რუსული გამოცემა Sovetsky Sport-ი საქართველოს ნაკრების მცველ გია გრიგალავასთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

აღნიშნულ დიალოგში გია საქართველოს ნაკრების თემაზე, საკუთარ კარიერასა და სხვადასხვა დეტალზე საუბრობს.

- გასულ სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეთ, ბოლო ტურში "დინამოს" წინააღმდეგ. დაიწყო ახალი სეზონი და პირველივე შეხვედრაში ისევ "დინამო" დაამწუხრეთ. ეს დამთხვევაა?

- დიახ, ბოლო დროს ისე ხდება, რომ მხოლოდ მათ წინააღმდეგ გამაქვს გოლები. მოსკოვის "დინამო" ჩემს საყვარელ გუნდად იქცა (იცინის).

- საკმაოდ რთული იყო შუნინის კარში იმ გოლის გატანა, თქვენ წინ ხომ ამდენი ფეხბურთელი იყო...

- დიახ, თუმცა ვიცოდი, რომ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ "კაცებს" გაიყოლებდნენ და ასეც მოხდა, გათავისუფლდა სივრცე, დავარტყი და გავიტანე.

- ბავშვობაში თავდამსხმელად თამაშობდით. შემოგრჩათ შემტევის უნარ-ჩვევები?

- ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ახლა წინ იშვიათად მივდივარ. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში მცველების მიერ გატანილი გოლები არავის უკვირს. ზოგიერთ გუნდში თავდამსხმელებზე მეტი გააქვთ.

- მამათქვენი მორაგბე იყო და სსრკ-ის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. თქვენ რატომ აირჩიეთ ფეხბურთი?

- ჩვენ საცხოვრებლად როსტოვში გადავედით, რუსეთში კი რაგბი ისეთი პოპულარული არაა, როგორც საქართველოში. ამიტომ ფეხბურთი ავირჩიე და მამაც მხარს მიჭერდა.

- 19 წლის ასაკში სტაჟირება "აიაქსში" გაიარეთ. ვინმე ვარსკვლავთან ერთად მოგიწიათ ყოფნა?

- რომ არ მოგატყუოთ, გვარები არ მახსოვს. იქ მხოლოდ 2 კვირა გავატარე.

- კონტრაქტის გაფორმება რატომ ვერ შეძელით?

- ისინი "აიაქსის" მეორე გუნდში თამაშს მთავაზობდნენ, ამ დროს კი რუსეთიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე. მალევე გავაფორმე კონტრაქტი "მოსკვასთან".

- თქვენ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გაქვთ ნათამაშები...

- არ მიყვარს ამის გახსენება. ერთი შეხვედრა ჩავატარე ფარერების წინააღმდეგ და 0:1 წავაგეთ. არადა, კარგი ფეხბურთელები გვყავდა: ალან ძაგოევი, ალეკსანდრ კოკორინი, არტიომ ძიუბა.

- ეს 2009 წელს მოხდა, 2011 წელს კი საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტეთ. გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დაგჭირდათ?

- მაშინვე დავთანხმდი. როგორც კი შემოთავაზება მივიღე, მაშინვე ავდექი და ჩემებთან, სამშობლოს სახელით სათამაშოდ წავედი.

- თუმცა, რუსეთის ნაკრები ხომ უფრო ძლიერი გუნდია. არ გჯეროდათ, რომ რუსეთის გუნდში მოხვდებოდით?

- იცით რა, მე თუ მკითხავთ, მაშინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთზე უკეთესი იყო. მე ვგულისხმობ ინდივიდუალურ ოსტატობასა და კლუბებს, სადაც ფეხბურთელები თამაშობდნენ.

- მით უმეტეს, საქართველოს ნაკრებმა ჯერ ვერცერთ მნიშვნელოვან ტურნირზე ასპარეზობა ვერ მოახერხა. ახლო მომავალში ამ მხრივ ცვლილებებას ხომ არ ელოდებით?

- ძალიან მინდა 2020 ევროპის ჩემპიონატზე თამაში. აქვე, ვთვლი, რომ ცუდი შანსები ნამდვილად არ გვაქვს. თუ ჯგუფიდან ვერ გავალთ, მომავალი წლის მარტში პლეი-ოფი გველოდება, რადგან ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი მოვიგეთ.

გია გრიგალავა 1989 წელს ქუთაისში დაიბადა. საკლუბო კარიერის მანძილზე გიას "როსტოვში", "მოსკვაში", "ვოლგაში", "კრილია სოვეტოვში", "ანჟიში", "პაფოსში", "ეთნიკოსსა" და "არსენალში" უთამაშია. რუსეთის პრემიერლიგაში 143 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე, გრიგალავამ ეროვნულ ნაკრებში უკვე 26 შეხვედრა ჩაატარა.

ვასო
თითქმის მარტო იცავდა ნაკრებს, მაგარი კაცია, ქუტაისკი ტყუილად კი არ არი ქართველია, კოლხი,
ზას.
ქუთაისი საქართველოს გულია.
გიონატ
როგოც ფეხბურთელი დიდად არ მხიბლავს, მაგრამ პიროვნილად ყოველთვის მომწონდა. ვერ ვიხსენებ გრიგალავას უჯიგრო თამაშს და სხვადასხვა საკითხებზე წუწუნს. კაი კაცია ერთი სიტყვით:)
Tarieli
Waskaci xar didi madloba saqarvelos saxelit
გოჩა
როგორ სტაბილურად თამაშობს თან ფლაგზეც ძლიერია და ძლივს გამოიძახა ვაისმა ნაკრებში,კაცი მაგარი ყოფილა და მეტი რა ქნას.
გიო
რას ერჩი კაცია კაცური:)
Auee
კიდევ ერთი მაგარი კაცი ვინც ჯანოს გვარად ჩვენი ნაკრების გამო კარიერათი გარისკა....!!!!თითქოს ბევრი დრო დააკარგვინეს მაგრამ ფულში არ გაცვალა არც ვაჟკაცობა და არც მამულიშვილობა ...და ამ ახლებს რაღა ჭირთ ....
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან