი !! ეჰ ბატონო ბიძინაა რაგახდა ესეთი კარგი და სტაბილური გუნდისთვის 5 ათასიანი სტადიონის აშენება საჩხერეში , ისეთივე როგორიც ბელგიაში და ჰოლანდიაშია , ამაზე მაგარ საქმეს ვერ გაუკეთებდით საჩხერელებს, დარწმუნებული ვარ ევროპა ლიგას რო თავი დავანებოთ , ეროვნული ლიგის მატჩებიც ზეიმად გადაიქცეოდა, სხვაგვარად როგორ გვინდა განვითარება? რაგახდა პატარა და კოხტა სტადიონების აშენება ქვეყანაში ...
ზუზუ
გენაცვალეთ ყველას ♥ ტორპედოც რომ არ დაშლილიყო, ოთხივე გუნდი მოიგებდა გუშინ ♥ წარმატებები ყველას სახლში. სარეიტინგო ქულები გვჭირდება, ასე, რომ აბა თქვენ იცით, სახლშიც მოიგოთ უნდა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს