თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება.

პირველ რაუნდში თბილისურმა კლუბმა ანდორული "ენგორდანის" ბარიერი მარტივად გადალახა, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 7:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

რა თქმა უნდა, "გაბალა" წინა ოპონენტთან შედარებით ბევრად ძლიერი კლუბია, თუმცა მისი დამარცხება "დინამოს" რომ ნამდვილად შეუძლია, ამაში სტატიის წაკითხვისთანავე დარწმუნდებით.

შედარება

ამ მომენტისათვის აზერბაიჯანული კლუბის რიგებში 19 ფეხბურთელი ირიცხება. მათ შორის 6 უცხოელია. "გაბალამ" ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი მერაბ გიგაური, რომელიც კლუბს ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა.

"დინამოს" მომავალი მეტოქე ბოლოს ხორვატი ცენტრალური მცველით, ივიცა ზუნიჩით შეივსო, რომელიც ბოლოს ყაზახურ "ატირაუში" თამაშობდა.

"გაბალას" შეუერთდა ესპანელი ფერნან ფერეიროა, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ესპანეთის დაბალ ლიგებში ასპარეზობდა. კლუბის ღირსებას დაიცავს კოტ'დივუარელი შემტევი კრიტიან კუაკუ და მოზამბიკელი კლესიო ბოკე. პირველ მათგანს საფრანგეთის ლიგა 1-ის გამოცდილება უმაგრებს ზურგს, მეორეს კი საბერძნეთისა და თურქეთის უმაღლეს ლიგებში უთამაშია.

"გაბალას" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები:

მეკარეები

ანარ ნაზიროვი (აზე) 150 000 ევრო

ტარლან აჰმადლი (აზე) 75 000

მურად პოპოვი (აზე) 50 000

დაცვა

ივიცა ზუნიჩი (ხორ) 350 000

რასიმ რამალდანოვი (აზე) 200 000

სადიქ ყულიევი (აზე) 175 000

იუსიფ ნაბიევი (აზე) 250 000

ამინ სეიდიევი (აზე) 250 000

ნახევარდაცვა

ქისმატ ალიევი (აზე) 275 000

მერაბ გიგაური (საქ) 250 000

კამალ მირზაევი (აზე) 250 000

ფერნან ფერეიროა (ესპ) 150 000

რომან ჰუსეინოვი (აზე) 75 000

როვლან მურადოვი (აზე) 50 000

შეტევა

კრისტიან კუაკუ (კოტ) 150 000

ასიფ მამადოვი (აზე) 200 000

კლესიო ბოკე (მოზ) 150 000

დავით ვოლკოვი (საქ) 325 000

ულსი ისგანდაროვი (აზე) 225 000

თბილისის "დინამო":

მეკარეები

ხოსე პერალესი 250 000

სერგეი ლიტოვჩენკო 300 000

სტეფან სიკაჩი 200 000

დაცვა

აბდელ მეჯუბი 300 000

ვიქტორ მონხილი 250 000

დავით კობოური 200 000

გიორგი ქიმაძე 400 000

ოლეკსანდრ კაპლიენკო 200 000

ნოდარ იაშვილი 250 000

გუჯა რუხაია 150 000

ნახევარდაცვა

ნიკა ნინუა 400 000

ბაქარ ქარდავა 250 000

გიორგი პაპავა 250 000

აკაკი შულაია 375 000

ირაკლი აზაროვი 300 000

გიორგი ზარია 300 000

გიორგი კუხიანიძე 225 000

ბექა დარციმელია 50 000

შეტევა

არფგან დაფე 250 000

ლევან შენგელია 500 000

ნოდარ ქავთარაძე 450 000

ლევან კუტალია 300 000

(ფასები მოცემულია Transfermarkt.de-ს მიხედვით)

"გაბალას" ფეხბურთელების ერთიანი სატრანსფერო ღირებულება 3.60 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც თბილისის "დინამოს" ყველა მოთამაშე ერთად 6.70 მილიონი ევრო ღირს.

აზერბაიჯანული კლუბის ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშე ზემოთ ნახსენები ივიცა ზუნიჩია, რომელიც 350 000 ევრო ღირს, მაშინ, როდესაც თბილისის "დინამოს" ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი ლევან შენგელია ნახევარ მილიონადაა შეფასებული.

ორივე კლუბი ახალგაზრდული შემადგენლობითაა დაკომპლექტებული. "დინამოს" ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 24,2 წელია, "გაბალასი" კი - 25,4.

აზერბაიჯანში სეზონი ჯერ არ დაწყებულა, გასულ წელს კი "გაბალამ" ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა, ჩემპიონ "ყარაბაღს" მთელი 20 ქულით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში აზერბაიჯანული კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა და საგოლე გადაცემებში ლიდერმა "გაბალა" დატოვეს. ამიტომ მათზე ინფორმაციით თავს აღარ შეგაწყენთ.

ურთიერთშეხვედრები

თბილისის "დინამო" და "გაბალა" ერთმანეთს ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ. ეს 2015-16 წლების სეზონში მოხდა, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

პირველ შეხვედრაში მეტოქეს "დინამომ" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. იმ შეხვედრაში გოლები ჯაბა ჯიღაურმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს. საპასუხო მატჩში კი თბილისელები 0:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

მაშინ "გაბალას" მართლაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა და ის გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

ვინ რა თქვა

დაპირისპირების წინ კომენტარი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჩისკო მუნიოსმაც გააკეთა, ქართველებთან დაპირისპირებაზე ისაუბრა "გაბალას" ლეგიონერმა დავით ვოლკოვმაც.

ქალაქი და სტადიონი

"გაბალა" 1995 წელს დაარსდა და სახელი ორჯერ შეეცვალა. თავდაპირველად "გოი გიოლი" ერქვა, 2005 წლიდან "გილანი" დაერქვა, 2007-დან კი არსებული სახელით ასპარეზობს.

"დინამოს" მომავალი მეტოქის საშინაო არენა "სითი სთედიუმია", რომელიც 4500 ადამიანს იტევს.

გაბალა პატარა ქალაქია, რომელსაც თავდაპირველად ქუტკაშენი ერქვა. ახალი სახელწოდება მან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მიიღო.

რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, ამ მცირე ზომის ქალაქში, 2013 წლის აღწერის მიხედვით, 13 000 ადამიანი ცხოვრობს. შედარებისთვის, ოზურგეთში 2014 წლის აღწერით 14 785 მცხოვრებია.

დასკვნა

"გაბალა" ნამდვილად არ არის იმ დონის გუნდი, როგორიც რამდენიმე წლის წინ თბილისში ვიხილეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაშინ აზერბაიჯანულმა კლუბმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, გზად კი, "დინამოს" გარდა, რამდენიმე კლუბი, მათ შორის, "პანათინაიკოსი" ჩამოიტოვა.

აზერბაიჯანში სეზონი ჯერ არ დაწყებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში არ უნდა იყოს. ამას ემატება ისიც, რომ "გაბალას" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაემატა, რომლებსაც კლუბთან ინტეგრაციის პროცესი ჯერჯერობით სათანადოდ გავლილი არ უნდა ჰქონდეთ.

ახალი ფეხბურთელები "დინამოსაც" ჰყავს, თუმცა გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ნახევარი სეზონია ერთად ასპარეზობს. პირდაპირ ვიტყვით, "დინამომ" ეს ბარიერი უნდა გადალახოს, რადგან მეტოქე არაფრით აღემატება.

aleksandre
უფრო მეტიც შეიძლებოდა მაგალითად გეთქვათ რომ რასიმ რამალდანოვი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა
alex
ცხონებული ახალკაცი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ეს სტატია წაეკითხა :))) (სტატიას არაფერს ვერჩი, ზოგადად ჩვენი მდგომარეობა ვიგულისხმე)
თენგაბი
გაგას კომენტარი მომეწონა. ალბათ ყველაზე ფანტასტიურ ჟანრშიც ვერ წარმოიდგენდა კაცი 1981 წელს ოდესმე თბილისის დინამოს გაბალასთან დაპირისპირებას.
გაგა
ეს სტატია რომ 1981 ში წაეკითხა ვინმეს ლელოში))) გაბალა)))))))
sormona
ეს ის გაბალა ნამდვილად აღარ არის თუმცა მაინც, ახლანდელ დინამოს ძალიან დაკვირვებული თამაში მართებს ამ ბარიერის გადასალახად. იოლი ნამდვილად არ იქნება მაგრამ სავსებთ რეალურია ამ ბარიერის გავლა. წარმატებები დინამოს!!!
elsa
იმედია დინამო ამ შანს არ გაუშვებს ხელიდან და ქართველ გულშემატკივრებს ფეიენოორდს გვანახებს თბილიში
კ ო მ ბ ლ ე
ის გაბალა აღარ არის და არც დინამოა ის დინამო, წავიდა ჰეეეე! წეიღო წერილი, გევიდა გაღმა! არ მამკვდარა, ცოცხალია, ჯერ ისევ ფეთქააავსს!!!
უკაცრავად
ეს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაა თუ ზუგდიდის "დინამოს"?:-)))
ალეკსანდრე
კარგად გვახსოვს ეს გუნდი და მათი გულშემატკივრების "თბილი" დახვედრა გაბალაში
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს