22 ივლისს შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში, ჩვენი დროით 14:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

იქამდე კი გუნდები რამდენიმე ჯგუფად არიან დალაგებულნი და უკვე ცნობილია ის სავარაუდო მეტოქეები, რომლებიც შესაძლოა ქართულ კლუბებს შეხვდნენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე "საბურთალო" განთესილ წყვილთა შორის არის, რადგან ზაგრების "დინამოს" 29.500 ევროქულა აქვს. თუ თბილისელები ხორვატიული კლუბის დამარცხებას შეძლებენ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ეტაპზე ბერძნულ პაოკს ან აღნიშნულ წყვილებს შორის გამარჯვებულს შეიძლება შეხვდნენ:

"ყარაბაღი" (აზერ) - "დანდალკი" (ირლ)

"მარიბორი" (სლოვ) - აიკ (შვე)

"ცრვენა ზვეზდა" (სრბ) - ჰიკ (ფინ)

თელ-ავივის "მაკაბი" (ისრ) - "კლუჟი" (რუმ)

"ვალეტა" (მლტ) - "ფერენცვაროში" (უნგ)

პაოკი (საბ)

თუკი "საბურთალო" ზაგრების "დინამოს" დამარცხებას ვერ მოახერხებს და ევროპა ლიგაზე გადაერთვება, იქ ამ წყვილებს შორის გამარჯვებული მეტოქე შეხვდება:

"ტრე პენე" (სან მრ) - "სუდუვა" (ლიეტ)

"პიასტ გლივიცე" (პოლ) - "რიგა" (ლატ)

"არარატ არმენია" (სომხ) - "ლინკოლნი" (გიბრ)

"ვალური" (ისლ) - "ლუდოგორეცი" (ბულ)

"ტორშავნი" (ფარ) - "ლინფილდი" (ჩრდ. ირ)

საჩხერის "ჩიხურა" შოტლანდიური "აბერდინის" დამარცხების შემთხვევაში "რიიეკას" ან ამ წყვილებს შორის გამარჯვებულს შეხვდება:

პსვ ეინდჰოვენი (ჰოლ) - "ბაზელი" (შვე)

"ქონას ქუეი ნომანდსი" (უელ) - "პარტიზანი" (სრბ)

"ფლორა" (ესტ) - ფრანკფურტის "აინტრახტი" (გერმანია)

"ჟენეს ეში" (ლუქსემბურგი) - "ვიტორია" (პორტუგალია)

"რიიეკა" (ხორ)

რაც შეეხება თბილისის "დინამოს", თუ დინამოელები "გაბალას" გასცდებიან, მომდევნო რაუნდში "ფეიენოორდს" ან ამ წყვილთა შორის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს შეხვდებიან:

"აპოელ ბეერ შევა" (ისრ) - "კაირათი" (ყაზ)

"შემროქ როვერსი" (ირლ) - ლიმასოლის "აპოლონი" (კვიპ)

"ტორინო" (იტა) - "დებრეცენი" (უნგ)

"ვიქტორია პლზენი" (ჩეხ) - "ოლიმპიაკოსი" (საბ)

"ფეიენოორდი" (ჰოლ)

იქამდე კი ქართულ კლუბებს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპები ელით. სამშაბათს, 23 ივლისს "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ხუთშაბათს, 25 ივლისს, საჩხერის "ჩიხურა" "დინამო არენაზე" "აბერდინს" მიიღებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ხოლო თბილისის "დინამო" ასევე ხუთშაბათს, 25 ივლისს, გასვლაზე "გაბალას" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გიორგი
ჯგუფურამდე მივიდეთ ჯერ...
გლახუნა
ნუ ითიშებით ხოლმე, ანუ ნუ კარგავთ კონცენტრაციას , ეს იცის ფიზიკურად ზუსტად მომზადებამ ან როცა გუნდი ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს და თამაში არ იქმნება , მაგრამ მაინც ეცადეთ მეტოქე ნებისმიერ შემთხვევაში სწორად აგრესიული თამაშით დათრგუნოთ და სადავეები აიღოთ, ტექნიკურად ქართულ გუნდებს გაცილებით ნაკლები პრობლემა აქვს და შეიძლება მოგება, ვიმეორებ -უ ნ დ ა გაუძლონ და აჯობონ ფ ი ზ ი კ უ რ ი მომზადებით. ფიზიკური სისუსტე და აქედან გამომდინარე კონცენტრაცის დაკარგვა - ქართული გუნდების ძირითადი პრობლემაა და უ ნ დ ა აღმოიფხვრას!
ka
თუ მოვინდომებთ ისეთი მეტოქეებიც არ არიან 3 ეტაპზე რო შანსი არ გვქონდეს 1-2 ის გამოკლებით მაგრამ ჯერ მთავარია მეორე ეტაპი გადავლახოთ სადაც დინამომ უეჭველი უნდა მოიგოს ჩიხურასაც აქვს შანსი აბერდინი დიიდი არაფერი გუნდია და საბურთალოს ვერ მოვთხოვთ შედეგს მაგრამ თუ თავის თამაში ითამაშეს და ცოტა გაუმართლათ ...
paladin
ველოდები ძალიან ღირსეულ ასპარეზობას და გამარჯვებებს ,ბიჭებო დაამტკიცეთ ,რომ არავისზე ნაკლები არ ხართ.იბრძოლეთ ყველა წამისთვის,არ დაუთმოთ არცერთი სანტიმეტრუ , გისურვებთ გამარჯვებას
Jango
ქუდზე კაცი ლოკოზე 23-ში საბურთალოს მხარდასაჭერად. საჭიროა მინიმუმ 2-0 მოგება. იმედია რომ ეს "მოსალოდნელი სასწაული" მოხდება :)
roma
ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ჯერ ეს ეტაპი გადავლახოთ სამივე გუნდმა და სულაც არაა აბერდინი და ზაგრების ბდინამო დაუმარცხებელი. გაბალა ყველა ვარიანტში უნდა დავამარცხოთ. ღმერთი ჩვენსკენ.
jaba
მოგვაწოდეთ ინფორმაცია ჯგუფურ ეტაპზე რომელი გუნდები შეხვდება საბურთალოს და დინამოს
basket
ძალიან უნდა გაგვიმართლოს მომდევნო ეტაპზე რომელიმე ქართულმა კლუბმა რომ იასპარეზოს ისევ.
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა