18 ივლისს ქართულმა კლუბებმა ევროთასების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს.

ევროპა ლიგის საპასუხო მატჩები 18 ივლისს ქუთაისის "ტორპედომ" და თბილისის "დინამომ" გამართეს.

სამწუხაროდ, "ტორპედო" ევროთასებს გამოეთიშა. "ტორპედომ" შინ ყაზახურ "ორდაბასისთან" ანგარიშით 0:2 წააგო და ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა - პირველ მატჩშიც (0:1) დამარცხდა.

რაც შეეხება თბილისის "დინამოს", მათ მეორე მატჩიც მოიგეს - სტუმრად ანდორული "ენგორდანი" 1:0 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქეს 6:0 სძლიეს.

სარეიტინგო ქულები

ქუთაისის "ტორპედომ", სამწუხაროდ, საქართველოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში ქულები ვერ მოუტანა. ძალიან სამწუხაროა, რომ გასულ სეზონში გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ "ტორპედო" ევროთასებს ფინანსური კრიზისით შეხვდა, რაც კლუბის მენეჯმენტის ფინანსური სახსრების არასწორი განკარგვის ბრალია.

თბილისის "დინამომ" კი საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებით 0.25 ქულა მოიპოვა. "დინამოს" ამ დროისთვის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 0.5 ქულა აქვს მოგროვებული.

ამ დროისთვის საქართველოს რეიტინგში 1.25 ქულა აქვს. მიმდინარე ცხრილში ერთი პოზიციით დავწინაურდით და ამჟამად 47-ე ადგილზე ვიმყოფებით. ხოლო წლევანდელი სეზონის ჩათვლით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს შედეგი 4.75 ქულაა.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

"ჩიხურა" - 0.5 ქულა (2 მოგება)

"დინამო" (თბ) - 0.5 (2 მოგება)

"საბურთალო" - 0.25 (1 მოგება, 1 მარცხი)

"ტორპედო" - 0 (1 მარცხი)

ჯამში: 1.250 ქულა

შეგახსენებთ, რომ წინ კიდევ მინიმუმ 6 მატჩი გველოდება. თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოს" შეხვდება, თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება, ხოლო საჩხერის "ჩიხურა" - შოტლანდიურ "აბერდინს". წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კლუბებს.

ფინანსები

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის "ტორპედო" ევროთსებს გამოეთიშა, კლუბი უეფასგან ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 774 707 ლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხას "ტორპედო" ევროთასების სეზონის ბოლოს მიიღებს.

თბილისის "დინამო" მეორე ეტაპზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის განკუთვნილ 240 000 ევროს, პლუს, მეორე ეტაპზე მონაწილეობის თანხას, 260 000 ევროს მიიღებს.

ჯამში "დინამომ" უკვე გამოიმუშავა ნახევარი მილიონი ევრო, რაც დღევანდელი კურსით 1 620 075 ლარია.

სულ ჯამში ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე ამ დროისთვის 1 900 000 ევრო გამოიმუშავეს.

თბილისის "საბურთალო" - 660 000 ევრო

საჩხერის "ჩიხურა" - 500 000

თბილისის "დინამო" - 500 000

ქუთაისის "ტორპედო" - 240 000

Gocha
Sharshandeli fuli toroedos bosebma aaortkles celsac ar gvelis uketesi..
გიორგი
საბურთალომ 920 000€ გამოიმუშავა! შეგიძლიათ ნახოთ საიტზე football coeficient.eu
Tbiliseli-ს
მინიმუმ 8 არა.. მინიმუმ 6 ზუსტადაც! ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლის შემთხვევაში 6 უწევს მხოლოდ.. ამიტომ წერია მინიმუმ 6 თამაში და თუ გავარდა მერე 8 :)
kaxa
ქართველი ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს მაგ სიტყვებს. დაუკვირდი რას ლაპარაკობ!
ნუნუ
დანებონ ქარტველებმა ფეხბურთის თამაში არ გამოგდით, თქვენ უფრო ტრაკში შეძრომა და რუსეთისთვის ტრაკის ლოკვა მილიონჯერ გეხერხებათ
Tbiliseli
მინიმუმ 6 არა, მინიმუმ 8 თამაში :) საბურთალო რომც გავარდეს, 2 თამაშს ევროპის ლიგაზეც ითამაშებს))
roma
ტორპედომ ხომ შარშან მარტო 880 000 ევრო გამოიმუშავა შესაბამისად წელს უნდა მიეღო მაისში ეს ფული. სად წავიდა ამდენი ფული მაისის მერე? რატომ არ დაუფარეს ბიჭებს დავალიანება თავისი პრემიებით?
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?
რამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა