კვირაზე ნაკლები რჩება ნასკარის სერიაში კიმი რაიკონენის დებიუტამდე
კვირაზე ნაკლები რჩება ნასკარის სერიაში კიმი რაიკონენის დებიუტამდე. 20 მაისს შარლოტის ოვალზე ფინელი Toyota Tundra-ს პიკაპის საჭეს მიუჯდება. როგორც ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი ამბობს, ის ახალ სერიას მხოლოდ იმ დროს დაუთმობს, რომელიც რალის მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლისას გაუნთავისუფლდება. კიმი აცხადებს, რომ წელს მისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ რალის პირველობა გახლავთ.

"არ მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ რბოლაში, თუ ის ხელს შეუშლის ჩემს გამოსვლას რალის მსოფლიოს ჩემპიონატზე, - განაცხადა რაიკონენმა. - მე ნასკარის ის სერიები ავირჩიე, რომლებიც დროში არ ემთხვევა რალის სტარტებს. თავისუფალ დროს გავაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლი. არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. ჩემი პილოტაჟი რალიში აშკარად გაუმჯობესდა და უკვე შემიძლია უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა. ახლა ჩემი მთავარი მიზანი - რალიში პროგრესის მიღწევაა".

გასულ თვეში 31 წლის ფინელი ახლოს იყო თავის კარიერაში საუკეთესო შედეგთან - იორდანიის ეტაპზე მან მხოლოდ ბოლო მომენტში დაკარგა მეხუთე ადგილი. რალიში შემდეგი ეტაპი ივნისის დასაწყისში საბერძნეთში გაიმართება, მანამდე კი კიმი რამდენჯერმე ცდის ძალებს ოკეანის გაღმა.

"მე მივუჯექი პიკაპის საჭეს და რამდენიმე წრე გავიარე კიმისა და ჩემი შედეგების შესადარებლად, - განაცხადა ტესტების შესახებ კიმის გუნდის წევრმა კაილ ბუშმა. - აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთნაირი დროები გვაქვს".

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე