ამერიკის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო წლევანდელ როლან გაროსზე წარსდგება
გადაწყდა, რომ ამერიკის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო მონაწილეობას მიიღებს წლევანდელ როლან გაროსზე, რომელიც კვირას აიღებს სტარტს. ამის შესახებ თავად 22 წლის ჩოგბურთელმა განაცხადა, ვინც მიმდინარე რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს.

"ძალიან დიდ ძალისხმევად დამიჯდა, მაგრამ მაინც მივაღწიე ამას - საფრანგეთის ღია პირველობაზე მივდივარ", - შეატყობინა თავის ფანებს დელ პოტრომ.

წელს ხუან მარტინმა ორი ტურნირის მოგება მოასწრო - მთავარი პრიზი დაიმსახურა დელრეი ბიჩსა და ეშტორილში. მადრიდის მასტერსში მას მესამე წრეში რაფაელ ნადალთან უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო მომენტში ტრავმის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა. სამედიცინო გამოკვლევამ მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება დააფიქსირა.

საფრანგეთის ღიაზე დელ პოტროს საუკეთესო შედეგი ნახევარფინალია - მან 2009 წელს ფინალში გასასვლელი მატჩი ხუთ სეტში წააგო მომავალ ჩემპიონ როჯერ ფედერერთან.

დელ პოტროსგან განსხვავებით, პრობლემები აქვს ამერიკელ ენდი როდიკს, რომელმაც, შესაძლოა, ტრავმის გამო გამოტოვს როლან გაროსი. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გუშინ გამოიტანა განაცხადი ნიცას ტურნირიდან. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ტრავმა რომის მასტერსის დროს მიიღო.

"ჯერჯერობით მზად არ ვარ სათამაშოდ, რადგან რომის ტურნირზე მხარი დავიზიანე. ასეთი ტრავმით ნიცას ტურნირზე გამოსვლა დიდი რისკი იქნებოდა, რადგან სულ მალე როლან გაროსი და უიმბლდონი იწყება. როგორც ჩანს, საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლის არც ისე დიდი შანსი მაქვს", - განაცხადა როდიკმა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე როლან გაროსიდან მოიხსნენ არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი და ჩილელი ფერნანდო გონსალესი, ქალთა ბადეში ვერ ვიხილავთ ამერიკელ დებს - სერენა და ვენუს უილიამსებს.

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის