ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა.

ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ამიერიდან მას საშუალება ექნება, საკლუბო და სანაკრებო დონეზე მაღალი დონის მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო და 34 წლის ქართველმა არბიტრმა განახლებული სტატუსით უკვე იმსაჯა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ფინურ "ჰიკსა" და ფარერის კუნძულების ჩემპიონ "ჰავნარს" შორის.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"ფიფას არბიტრი გიორგი ყრუაშვილი სამსაჯო კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა. პირველ რიგში, მივულოცავ მას ამ წარმატებას. ეს დაწინაურება გიორგის საშუალებას მისცემს, რომ მომავალში უფრო მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრები განსაჯოს. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა მისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მასთან ერთად მთლიანად მსაჯთა კორპუსის წარმატებაა და დამწყები მსაჯებისთვის უდიდეს მოტივაციას წარმოადგენს", - განაცხადა დავით მუჯირმა.

ქართველი არბიტრის წარმატებასთან ერთად სფფ-ის გენერალურმა მდივანმა მსაჯთა კორპუსის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომ განავითაროს მსაჯთა კორპუსი და ხელი შეუწყოს მსაჯთა განვითარებას. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი საგანმანათლებლო პროექტი "მსაჯთა აკდემიაა", რომლის ფარგლებში უკვე სამი კურსი გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობაში ამ პროექტმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ჩვენ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ბოლომდე შევუწყობთ ხელს, როგორც ამას ეროვნული და ფიფას კატეგორიის არბიტრების შემთხვევაში ვაკეთებთ. ბოლო წლებში ჩვენ მათ ყველა ის განახლებული საკომუნიკაციო საშუალება შევუძინეთ, რომელიც მატჩის სრულყოფილად განსასჯელადაა საჭირო. ამასთან ერთად, შევიძინეთ სპეციალური ატრიბუტიკა, რომელიც მსაჯების ფიზიკური მომზადებისთვისაა საჭირო".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ახალი ტექნიკური პარტნიორი ეყოლება. ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ქართველი მსაჯები Umbro-ს სპორტული ეკიპირებით შეიმოსებიან.

"სასიხარულოა, რომ Umbro-ს სახით ახალი პარტნიორი გვყავს. ფეხბურთის ფედერაციამ 200-მდე არბიტრისთვის განახლებული ეკიპირება შეიძინა, რომელსაც მსაჯთა კორპუსი ეროვნული ლიგის შესვენების დასრულების შემდეგ გამოიყენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ "კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში", "კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2"-ში და სფფ-ის ეგიდით გამართულ ყველა სხვა ტურნირზე მსაჯები ერთიანი ეკიპირებით იქნებიან წარმოდგენილნი. ჩემი მხრივ, განახლებულ სეზონში წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს როგორც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში, ისე საერთაშორისო დონეზე გამართულ შეხვედრებში", - აღნიშნა დავით მუჯირმა.

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა