საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ქალაქ მატუშინოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ესტონეთთან გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს 4-დან 4-ივე მატჩი აქვთ მოგებული, ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდში ადგილი გარანტირებული არ აქვთ. თუმცა ეს მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულად კი საქართველო მეოთხედფინალში თითქმის გასულია. ქართველები ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავლენ, თუ ესტონეთთან 20 ქულით და მეტით წააგებენ. 19-ქულიანი მარცხის შემთხვევაშიც კი მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვდება.

საქართველომ ესტონეთი 1 ქულითაც რომ დაამარცხოს, პირველ ადგილზე გავა, ხოლო 1-დან 19 ქულამდე წაგება გლიგორიევიჩის გუნდს ჯგუფიდან გამსვლლ მე-2 ადგილს მოუტანს. რატომ ხდება ასე, ახლა ავხსნით. აქამდე ჩვენს ჯგუფში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლო ტურის წინ ლიდერ საქართველოს შემდეგ მე-2 და მე-3 ადგილებზე მყოფ გუნდებს თითო წაგება აქვთ. ამ 2 გუნდიდან ქართველებს ჰოლანდიელები 12 ქულით ჰყავთ დამარცხებული, ხოლო ესტონეთს დღეს ხვდებიან. თუკი ესტონეთი იმარჯვებს, 3 გუნდს – ესტონეთს, საქართველოს და ჰოლანდიას ქულების (მოგება-წაგებების) თანაბარი რაოდენობა დაუგროვდებათ. სამივეს ექნება 4 მოგება და 1 წაგება. ჰოლანდიას ბოლო ტურში მოგება უნდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტოქედ სომხეთი ჰყავს…

ამ 3 გუნდს შორის უპირატესობის მინიჭება მათ შორის ნათამაშები მატჩების შესაბამისად მოხდება. ანუ ურთიერთშეხვედრებში ვისაც უკეთესი შედეგები ექნება, უპირატესობაც მას ექნება. ამ მომენტისთვის ჰოლანდიას, საქართველოს და ესტონეთს შორის 2 მატჩი გაიმართა, ხოლო 1 (საქართველო-ესტონეთი) გასამართია:

საქართველო – ჰოლანდია 85:73

ესტონეთი – ჰოლანდია 57:84

დარჩენილ მატჩს, საქართველო – ესტონეთი, თუკი ეს უკანასკნელი მოიგებს, სამივე გუნდს თანაბარი ქულები ექნება როგორც მთლიანად ჯგუფში (9-9 ქულა), ისე ურთიერთშეხვედრებში (3-3 ქულა). აქ კი ყველაფერს ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული ბურთები (ანუ მოპოვებული ქულები) გადაწყვეტს. ამ მომენტისთვის შეფარდება ასეთია:

ჰოლანდია +15 (საქართველოსთან -12, ესტონეთთან +27)

საქართველო +12 (ჰოლანდიასთან +12, ესტონეთთან ?)

ესტონეთი -27 (ჰოლანდიასთან -27, საქართველოსთან ?)

სწორედ ამ ცხრილს ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ საქართველო 2 საუკეთესო გუნდში მოხვდება, თუკი ესტონეთთან 19 ქულაზე მეტით არ წააგებს. განვიხილოთ ორივე ვარიანტი.

1. საქართველოს ესტონეთთან 19 ქულით წაგების შემთხვევაში ჰოლანდიას, საქართველოს და ესტონეთის ურთიერთშეხვედრების ცხრილი იქნება შემდეგნაირი:

ჰოლანდია +15

საქართველო -7

ესტონეთი -8

2. საქართველოს ესტონეთთან 20 ქულით წაგების შემთხვევაში ჰოლანდიას, საქართველოს და ესტონეთის ურთიერთშეხვედრების ცხრილი იქნება შემდეგნაირი:

ჰოლანდია +15

ესტონეთი -7

საქართველო -8

ასე და ამგვარად, საქართველოს პრაქტიკულად განაღდებული აქვს პლეი-ოფის საგზური, რადგან რეალობიდან გამომდინარე, ესტონელებს არ შესწევთ ქართველების 20 ქულით დამარცხების ძალა. თუმცა ეს სპორტია და საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი ესტონელებთან მატჩს სრული მობილიზებით ხვდება, რათა გაიმარჯვოს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს.

ძალიან საინტერესოა ის, რომ ჩვენი – C ჯგუფიდან გასული გუნდები მეოთხედფინალში ჯვარედინად უწყვილდებიან D ჯგუფის გუნდებს, სადაც 1-2 ადგილებზე გამსვლელთა ვინაობა ბოლო ტურში წყდება. ჰორტუგალია ბელგიას ხვდება და გამარჯვებული პირველზე, ხოლო დამარცხებული – მეორე ადგილზე გავა. საინტერესოა, რომ ეს მატჩი მაშინ დაიწყება, როცა საქართველოსა და ესტონეთის შეხვედრა დასრულებული იქნება. ასე რომ, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ან პორტუგალია დაუპირისპირდება, ანაც – ბელგია.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

იბერიელი68
ოო მაგარი გათვლააა
კახა
რას ბჟუტურობთ?
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება