ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"საბურთალომ" "არარატ-არმენიას" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა! [VIDEO]

"საბურთალომ" "არარატ-არმენიას" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა! [VIDEO]

6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვლიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალომ" გასვლაზე "არარატ-არმენიას" 2:1 მოუგო.

მეზობლებთან ევროტურნირებზე თამაში და მით უმეტეს, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ასეთი ჩინებული შანსი არსებობს, ბუნებრივია, გულშემატკივრთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრებულ შეხვედრაში დაყენებული სასტარტო შემადგენლობა ლამის სანახევროდ შეცვალა და ძირითადში სამი თავდამსხმელი დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ "არარატ არმენია" გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა, 14 392-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და მაყურებლები თავიანთ გუნდს აქტიურად ქომაგობდნენ.

სტუმრებმა თამაში პირველ ნომრად დაიწყეს, მასპინძლები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და მე-16 წუთზე ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყვნენ, როდესაც აქტიური ნარსინგი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ჩვენს საჯარიმოში, კობიალკოს უპასა და მის მიერ სამიოდ მეტრიდან დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მალიმ გამოიტანა.

შემდეგ უპირატესობას სომხური გუნდი დაეუფლა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა კობიალკომ ნარსინგის წამოწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა. ცოტა ხანში მალისონს ანგარიშის გაზრდა მიგინეიშვილმა არ დაანება.

"საბურთალო" იშვიათი და უხიფათო იერიშებით პასუხობდა და ერთადერთი სახიფათო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს შექმნა, როდესაც მახვილი კუთხიდან მალის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოს წინ კობიალკო სწრაფი შეტევისას რეხვიაშვილმა წააქცია, საჯარიმო დაზარალებულმა შეასრულა და ისევ მიგინეიშვილი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

საქართველოს ჩემპიონი, აქედან მოყოლებული, ინიციატივას დაეუფლა, თამაში დაალაგა და როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი კარიდან მოწინააღმდეგის მცველმა გამოიტანა. მერე კი დიასამიძემ გაბედავას ჩინებული გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან თავით ბურთი მიზანს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა ალთუნაშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან მალის წამოწყებული კომბინაცია გოლით დააგვირგვინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ყენიამ 76-ე წუთზე მეორედ დალაშქრა ჩუპიჩის კარი.

კიდევ ჰქონდა "საბურთალოს" მომენტი - ზეაქტიური მალის დარტყმული ბურთი მეკარემ უკუაგდო, დამატებაზე კი გაბედავას არ გაატანინეს მესამე გოლი.

დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა მოახერხა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ერთობ დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა.

"საბურთალოსა" და "არარატ არმენიას" საპასუხო შეხვედრა 14 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"

არარატ-არმენია - საბურთალო 1:2

გოლები: 1:0 კობიალკო (31), 1:1 ალთუნაშვილი (72), 1:2 ყენია (76)

არარატ არმენია: ჩუპიჩი, აჩენტე, გუზი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 57), ალფონსი, მალისონი, ავეტისიანი (სანოგო 78), ნარსინგი, კობიალკო (ოგანა 71)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, ტერა (ყენია 71), დიასამიძე, ალთუნაშვილი, კოხრეიძე (ცნობილაძე 84), როლოვიჩი (მარგველაშვილი 57), გაბედავა

• გიოშა

გიორგი კოხრეიძეს უთხრას ვინმემ,ნუ აკეთებს ასეთ რამეს.დინამო ზაგრებთანაც და ამ თამაშის დროსაც ყვითელი ბარათი მიიღო ერთი და იგივე რამეზე-განზრახ სახეში ხელის ჩარტყმაზე.

• გიონატ

თუ ვერ შევიდნენ ჯგუფში ისევ თავის თავს უნდა დააბრალონ, ობიექტურად სომხებს სახლშიც უნდა მოუგოთ და დუდელანჟის და ესტონელებს შორის გამარჯვებულსაც უნდა გავცდეთ (ეს დუდელანჯი თან შარშანდელზე გაცილებით სუსტია). სასურველია დაიმატონ მეტ-ნაკლებად გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში სუსტ გუნდებში თამაშობენ მაგალითად ამათგან რამოდენიმე: ირაკლი მაისურაძე, ბაჩანა არაბული, გუგა ფალავანდიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, სანდრო კობახიძე, ლაშა თოთაძე, გიორგი გველესიანი, გიორგი არაბიძე.

• სოსო

წუხელ ვერაფრით შემოვედი საიტზე და ამ დილით ამოვთქვი დაგროვილი.მართლები ხართ ბიჭებო,მართლა გრძლად გამოვიდა,მაგრამ თქვენ ხომ წაიკითხეთ.ესე იგი მთლად უაზროდაც არ მილაყბია.

• გადასარევი გიორგი

რატომ შლით! გავიმეორებ იგივეს! როგორც მოგება გამიხარდა საბურთალოსი და ვულოცავ ყველას, იმდენადვე სამარცხვინოთ დაამთავრეს. ასეთი დროის გაყვანა და კოტრიალი, ყენიას სიმულაცია და უბრალოდ უხერხული სანახავი უთავმოყვარეო ქცევა ბოლოში გუნდს კლასს და თვითრწმენას დაუგდებს ადრე თუ გვიან. არ გეკადრებოდათ. შედეგზე და ბრძოლაზე დიდი მადლობა. განსაკ. მწვრთნელს!

• გოგა

კარგია რო მოიგო,მაგრამ სახიფათოდ თამაშობს, ცოტა უკეთესი გუნდი პირველ ტაიმში მოუმთავრებდა საქმეს და ისეთ გოლებსაც არ გატანინებდა. დცვა და მეკარესაა მისახედი დროულად

• სოსო გაითვალისწინე, თორე აზრი არა აქვს შენს წვალებას არავინ წაიკითხავს.

დ. გ-ს მართალი ხარ, რა უბედურეება ამხელა კომენტარის დაწერა "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო" ნათქვქმია აქვთ ჭკვიან ადამიანებს.

• KUTAISELI

ak imdeni komentarebia chemi azri ver gamovtkvi, rac guchin chvenebma itamaches da gaimarjves mzime brzolachi es ari gmiroba, da mtavari gmiri levan keniaa, ak ki amboben ararati araa chveni donis gundio, magram ar vetanxmebi, zaan kargi gundia, da tbilischi upro mzime brzola mogvicevs, saburtalos checdomebi gamoucdelobis da nerviulobis bralia, kenia ki namdvili propesionali pegburtelia, da meti dro unda mieces satamachod, madloba unda utxrat mtelma sakartvelom saburtalos pegburtelebs rom kidev ertxel girseulad daicves sakartvelos saxeli, kochag bichebo, ase gaagrzelet, da chedegi aucileblad ikneba.

• დ.გ

ვიღაცეები იმხელა კომენტარებსა წერენ ამერიკაში უნდა მიფრინავდე რო დრო გქონდეს და წაიკითხო ვინუჟდენმმა.რა იყო შე კაი კაცო მეტი საქმე არა გქონდა? ან არ დაიღალე??? ვულოცავ საბურთალოს!ყოჩაღ ბიჭებო გენაცვალეთ!!!

• სოსო

ადმინ,როცა შეხვედრის ანგარიშს და შემადგენლობებს აქვეყნებთ,იქვე თამაშში მიღებული გაძევება,გაფრთხილებების სტატისტიკაც დადეთ.

• სოსო

ადმინ,წუხელ თქვენ საიტზე შემოსვლა,თითქმის შეუძლებელი იყო.23 წუთი იყო გასული,როგორღაც რომ შემოვედი და რეპორტაჟში ჩავერთე.ჩავერთე და ახლა იქ გამისკდა გული,იმ წუთებში საბურთალო მხოლოდ ბურთის უმისამართოდ გადაგდებას ცდილობდა,სანამ არ გაგვიტანეს.შესვენების დროს გადავახვიე და საწყისი რამდენიმე წუთიც ვნახე,დასაწყისი ნორმალური გვქონია,მაგრამ გიორგი კოხრეიძემ,საქართველოს რეკორდი დაამყარა,ჯერ ერთი რომ 4 თამაშში ამდენივე გაფრთხილება მიიღო და მეორე,რომ თამაშის დაწყებიდან 12 წამი იყო გასული,რომ გააფრთხილეს.შემდეგ კი მთელი თამაში ჩამქრალი იყო.გიორგი არ არის უხეში ფეხბურთელი,ამ ოთხიდან სამი გაფრთხილება,ფაქტობრივად არაფრისთვის მიიღო,ბურთის მიღებისას ორთაბრძოლაში ჯარიმდება და მწვრთნელებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ამას.ხელები როგორ გამოიყენოს,ამას ვგულისხმობ.ალბათ ამასაც სწავლა უნდა.ტაიმის ბოლოს საბურთალომ თამაში ასე თუ ისე დაალაგა და უკვე მივხვდი,რომ საბურთალო არ წააგებდა და ზაგრების დინამოს ტაქტიკას იმეორებდა.მართლაც მეორე ტაიმი უკვე ჩვენი იყო და ყენიას შემოსვლის შემდეგ,უკვე სხვა გუნდი იდგა მოედანზე.რა არის კლასი,მეორე გოლი ხომ მარტომ,არაფრისგან გამოაცხო და დაუმტკიცა ზოგიერთებს,რომ მისი მატარებელი,ჩავლილი კი არაა,არამედ სადგურშია და მგზავრებს ელოდება.ჯანმრთლად იყოს და კიდევ გაიბრწყინებს ლევანი.რაც არ მომეწონა მეორე ტაიმში,ეს ბოლოსაკენ დროის უნამუსო გაყვანა და და სრულიად აშკარა სიმულაციები იყო.ბიჭო,ხედავ მეტოქე გატეხილია,დაღლილი,აღარაფერი გამოსდის,ბურთი გაქვს და შეტევაში რიცხობრივი უპირატესობა,მიდი რა გაიტანე გოლი,სად მიათრევ კუთხისაკენ ბურთს და ზედ აჯდები.სხვა თუ არაფერი,ეს ხომ არარატია,ჩვენი უპრინციპულესი მეტოქე.ან ეს გაუთავებელი და უნიჭო სიმულაციები რა არის,ჯერ ისწავლეთ მაინც.ლევან ყენიამ სახეზე რომ ხელები იტაცა და გადავარდა,კინაღამ მეც კი შევაგინე,ისე აშკარა იყო.კიდევ კარგი მსაჯი ამაზეც არ აფრთხილებდა.არადა საჭირო იყო.ვფიქრობ სამი მცველით თამაშზე გადასვლა ხომ არ აჯობებს საბურთალოსათვის,ნიკა მალი დაცვაში ძალიან სუსტია,სიმაღლეში ძალიან აგებს და მისი პოზიციიდან მუდმივი საფრთხე გვაქვს,შეტევაში კი ჩინებულად ირჯება.დაცვის ცენტრიც ვერ არის სიმაღლეზე,პოზიციურად და ტექნიკურადაც,ძალიან ხშირად ცდება და არც სისწრაფეები ჰყოფნით.ასე რომ ცვლილებები შეიძლება გამართლებული გამოვიდეს.თუ ლევან ყენიამ ფიზიკურო ფორმა აღიდგინა და ტრავმაც არ გაიმიზეზა,ვფიქრობ ცენტრში ბურთის გათამაშების და მწვავე პასის პრობლემა მოგვეხსნება,ამ თამაშშიც აშკარად იგრძნობოდა მისი კლასი.ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას,მაგრამ არარატი აქაც აუცილებლად იბრძოლებს და ჯერ არაფერია დამთავრებული,ასე რომ საბრძოლველად მზად უნდა ვიყოთ. თუ გუნდის წერტილოვანი გაძლიერება მოხერხდება,მაშინ პლეი ოფის გადალახვასაც და ჯგუფში ზოგიერთ გუნდთან ღირსეულ ბრძოლას, მათთან ქულების აღებას,აუცილებლად შევძლებთ.ჰო კიდევ.ამდენი გაფრთხილებების მიღება(ხშირად სრულიად უაზროდ და უმიზეზოდ)ოდესმე ცუდად მოგვიბრუნდება.თამაშიდან ეთიშებიან და შემდეგ დაგვიანებული რეაქცია იწვევს ამას,მეტწილად.ძალიან კრიტიკული გამომივიდა ალბათ,მაგრამ კრიტიკა,გამარჯვების შემდეგ სჯობია და შეცდომებზეც გაფრთხილებს.დამარცხებული გუნდის კრიტიკა ხომ,უფრო ლანძღვას ემსგავსება ხოლმე.

• თოკა ბათუმი

პირველ რიგში ბიჭებს მადლობა გამარჯვებისთვის. ბოლო 15 წუთში რაც ითამაშეთ, გთხოვთ აღარ გაიმეოროთ. ამ მოედანზე გორაობამ, უზომო სიმულახიებმა და გაჯანჯლებამ გული მე ამირია. საკუთარ თავს ეცით პატივი. არადა ბოლოში საკონტროლო გასროაზე თამაში ჯობდა. იმედია თბილისში ბევრად უკეთესად ითამაშებთ. წარმატებები

• Vakhtang Lobzhanidze

სიმულანყობასთან დაკავშირებით - თუ რამე აფერისტობას ასრულებ - უმაღლეს დონეზე უნდა შეასრულო, რომ მოიტანოს შედეგი და დასაცინი არ გახდე. ეს პირველ რიგში დიასამიძეს შეეხაბა. ის რაც მან მე 14 წუთზე გააკეთა, დაცინვის და ყვითელი ბარათის გარდა ვერაფერს მოუტანდა. აჩვენეთ გუცაევის ვიდეოები ბიჭებს!

• Piper

მეორე გოლის აღნიშვნისას გუნდელს კისერი კინაღამ მოტეხა 18-მა ნომერმა XD

• Nnn

ვითომ ხომ არაფერი მარა, ყენოს შესრულებაში კლასი იგრძნობოდა რა. ყველა ის ადამიანი დასახვრეტია ვინც შენ შალკეში, რომ მიდიოდი გატრუპულითვრალი ჩაგდო თვითმფრინავში.

• ჯაპანა პაპა

ოჰ ამ ბერიკაცსა გული კი გამიხარეთ თქვე ოტროველებო თქვენა! ერთი მწარე მართალი და მწაერ სიტყვაც უნდა შემოგძახოთ - ყველა ყველა, ოქრო ჯეელები კი ხართ, მაგრამა აი 6 ყვითელი კარტოჩკა ნამეტნავი არ არის ბაბუკებო? შემდეგ თამაშებში მონაწილეობა აღარა გინდათ? ჭინკებო, ასე თუ გააგრძელეთ მალე ზამენაზე მე მომიწევს გამოსვლა!

• a.a.

უშენოდმოსაწ(ყენია)

• nika

ალთუნაშვილი

• s.s.

სულ ვიძახდი კლასნი გუნდიათქო. ამათი თამაში რაღაცით მაინც ჰგავს თანამედროვე ფეხბურთს და ყველაზე მეტად იცით რა მიხარია? გაძლიერების პერსპექტივას რომ ვხედავ აი ეგ) ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს და მაგრა მეიმედებიან. განსაკუთრებით გამოვარჩევდი მალის (!!!) ლაკვეხელიანს, კოხრეიძეს და რეხვიაშვილიც მომწონს რაღაცით. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო ყველგან და ყოველთვის, თქვენი იმედი მაქვს:) პ.ს. მალი დახატავდა ნაკრებს..

• karikari

თქვენი წყალი გადმოსხმა ჩვენ

• მინდია

პირველ ტაიმში მარტ ავთუნაშვილი მომწონდა და სწორედ მან შეიტანა გარდტეხვა თამაშში, გოლიც შეაგდო და სასიხარულია, რომ კანკავას გამოუჩნდა ღირსეული კონკურენტები საყრდენად ავთუნაშვილის და ნინუას სახით,შემტევიბიც გვყავს ბლომად უკვე და გული მიგრძნობს, რომ ქართული ფეხბურთის აღორძინება დადგა.

• Patrioti

გამარჯვებას ულოცავ საბურთალოს, ვთ ლი რომ ამ ეტაპსაც გავივლით, თუმცა მართლა გვჭირდება გაძლიერება და სასწრაფოდ ვინათხოვროთ მაინც ჯგუფური ეტაპისთვის ფეხბურთელები. ასეთი თამაშით ბოდიშის მოხდით მაგრამ მაგრად შევრცხვებით, იქ სულ სხვა დონის მომზადებული ფეხბურთელები თამაშობენ. ბოდიშს ვიხდი ამ ფეხბურთელების წინაშე, მაგრამ ამათი ფიზიკური მომზადება არ არის საკმარისი უმაღლესი რანგის თამაშებისთვის

• paladin

ცოტა წაუტოტალიზატორეს ,თუმცა შედეგი მისაღებია , გილოცავთ

• Lova

შედეგი მისაღებია მარა ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს

სამწუხაროდ, სამარცხვინო იყო დროის გაყვანა.

• გუჯი

ზღაპრული შედეგია და მადლობა ბიჭებს მაგრამ თუ არ გავძლიერდით ასეთი თამაშის ხარისხით შევრცხვებით ჯგუფურ ეტაპზე ისევე როგორც შევრცხვით დინამო ზაგრებთან. გასაგებია რომ საშუალოდ კარგი ლეგიონერები არ ჩამოდიან საქართველოში მაგრამ ეხლაა შანსი რომ ჯგუფური ეტაპით დავაინტერესოთ რაც უკვე აშკარად რეალური ჩანს

• emigranti

ძალიან გახარებული ვარ. ვულოცავ "საბურთალოს" გამარჯვებას და განსაკურთრებით კი კარგ თამაშს.მეორე ტაიმში კი არ ვაჯობეთ, დავჯაბმეთ "არარატი".მაყურებელიც მიხვდა, რომ სჯობდათ მეტოქე და გაყუჩდნენ. პატარა სტადიონიც კი ვერ შეავსეს, არადა არარატ-დინამოს მატჩძე ცარიელ ადგილს ვერ ნახავდი ვერც ერევანში და ვერც თბილისში. "დინამომაც" ასევე უნდა ითამაშოს და ეცადოს მუდმივ პრესინგში ამყოფოს მეტოქე.

• დავით67

ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მოიგებდნენ. ასე განაგრძეთ

• გიორგი

ვულოცავ საბურთალოს! მისაბაძი გუნდია ჩვენი კლუბებისთვის. ჩვენი ჩემპიონატის წინსვლაც ცხადი ხდება.

• იბერიელი68

გაიხარეთ და ერი თქვენი გაახხარეთ.

• QT

აბა რააა, გილოცავთ

• G.l.

ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა!

• მესხი

აქაც გასიამოვნებთ სომხებო.აქ ბევრად უკეთესად!!!

• გულშემატკივარი

გაბედავას მწვრთნელი ვინ იყო, ლიტველი? პრესკონფერენციაზე თქვა მან უნდა გაიგოს რომ ფეხბურთი გუნდური თამაშიაო. ტიპი თითქოს მუშაობს, ცდილობს, მაგრამ ეს ეგოიზმი არ აძლევს გასაქანს. და კიდევ არაფერი თქვათ მაგის სანაკრებო პერსპექტივაზე რა. ისე კი მეორე ტაიმში ფეხბურთი ითამაშეს ბიჭებმა, მაგრამ გაძლიერება უნდა საბურთალოს, ყველა რგოლში.

• გიო

ქართული ფეხბურთი ცოცხლობს✌

• გიორგი

რა უაზრო სათაურია. დიდებული გამარჯვება არა კიდე... საბურთალო მეორე გოლის მერე იქცეოდა გულისამრევად. უკან პასები, კუთხურის ალამთან წვალება და დროის გაყვანა.. ფაქტიურად თამაშს შეეშვნენ. არადა შეეძლოთ მიწოლოდნენ და ამოეტენათ უსუსტესი არარატი. თავმოყვარე ფეხბურთელები ასე არ იქცევიან.

• მესხი

გილოცავთ! მაგრად გვანერვიულა საბურთალომ. უამრავი შეცდომა როგორც ტაქტიკური ისე ტექნიკური... უბურთოდ თამაში ხო ვერ ვისწავლეთ... შედეგი კარგი იყო, თამაშის ხარისხი არა

• ზუზუ

შემდეგ თამაშში 3 მცველიანი ტაქტიკით აუცილებლად!!! მალი დაცვაში და მეორე სართულზე ძალიან ცუდია სამწუხაროდ. წინა თამაშშიც გოლი მალის ვინც აჰყავდა იმისგან გავუშვით, აქაც.. აშკარად ჯობია წინ წაწეულ wing-back-ებად ათამაშოს ლაკვეხელიანიც და მალიც.. კოხრეიძეც არ მომეწონა ძალიან დღეს.. იბნეოდნენ ძალიან. გაგვიმართლა რომ მოვიგეთ და იმედი მაქვს მეორე თამაშშიც მინიმუმ არ წავაგებთ

• goga

1.პროგრამა მინიმუმი-სომხებთან არ უნდა წავაგოთ-შესრულებულია. 2.კოხრეიძეს ხელები რომ აუკრათ ურიგო არ იქნება, დაკპმპლექსდა კაცი, ვიღაცამ ახტომა რომ ასწავლოს არა? 3.ძლივს ბუეთის დამჭერი ქართველები დავინახე, თუნდაც ამ დონოს გუნდთან, ბრავო ტრენერს და ვავა ქეცბაიას...

• TanoLife

ულამაზესი გამარჯვება! სწორი შეცვლები, გამართული თამაში მეორე ტაიმში, ბურთის კონტროლი, შეკრული გუნდი. შედეგი - 1:2! მადლობა ბიჭებს! მადლობა მწვრთნელებს და მთელ გუნდს!

• გიოშა

90% ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვართ! პატ.წარმატებულო ბიზნესმენებო-ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ! დავეხმაროთ "საბურთალოს" რამოდენიმე ფეხბურთელის შეძენაში და ჯგუფურ ეტაპზე ყველაფერი გასწორდება...!

• გაკვირვებული

მოგება ხომ კარგი, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების ქცევა, სიმულაცია, ცანცარი, ციგნებს უფრო გვანან ესენი ვიდრე ქართველებს.

• მაგარია!!!

ყოჩაღთ ბიჭებო!!! ყველაზე მაგრად ის მიხარია რომ პირველ რიგში სწორი მიდგომით და სწორი მენეჯმენტით ჩამოყალიბდა გუნდი რომელსაც საკუთარი სახე აქვს და პერიოდულად ფეხბურთელების გაყიდვის მიუხედავად მაინც გამართულ ფეხბურთს თამაშობს. მადლობა მევრთნელსაც და ხელმძღვანელობასაც. ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ჩვენი მწირი ფინანსური შესაძლებლობების შემთხვევაშიც კი შეიძლება რამდნეიმე კარგი გუნდის გაკეთება. მთავარია ცოდნა, მონდომება და ნიჭისთვის გზის გახსნა. სწორი ფეხბურთელების მიყვანა და დაფასება

• პენდრაგონი

ყენია თამაშში იდეალურად ჩაერთო. ძველი კლასი აქვს შემორჩენილი. დარტყმაც იდეალური იყო კი ის არ მომწონს რომ ფლანგის შემტევი ზედიზედ 4 შეხვედრაში იღებს ყვითელს... თუმცა იმედია გამოსწორდება

• სპორტი+

კიდევ კარგი. პირველი ტაიმის შემდეგ არ მეგონა რომ მოვიგებდით. საღოლ საბურთალო!!

• Dinamo

საბურთალოო .... სულ მართალოოო!

• ლაშა L.S.R.

ოხ რა უნიჭო სიმულიანტები ხართ. გილოცავთ გამარჯვებას!!!

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"საბურთალოს" მძლეველ "არარატ არმენიას" "დუდელანჟმა" პენალტების სერიაში მოუგო

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

armsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

სომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

"არარატ არმენია" ზედიზედ მეორედ გახდა სომხეთის ჩემპიონი

"საბურთალოს" მძლეველმა "არარატ არმენიამ" ერევანში "დუდელანჟი" დაამარცხა

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"