"ვესტ ჰემის" 25 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა დემბა ბამ ფანებთან ჩხუბის მიზეზად რასისტული გამონათქვამები დაასახელა
გუშინ „ვესტ ჰემის“ წვეულებაზე ამტყდარი ჩხუბის ამბავი მოგიყევით. დღეს ამ ისტორიას იმას დავამატებთ, რომ მისი მთავარი მოქმედი პირი, 25 წლის სენეგალელი თავდამსხმელი დემბა ბა თავს იმართლებს. ბას თქმით, ფანებმა, რომლებთანაც მან იჩხუბა, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

მათთვის ვინც ეს ამბავი პირველად გაიგო: ორშაბათს „ვესტ ჰემმა“ ლონდონის სასტუმრო „გროსვენორ ოტელში“ დიდი წვეულება გამართა. როგორც ირკვევა, პრემიერლიგიდან წინა დღეს გავარდნილი გუნდი თავისი საფეხბურთო აკადემიისთვის სახსრებს აგროვებს და საღამოც საქველმოქმედო იყო. სწორედ ამ ქეიფში მოხდა სამარცხვინო ამბავი - ბასთან რამდენიმე გულშემატკივარი მივიდა და ავტოგრაფი სთხოვა, ფეხბურთელმა კი ისინი თავიდან მოიშორა, მოიმიზეზა, დაღლილი ვარო. ამას ისეთი შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რომ სასტუმროს პატრონებს პოლიციის რამდენიმე მანქანის გამოძახება დასჭირდათ.

მეორე დღეს ინგლისურმა გაზეთებმა ეს ამბავი ქვეყანას ამცნეს, მესამე დღეს კი ბას კომენტარიც გამოაქვეყნეს. სენეგალელი ამბობს:

„ტყუილია, თითქოს მე იმ კაცს ავტოგრაფი არ მივეცი. ხელი მოვუწერე, მაგრამ ის ჩხუბს ეძებდა. მან მკითხა როგორ ხარო, მე ვუპასუხე კვირის თამაშის შემდეგ დაღლილი ვარ, მეთქი. „უიგანთან“ მართლაც ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. დაღლა რომ ვახსენე, დამცინა, ჩვენ კიდევ ყოველ კვირა შენი თამაშის ყურება გვღლისო. აი, მერე კი გიჟივით ღრიალი დამიწყო. მე კარგად ვერ მივხვდი, რას ამბობდა სწრაფი ინგლისურით, მაგრამ ჩემს გვერდით მყოფებმა მითხრეს, რომ რასისტულ შეურაცხყოფას მაყენებდა“.

აღსანიშნავია, რომ ბას საქმის სასამართლოში გადატანა არ სურს. მან თქვა, რომ ინციდენტის დავიწყება და ჩაფარცხვა ურჩევნია. „ვესტ ჰემი“ კი საზოგადო კრიტიკის საგნად იქცა. საზოგადოებამ კლუბი გავარდნიდან 24 საათში ქეიფის მოწყობისთვის გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ კვირასვე „ჩაქუჩების“ პატრონებმა თანამდებობიდან მოხსნეს მწვრთნელი ავრამ გრანტი.

კრიტიკის პასუხად „ვესტ ჰემის“ პრეს-მდივანმა ასეთი განცხადება გაავრცელა:

„ის, რაც ორშაბათ საღამოს გაიმართა, ქეიფი არ იყო. ეს გახლდათ ფანების შეხვედრა ფეხბურთელებთან. მათ მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ მოთამაშეებს და მათგან „ანგარიში“ მოესმინათ. იმ დღის ჩანაფიქრი უმეტესობამ სწორად გაიგო და შეხვედრით კმაყოფილიც გახდა, თუმცა რამდენიმე ადამიანის ქცევამ ყველაფერი გადაჩრდილა“.

გუშინაც მოგახსენეთ, რომ „გროსვენორ ოტელში“ გამართული წვეულება კაცზე 275 ფუნტი დაჯდა, მაგრამ ჩხუბმა მართლაც ყველაფერი გადაჩრდილა. ისეთი ამბავი ატყდა, რომ „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელების ერთ ნაწილს ჩარევა მოუხდა.

ბამ განაგრძო: „ზოგმა ფეხბურთელმა წასვლა მირჩია. მათ იმ ბიჭის დაშოშმინებაც სცადეს, მან კი თეფშებისა და ჭიქების ლეწვა დაიწყო. თან, მაგინებდა. ჰოდა, მეც წამოვდექი, რათა მეჩვენებინა, რომ მისი საქციელი არ მომეწონა... როგორც შევატყე, მთვრალი იყო. მისი დაწყნარება დენი გებიდონმაც სცადა, მაგრამ ის მოუტრიალდა და გებიდონის ლანძღვაც დაიწყო“.

ეს, რაც შეეხებოდა ჩხუბსა და სკანდალს, ხოლო რაც შეეხება ავრამ გრანტის სავარაუდო შემცვლელს, აქ საქმეები ასეა: სტივ მაკლარენმა და გუსტავო პოიეტმა უკვე განაცხადეს, რომ „ჩაქუჩების“ თავკაცის თანამდებობა არ აინტერესებთ. მოგეხსენებათ, ეს ორი კაცი გაზეთებმა გრანტის მოხსნის დღესვე დაასახელეს მთავაკ კანდიდატებად. ამასთან, პოიეტი ურუგვაელია, „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, დევიდ სალივანმა კი განაცხადა, რომ გუნდის მომავალი მწვრთნელი ინგლისელი უნდა იყოს.

დღეისათვის მას მედია მარტინ ო’ნილის, სემ ელერდაისის, კრის ჰაფტონის, მელკი მაკეის და... რობერტო დი მატეოს კანდიდატურას განიხილავს, თუმცა ეს უკანასკნელი ინგლისელი არ არის - პოიეტის მსგავსად ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ინგლისში ჩარჩენილი უცხოელია.

სალივანმა თქვა: „ვფიქრობ, ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები ინგლისელი... ბრიტანელი მწვრთნელის აყვანაა. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც ადგილობრივი კულტურა ესმის, ხოლო თუ ლონდონის ისტენდის ცხოვრებაც ეცოდინება, უკეთესი იქნება. ჯერ დავიცდით, ვნახავთ ვინ გამოგვეხმაურება, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მივიღებთ“.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა