ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბურთალო VS შერიფი - გვაქვს სანერვიულო თამაშის წინ?

საბურთალო VS შერიფი - გვაქვს სანერვიულო თამაშის წინ?

ფოტო:fb.com/fc.saburtalotb/

დღეს, 16 ივლისს, "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლებს.

პირველი შეხვედრა მოლდოვაში "საბურთალომ" 3:0 მოიგო და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გარდა დიდი ანგარიშისა, "საბურთალო" ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში სჯობდა მეტოქეს.

ბურთის ფლობა 52:48-ზე იყო "საბურთალოს" სასარგებლოდ. კარისკენ თბილისელებმა 13-ჯერ დაარტყეს, ტირასპოლელებმა - მხოლოდ 7-ჯერ. ზუსტი დარტყმების მხრივაც "საბურთალოს" ჰქონდა უპირატესობა - 5:4.

"შერიფმა" 1-ით მეტი კუთხური ჩააწოდა, ვიდრე "საბურთალომ" - 6:5. ჯარიმების მხრივ გუნდებს თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდათ, ორივე კლუბის ფეხბურთელებმა 11-11-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები.

გუნდმა, რომელიც შეხვედრამდე აშკარად ფავორიტად ითვლებოდა, საშინაო მოედანზე ვერაფრით აჯობა ქართულ კლუბს და ძნელი საფიქრალია, თუ რა საფრთხე შეუძლია შეუქმნას "საბურთალოს" თბილისში.

აღსანიშნავია, რომ 3-ბურთიანი სხვაობა ყველაზე დიდია, რა ანგარიშითაც "შერიფს" სახლში წაუგია. ამის მოხერხება "საბურთალომდე" ზაგრების "დინამომ" (2013 წ.), "ბაზელმა" (2010 წ.) სტამბულის "ბეშიქთაშმა" (2007 წ.) და "გრაციერ აკ"-მა (2002 წ.) მოახერხეს. პირველმა სამმა გუნდმა "შერიფი" "საბურთალოს" მსგავსად 3:0 დაამარცხა, ავსტრიულმა კლუბმა კი ტირასპოლში 4:1 მოიგო.

ალბათ, არ იქნება მოულოდნელი, თუ ვიტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრებში დამარცხების შემდეგ "შერიფი" მომდევნო ეტაპზე არცერთხელ არ გასულა. არა მხოლოდ ამ შეხვედრებში, არამედ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფი" არასდროს გასულა შემდეგ წრეში, როცა სახლში თამაში წააგო.

მოლდოვური კლუბი არც მაინცდამაინც გასვლაზე ბრწყინავს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფმა" გასვლითი 33 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა გამარჯვება. თან ამ კლუბების წინააღმდეგ: "არკასი" (სომხ), 2001 წ; "სლიემა ვონდერერსი" (მალტ), 2005 წ; "რეინჯერსი" (ანდორ), 2007 წ; "ინტერ ტურკუ" (ფინ), 2009 წ; "ულისესი" (სომხ), 2012 წ; "სუტიეშკა" (მონტენ), 2013 წ. და ისევ "სუტიეშკა", 2014 წ.

მოგეხსენებათ, შარშან "შერიფის" საკუთარ კედლებში დამარცხება ქუთაისი "ტორპედომ" მოახერხა.

მოკლედ, სტატისტიკა "შერიფის" მხარეს ნამდვილად არ გახლავთ. კლუბის სათამაშო ისტორიიდან გამომდინარე, ტირასპოლურ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის არანაირი შანსი არ აქვს.

გარდა ამისა, 1 კვირის წინ გამართულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ არც თანამედროვე "შერიფი" არის ძალიან ძლიერი მეტოქე. მოლდოველებს არც აწმყო და არც წარსული იმედს ნამდვილად არ აძლევთ.

რაც შეეხება "საბურთალოს", ვიცით, რომ ეს თბილისური გუნდისათვის პირველი ევროტურნირია და დასაწყისი შესანიშნავი გამოუვიდათ. აქიდან გამომდინარე, "საბურთალოზე" ბევრი დასაწერი ჯერ არ გვაქვს, თუმცა მაგალითად ქართული კლუბების მოყვანა შეიძლება.

ბოლო დროს ქართული კლუბები ევროტურნირების გასვლითი შეხვედრების მოგებას ხშირად ვერ ახერხებენ(თუ "ჩიხურას" არ ჩავთვლით), თუმცა თუ მოიგეს, შემდეგ ეტაპზე გადიან ხოლმე. არასასიამოვნო რამ ბოლოს ისევ საჩხერის "ჩიხურას" დაემართა, როცა "ზიმბრუსთან" გასვლაზე მოგებული შეხვედრის შემდეგ ზესტაფონში დამარცხდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

"საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროთასების პირველ შეხვედრას გამართავს.

დიდი უპირატესობის მქონე გუნდს დასამტკიცებელი საკუთარი გულშემატკივრისთვის აქვს, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში მოწინააღმდეგე ზაგრების "დინამო" იქნება, რომლის წინააღმდეგ გამარჯვებაც ბევრი გულშემატკივრის გარეშე ძნელი იქნება.

ამიტომ, "საბურთალოს" კარგი თამაში მართებს, რადგან მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა საკმარისი არ არის. თან "შერიფს" შესატევი აქვს და წესით, "საბურთალოს" სწრაფ ფეხბურთელებს დიდი სივრცეები უნდა ჰქონდეთ.

საბედნიეროდ, თბილისურ კლუბს ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავს და სრული შემადგენლობით ემზადება დღევანდელი შეხვედრისათვის.

თამაში კი დღეს, 16 ივლისს, 21:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა, როგორც სალაროებში, ასევე ონლაინ ამ ბმულზე შეგიძლიათ.

რა თქვეს მწვრთნელებმა მატჩამდე

• hhh

ყოჩაღ ბიჭებს!!! მაგრამ ერთი მაგრამ, ზემოთ სტატიის ავტორს აკრიტიკებს თბილი სიტყვები დაგეწერა ჯობდაო,თუმცა ვფიქრობ სტატია ცუდი არ არის და არცერთი სალანძღავი სიტყვა მე იქ არ წამიკითხავს და არც არის საჭირო მთების გადადგმა.როდემდე უნდა ვიყოთ (ოღონდ ერთი ეტპი გადაგვალახია და მეტი არ გვინდა)მთების გადადგმა და ასეთი გამოხატვა კარგი იქნება და მოუხდება,როცა ჯგუფში მოვხვდებით.წარმატებები საბურთალოს და ყველა ქართულ გუნდს!!!

• ზაზა

გაუმარჯოს ქუთათურებს, როგორ გული მწყდება ტორპედოზე, არადა რა გულიანი გულშემატკივრობა იცით და ეს რაც მოხდა არ იმსახურებდით!!!!!

• დავით

ჯიგრები ხართ,მე სამწუხაროდ ბათუმში ვარ ვერ მოვდივარ თორე იქ ვინცააა ყველა უნდა მ8ვიდეს,მართლა დაიმსახურეს ამ ბიჭებმა. პ.ს ყველაზე მაგარი გრძნობა როცა თბილისელები-ქუთაისელები-აჭარლები ერთმანეთს ჭამენ შიდა ჩემპიონატში მაგრამ ევროთასებზე ყველა ერთნი ვართ)) გენაცვალეთ!!

• სოსო

შევამოწმე მათე.შლიემა უონდერერსი ყოფილა.მარგვეთი კი ზესტაფონისა იყო ამიტომ დავწერე,ზესტაფონელების გარდა,ჩვენთვის მარგვეთიც ზესტაფონია და მანამდე მეტალურგიც.ეს მარგვეთის დებიუტი იყო ევროთასებზე და ყველა გამარჯვებაში იყო დარწმუნებულიო.ყოველ მეორე ოჯახში სუფრა იყო გამზადებული,მატჩის შემდეგ საზეიმოდო და გუნდი გამოვარდა.0-2 სწერია ანგარიში,მაგრამ სტუმრად 3-1 გამარჯვების შემდეგ,სახლში 0-2 წაგება,მარგვეთს გაიყვანდა შემდგომ ეტაპზე.ასე რომ შედეგი საიტზე არასწორად არის დადებული და მე სწორად მახსოვს.სწორედ ამას ვაფრთხილებ ,რომ ზედმეტმა დამშვიდებამ,მაშინდელი შედეგი არ მოგვიტანოს.შერიფი ხომ შეუდარებლად ძლიერია,იმ შლიემაზე და სამი გოლოს გატანა ნამდვილად შეუძლია,თუ მზად არ შევხვდებით ბრძოლას.გულდამშვიდებას გაცილებით უფრო ძლიერი და გამოცდილი გუნდებიც კი არაერთხელ დაუღუპია.მას შემდეგ 23 წელი გასულა და არ მინდა ახალი მაგალითი კიდევ მოგვეცეს. .

• გადასარევი გიორგი

სტატია არ მომეწონა. ასეძთ თავდაჭერილ სტატისტიკურ ანალიზს, სჯობდა ერთი თბილი სიტყვა დაგეწერათ საბურთალოზე. პირველად ვნახე ეს გუნდი, საერთოდ, შერიფთან თამაშში და რამაც სასიამოვნოდ გამაოცა - იყო შემართება და ქართული გუნდებისთვის არადამახასიათებელი სითამამე და სილაღე. არ თამაშობდნენ შეშინებულები და არ უკვირდათ , რომ იგებდნენ. ეს არის საწინდარი, რომ გუნდი ცამოყალიბდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგიით და მისცეს მაგალითი დანარჩენებს. მწვრთნელს კი განსაკუთრებული მადლობა. ყოჩაღ!!!

• ka

გაბალასთან 10ათასი მინიმუმ მივა

• Geo_Dinamo

დარწმუნებული ვარ საბურთალო ისევ მოუგებს. მჯერა რომ აგდებულად არიავის მოეპყრობიან, თვითონ დებიტი აქვთა და სხვისი არ დაფასება არ იქნება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ ისევ ისეთ თამაშს აჩვენებენ, რომელიც მე ძალიან მომეწონა. ასე თუ ითამაშეს იმედი მაქვს, რომელიმე ჯგუფში აუვცილებლად ვიხილავთ. წარმატებას ვუსურვებ საბურთალოს.

• მათე

ჯერ ერთი, ბირკირკარა და კი არა, სლიემა ვონდერერსი იყო და მაშინ ზესტაფონი კი არა, მარგვეთი ერქვა.

• ქობულეთელი

თბილისში რომ არ დადის ხალხი სტადიონზე ამას უკვე მივეჩვიეთ,აგერ დინამოს მატჩზე ევროთასებზე თითქმის ცარიელი იყო სტადიონი.არ მინდა იგივე მოხდეს დღეს საბურთალოს შემთხვევაშიც,7-8 ათასი კაცი მაინც თუ მივა არ იქნება ცუდი,გუნდი პირველად თამაშობს ამ დონეზე და მხარდაჭერა ჭირდება.იმედი მაქვს ბათუმის დინამო ევროსაგზურს მოიპოვებს წელს და გაისად სტადიონიც მზად იქნება და მაშინ ნახეთ ანშლაგი ბათუმში. წარმატებები ყველა ქართულ გუნდს!!!

• KUTAISELI

saburtalo kidev noigebs, cheripi didi cnexis kvech ari, es ar ari im donis gundi 3 burtiani handikapi ro amokachos, tan cels gansxvavebulia vidre charchan, charchan upro kargi pegburtelebi kavda igive badibanga, 3 brazilieli, nigerieli , cels checvlilia gundi, saburtalos carmatebebi, imsaxurebs es gundi chemdeg etaps da gava kidevac, xalxi unda mivides stadionze aseti gundi unda daapaso da gverdit daudge.

• ქუთაისელი

მე და კიდევ 4 ქუთაისელი მეგობარი მოვდივართ დღეს საბურთალოს საგულშემატკივროდ.. და თქვენ, საბურთალოელები და დანარჩენი თბილისელები რას აპირებთ? ახლა მარტო 5 კაცს ნუ მიგვიყვანთ სტადიონზე :D

• roma

უსათუოდნ უნდა მოვიგოთ, მთავარია გოლი არ გავუშვათ და რაც ნაკლები შეცდომა გვექნება მით მეტი შანსი გვექნება გამარჯვების, ღმერთი ჩვენსკენ და ზაგრების დინამოსთან სათამაშოდ ამაღლებული განწყობით უნდა გავიდეთ.

• სოსო

მე ისიც მახსოვს, გასვლაში 3-1 გამარჯვების შემდეგ ზესტაფონმა უდიდესი უპირატესობის მიუხედავად პირველ ტაიმში,მალტის ბირკირკარასთან 0-3 რომ წააგო.ერთი გოლი შემთხვევით გაუშვეს და აირია გუნდი.ასე რომ ანგარიშის იმედზე არაფრით არ შეიძლება ყოფნა.სრული ძალით და კონცენტრაციით თამაშია საჭირო,მატჩის ბოლომდე.სავსე ტრიბუნებიც, რა თქმა უნდა.

• სტატუს ქუო

ბაჩო,გრამატიკაში არ გამეცადინებდნენ? სიტყვა გულშემატკივარი ბრუნვისას იკვეცება,უნდა იყოს გულშემატკივრის...

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში

შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან

გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა