საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "საუზერნ კინგსისა" და შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩების შესახებ ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ბრიტანელებთან თამაშზე გაამახვილა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ორი თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ, რადგან ეს შეხვედრები მსოფლიო თასის დაწყებამდე სახლში გამართული ბოლო მატჩები იქნება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ და იმედი გვაქვს, რომ "დინამო არენა" სავსე იქნება. ყველამ იცის, თუ როგორ გვეხმარება ეს ჩვენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შოტლანდიასთან შეხვედრაა, რადგან ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა თიერ 1-ის ნაკრები საქართველოში სათამაშოდ ჩამოდის.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მწვრთნელების ან მორაგბეებისთვის, არამედ საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. ეს მატჩი დაანახებს ყველას, რომ საქართველოს შეუძლია დიდი ნაკრებების მასპინძლობა. ჩემთვის ეს არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ ქვეყნის განაცხადი იქნება, რომ ის დიდი გუნდების მისაღებად მზად არის.

ასეთი რამ ჯერ საქართველოში არ მომხდარა და ეს ჩემთვისაც გამოწვევაა. თუ ამ ყველაფერს თავს კარგად გავართმევთ, დარწმუნებული ვარ, შოტლანდიელები დაბრუნდებიან სახლში, ეტყვიან 6 ერსა და მათ პარტნიორებს, თუ რამდენად კარგად უმასპინძლეს ქართველებმა, რამდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რამდენად კარგი ატმოსფერო იყო სტადიონზე და როგორ გულშემატკივრობდა 60 000 ადამიანი.

როცა 6 ერის სხვა პარტნიორები ამ ინფორმაციას მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, ისინიც იტყვიან - "ჩვენც ჩავალთ საქართველოში სათამაშოდ". ჩემთვის ეს მინიმალური შედეგი იქნება, რადგან აქ მხოლოდ რაგბი არაა საქმეში, აქ ქვეყანა მასპინძლობს დიდ ნაკრებს. ისინი თავიანთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ჩამოიყვანენ და მხოლოდ რაგბით მათ ვერ დავხვდებით.

ამ ღონისძიებაში რესტორნები, სასტუმროები, მაღაზიის გამყიდველები, მთელი ქვეყანა იქნება ჩართული და ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, როგორც სარაგბო ქვეყნისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის.

ამიტომ არა მხოლოდ მორაგბეები, არამედ მთელი ქვეყანა მოუთმენლად ველოდებით, როდის ჩამოვა შოტლანდია საქართველოში.

ეს გამოცდილება სრულად ახალი იქნება შოტლანდიელი ფანებისთვის. ჩვენ საოცარი ღვინო და სამზარეულო გვაქვს და ულამაზესი ქვეყანა, რომლის მსგავსი ჯერ თქვენ ნანახი არ გექნებათ. ასე რომ, გაატარეთ ზაფხული საქართველოში", - თქვა საუბრის ბოლოს მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ 27 აგვისტოს სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:15 საათზე დაიწყება. ხოლო 31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ავთანდილი
ძეგლი დავუდგათ
ბათუმის ფანი
დიდი ხნის ოცნება ავისრულე-კრასნოდარში რუსებთან მატჩის შემდეგ ჩვენს მელიტონასთან სურათი გადავიღე)))ქანთარიას მერე მეორე უდიდესი მელიტონა ხარ საქართველოს ისტორიაში!!!
ეუჰჰ
სპორს ერთი წუთით გავწევდი გვერდზე,ასევთქვათ:მოედანს გარედან დავწერდი..უამრავი მომენტარია ქართული ფეხბურთის მამებიო და ასე დ ისე,მხოლოდ ქართული ფეხბურთის მამები კიარანებისმიერ სფეროში მოღვაწე ქართველს უსურვებ მელიტონას ნაირ ჯიგრიან მასპინძლის(ქართველობას)როლს...ადამიანი რომელსეც შეიზლება თქვა ლატრიოტი ქართველიაო...წარმატებები სადაცარუნდა იყოთ..
შალვა 73
უამრავი დადებითი და ემოციური სიტყვა მიტრიალებს თავში ამ ადამიანის და მისი ოჯახის დასახასიათებლად და მადლიერების გამოსახატავად, მაგრამ არვიცი საიდან დავიწყო და რითი დავამთავრო, ამიტომ ვიტყვი იმას, რასაც ყველა მადლიერი ქართველი იტყოდა ჩემს ადგილას. დალოცვილი გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, სადაც არ უნდა იყო კეთილშობილო ადამიანო, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, რომ სულში და გულში ჩაგვისახლდი ქართველებს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად, მადლობა პროფესიონალიზმისთვის, მადლობა ქართველობისთვის და ბოლოს მადლობა ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ი ს თ ვ ი ს!!!
Goga
Didi madloba milton heigs gaceuli samushaostvis. Mis pirovnebas rac sheexeba, bevr kartvelze metad dagvafasa da pativi gvca.
პეტრე
აბსოლუტურად ვეთანხმები მილტონის დაფასების იდეას, მითუმეტეს რომ ეს კაცი არამარტო ჩვენს ნაკრებს თავკაცობს ღირსეულად, არამედ საქართველოს და ჩვენი კულტურის ისეთი პროპაგანდისტია მთელ მსოფლიოში, რომ ბევრ ქართველს სამაგალითოდ გამოადგება.
გიო
შოტლანდიასთან ბოლო თამაში იქნება მელიტონასთვის ჩვენ ქვეყანაში და კარგი იქნება თუ სათანადო გაცილებას მოვუწყობთ, გულშემტკივარი და ფედერაცია ერთად.ამ კაცმა რაც ჩვენი ქვეყნისთვის და ნაკრებისთვის გააკეთა ნადვილად იმსახურებს პატივისცემას.
დათო
შოტლანდიელებს უთხარი ვისკი წამოიღონ, იქაური ვისკი, ასე უთხარი "პრასი" გვაქვს თქო!
lasha
სულ იმ უდღეურ ვაისას არ გავს?!
Geo_Dinamo
ყოველთვის გვემახსოვრები მელიტონ და შენი გულშემატკივარნი ვიქნებით. საწყენია შენნაირი ქართველის წასვლა სადმე. აბა რა არის მეტი ქართველობა? ფიქრობ ქართულ რაგბზეც და ქვეყანაზეც.
mamuka09ze
მელიტონს ეკუთვნის ფრაზა--ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები--ჩემთვის ეს ფრაზა მოწოდებაა ნებისმიერ სიტუაციაში და ბრძოლაში საქართველოსთვის.სანამდე ვიბრძვით, მანამდე ვათ ცოცხლები და სანამ ცოცხლები ვართ, მანამ უნდა ვიბრძოლოთ. მელიტონს კი ჩემი დიდი პატივისცემა...
ისევ რაგბის მივაწვეთ
სად ვუშვებთ ამ კაცს? ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორად დავნიშნოთ! ნებისმიერ ჩვენს ჩინოვნიკზე უკეთესად იმუშავებს და, დარწმუნებული ვარ, მაგარ შედეგებსაც დადებს!
Homer
აქ რა უნდა დავწერო არც კი ვიცი... უბრალოდ - მადლობა !
emigranti
თუ საშუალებაა ნებისმიერი ფორმით დატოვონ ეს კაცი საქართველოში, რაგბის აკადემია ჩააბარონ და ნაკრებების კოორდინაცია ურიგო არ იქნება, თუ თვითონაც ისურვებს. საინტერესოა ახალი მწვრთნელის პოსტზე ვინმეს ხომ არ გაუწევს რეკომენდაციას ახალი ზელანდია-ავსტრალიიდან. გაიხარე მელიტონ შენს ლამაზ ოჯახთან ერთად. შენი ამაგი არ დაიკარგება, სამაგალითო კაცი ხარ.
ლაშა
მელიტონ შენ ძაან მაგარი ადამიანი ხარ. მადლობა ყველაფრისთვის. ნეტა შენნაირი ბრძოლიუნარიანი იყოს ყველა ჩვენი მწვრთნელი და სპორცმენი. იმედია საქართველოს მოქალაქეობა აქვს უკვე მელიტონს. თუ არა მაშინ დროზე მისცეს პრეზიდენტმა.
bs
მელიტონ სადაც არ უნდა იყო ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენ ოჯახთან ერთად! გენაცვალე ზელანდიურ გულში და ქართულ ჯიგარში!
Mirosan
Meliton kaci xar kaci!!! Arsadac ar unda gaushvan, tu fexburtis federacias ar daemgvana ragbis mamebi. Chaabaron bavshvta ragbis, uketess vis chaabareben
ბოკინიო
ცრემლი მომადგა. პირველ პირში საუნრობს ქართველებს გვაქვსო ! და ფეხბურთის მამებს რა უნედურება ეტაკათ შეხედონ გადმოიღონ ჟინი და ბრძოლა ისწავლონ ამ ხალხისგან ქვეყნის სიყვარულის ისწავლონ!!! ადრე რაგბისტები თავისი ფულით მოფრინავდნენ ნაკრებში და გუნდელები დასცინოდნენ ეგ როგორო . მაგრამ მათ საყოველთაო სიყვარული მოიპოვეს წაგებული თამაშის მერეც ვერვინ იტყვი ოფლი არ დაუღვრიათ უჯიგროდ ითამაშესო:(
Racha
შენ გამრავლდი და გაიხარე მელიტონ
Patrioti
აუჰ ძალიან გული დამწყდება ეს კაცი სხვაგან როცა წავა. ისე დაკვირვებით წაიკითხონ ჩვენი ქვეყნის სპორტის მამებმა კაცი როგორ კომპლექსურად აზროვნებს და ზრუნავს და განსაკუთრებით ფეხბურთის ე.წ. ექსპერტებმა და მმართველებმა. ასეა ბატონო სპორტი არ არის მხოლოდ სპორტული შედეგი, ის ქვეყნის რეკლამა და უცხოელზე შთაბეჭდილების მოხდენის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საშუალებაა, რომელიც მომავალში ჩვენივე ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ პატრიოტიზმი გვაკლია პატივცემულებო და ე.წ.მეშჩანიზმი მოგვერია.
J . Z.
სულ გაქართველდა
ზაზა
გენაცვალე მელიტონ! ასე უცხოტომელი ქართველებზე, საქართველოზე და ქართულ სპორტზე ზრუნავდეს, არ მახსოვს. რაგბი და ქართველები მის ვალში ვიქნებით სულ. წარმატებები მელიტონ, სადაც არ უნდა იყო !!
ქუთაისელი
შოტლანდიელებთან მოგების შანსები გაგვეზრდება, თუ ჯერ "მესამე ტაიმს" ჩავატარებთ წინა დღით, და მეორე დღეს თამაშს.. :D ჰა, მილტონ, რას იტყვი?
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს