„როდესაც შემდეგ ეტაპზე გადიხარ, მოლოდინი ისეთია, რომ წინა გუნდზე უფრო ძლიერი უნდა იყოს. თუმცა, ყოველთვის რთულია კლუბზე ლაპარაკი, რომელსაც არ შეხვედრიხარ. თუმცა „ჩიხურას“ თამაშების ნახვის შემდეგ მათ ძალიან ტექნიკური გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. ნახევარდაცვასა და თავდასხმაში მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, რომლებიც ხშირად იცვლიან პოზიციებს. მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ ბურთს დაჭერა. ისინი განაპირა მცველებით უტევენ და თუ ბურთი მიეცი, შეუძლიათ ხიფათი შეგიქმნან.

მე მიმაჩნია, „ფოლასთან“ გამართული მატჩებიდან გამომდინარე, მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს. მართალია მეორე შეხვედრაში „ფოლა“ 10 კაცით თამაშობდა და სიტუაციის გამოსწორების საშუალება აღარ ჰქონდათ, მაგრამ „ჩიხურა“ ამ დაპისრისპირებაში ძალიან კომფორტულად გამოიყურებოდა და ისინი პატივისცემას იმსახურებენ.

ეჭვგარეშეა, ჩვენზე იქნება დამოკიდებული გადავლახავთ თუ არა მათ ბარიერს. ამისათვის კი, უნდა ვიშრომოთ და იდეალური იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუმცა ამასთანავე ძალიან რთული.

ჩვენ არ გვინდა ისინი თამაშის დროს შევაგულიანოთ და ვაპირებთ დავიცვათ ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის.

ჩვენ საკუთარ გზაზე მყარად ვდგავართ. ევროპა ლიგაზე პირველი გასვლითი შეხვედრა მოვიგეთ და იმედი გვაქვს „პითოდრიზე“ პოზიტიური შედეგით დავბრუნდებით.

დღის განმავლობაში ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალია და მატჩის დროსაც ძალიან არ დაეცემა. ამიტომ ამ პრობლემისთვის უნდა მოვემზადოთ და შესაბამისი ტაქტიკა შევარჩიოთ.

არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა პირველ შეხვედრას სახლში ვითამაშებდით თუ გასვლაზე, ორივეს თავისი დადებითი მხარე აქვს. თუ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ პირველ შეხვედრაში, ვიცით რომ სავსე მოედანი დაგვხვდება სახლში, სადაც ფანები ჩვენ ნაცვლად ეცდებიან დივიდენტების გადახდას.

„რიეიკასთან“ თამაში ძალიან რთული იქნება, როგორც ჩვენთვის, ისე „ჩიხურასთვის“, რომელიც არ უნდა გავიდეს ამ წყვილიდან, თუმცა იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით.

თუმცა, ჯერ „ჩიხურა“ უნდა დავამარცხოთ, რომელიც ღირსეული მეტოქეა. მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა გვარების დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ჩვენ ორი-სამი მოთამაშე გამოვყავით, ვისაც განსაკურებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა