სლოვენიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში შერმადინის და ბოისას "ოლიმპიამ" "ჰოპსის" უმასპინძლა და გამარჯვების იმედი პირველივე ტაიმში დააკარგვინა - 52:29
მარტის ბოლოს "ოლიმპიაში" მთავარ მწვრთნელად იურე ჟდოვჩის ნაცვლად მირო ალილოვიჩი დაინიშნა. თავიდან ვერც ახალმა მწვრთნელმა დააბრუნა გუნდი მომგებიან გზაზე - სლოვენიის ჩემპიონატის აუტსაიდერებთან არაერთი მატჩი წააგო. თუმცა ახალმა მწვრთნელმა მდგომარეობა ნელ-ნელა გამოასწორა და რეგულარული ეტაპის ბოლოს გუნდს ძველი სახე დაუბრუნა.

ბოლოსწინა ტურში "ოლიმპიამ" "ჰოპსის" უმასპინძლა და გამარჯვების იმედი პირველივე ტაიმში დააკარგვინა - 52:29. საფინალო ანგარიშშიც 23-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, 85:62.

წარმატებაში ქართველებმა 16-ქულიანი წვლილი შეიტანეს. გიორგი შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო, ხოლო ვლადიმერ ბოისამ - 6. ახლა, უფრო კონკრეტულად მათ მონაგარზე. შერმადინი: 16 წუთი, 10 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. ბოისა: 13 წუთი, 6 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა. ორქულიანები ორივემ ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა: ვოვამ 2-დან 2 ჩააგდო, გიორგიმ - 3-დან 3.

ოლიმპიელთა გამარჯვების მთავარი ფაქტორი ფარქვეშ დამაჯერებელი თამაში იყო - მასპინძლებმა "ჰოპსის" მოხსნებში 35:21 აჯობეს.

- დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ. შეტევისას კი მოთმინებით ველოდით მეტოქის შეცდომებს და წარმატებაც ამან განაპირობა, - განაცხადა ნამატჩევს მირო ალილოვიჩმა.

13 ტურის შემდეგ "ოლიმპია" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "ჰელიოსთან". ორივეს 9-9 მოგება აქვს. ბოლო ტურში ოლიმპიელებს რთული ბრძოლა ელით სტუმრად (20 მაისს) კრკა-სთან, რომელსაც სლოვენიის ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ წაუგია. თავის მხრივ, არც "ჰელიოსი" გაისეირნებს იოლად - სტუმრად დაუპირისპირდება "ზლატოროგს", რომელსაც ერთით ნაკლები გამარჯვება და "ჰელიოსის" გადასწრების შანსი აქვს. მოკლედ, სლოვენიის ნახევარფინალისთვის გუნდები 20 მაისს დაწყვილდებიან.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა