ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" სტუმრად "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურდა.

ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" საპასუხო შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.

"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსს გოლის გატანა პერალესმა არ დაანება.

"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ადვილად დაეუფლა.

სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.

სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ შეძლეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ჰოლანდიური გუნდის შეტევით დაიწყო და ჰეპსის და სინისტერას დარტყმული ბურთები პერალესმა მოიგერია. მეტოქე უფრო სწრაფად მოქმედებდა და დასწრებაზე დინამოელებს უმეტესად ჯაბნიდა.

შემდეგ ვერმერმა კუხიანიძესა და ქავთარაძეს არ დაანება გოლის გატანა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა შულაიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი კი კობოურმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე მონხილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ბერგჰუისმა მესამედ დალაშქრა პერალესის კარი, ხოლო ცოტა ხანში ნარსინგმა - მეოთხედ.

მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

როტერდამი. "დე კუიპი"

ფეიენოორდი - დინამო (თბ) 4:0

გოლები: 1:0 სინისტერა (42), 2:0 კობოური (82 საკ. კარში), 3:0 ბერგჰუისი (84, პენ), ნარსინგი (87)

გაძევება: შულაია (78)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი (გეერტრუიდა 46), ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა (ნარსინგი 72), ფერი, ტაპია (ბურგერი 77), კოკჩუ, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე (ქარდავა 77) , ნინუა, ქავთარაძე (კარიკარი 86), პაპავა, შენგელია (შულაია 46), კუტალია

• გიოშა

ხალხნო რა მოგივიდათ ეს რა უბედურებაა-ასეთი რამ არასდროს მომხდარა,დინამოს დიდების წლებშიც კი,რომ ქართველ ფეხბურთის გულშემატკივარს გასვლითი მატჩის წაგებისთვის გამეტებით მიწასთან რომ გაესწორებიოთ საყვარელი გუნდი! როგორ გაბედა და რას ქვია არ აჯობა მასპინძელს,მასზე მაღალი კლასის გუნდს.თითქოსდა დღევანდელი თბილისის "დინამო" წლების მანძილზე სისტემატიურად ხვდებოდეს ფეიენორდის მსგავს და უფრო ძლიერ გუნდებს და ამიტომ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ მაღალი დონეზე თამაში.

• aburjga

შეგვაზანზარე რა?! ალბათ 30 წლამდე ასაკის ხართ?! რავა უკუღმართად გაქვთ ახალგაზრდებს, თითქმის ყველას, ჭკუა მომართული?!

• aburjga

ის შენგელია (ღმერთმა აცხონოს, დიდ პატივს ვცემ) ყიფიანის და გუცაევის გარეშე ამ შენგელიაზე მაგარი ვერ იქნებოდა! )))

• aburjga

ეს დინამო "იმ" დინამოს დონეს მიაღწევდა შემადგენლობა - "სასტავი" სამი წელი მაინც რომ შეინარჩუნოს!

• გიოშა

მეცინება თქვენს მოსაზრებაზე! ესეიგი რასაც თქვენ ხედავთ და ასე თავდაჯერებით ფიქროფთ და გგონიათ-აუცილებლად ისე უნდა მოხდეს? :) აი ეს არის ზუსტად აბსურდი! თქვენგან განსხვავებით მე მქონდა ვარაუდი იმისა,რომ 0-1 წაგების შემთხვევაში ორი მატჩის ჯამში შესაძლებელი იყო სასურველი შედეგის მიღწევა,იმის გათვალისწინებით,რომ შარშან უსახელო გუნდმა ტრენჩინმა გ ა ა ნ ა დ გ უ რ ა ფ ე ი ე ნ ო რ დ ი!

• გიოშა

მასპინძელ გუნდს რომ უპირეტოსობა ჰქონდა ეს ჩვეულებრივი ამბავია.თქვენ ისე გამოგდით თითქოს ამ ერთი თამაშით გადაწყდა ყველაფერი.ამის შემდეგ ხომ თბილისში საპასუხო შევედრა უნდა ჩატარდეს და თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ შარშან უსახელო სლოვაკურმა ტრენჩინმა როგორ გაანადგურა ფეიენორდი-დინამოს 0-1 წაგების შემდეგ თბილისში 2-0 რომ მოეგო არც ეს იქნებოდა გასაკვირი. ამიტომ მეგობარო ამიტომ...

• გიოშა

კი მაგრამ საიდან ასკვნით,რომ 0-1 წაგების შემდეგ თბილისში სასურველ შედეგს ვერ მივაღწევდით? სლოვაკური ტრენჩინმა ხომ შარშან საკუთარ კედლებში გაანადგურა თქვენგან ნაქები ფეიენორდი! რატომ არ შეიძლებოდა რომ თბილისის დინამოს მოეგო 2-0 ? აბსურდია თქვენ რასაც წერთ!

• დავით 67

პატ გიოშა 64! მაინც ვერ გავიგე თქვენი პოსტი! მე ვამბობ რომ დინამო უსუსტესი გუნდია,რაც გამოჩნდა ფეინორდთან. თქვენ წერთ რომ 82 წუთამდე მინიმალური სხვაობით აგებდაო. ეს ისედაც ყველამ ვნახეთ და ამით რა? იქნებ იმასაც გულისხმობთ რომ 1-0 წაგების შემთხვევაში თბილისში მოიგებდა? ეს ხომ აბსურდია! მე არაფერს არ გედავებით, ვამბობ იმას რასაც ვხედავ!

• გიოშა 64

ღრ.პატ. დავით 67 - მე მხოლოდ ევროტურნირების მატჩების გასვლა-მიღების პრინციპზე ვწერ და არა შედარებაზე! "გამოღმა მოდავეს გაღმა შეედავეო" მაპატიეთ და შედარება სწორედ რომ თქვენ გამოგდით დღევანელი და ადრინდელი თბილისის დინამოსი! როგორც გატყობთ კარგად ვერ ან არ აღიქვამთ ყოფით პირობებს და მდგომარეობას 70 წლების მეორე ნახევრის,ამასთან ერთად 80 წლების დასწყისისა და დღევანდელი თბილისის "დინამოსი".იმ დროინდელი თბილისის "დინამო" ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში თამაშობდა და თანაც ყოველწლიურად მონაწილეობას ღებულობდა ევროტურნირებში,საკვალიფიკაციო ტურნირის გარეშე-ევროპის ძლიერ გუნდებთან პაექრობაში იღებდა მონაწილეობას!

• დავით 67

სწორედაც რომ მახსოვს ის დაუვიწყარი დინამო და ამიტომაც ვერ ვავლებ პარალელს! გასვლაზე იქ წავაგეთ 0-2,მაგრამ გუნდი როგორ თამაშობდა არ გახსოვს? პატარა ბიჭი არ ხარ როგორც ვატყობ და რად ადრი იმ გუნდს! იმ დინამომ ჩემი აზრით იქაც მოიგო უნამუსო მსაჯი რომ არა. ვესტჰემთან გასვლა, ინტერთან გასვლა, თუნდაც კარლ ცაისთან ეგეც გასვლა. რომელი ერთი ჩამოვთვალო. დაშინებული რომ გამოხვალ მოედანზე მეკარეც რომ არ იდგეს კარებში გოლს ვერ გაიტან!

• დავით 67

ჩემი სათქმელი თქვი რა! ასე დაშინებული რომ ითამაშებ იქ რა წარმატებაზეა საუბარი.

ჯერ ერთი რომ ეგ რუსული დ არ არის და მეორე: თუ რუსულია 8 აგვისტოს გარდა სხვა დღეებში რატომ უნდა ეწეროთ და შავი სამკლაურები რატომ არ ეკეთათო რომ გეთქვა ეგ გასაგები იქნებოდა.

• Vakhtang Lobzhanidze

მეგობარო, შენ თუ ფეინოორდის დიდი უპირატესობა ვერ დაინახე და თვლი რომ 80 წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა ან თამაშისთვის არ გიყურებია ან... ფიფია ხარ

• 912

რაც ვართ ეს ვართ რა ქვეყანა და ეკონომიკაც გვაქვს იგივე დონეზეა ფეხბურთი. თავს ზევით ძალა არაა ანდორას ვჯობივართ მეზობლებს ხანდახან ვჯობივართ ევროპის საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ჩვენი ადგილი არ არის...

• zaza

ახლა ნუ გადაუვლით ამ ბიჭებს რა გუშინწინ რა ვიცი რა ეპითეტებს არ უძღვნიდით იგივე შენგელიას არიქ მეორე რამაზ შენგელია და ჰაი და ჰუიო რომ დავწერე რო ამათი შედარება არ შეიძლება იმ დინამოს ფეხბურთელებდანთქო ატყდა ერთი ვაი ვიში არიციან ბაბა მეტი ამათმა და მიტოა საქართველოს ფარგლებს იქეთ როვერ მიდიან აპა ყიფიანს შენგელიას და გუცაევს ვინ ოხერი გაგიჩერებდა დინამოში დღეს. ისე ჟურნალისტებიც მაგრა ცოდავენ დიდი ბაქიბუქის პონტში ესეც ხო სიმართლეა.

• გიგა

ხო ხედავთ, იმდენად ხართ რეალობას აცდენილები რომ გახარებულ და გაბრაზებულ ადამიანსაც ვერ არჩევთ ერთმანეთისგან

• გიოშა 64

პატ.დავით 67 გასაგები იქნებოდა,რომ ასეთი კითხვა დაესვა ქართული ფეხბურთის ახალგაზრდა გამოუცდელ გულშემატკივარს,ვისაც არ უნახავს ადრინდელი წლების თბილისის დინამოს ევროტურნირებში მაღალ დონეზე რთულ მატჩებში მონაწილეობა და ვისაც კარგად არ ესმის ორი მატჩის გასვლა-მიღების პრინციპის მნიშვნელობა! -------------------------------------------------------------------------- თამაშს რადიოში უსმენდი? რა მნიშვნელობა აქვს რა ანგარიში იყო 82 წუთამდე. თამაშის ხარისხი მოგეწონა დინამოსი? დავით 67 09 აგვისტო 2019 06:56

• moqalaqe

საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო იყო ქვეყნის სირცხვილი! არა დიდი ანგარიშით წაგების გამო, არა თამაშის ხარისხიდან გამომდინარე არამედ იმიტომ რომ 8 აგვისტოს როცა მთელი ქვეყანა დამწუხრებული იხსენებს რუსეთ საქართველოს ომის დროს დაღუპულ ასობით ქართველ მეომარს, დაღუპულ ასობით მშვიდობიან მოქალაქეს, ამ დროს ქართული კლუბი რომელიც ასოცირდება მთლიანად ქართულ ფეხბურთთან, რომელიც ასოცირდება ქართული ფეხბურთის ისტორიასთან სათამაშოდ გადის მაისურით რომელზეც კლუბის ემბლემად რუსული ალფავიტის ასობგერა д აქვს გამოსახული. თავისი ქვეყნის 2 ათასწლოვანი დამწერლობის ალფავიტში თურმე კლუბმა ვერ იპოვა ასობგერა დ -ს აღმნიშვნელი და იპოვა რუსულ ალფავიტში, იმ ქვეყნის ალფავიტში რომელიც ქართულ ქალაქებს 11 წლის წინ ბომბავდა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ეგრეთ წოდებული კასეტური ბომბებით რომ მშვიდობიან მოსახლეობაში უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, რომელიც ძარცვავდა, აუპატიურებდა, კლავდა ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელმაც მოახდინა აფხაზეთის და ოსეთის ოკუპირება, რომელიც ყოველდღე იტაცებს ქართულ მიწებს და მავთულხლართების გავლით ჩვენი მოქალაქეები ეგრეთ წოდებული საზღვარს იქეთ მოაქცია. სირცხვილი კლუბს! სირცხვილი კლუბის პრეზიდენტს! თქვენ სამარცხვინოები იყავით ყველა ასპექტში როგორც საფეხბურთო ისე მორალური თვალსაზრისით მაგრამ თუ საფეხბურთო თვალსაზრისით შეიძლება პატიება მოგეძებნოთ მორალური თვალსაზრისით თქვენი პატიება შეუძლებელი

• x.x

როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები, სად დინამო და სად ისინი, ჩვენზე ათი თავით მაღლა დგანან, თანაც ჯერ ფორმაში არ ყოფილან. ჩვენს გუნდებს ახასიათებთ 5-8 წუთში 3 გოლის გაშვება.

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

ტაიმს ბოლომდე ვერ უძლებენ ვერც პირველს ვერც მეორეს და უკლასობაზე ლაპარაკი კიდე არც ღირს

• გიოშა 64

პატ.დავით 67 "დე კუიპზე"...

• გავითვალისწინოთ! გია1-ი.

ძალიან გთხოვთ ყველას, რომ არ დავიწყოთ ეხლა გუნდზე და ფეხბურთელებზე "გადავლა" ყველაფერი ხდება ფეხბურთში ვიცი ძალიან დასანანია მარცხი, მაგრამ არა უშავს შეიძლება ეს გაკვეთილად წაადგეთ ფეხბურთელებს, რომ შემდგომში უფრო ბრძოლისუნარიანად და არა დაცვაში ჩადგომა არამედ ითამაშონ პრინციპით" კარგი დაცვაა, კარგი თავდასხმაა" ვიცი ფსიქოლოგიურად ძალიან გულგატეხილები იქნებიან ბიჭები და ამიტომ ჩვენც ჭეშმარიტმა ქომაგებმმა უფრო არ დავუმძიმოთ სიტუაცია.

• ეეეე

დინამოს გუშინდელი თამაში უბრალოდ სირცხვილია, ესეთი მშიშარა და დაბნეული ახალგაზრდების იმედად ჩემი მტერი იქნა, ყველაზე მეტი ბურთთან შეხება მეკარეს ქონდა დანარჩენები კურდღლებივით იმალებოდნენ ბურთი რომ არ მიეღოთ, რამ შეგაშინათ ფეხბურთის სათამაშოთ გახვედით ომში ხომ არ წაუყვანიხართ ვინმეს

• Alberti

პორნოგრაფიული მასტერკლასი როტერდამელი ჯეელებისაგან

• ზვიადი

დინამომ ვერ დაასაბუთა საკუთარი მატჩისწინა ამბიციური განცხადება, როტერდამში ტურისტებად არ ჩამოვსულვართო

• გიოშა

იოჰან ბოსკამპი სწორი იყო,რომ ამბობდა-"ქართველებს მენტალიტეტი არ გივარგათო" 82 წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, 0-1 მხოლოდ მინიმალური ანგარიშით ვმარცხდებოდით,რაც მისაღები იქნებოდა თუ ეს ტამაში ასე დასრულდებოდა.წინ ხომ საშინაო საპასუხო შეხვედრაა გველოდა. გადაჭარბებულია ზოგიერთის მიერ ნახსენები "ფეიენორდის" დიდი უპირატესობა! როგორც სჩანს "გაბალასთან" და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში მოპოვებულმა იოლმა გამარჯვებებმა ჩვენი ფეხბურთის ზოგიერთ გულშემატკივარს თავბრუ დაახვია და რეალობის სწორად აღქმის უნარი დააკარგვინა!

ერთ თამაშში: წითელი ბარათი, საკუთარ კარში გატანილი გოლი, "აკიდებული" პენალტი, ტაიმის ბოლოს კონცენტრაციის დაკარგვა და გოლის (გოლების) გაშვება (მერამდენჯერ უკვე), ეს ყველაფერი არაპროფესიონალიზმის და გამოუცდელობის ბრალია ალბათ. მაინც არაუშავს, გასაგებია ხდება ხოლმე ფეხბურთში, მაგრამ!!!!!! დაწყებიდანვე მუხლების კანკალით (რბილად რომ ვთქვათ) თამაში რა უბედურებაა ?!!!!

• მერაბი

4-0 არ უნდა ყოფილიყო. სულ ცოტა 2-0 რომ წაგვეგო ლოგიკასთან ახლოს იქნებოდა. დიდი არაფერია ეს ფეიენოორდი. ჩვენებს აშკარად აკლიათ ფიზმომზადება, თორემ ტექნიკურად არაფრით ჩამოუვარდებიან ჰოლანდიელებს. კიდევ, დაუძლეველი კომპლექსი, შიში ევროპის გუნდებთან თამაშის დროს. ჩემპიონატი თუ მოძლიერდება, ბევრად უკეთეს შედეგს დავდებთ. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. შეიძლება ალტერნატიული გათამაშების ინიციატივა, ვთქვათ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასი, ან სხვა რამ.

• სამწუხაროდ

ერთიდაიგივე ყოველი თამაშის შემდეგ,მოვიგებთ და დაიწყება კომენტარები,აი ჩვენი გმირები,მსოფლიოზე გავალთ,ევროპას დავიპყრობთ,ჩვენზე ნიჭიერი კაცი არ დადის და კიდევ 1000 სისულელე.წავაგებთ და მიწასთან გაასწორებთ ჩვენს ბიჭებს,ფედერაციას,პრეზიდენტს,პარლამენტს და ყველაფერს რაც ქართულია.თან პატრიოტობთ.ადამიანს,კლუბს,სახელმწიფოს გაჭირვებაში სჭირდება პირველ რიგში გვერდში დგომა,თორემ მდიდარის და ბედნიერის ძმაკაცობა ყველას უნდა.გაჭირვებაში ჩანს ვინ არის ნამდვილი.თქვენ ის ხალხი არ ხართ ზოგიერთები,ვინც საბურთალოს თამაშის ბოლო 15 წუთი წვიმას გაექეცით?წვიმას დაემალეთ და ბიჭებს გმირობას სთხოვთ.აზრზე მოდით ცოტა და მარტო კლავიატურზე თითების წკაპუნი და ენის ტლიკინი ვერ გვიშველი.ცოტა საქმეც უნდა გავაკეთოთ ერთმანეთი გავამხნევოთ და გვერდში დავუდგეთ.გერმანიის ბუნდესლიგების ნებისმიერი გუნდი თამაშის შემდეგ გულშემატკივარს მადლობას უხდის და ანალოგიურად გულშემატკივარიც ტაშით აცილებს.ეს არის გულშემატკივრის,კლუბის,ქალაქის და ქვეყნის პატივისცემა და სიყვარული.ასე რომ სანამ სხვისკენ გავიშვერთ ხელს ყველამ ჩვენ თავებში ჩავიხედოთ,პატრიოტებო.გაუმარჯოს,ფეხბირთს,დინამოს,საბურათალოს და ყველაფერს ქართულს.

• გიორგი 007

გასახდელი თუ დაალაგეს დაწერეთ ეგ აუცილებლად. სპორტული ღირსება ხომ არ დაჰკარგეს ბიჭებმა.

• სოსო

რას ჰქვია,რა უნდა ჯგუფშიო?სწორედ ჯგუფში თამაში გვჭირდება,ძლიერ გუნდებთან თამაში,გამოცდილების მიღება და კლასის ამაღლება,დამატებით დიდ შემოსავალსაც რატომ უგულებელყოფთ?დიდი შემოსავალი კი უფრო ძლიერ ლეგიონერს ნიშნავს.დარწმუნებული ვარ,თუ გავაღწიეთ ჯგუფში,იქაც არ დავრჩებით უქულოდ და უგოლოდ.დინამოს თამაში კი არ იყო 0-4 -ს თამაში,ფორმისაგან და შეთამაშებისაგან შორს მყოფი ფეინოორდი,ბოლოსკენ ვეღარ გვიტევდა და უკვე ჩვენ დავიწყეთ გათანაბრებაზე თამაში,რომ არა გაძევება,ეს შეუძლებელი არ ჩანდა,მათი დაცვაც ხომ ძალიან ცდებოდა.ჯგუფში თამაში ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც მოუმატებდა ჩვენს კლუბებს და ასე ქვემოდან ზემოთ აღარ დაუწყებენ ყურებას მეტოქეებს

• ჟილკა

ჟირკა არა, ჟილკა

• შულაია?

არ გეთანხმები. მწვრთნელის ბრალი როგორ არის შულაიას არაპროფესიონალური საქციელი და ორი უაზრო ყვითელი. განსაკუთრებით პირველი. ეგეთ რამეს უბნის ფეხბურთშიც არ უნდა აკეთებდე, რაც მაგან პირველ ყვითელზე გააკეთა. არასპორტული საქციელი 11 კაცით ძლივს მოძრაობდნენ და 10-ით რა უნდა ექნათ.

• თენგაბი

ამ თამაშმა აჩვენა ყველა ის ნაკლი, თუ რითაც ჩამორჩება ჩვენი ფეხბურთი და რა დონეზე ვართ. 1) უთანაბრობა ფიზმომზადებაში. 2) უბურთოდ მოძრაობის დეფიციტი. 3) სათამაშო აგრესიის არქონა 4) განსხვავება სისწრაფეში, სიჩქარესა და სისხარტეში. 5) ფსიქოლოგიური მომზადების დაბალი დონე. ტრაგედიის შექმნა აქედან არ ღირს, მეთოდურად, დაკვირვებით უნდა გავაგრძელოთ განვითარება. ჩემი აზრით, გუნდი სწორ გზაზე დგას და თუ გავაგრძელებთ აღმავალ ხაზს საერთოდ ქართულ ფეხბურთში, რამდენიმე წელში მათ დონეს მივაღწევთ.

• Ultranationalist

არაუშავს ხალხო ნელ ნელა პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და იქნება შედეგიც, აგერ საბურთალოს აქვს მაგარი შანსი და გავა კიდეც მგონია, ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის რომ მაქსიმალურად ვიაროთ თამაშებზე, სადაც ხალხია იქ არის სპონსორების დაინტერესება და გუნდის გაძლიერებაც შესაბამისად

• Ultranationalist

შენ უეჭველი გვარგადაკეთებული "ქართველი" ხარ :)

• გიოშა

იოჰან ბოსკამპი,ქართული მენტალიტეტი და აზერების დაბრუნებული ხურდა...

• Jordan Beli

არაფრის წერა არ მინდოდა,უბრალოდ „გიგასა და გიორგის“ მინდა მოგმართოთ!რა იყოთ ბიჯო რამ დაგაბოღმათ ასე ქართველებზე?ახლა გიგა და გიორგიო დაგოწერიათ.გიგა და გიორგი კი არა თვენა ხართ თემურები,დიახ თემურები ოღონდ თემერ ლენგები პაწაწები.თქვენა ხართ ოსები ქართულ სახელს ამოფარებულები და გადახედეთ,მთელი სიცოვხლე ეგრე იყავით ქართულ გვარ სახელებს ამოფარებულები. თამაშსს რაც შეეხება,ბიჭებს ვერ ვემდურები,თავს ვერ გადავახტით,თუმცა შეგვეძლო.ერთხელ ერთმა უკრაინელმა მითხრა: мы самая подлая нацья на свете-ო.მაშინ გამიკვირდა რას ამბობს მეთქი. სანამ ფეხბურთზე ვარჯიში არ იქნება ხელმისაწვდომი გაჭირვებული ბავშვებისთვის,სულ ასეთ შედეგს დადებენ მამიკოს შვილები-ყველაზე არ ვიძახი რა თქმა უნდა.აბა შენ იცი ადმინ დამბლოკე ნადიროოო

• Semi

იმედია საბურთალოს და დინამოს მატჩების შემდგომ გონება გაგინათდებათ და აღარ მოთხოვთ ვაისს ეროვნული ლიგიდან ფეღბურთელის ნაკრებში გამოძახებას.

• niko

სწორს ამბობ ყველაფეერს. პასის უპატივისცემლობას დავამატებ კიდევ და დროული პასი ხომ დავიწყებულია. ფეინოორდი ევროპის დონეზე არაფერი გუნდი არ არის დღეს მაგრამ მაინც გამართულად თამაშობენ და ყველა მოძრაობს ზევით ქვევით დაუღლელად. ყველა ჩვენ გუნდს ნაკრებიდან დაწყებული ერთI და იგივე პრობლემააქვს და ეს არის შიშIთ თამაში. Bევრჯერ ვთქვი თუ ეშინიათ რას გამოდიან მაშIნ მოდანზე? დაცვაში. ყველა არასწორად დგას და კარგად გამო\ჩნდა დღესაც, თან ბურთს აღებინებენ მეტოქეს და შემდეგ დაგვიანებულზე უხეშობენ და მოიმკეს ისევ წითელი უცბად და აირია ჰარემი

• დავით 67

თამაშს რადიოში უსმენდი? რა მნიშვნელობა აქვს რა ანგარიში იყო 82 წუთამდე. თამაშის ხარისხი მოგეწონა დინამოსი?

• ზვიადი

მაგრა მეცოდებიან ჰოლანდიელები, ვაი მაგათ პატრონს... ერთ რამეს ვერ ვამუღამებ, ქართველებთან და დინამოსთან გოლის გატანა ასე როგორ უნდა აღნიშნო, თვალებს ვერ ვუჯერებ ხოლმე ისე ხარობენ თითქოს ჩემპიონატი მოიგეს, ასეთი დეგენერატი როგორ უნდა იყო... მაგარი ავადმყოფები არიან მენტალიტეტით, როცა შენა ხარ ჰოლანდია და გაჭირვებულ ქართულ გუნდს უგებ რა არი ეგეთი აღსანიშნი არც უნდა იკადრო თუ კაცი ხარ, მაგრამ არ არიან და საქმეც მაგაში არის.

• ქართველი.

ქართველების არა, გრუზინების.

• ქართველი.

ქართველების არა, გრუზინების პატრონს.

• გლახუნა

ძირითადი მ ი ზ ე ზ ი ქართული ფეხბურთის კრიზისი - შ ი შ ი, რაღაც განუმარტავი შ ი შ ი თ თამაში, ყველა დანარჩენ სპორტის სახეობაში ქართველობა ჟირკით, შემართებით და შეუპოვრობით გ ა მ ო ი რ ჩ ე ვ ა და სერიოზული წარმატებები მით გვაქვს, მაგრამ ვ ი ნ და რომელმა თაობამ დანერგა ქართულ ფეხბურთში შ ი შ ი თ თამაში?! ანუ ბურთის მოცილებაზე თამაში, მეტოქის ბურთის ფლობაზე შეგუება, არა აგრესიული თამაში, მოედანზე ნავარდი -არა ართმევაზე თამაში, ფ ი ზ ი კ უ რ ი მომზადების ს ი ს უ ს ტ ე , რაც ქართული ფეხბურთის აქილევსის ქუსლი შეიქმნა და რ ო დ ე მ დ ე ეს ?! როდის უნდა გახდეს ქართული ფეხბურთი ა გ რ ე ს ი უ ლ ი - შ ე მ ტ ე ვ ი , რასაც სლავური გუნდები, თუ ნაკრებები აკეთებენ და წარმატებებიც აქვთ , იგივე ხორვატია, ჩეხეთი, უკრაინა, პოლონეთი ...არადა ტექნიკურად მათ ფეხბურთელებზე ნ ა კ ლ ე ბ ი - არცერთ თაობაში ა რ გვყავდა, თუ არა მ ე ტ ი , მაგრამ ... დღესაც კარგად დააკვირდით - 1-ლზე ასე თუ ისე თამაშობდნენ, მაგრამ მე-2-ე ტაიმის დასაწყისში ერთ მომენტში, როცა შეტევაში იყო დინამო და თითქმის მისული მეკარის მოედანზე -ერთი გ ა ა ქ ტ ი უ რ ე ბ ა აგრესიული თამაში მოწინააღმდეგის დაცვიდან და პასებით ბურთი მეკარესთან ჩამოიტანეს(?!!!) , მერე გაიმეორეს , როგორც ჩვევიათ და ეგრევე ვიფიქრე- მ ი ვ ი ღ ე ბ თ მინიმუმ 2 გოლს და მივიღეთ 3 გოლი - გ ა ი გ ე თ - ბურთის უკან პასი -ა რ არის გამოსავალი, არც ხიფათის აცილება ...ეს მხოლოდ ა ნ გ რ ე ვ ს თანაგუნდელებს ფ ს ი ქ ი კ უ რ ა დ და ხდის ი ნ ე რ ტ უ ლ ს, რითაც კარგავს ბურთის ფლობას კი არა - მ ი ს წ რ ა ფ ე ბ ა ს ბურთს ფლობდეს და გუნდი მხოლოდ ა გ ე ბ ს ...ეს რ ო დ ე მ დ ე ?! როდის ა უ კ რ ძ ა ლ ა ვ ე ნ ქართველ ფეხბურთელებს ბ ა ვ შ ვ ო ბ ი დ ა ნ ვ ე ბურთის უკან პ ა ს ს- ე.წ. ხიფათის აცილების საბაბით ?!ანუ მით ბავშვობიდანვე უ კ რ ძ ა ლ ა ვ აგრესიულ, შემტევ ფეხბურთს, მით კ ა რ გ ფიზიკურ მომზადებას ?! მით ხდით ი ნ ე რ ტ უ ლ ს და მოწინააღმდეგის ბურთის ფლობასზე შემგუებელს, ანუ უხშობთ ინიაციატივებს -ა ც ?! რ ა ტ ო მ ზრდით თავიდანვე ინერტულ და ფიზიკურად სუსტს ფეხბურთელს ?! იმის მაგივრად რომ ი ბ რ ძ ო ლ ე მუდამ და აკეთე მ უ დ ა მ წინ პასი თუ ძალიან გამოუვალი ვითარება ა რ არის ?! - აბა , ა ხ ს ე ნ ი თ ვინმემ - ვინც ა რ მეთანხმება- სხვა მიზეზი- რა შეიძლება იყოს , როცა ვიმეორებ - ტექნიკურად ყ ვ ე ლ ა ევროპულ ნაკრებებზე , თვით ესპანელებზეც კი ნ ა კ ლ ე ბ ი ნიჭი ა რ ა აქვს ბიჭებს ,მაგრამ შედეგი ა რ ა გვაქვს, ნაკრების და კლუბების მწვრთნელებს როდემდე ვაბრალოთ ?! - დავაბრალოთ ბავშვების მწვრთნელებს , ვინც ფიზიკურად, მით ფსიქოლოგიურად, შემტევ, აგრესიულ , მუდამ ბურთის ართმევაზე და ფლობაზე დაგეშილს ვ ე რ ზრდიან მომავალ თაობების ფეხბურთელებს და ეს უ ნ დ ა გამოსწორდეს - ვის გაუგია შიშით ვინმე რაიმეს იგებდეს ოდესმე ?! მარტო ტექნიკური არსენალით სუსტ გუნდებს- კი მოუგებ, მაგრამ ...ელიტა მუდამ გამორიცხული იქნება!

ნამდვილად არ იყო ეს 0:4-ის თამაში. ყველაფერი მწრთვნელის ბრალია. გუნდს არ უნდა გქონდეს არსენალში 10-11ზე თამაშის ტაქტიკა? ან ფსიქოლოგი არ ყავს გუნდს?მეორე თამაში წინ არის და 1 გოლი ამ თამაშში ცვლიდა ყველაფერს,ამათ კი მიატოვეს თამაში და ზემოდან 2 გოლი მიიღეს. თანამედროვე ფეხბურთში გაძევებას აღარ აქვს ისეთი წონა როგორც 15-20 წლის წინ, მაგრამ ვაი რომ ჩვენ ისევ იქ ვართ. ან რა უბედურებაა 30 წუთში თავდამსხმელი 2 ყვითელს რომ ახერხებს - სად არის დისციპლინა. ბიჭებთან არაფერი პრეტენზია არ მაქვს (შულაიას მეტი პროფესიონალიზმი მოეთხოვებოდა) - მწრთვნელთან არის ჩემი კითხვები.

• სხვა რაკურსი

რათქმაუნდა დღევანდელ წაგებას აქვს თავისი მიზეზი და შევეცდები ჩამოვთვალო: 1. არასწორად შერჩეული ტაქტიკა და თამაშის მიმდინარრობისას ტაქტიკის გამოსწორების უნარის არ ქონა. გუნდი თუ დაცვით თამაშს აპირებდა, საერთოდ სქემიდან იყო ამოვარდნილი კუხიანიძე. ეს ფეხბურთელი უნდა გამოიყენო მაშინ, როცა შესატევი გაქვს. თამაშის მიმდინარეობისას სამოყვრულო თვალითაც ადვილად ჩანდა, რომ საჭირო იყო სატრდენი ზონის გამაგრება, რაც სამწვრთნელო შტაბს არ გაუკეთებია. 2. ლოკომოტივთან ძირითადი შემადგენლობის დაყენება დიდი შეცდომა იყო. მაშინ როდესაც, გასვლითი თამაში გვქონდა და ფრენა უწევდა გუნდს. ფაქტია რომ გუნდი გამოფიტული ჩანდა და მოძრაობა უჭირდათ. ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ. 3. ფეხბურთელების ,,პროფესიონალიზმი''. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შულაიას დავაბრალო წაგება, თუმცა როცა ესეთ მნიშვნელოვან თამაშს თამაშობ, ფეხბურთელს აუცილებლად მოგეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა. ძალიან გაუმართლებელი გაფრთხილება მიიღო. ნინუას ჯარიმა ცალკე თემაა, მსგავსი ადგილიდან დარტყმას მესი და რონალდუც კი ვერ ,,ბედავენ'''. სხვა ასამბაძე თი დეტალის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. 4. გუჯა რუხაია. არ ვაპირებ ამ ადამიანის გაკრიტიკებას, უბრალოდ კაპიტანს მეტი მოეთხოვება. ვიცი, რომ მარცხენა მცველია, თუმცა გუნდს არ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი, რომ ფეინოორდთან ნომინალური მარჯვენა მცველი ეთამაშებინა. ამან განაპირობა ის, რომ რუხაიას ფლანგზე,ცრასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ და 1-2 მომენტში, დაამცირეს კიდეც. 5. ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ გვაქვს გადამეტებული პრეტენზიები?

მარსიდან არ გველაპარაკება,უბრალოდ ნაციონალია და უხარია ქვეყნის წარუმატებლობა.

• გიგა

ქვეყნის სწორად განვითარებაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, მარტო ბავშვთა ფეხბურთზე ფიქირი არ ეყოფა მაგ საქმეს

• Alex.F

მიუხედავად იმისა,რომ ძალზედ მწირი იყო ჩვენი შანსი ამ წყვილში,მაინც ძალიან დამეწვა გული!სამწუხაროდ ამ მატჩმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის თუ სად ვართ(რატომ ვართ ეს სხვა თემაა).ამ ყველაფერს აქვს როგორც ობიექტური,ისე სუბიექტური მიზეზები.რა ვქნათ რაცა ვართ ესა ვართ!ამ ეტაპზე ასეა და თუ არ დავიწყეთ ბავშთა ფეხბურთის სწორად განვითარებაზე ფიქრი დღესვე,უკეთესობა არც მომავალში გვექნება!

• ტეტე1234

როცა ინიციატივა გადმოვიდა ჩვენკენ მაშინ გაგვიგდეს კაცი და გაუმართლად პირველივე შეტევაზე რო გაგვიტანეს თორე არა ასახავს ეს ანგარიში მატჩის მსვლელობას

• გიოშა

ხალნო რა მოგივიდათ,რეალობის გრძნობა დაკარგეთ? ჩვენ ხომ გასვლით მატჩს ვთამაშობდით,82 წუთამდე ხომ მინიმალური ანგარიშით ვაგებდით.უაზროდ დაშვებულმა შეცდომებმა და გაძევებამ დინამოს ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატეხა.რომელ და რა დიდ უპირატესობაზე საუბრობთ? დარწმუნებული ვარ უეფას სანქციის გაგების შემდეგაც არანაკლებ სტრესს მიიღებდა ყველა ფეხბურთელი!

• andro

აი რა იცის ძველბიჭობამ, როცა ასეთი საქციელი ბათუმთან ან ქუთაისთან გაგდის. შულაიას საქციელი სწორედ ჩვენი ჩემპიონატის სახეა. არ შეიძლება ჩისკოს დონის მწვრთნელი გყავდეს, კაცს რომელსაც ლიცენზიაც კი არ აქვს.

• ზურა

რას ილანძღები შენ კარგად თუ ხარ

• დათო

და შენ არ გხდება? მარსიდან რომ გველაპარაკები, რიტორო!

• ლევან

წადი შენი!!!

• გიგა

მეოცნებე ქართველებო, აი ასე ოცნებებში გხდებათ სული მთელ ქვეყანას, ყველა სფეროში.

• Nnn

ვიძახით საბურთალოს გაუმართლა და ჯგუფში შეიძლება მოხდესო, მარა გვინდა კი ეს ჯგუფი? იქ თუ ყველასთან ისე გავბითურდით, როგორც დღეს დინამო ღირს ასეთი ჯგუფში მოხვედრა და ყველას სამასხარაოდ გადაქცევა? თან იქ სამი ფეინორდის დონის გუნდი გვეყოლება ჯგუფში.აღარ ვიცი რა ვიფიქრო.

• ირაკლი

და ვინმეს ჯეროდა რომ დინამო შედეგს დადობდა სანამ სპორტში არ ჩაიდობა დიდი ფინანსები ეგეთი ფარჩაკები ვიქნებით რაც ვართ ეხლ დიდი ფეხბურთი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული რომანტიზმის დრო წავიდა სპორტიდან

• გიოშა

82 წუთამდე თითქმის თანაბარი თამაში 0-1 იყო და უაზრო გაძევებით ჩვენით ხელით გავითხარეთ საფლავი.

• Vaxo

გაბალას მოვუგეთ)) რომელიც ნახევარი გუნდი გუნდი დარჩა წინა წლის. ყარაბახი და ნეფტჩი იგივეს დამართებდნენ დინამოს

• გიორგი

ვაი თქვენს პატრონს ქართველებო. ყველაფერში ილუზიებით რომ ცხოვრობთ. სპორტშიც და ქვეყნის მართვაშიც.

• ლუკა

სირცხვილი თქვენი.. საერთოდ არ გრცხვენიათ.. რას თამაშობთ.. აზრზეარხართ??!!!

• maxo

აბა რას ბაქი-ბუქობდით ამას ვიზამთ იმას ვიზამთო ჯერ არ გადამხტარხართ და ოპლას ყვიროდით,თქვენ თავს 80-იან წლების დინამოს რატომ ადარებთ ხომ იცით რომ თქვენს შორის სხვაობა როგორც ცა და დედამიწაა.ხომ დაგსვათ ერთ ადგილზე.

• zaza

და რა უნდა განეწყო დინამოს?? გამოჩნდა რომ ჩვენზე აშკარად მაღალი კლასის გუნდი იყო, რომელმაც რამდენჯერაც მოუმატა ტემპზე იმდენჯერვე ძალიან სახიფათოდ შემოგვიტია და გვანახა სად ვართ!! ფაქტიურად არ გათამაშა შენი ფეხბურთი. არადა ბევრს იმედი ქონდა რომ ამ ეტაპზე გავივლიდით, ფეინორდმა მიწაზე დაგვაბრუნა!!

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბარსელონამ", "ინტერმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს [VIDEO]

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც "ნაპოლიში" პირველ სეზონში

ხვიჩას პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტს" შეხვდება, "მანჩესტერ სიტი" "რეალს" - პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: "ბაიერნმა", "ბრიუგემ", "ბენფიკამ" და "ფეიენოორდმა" გაიმარჯვეს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა გაიმარჯვეს [VIDEO]

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

"ფეიენოორდმა" "მილანთან" ფრეს მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი