5 აგვისტოს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (16) მონრეალის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 28-ე ჩოგანი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ბასილაშვილი ლაიოვიჩს მეხუთედ შეხვდა და მეოთხედ სძლია.

7 აგვისტოს, 1/16-ფინალში ნიკოლოზი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) შეხვდება, რომელმაც ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:2, 6:2 მოუგო.

ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, ერთხელ ქართველმა იმარჯვა, ხოლო ერთხელ - გერმანელმა.

აღსანიშნავია, რომ შტრუფი და ბასილაშვილი მონრეალის მასტერსზე წყვილებთა თანრიგში ერთად ასპარეზობენ. ხვალ, 7 აგვისტოს, თბილსისი დროით 02:00 საათზე ნიკოლოზი და იან-ლენარდი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო თბილისის დროით 20:00 საათზე ედმანდისა და ფრიცის წყვილს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 5 701 945 დოლარია, გამარჯვებული კი 1 049 040 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

პირველი წრის დაძლევით ბასილაშვილმა 45 ქულა და 36 830 დოლარი გამოიმუშავა.

სოსო
ოდალა,დათოს კომენტარი,ცალსახად პოზიტივზეა აწყობილი და არავის შეურაცხყოფას არ აყენებს.შესაბამისად მის კომენტარზე დისლაიქის დასმა,აშკარად არაკეთილისმსურველისგანაა,თუ რა თქმა უნდა შემთხვევით არ მოუვიდა.მეც მომსვლია,შეცდომით დამიჭერია და ბოდიშის მოხდაც მიცდია,მაგრამ ეს აღარ გამოუქვეყნებიათ.რა თქმა უნდა დისლაიქის დასმის უფლებაც აქვს,იმ ვიღაცას,მაგრამ ეს უკვე დამოკიდებულებაა შენიანის წარმატების მიმართ და ამის მიმართ კრიტიკა,სრულიად ბუნებრივია.მან აშკარად გამოხატა,თქვენი სიხარული ჩემთვის საწყენიაო და პასუხიც მიიღო,საკადრისი. დათო,მეგობარო,შენ იყავი კარგად და ბოროტებს,ნიკაც კარგად დაუხეთქავს გულებს.შენ ჯანმრთელობას გისურვებ,ნიკას კი გამარჯვებებს.ღმერთო მისმინე.ამინ!
დათო
odala-ს: ტიპი ასეთ კომენტარზე დისლაიკს, რომ გააკათებს, ერთი მითხარი რისი ღირსია???!!! ეს შეგიძლია ნახო იმ კომენტარებში, როდესაც ნიკამ ჰამბურგი მოიგო!!! ტიპმა ყველას ჩამოუარა!!! მთელ კომენტებში მხოლოდ ერთი დისლაიკია ყველგან!!! ეს კომენტარია: მახსოვს თქვენი შარშანდელი კომენტარიც, ნიკას სამომავლო წარმატებებს, თქვენ კი ჯანმრთელობას გისურვებთ! გულშემატკივარი 28 ივლისი 2019 17:38 12 1
პაატა
ნაღდად მეორე დღეს უნდა გაიგო ანგარიში:)))))))))))))))დამაწყვიტა ნერვები:))))
odala
გელა67-ს რააა?? თქვე ავადმყოფებო. არ აქვს უფლება ვინმეს არ მოსწონდეს რამე?? დიდი ამბავი თუ დისლაიქი დაუწერა. რისთვის აგინებთ ვინც არ უნდა იყოს? მარტო თქვენ კი არა და ამ საიტის უტვინო ჭურნალისტებიც საგინებლები არიან ასეთი კომენტარების გამოქვეყნებისთვის!!
დათო
სინტერესო ის არის, რომ ნიკა და შტრუფი წყვილს ერთად თამაშობენ ამ ტურნირზე!!!
zas.
ამის თამაშს არ უნდა უყურო,თორემ ნევროზი გარანტირებული გაქვს,ჩაიხედე მეორე დღეს და გაიგებ მოიგო თუ წააგო,ასე ჯობია დამიჯერეთ.
დათო
გელა , ვიმედოვნებ, რომ ვიღაცას ხელი დაეჭირა!!! მეც მომსვლია ასე, მაგრამ ეგრევე გამოხმაურებაში ეს დამიწერია , რომ შემეშალა და ბოდიშიც მომიხდია!!! მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ არის ასეთი Armen(ინგლისურად ითარგმნება: Noman, ქართულად: არაკაცი), რომელიც ცნობილია თავისი ზიზღით ქართველთა წარმატებების!!! ყველას , ნიკას ნამდვილ გულშემატკივარს გილოცავთ ამ გამარჯვებას!!!
კარგით რა
შენ გენაცვალე.
Bayern
ეს რა ვიდეოა??? ორმაგ შეცდომებს როგორ უშვებს? ეგ არის მნიშვნელოვანი??? არაპროფესიონალები ხართ!
ირაკლი
ამ ტურნირში მხოლოდ ნადალთან მარცხს გაპატიებთ ნიკოლოზ :), აბა შენ იცი კვლავ გაგვახარე. პ.ს. როცა მარცხიანი სერია ჰქონდ მაშინ ვიძახდი აცალეთ ამ ბიჭს მეთქი და ისევ გაგვახარებს თქო!
gela 67
რა თქმა უნდა ყოჩაღ და წარმატებები!!! ახლა კი, დისლაიქი ვინც მისცა იმას რაა???? რა და რაც ჯდება რითმაში
დათო
ყოჩაღ!!! გაგვახარე!!! წარმატებები!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის