ფოტო: fb.com/FCChikhura

დღეს, 17 ივლისს, "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურა" ლუქსემბურგის "ფოლა ეშს" უმასპინძლებს.

როგორც საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა პირველი მატჩის შემდეგ თქვა, საქმის ნახევარი გაკეთებულია და თბილისში მეორე ნახევარი არის შესასრულებელი. "ფოლას" მინიმუმ 2 გოლი აქვს გასატანი, რაც ერთი შეხედვით საკმაოდ რთული უნდა იყოს სტუმრებისთვის, რადგან ევროტურნირებზე საგარეო მატჩში 2 გოლი ჯერ არასდროს გაუტანიათ.

რაც შეეხება პირველ თამაშს, "ჩიხურას" ეშში პირველი ტაიმი გაუჭირდა, გუნდი დაღლილი იყო, თან დედაქალაქიდან სტადიონამდე მისასვლელად 1 საათი დასჭირდათ.

მატჩის პირველ ნახევარში "ჩიხურას" ორი მომენტი ჰქონდა. "ფოლას" გოლამდე ლექვთაძეს ჰქონდა მომენტი, თუმცა ხელს მცველი უშლიდა და ზუსტად ვერ დაარტყა. გოლის შემდეგ ჩიკვაიძე იყო კარგ პოზიციაში, თუმცა საჩხერელთა კაპიტანმა კარში არ დაარტყა, მისი პასი კი ლუქსემბურგელებმა ჩაჭრეს.

მეორე ტაიმში კი ვითარება შეიცვალა, "ჩიხურამ" უფრო სწარაფად დაიწყო თამაში და მომენტებმაც იმატა. ჯერ ჩიკვაიძემ სახიფათოდ დაარტყა ჯარიმა, მალევე ლექვთაძე ცარიელ კართან ტოვებდა დეკანოიძეს, თუმცა მცველმა ბოლო წამს ჩაჭრა ბურთი. მალე საჩხერელებმა გაიტანეს კიდეც და გატანიდან 1 წუთში ჩიკვაიძის დარტყმა სანტიმეტრებით ასცდა "ფოლას" კარს, მეკარე კი გაშეშებული იდგა.

81-ე წუთზე დეკანოიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კორიფაძემ შეასრულა ზუსტად, თუმცა "ჩიხურას" მომენტი ამ გოლის შემდეგაც ჰქონდა. დამაჯერებლად ითამაშა "ჩიხურას" ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა, რომელმაც 2 ეპიზოდში ძალიან რთული ბურთების მოგერიება შეძლო. საერთო ჯამში, საჩხერელებმა მეორე ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს და "ფოლას" ყველა კომპონენტში აჯობეს.

შეხვედრაში ბურთის ფლობა 55:45-ზე იყო "ჩიხურას" სასარგებლოდ. ასევე, კარისკენ საჩხერელებმა 16-ჯერ დაარტყეს, "ფოლას" ფეხბურთელებმა - 10-ჯერ. თუმცა მათ მიერ დარტყმული ბურთები უფრო ზუსტი იყო - 7:6. კუთხურებში სტუმრებს ჰქონდათ უპირატესობა - 7:6. აი, ჯარიმების მხრივ "უპირატესობა" "ფოლას" ჰქონდა, მასპინძლებმა 21-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები, სტუმრებმა კი - მხოლოდ 7-ჯერ.

"ფოლას" ევროტურნირებზე 17 შეხვედრა აქვს გამართული. ლუქსემბურგულმა კლუბმა ამ შეხვედრიდან მხოლოდ 3-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. გასვლაზე გამართული თამაშებიდან არცერთი არ მოუგია და მხოლოდ ორ მატჩში გაიტანა გოლი.

პირველი შეხვედრის გათვალისწინებით ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რა შეიძლება გააკეთოს გუნდმა ისეთი, რაც აქამდე არ გაუკეთებია. თან, აღსანიშნავია ის, რომ "ფოლას" 2 უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დამტვრეული ჰყავს. ამას ემატება მათთვის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა, თბილისში ხვალ 33 გრადუსი სიცხე იქნება, ეშში კი ტემპერატურა 24 გრადუსი იყო, თამაშის დროს კი წვიმდა.

ძნელია ვარაუდი, რას მოიმოქმედებს სტუმარი გუნდი, თუმცა ვიცით, რას ველოდებით "ჩიხურასაგან". სამწუხარო სტატისტიკაა ის, რომ საჩხერელებს ევროპა ლიგის ეტაპების საშინაო 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვთ მოგებული ("ტურნოვოსთან"), ხოლო უკანასკნელ 3 საშინაო შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ. სწორედ ამიტომ, საჩხერელები ვალდებულები არიან, საკუთარი მაყურებლის თვალწინ გაიტანონ გოლები და გაიმარჯვონ.

თან "ჩიხურას" ერთი ცუდი გამოცდილება აქვს, "ზიმბრუსთან" საგარეო შეხვედრაში მიღწეული გამარჯვების შემდეგ გუნდმა სამშობლოში წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების არგათვალისწინება არ შეიძლება, თუმცა გუნდსაც გააჩნია. არ არის "ფოლა" ის კლუბი, რომელსაც გასვლაზე "ჩიხურას" დამარცხება შეუძლია. ამიტომ, "ჩიხურასაგან" ზომიერად შემტევ ფეხბურთსა და გატანილ გოლებს ველოდებით.

კიდევ ერთი ფაქტი: თუ "ჩიხურა" "ფოლას" გასცდება და სხვა შედეგს არც ველოდებით, დიდი ალბათობით, საჩხერელების მეტოქე შოტლანდიური "აბერდინი" იქნება. "აბერდინი" კი 3 წლის წინ ამავე ეტაპზე შეხვდა "ფოლას". ლუქსემბურგელები პირველ შეხვედრას გასვლაზე თამაშობდნენ და 90-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო. დამატებით წუთებში შოტლანდიელებმა 2 გოლი გაიტანეს (1 პენალტით) და 3:1 გაიმარჯვეს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა "ფოლამ" მოიგო 1:0 და მხოლოდ 1 გოლი დააკლდათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

"ჩიხურას" შემდეგი ეტაპის გადალახვის შანსები ექნება, თუმცა ამისათვის საჭროა, ჯერ "ფოლა" დაამარცხონ, გაიტანონ რაც შეიძლება მეტი გოლი და გაახარონ გულშემატკივრები.

თავის მხრივ, გულშემატკივრებიც უნდა მივიდნენ "ჩიხურას" თამაშზე, რადგან წლებია ეს გუნდი, სოსო ფრუიძის მწვრთნელობით, არცერთი კლუბის წინააღმდეგ არ ირცხვენს თავს და მხატვრულად რომ ვთქვათ, ქართული ფეხბურთის სინდისად იქცა. სწორედ ღირსეული თამაშის გამო იმსახურებს "ჩიხურა" მხარდაჭერას.

რა თქვა ფრუიძემ მატჩის წინ

ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

Gigo
Wuwuraqoba ar sheizleba!
ჯჯ
დინამო არენის დაქირავება ძვირი ღირს ბევრად ვიდრე მესხის სტადიონი.

5 ლარი თუ არ გიღირს შენს გუნდს რომ უგულშემატკივრო, მაშინ სახლში იჯექი და ტელევიზორში უყურე!
jjj
გუშინ საბურთალო - შერიფის მატჩზე ლიგის საკვალიფიკაციოზე ვიყავი და 3 ლარი ღირდა ბილეთი, მე ლიგა უფრო პრესტიჟული მგონია და არამგონია ვცდებოდე :) დინამოს სტადიონზე თამაშებზე ბილეთის ფასი მინიმუმ 5 ლარი რატომ ღირს ხოლმე, როგორც დღეს ჩიხურა - ფოლას მატჩზე??? ხალხი რაც ნაკლები მივა ეგ ურჩევნიათ; თუ ბილეთს რაიმე საჩუქარი მოყვება და არვიცით? თუ კონდიცირების სისტემა გვაქვს და ეგრილება?
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]