საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრები 16 სპორტსმენით წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა
საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრები 16 სპორტსმენით წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.

განსაკუთრებით ისახელა თავი ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა გენადი კვიკვინიამ. მან ორივე ხელით ოქროს მედალი დაიმსახურა. მარცხენათი ფინალში რუსი ვიაჩესლავ მურიევი დაამარცხა, მარჯვენათი მისსავე თანაგუნდელ ივან მატუშენკოს სძლია, რითაც შარშან კონტინენტის ჩემპიონატის პირველ წრეში წაგებისთვის რევანში აიღო.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურთან ახლოს იყო ორი ქართველი სპორტსმენი, მაგრამ საბოლოოდ ისინი ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილდნენ: ირაკლი გამთენაძემ (90 კგ) ცაციათი ფინალური პაექრობა დათმო რუს არსენ ბილიევთან, არადა, ნახევარფინალში უკრაინელ მსოფლიოს ჩემპიონ რუსლან ბაბაევს მოუგო. ვასილ დაუთაშვილს (100 კგ) მარჯვენათი ბულგარელმა მსოფლიოს ჩემპიონმა კრასიმირ კოსტადინოვმა აჯობა. საგულისხმოა, რომ შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზეც მათი ფინალური პაექრობა სლავი სპორტსმენის გამარჯვებით დამთავრდა. ბრინჯაოს მედლებით დაკმაყოფილდნენ ალეკო აბუთიძე (70 კგ. მარჯვენა), ვასილ დაუთაშვილი (100, მარცხენა), ვილენ გაბრავა (60, მარცხენა).

ახალგაზრდებში მარჯვენა ხელით ყველა ორთაბრძოლა მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა მერაბ კაკაბაძე (80 კგ). იგი ამავე წონაში ცაციათი მეორე იყო. ვერცხლის მედალი ხვდა მარცხენათი მარინე ფუტკარაძესაც (55). გიორგი ოთანაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

- ქართველი მკლავჭიდელების გამოსვლითა და შედეგებით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერეკლე გურჩიანმა. - თუმცა, მსაჯებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, გამთენაძეცა და დაუშვილიც ჩემპიონები გახდებოდნენ. შარშან მსგავს შეჯიბრებაზე 8 მედალი მოვიპოვეთ, წლეულს კი მათი რაოდენობა სამი ერთეულით გავზარდეთ. ახლა ჩვენი მიზანია, სათანადოდ მოვემზადოთ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც ნოემბერში ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი ალმათი უმასპინძლებს.

ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ვახტანგ ახობაძემ ყირგიზი მეტოქე მეორედაც დაამარცხა!
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა