ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მიაღწიეთ შედეგს - თქვენ ეს შეგიძლიათ! - "ფეიენოორდი" სულაც არაა უნაკლო გუნდი

მიაღწიეთ შედეგს - თქვენ ეს შეგიძლიათ! - "ფეიენოორდი" სულაც არაა უნაკლო გუნდი

თბილისის "დინამოს" "ფეიენოორდთან" მომავალმა შეხვედრებმა დიდი მოლოდინი შექმნა და ბუნებრივია, აჟიოტაჟიც გამოიწვია.

ყველას ამ გუნდების 38 წლის წინანდელი მატჩები გაახსენდა და ძველ გულშემატკივრებს როტერდამში ავსტრიელი ფრანც ვიორერის არათუ არაკვალიფიციური, არამედ აშკარად მიკერძოებული მსაჯობა.

პარადოქსი იყო - სსრკ-ს ვერ ვიტანდით, უცხოეთში კი რუსებად მიგვიჩნევდნენ და ხშირად არბიტრები მეტოქეს უდგებოდნენ. გაიხსენეთ თუნდაც 1977/78 წლების სეზონში უეფას თასზე "გრასჰოპერსთან" ციურიხში მიშელ კატიბჯანის (იგივე კატიბჯიანის - სომხური ფესვების მქონე ფრანგის) მსაჯობა, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით განთქმული შოთა ხინჩაგაშვილიც კი გამოიყვანა წყობილებიდან.

ჩვენ ხშირად გვიყვარს საკუთარის განდიდება, მაგრამ ის გუნდი მართლაც დიადი იყო, არა მარტო მიღწევებით, არამედ ლამაზად თამაშით. ბურთი თითქოს სხვანაირად დაგორავდა მოედანზე, განუმეორებლად. ქართულად, ეს სხვა რამ გახლდათ, რისი გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. ეს უნდა ცოცხლად გენახა, შეგეგრძნო.

1972 წელს ევროტურნირებზე "დინამოს" "ტვენტესთან" დებიუტს დავესწარი (ე.წ. ჯუნგლებში ვიჯექი). იმ დღიდან ძირითადი შემადგენლობის, 1976 წლიდან კი დუბლების თითქმის არც ერთი მატჩი არ გამიცდენია და თამამად შემიძლია ვთქვა, "ფეიენოორდთან" "დინამომ" საუკეთესოდ ითამაშა, თუმცა მასზე კლასით გაცილებით დიდი გუნდები დაუმარცხებია და იმაზე მეტს იმსახურებდა, ვიდრე 1981 წელს თასების მფლობელთა თასის მოგება იყო - წესით, 1979/80 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგო, მაგრამ სტარტზე ჯერ "ლივერპულს" შევხვდით, შემდეგ კი "ჰამბურგს".

მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ლუის სესარ მენოტიმ აღიარა, რომ ევროპაში იმჟამად ყველაზე ლამაზად სწორედ "დინამო" თამაშობდა.

დღეს სრულიად სხვა რეალობაში ვართ, "ფეიენოორდიც" სხვაა და მით უმეტეს, "დინამოც". საბედნიეროდ, აღარ ვართ საბჭოეთის ნაწილი და საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ძველ "დინამოელებს" კლასით ვერ შეედრებიან, საზღვარგარეთ ასპარეზობენ, პატარა და მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნის კლუბები კი ვერ ახერხებენ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევას.

ეს სამწუხარო რეალობაა და ამაში გასაკვირი არაფერია. ვისაც ძველი "დინამო" ახსოვს, კითხვა მინდა დავუსვა - საქართველოს დღევანდელი ნაკრებიდან ვის აიყვანდა ნოდარ ახალკაცი ძველი "დინამოს" თუნდაც დუბლებში?..

და რა შანსი აქვს ამ ვითარებაში დღევანდელ "დინამოს" "ფეიენოორდთან"? ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ჰოლანდიური ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა დიდი არაა, ფავორიტები არ ვართ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი, როგორც იქნა, ჩისკომ გუნდს დაამსგავსა და თამაშს თამაშზე იგებს. თუმცა, ჯერ იგებს დაბალი დონის მეტოქეებთან. დიდებული გოლები გაიტანა ლევან შენგელიამ "გაბალასთან", მაგრამ "ფეიენოორდი" ბურთის ასე თავისუფლად მიღების, დამუშავების და კარში დარტყმის საშუალებას არ მისცემს.

ყურადღებით ვუყურე ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში "ფეიენოორდის" "სპარტასთან" შეხვედრას. უნდა გითხრათ, ეს სულაც არაა უნაკლო გუნდი, უამრავი დეფექტი აქვს - შეტევაში წასულს ზურგი უშიშვლდება. "სპარტამ", რომელმაც მაღალდისციპლინირებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ორჯერ დაიჭირა კონტრშეტევაზე, ვინაიდან ნახევარდაცვის ხაზს დაუბრკოლებლივ გადადიოდა, მეტოქის მცველები ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და გამოცდილი მეკარე კენეტ ვერმეერიც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. თან, "ფეიენოორდის" ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ბოტეგინმაც ტრავმა მიიღო და უცნობია, ითამაშებს თუ არა 8 აგვისტოს.

იაპ სტამის კრებულმა ვერც საკონტროლო მატჩები ვერ ჩაატარა დამაჯერებლად - დამარცხდა "ზალცბურგთან" (1:3), "პანათინაიკოსთან" (0:3) და "საუთჰემპტონთან" (1:3), დაუზავდა "ანჟერს" (2:2) და მხოლოდ მეორე ბუნდესლიგის "დარმშტადტს" სძლია (2:1).

ბოლო 6 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 14 გაუშვა. ასე რომ, დაუმარცხებელი სულაც არაა, მაგრამ ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - შეუძლია კი "დინამოს" მაღალ ტემპში ეთამაშოს და წნეხს გაუძლოს? თუ თუნდაც "სპარტას" დონეზე ორგანიზებული იქნება, "დე კუიპზე" არ შედრკება და მეტ-ნაკლებად სასურველ შედეგს მიაღწევს, შანსი გაუჩნდება, რამეთუ განმეორებით მატჩში "დინამოს" სტადიონი უთუოდ გაივსება, გულშემატკივარი გულმხურვალედ უქომაგებს და ერთ და ორ დაპირისპირებაში, თუნდაც შენზე უფრო ძლიერ მეტოქესაც შეიძლება მოუგო.

დარწმუნებული ვარ, ჩისკო თავის თანაშემწეებთან ერთად დეტალურად შეისწავლის მოწინააღმდეგეს და მასთან საბრძოლველად სწორ სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევს, გუნდიც თამაშამდე არ გატყდება და ეგებ ცოტა ფორტუნამაც გადმოგვხედოს, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში ხშირად ბევრი რამ დეტალებზე და გამართლებაზეცაა დამოკიდებული.

ჩვენს ფეხბურთელებს დასაკარგი არაფერი აქვთ, წაგებისთვის დიდად არავინ არ განსჯის. დაე, ითამაშონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავი და ახსოვდეთ, ფეხბურთის ყველა ქართველი გულშემატკივარი და არაგულშემატკივარი 8 აგვისტოს მათი გულშემატკივარი, მათი ქომაგია. ბიჭებო, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და მიაღწიეთ შედეგს - თქვენ ეს შეგიძლიათ!

P.S. ეს წერილი რომ დავასრულე, ლევან შენგელიასთან azerisport.com-ის ჟურნალისტის ინტერვიუ გამახსენდა, რომელმაც ჰკითხა: "ალბათ, თუ მესამე რაუნდში გახვედით, იქ ჰოლანდიის "ფეიენოორდს" შეხვდებით. დიდი ალბათობით, "დინამო" იქვე გაჩერდება?" ეს არ იყო კითხვა, ეს უფრო სურვილია ზოგიერთებისა და იქნებ ამ "ზოგიერთებს" გავუცრუოთ იმედი.

• კახა ქ.

ან შედიშედის....ეხლა კი სერიოზულად.საერთ ოდ იძახიან ყველა დროს თავისი მოაქვსო.ხშირად გამიგია ამა თუ იმ ფეხბურთელზე კი მაშინ მაგარი იყო მაგრამ ეხლა გაქაჩავდაო.მე ვფიქრობ მაგარი ყოველთვის მაგარია.ორი დღის უკან მერამდენედ უყურე თამაშს ვესტ-ჰემთან იქ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მართლაც დიდი გუნდი გვყავდა.მე არ ვიცი ბ-ნი ნოდარი ეხლანდელი გუნდიდან ვის აიყვანდა,მაგრამ იმ გუნდიდან რომ ეხლა ყველა ითამაშებდა ამაში 100% დარწმუნებული ვარ.სამწუხაროდ რაც გვაქვს იმით უნდა დავკმაყოფილდეთ და ვეცადოთ უქომაგოთ

• დათო

და მერე საიდან მოიტანეთ, რომ სსრკ-ს ვერ ვიტანდით, ,,მალაკასოს"!!! ვერ ვიტანდით კი არა და ვამაყობდით,რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერი ქვეყნის მოქალაქეები ვიყავით.

• kaira

ბილეთი ძვირი უნდა ღირდეს. გუნდს შემოსავალი უნდა ქონდეს, ბილეთებიდან, ფორმების გაყიდვიდან, რეკლამიდან, ტვ-დან. თორე მერე იწყება მაზავშიკობა. ვისაც ფული არ გვაქვს, ვუყუროთ ტვ-ში. აბა ისე უფულოდ ფეხბურთი მარტო ბიუჯეტის იმედად ვერ განვითარდება.

• alexandre

ჰამბურგში თამაშის ბოლო წუთზე, შენგელიამ საჯარიმოს ხაზიდან ნახევარბრუნით რომ ბუთქა, ეეეჰ, ძელს მოხვდა, თორემ მეკარე პირდაფჩენილი უყურებდა. ეს 1. მეორე, რატომღაც მუჯირი 2 ნომერზე დააყენა ფარსადანოვიჩმა, მისთვის შეუჩვეველ დაცვის მეორე ფრთაზე და მანაც ჩვეულებრივად ჩაჭრა ბურთი კუთხურზე - ის კარებში შევარდა. ჰამბურგის მწვრთნელმა თამაშის შემდეგ ინტერვიუში თქვა, თავიდანვე რომ გავუშვით გოლი, მეგონა გავნადგურდებითო, კიგანის უდიდესმა კლასმა უშველა მათ. ესეც 3. ეს რომ არა ჰამბურგსაც დავანგრავდით. რაც შეეხება დღევანდელ ნაკრებს, ნამდვილად ვეთანხმები ემიგრანტს, ბევრს აიყვანდა ბ-ნი ნოდარი. მოთამაშეები დღEსაც გვყავს - გუნდი არ არის.

• zaza

როგორ ადარებთ დღევანდელ ქართველ ფეხბურთელებს მაშინდელ დინამოს დღევანდელ ფეინოორდს ყიფიანი გუცაევი შენგელია და ძმანი მათი ხინკლის ჩეკივით ...ენ და დესერტად ზედ ზაგრების დინამოსაც დააყოლებდენ.დდ

• gela 67

ჰოდა ასეთ თამაშებში იწვრთნება გუნდი,მაგრამ რა? 2 მანეთს შესთავაზებენ წამოყვინჩილებულს| და ისიც გარბის არასაფეხბურთო ქვეყანაში, ადრე პროფტექნიკურ სასწავლებლებში სხვადასხვა სპეციალობის კადრი მზადდებოდა და მერე სამუშაოთი უზრუნველყოფდნენ, ასეა ამ შემთხვევაში "დინამო" სხვა მიდგომაა საჭირო,რომ რამდენიმე წელი უნდები გუნდის შეკვრას და მეტრე უცებ იცლება..........

• gela 67

წადი რა გაიარე შენივე მჭევრმეტყველებით , შენთვის დაანთხიე ხოლმე ბოღმა........

• ზვიადი.

იმიტომ რომ არაა ჯერ თქვენი საბლატაო რა.

• გიოშა

ბავშობისას 70-იან წლებში თითქმის ყოველ თამაშზე დავდიოდი სტადიონზე ქუთაისის ტორპედოს საგულშემატკვროდ.ვერაფრით წარმოვიდგენდი,რომ ნოდარ ახალკაცი ზაურ სვანაძეს თბილისის დინამოში სათამაშოდ მიიწვევდა და უფრო მეტიც ვერაფრით წარმოვიდგენდი,რომ დინამოში თავისი კარგი თამაშით ინგლისელ მაყურებელს გააკვირვებდა!

• მე

სტადიონის გავსებას რაც შეეხება ვერანაირად ვერ გაივსება თუ ბილეთი 20-50 ლარი ღირდა და იქნება ვინმემ იმ გულშემატკივარზეც იფიქროს ბილეთში გადასახდელი 20 ლარი რო არააქვს

• Homer

რატომ არ ვართ ღირსები?! თუ კი ჩინოვნიკებს- ვირთხებსა და წურბელებს გულისხმობ, რაღაც ასპექტში შეიძლება დაგეთანხმო, მაგრამ ქართველისთანა თბილი და კეთილი გულის მქონე სხვა ვინ არის ? ერთადერთი ერი ვართ, ვისაც მტრის სიყვარულიც კი შეგვიძლია. თუ კი ბოლომდე დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, ერთად დავდგებით და ერთმანეთს გავიტანთ, მართლა ვერავინ გვაჯობებს , ვერაფერში. ერთეული ნაბიჭვრების გამო ყველას ერთ ქვაბში მოქცევა არ მიმაჩნია მართებულად. მაგათ გამო ჩვენ რატომ არ უნდა ვიყოთ ღირსები

• ზვიადი

კი, შეგვიძლია მაგრამ ღირსები არ ვართ. ამიტომ არ ხდება ბევრი რამე ის რაც გვინდა როცა ღირსები ვიქნებით, ყველაფერი მოვა და მტრებსაც თვალს დავუბნელებთ მაგრა ასე არა, ასე ეს არ მოხდება რა.

• emigranti

აიყვანდა და არაერთს. გამოზრდიდა და დიდ ფეხბურთსაც ათამაშებდა, შეიძლება ისეთებს, ჩვენ რომ არაფრის მაქნისი გვგონია.

• პაატა

1980 წელს ჩემპიონთა თასი "ნოტინგემმა" მოიგო, ფინალში "ჰამბურგს" 1:0 სძლია...

• ჯარჯი

ცხონებული ნოდარი მასწავლებელი დღევანდელი ნაკრებიდან არავის არ აიყვანდა.

• გიოშა

მოუთმენლად ველი ფეიენორდთან თამაშს.ძალიან მაინტრესებს თუ როგორ ითამაშებს დინამო მთელი მატჩის განვმალობაში.ჩვენი გუნდი ხომ არ არის შეჩვეული 90 წუთი მაღალ ტემპს და ამასთან ერთად პრესინგის წინააღმდეგ თამაშს.წარმატებებს ვუსურვებ თბილისის "დინამოს" ფეიენორთდანთან ორრაუნდიან დაპირისპიებაში!

• გურია

ნავალოვსკის უსათუოდ! კანკავა საერთოდ კაპიტნობას ჩააბარებდა...

• kote

არა, მხლოდ კარიკარის აიყვანდა

• giga

""საქართველოს დღევანდელი ნაკრებიდან, ვის აიყვანდა ნოდარ ახალკაცი ძველი "დინამოს" თუნდაც დუბლებში?..""" ჯაბა კანკავას რათქმაუნდა. წარმატებები დინამოს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბარსელონამ", "ინტერმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს [VIDEO]

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს

კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც "ნაპოლიში" პირველ სეზონში

"ფეიენოორდმა" "მილანთან" ფრეს მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა

კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა გაიმარჯვეს [VIDEO]

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა