ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

• კიტე

ეს ხეჩიკაშვილია თუ ხეჩოიანი ვერ გავიგე ორივეს წერენ აქ და ვერ ვხვდები

• დავით

კარგი დაუშვათ მასეა შენ როგორც წერ.ბოლო წუთზე გოლი რომ ჩაეთვალა მსაჯს?

• gela 67

ახლა ამ სტატიაზე ლაიქი დავწერე შეცდომით, თუ არ გახსოვს,მე შეგახსენებ: ის შენი ზესტაფონი გახლდა ადრე გასვლითი თამაში რომ მოიგო 3:1 და ზესტაფონში იმდენს ეცადა (მეტოქეს ვერ გაჰქონდა და ძალით გადამწყვეტი პენალტიც აიკიდეს),რომ 0:3 გამოაცხვეს................

• gela 67

ყველაფერი სწორად მიმაჩნია რაც დაწერე,გარდა ერთისა-კოხრეიძე სრულიადაც არაა საფეხბურთო მომავლის მქონე, 10 ჯერ აკენწვლა და ვინმე სან-მარინოელ,ან გიბრალტარელთან რომ ერთ ფინტს იზამს, ეგ რა სათვალავში ჩასაგდებია...........

• gela 67

კახა! პასპორტშიც რომ იწერებოდეს,რა მერე? სულ არა კიდიათ, ოღონდ ბევრი ფულები მიითვალონ დააა.......კიკუსავით მზად არიან(არა მარტო გაიხადონ)...........

• mvx

საბურთალო კი არა მადრიდის რეალი თამაშობს ტოტალიზატორზე. არ მითხრათ არაო.! ისე კი, ავიდნენ რეალის და სხვა გრანდების დონეზე და მერე ვნახოთ. დინამოში ადრე ლეგიონერები არ გვყავდა მაგრამ გვყავდა დიდი გუნდი და არაუშავს რა, სხვები. წელიწადნახევრის წინ ფიფიამ ყველა წამყვანი გაყიდა და უკონკურენციოდ დარჩენილი საბურთალო გახდა ჩემპიონი. რასაც მიაღწია კი დავინახეთ. მიხედვა უნდა ქართულ ფეხბურთს, ფულის ჩადება და რაც მთავარია შემდეგ მიუკერძოებული მკაცრი კონტროლი. ადრე გამოვთქვი აზრი, რომ კარგი იქნება თბილისში, ამ საკმაოდ დიდ ქალაქში, საუბნო დონეებზე მოეწყოს საშუალო სტადიონები და თბილისური გუნდები, ასევე ლტოლვილები, გადანაწილდნენ უბნებზე. გულშემატკივარიც მეტი მივა, კონკურენცია და მოტივაციაც მეტი იქნება. გლდანიდან, ან ვაზისუბნიდან დინამოზე არავინ მივა ჩიხურასთან თამაშზე საღამოს 9 საათზე. დამისახელეთ საბურთალოს, ლოკომოტივის ან ვიტ ჯორჯიას გულშემატკივრები მათი მეგობრების ან ოჯახის წევრების გარდა. ხალხი მივა თავისი უბნის გუნდის თამაშზე! ასე იყო ბრიტანეთში და სხვაგანაც. ფეხბურთსაც და ზოგადად სპორტსაც მეტი მიხედვა სჭირდება. სპორტი თანამედროვეობაში არის მძლავრი მომგებიანი ინდუსტრია ხალხისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც.

• Rezo

სულ რომ რომელიმე ლიგა მოიგოთ ეს დღე მაინც დარჩება მუქ ლაქად გუნდის ისტორიაში..

• Geo_Dinamo

რას ვწერ ისეთს რომ 4 კომენტარი დამიბლოკეთ? თქვენ დასაწერსაც ვწერ მემგონი, ჟურნალისტებმა უნდა დაწეროთ მეტი, თუ არა და ვიფიქრებთ, უფრო სწორად ვიცით რომ დაკვეთით წერთ და აქ ტროლებსიც მომრავლდნენ. რატომ არ მყვებით იმ უკრაინულ საიტის აზრებს? მათ რაც დაინახეს, მეც დავინახე. ის რომ ქართუ და რუსულ ტოტალიზატორების საიტზე 1.85 იყო საბურთალოს მოგების კოეფიციენტი და შემდეგ გახდა 2.35 ეს საკმაოდ დიდი სხვაობაა. ისე ჰაერზე არ ხდება ასეთი ცვილებები კოეფიციენტებში. ეს თქვენც ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იცით. თუ მეხსიერებასაც დაძაბავთ იქნებ მოიგონოთ რომ ერავანშI ტაიმბოლი დაფიქსირდა რომლის კოეფიციენტი სხვა და სხვა ტოტალიზატორებში 35 დან 40 მდე მერყეობს ხოლმე. განმეორებით შეხვედრაშI გასვლაზე შემდეგ ეტაპზე 6.8 დან 8 მდე მერყეობდა. რატომ ჟUრნალისტებს უბალო კითხვა მაინც არ გებადებათ, რატომ მოხდა ასე ამდენ ტოტალიზატორებში ცვლილება და ასეთი დიდი კოეფიციენტების დაჯდომა? ვინ სულელს უნდა დაედო დიდი თანხა არარატ-არმენიაზე თბილსისი თამაშის წინ, თუ არ ექნებოდა გარანტია რომ თამაში ისე დამთავრდებოდა როგორც მათ უნდოდათ? ნუ ზღაპრაობთ, რომ გოლი გაეტანა მალის და კობახიძესო. მე გეტყვით თუ ვერ ხვებით, შემდეგ ისევ გაუშვებდა საბურთალო გოლს და შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ სომხები.ეს იყო "გაკეთებული" თამაში, ჯერ ჯერობით დაუმტკიცებელი ფაქტებით.

• ბოკინიო

ბ ატონ ტარიელს ეგონა ორ დღეში მინელდებოდა ემოციები!!! მაგრამ ესეთი ერთსულოვნება ჯერ არ მინახავს. ვისთან არ წაგვიგია რა ანგარიშით არ წაგვიგია მაგრამ ესე მასიურად გაყიდულ თამაშზე არავის უსაუბრია!!! გახარია ახლა გაქ შანსი ოდნავი რეაბიტაციის!!

• გიოშა

ტოტალიზატორის მფლობელებსა თუ ფეხბურთან დაკავშირებულ პირებს რა თქმა უნდა აშინებთ ადამიანების მიერ მათი სიბინძურის გამოაშკარავებისა.ისინი ყველაფერს ცდილობენ რომ ხალხის მიერ აქ მოწოდებული სიმართლე ჩაახშონ:-დიზლაიკებით,კომენტარის გამოქვეყნების შეფერხებით,თავინთი ხალხის მათ წინააღმდეგ დარაზმვით.მაგრამ ამით ხომ ვერაფერ კარგს ვერ შემატებენ თავიანთ ისედაც შელახულ რეპუტაციას.

• გიოშა

როგორც ვატყობ აქ ბევრს არ აწყობს მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ საუბრის წარმართვა! რომელ წაგებაზე საუბრობთ თუ ძმა ხარ?გასაგები იქნებოდა რომ იყო ადრე წლებში,სამართლიანი სპორტული დაპირისპირებისას რომ ხდებოდა ხოლმე. პირველ რიგში ყურადღება დასათმობია და აქცენტი გადასატანია ორივე თამაშის ერევანსა და თბილისში სიყალბესა და ფარსზე,რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი რამ,ყველა ჩვენთაგანს გვეღირსოს ფეხბურთის ყურება,არაკაცურად დადგმული სპექტაკლების გარეშე!!!

• გოჩა

ყოველთვის ვიცავ ზომიერებას,ახლაც შევეცდები,ზუსტადაც,რომ ეჭვებს ბადებს,ჯერ ერთი არ არის აუცილებელი ფეხბურთელებმა იმაიმუნონ,არ ათამაშებ იმ სქემით როგორიც საჭიროა,შეცვლი თამაშის მიმდინარეობისას და ირბენენ ბიჭები უაზროდ არ დააყენებ ძირითადში ფეხბურთელს რომელსაც ყველა თამაშში გააქვს,ზუსტადაც დანიშნული ხარ მინისტრი ხომ იყავი ვხედავთ ყველა რა ხდება ქვეყანაში,ყველგან კორუფციაა,ნულიდან თუ შექმენი გუნდი ამიტომ უნდა ჩაგვაფურთხოდ სულში?,ვისთან წააგეთ ვერხვდებით?რომ არ შეგვძლებოდა კი ბატონო,მადლობა უნდა გადაგიხადოთ თუ რა გინდათ,ხალხო ამ ამბავში ფეხბურთელები არ არიან მტყუანები,რა სქმით თამაშობდნენ ხომ ყველამ ნახეთ,უნამუსოები არიან ხეჩიკაშვილები და სხვები,დედა ბიჭო როგორ აკადრეს ბატონს.

• გიოშა

სიზმარი მესიზმრა-ვითომდა მთელ მსოფლიოში ტოტალიზატორები აეკრძალოთ. საქართველოში სტადიონები ხალხით გავსებულიყო....:) სიხარულისგან გამომეღვიძა და რას ვხედავ-"საბურთალო" კი თურმე ევროპის ლიგის ფგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრილიყო.:(

• სირცხვილია

აი ზუსტად რომ ვერ წარმოგედგინა და საერთოდ წარმოდგენა რომ არ გაქვთ სპორტზე ფეხბურთზე ქართველზე და საქართველოზდ ამაზე ვწერთ და ეს გვტკივა. ისიც არ გეცოდინებოდათ სომხეთის გუნდი რატომ იყო პრინციპული მეტიქე და ის ხომ საერთოდ არ გეცოდინებოდათ რომელ თარიღზე წაასხით ასე სამარცზვინოთ და უგულოდ. მაგაშია საქმე საერთოდ რომ არ ხართ ამ ქვეყანაზედ

• Iberia

ტენდერ ხეჩიკაშვილი !!!

• კახა

ამათთან რამეს აზრი ააქვს სასაცილოა სინდისზე ნამუსზე კაცობაზე მითუმეტეს პატრიოტიზმზე ამათ ფული იშოვონ და დედალი ღორი ეძახე თუ გინდა...პასპორტში მაინც არ ეწერება

• აბა კიდევ დაბლოკეთ დემოკრატებო

გული ამიჩუყდა თითქმის მაგრამ პროფესორ ხეჩიკიან გუშინდელი ანგარიში თამაში და თან ვინებთან როგორც კი გამახსენდა ...წადი შენის მეტი არ მომდის თავში ...ხომ ჩემპიონთა ლიგა რომც მოიგოთ ამას მაინც არ გაპატიებს ნაღდი ქართველი გულშემატკივარი ...მაგ მთელი საქართველოს გაპაზორებას მხოლოდ თქვენი თან ყველასი ვინც მონაწილეობდით დიდიან პატარიანად აახვიოთ აქედან (თუნდაც სამეზოლოში დაგიფასებენ ) სჯობს ყველაფერს !!! თან როგორ იძახიან არ ველოდით ეგეთ რეაქციასო გულშემატკივრებთან აქვთ პრეტენზია 50 სომეხმა როგორ გაჯობათო ...რა ექნათ ამ ხალხს ბატონო ხეჩიკ ვეღარ მიხვდნენ ვინ იყო ჩვენი და ვინ მოწინაღმდეგე ისე ლამაზად ჩააბარეთ თამაში ....კარგით დავიჯერეთ რომ არ გაყიდეთ მაშინ მით უარესი ხომ უარესი რომ ამის ტვინიც არ გეყოთ ფული მაინც გაგეკეთებინათ არაფერს ვამბობ იმაზე თუ რას ნიშნავდა ეს თამაში მთელი ქართველობისთვის ეგ მხოლოდ სპორტი არ იყო ეგ ერის თავმოყვარეიბის საკითხი იყო ...აი ისეთი როგორც 2003 წელს საქართველო-რუსეთის ან როგორც რაგბისტებისთვის არის იმავე რუსებთან ყოველ წელიწადს რომ აკვდებიან ....ეგრე უნდა მომკვდარიყავით თქვენც მაგ მოედანზე და არ უნდა ჩაგესვარათ .... ასე რომ აწი შეგიძლია მოხიკო ეგ შენი გაზრდილი უგულო უსისხლო ლაწირაკები და შეურთდეთ არარატ არმენიას ....ძაან მომწონდა კოხრეიძე და მალი და თუ ამ დღეებში არ წავიდნენ თქვენ კლუბიდან არც მაგათი ფეხბურთი მაინტერესებს და არც მაგათი არსებობა თქვენი კლუბისა მითუმეტეს საბურთალოს რა გითხრათ “ სამარცხვინო “ კი ძაან მოგიხდებათ ...!!! იმ შინდაგორიძეს ბრავო რაა ინტუიცია მაგას ქონია ან შეიძლება ის იცოდა რაც ჩვენ არა ...ხოლო ყენია კი მართლაც რომ მეცოდება ისედაც დაიტანჯა მთელი კარიერა ტრავმების გამო და ახლა კი ასეთ გაუგებრობაში მოხვდა !!!!

• გოგა

ყველა ასაკობრივი ნაკრები ყველასთან აგებს,ჩვენი გუნდები ევროსარბიელზე ყველასთან აგებენ და იცით რა მაინტერესება, რო იძახიან გამართლა ჩემპიონატის ცვლილებამო,როგორ ატყობენ,რო გამართლა???? ვინმე ამიხსნის. ბოლოს ერთს დავამატებ ზესტაფონი რო არ მოეშორებინათ,ევროპა ლიგის ჯგუფს ითამაშებდა,მაგისთვის მწიფდებოდა გუნდი.

• a.a.

არარატთან წაგების მერე საბურთალოს თამაშებზე დასწრების მაჩვენებელი დაეცემა და 70 კაციდან სავარაუდოთ 37ზე ჩამოვა.დ.დ.

• გიოშა

თავიდანვე დაიგეგმა და შეთანხმდა ყველაფერი ორივე გუნდის მიერ.ძალინ დიდი ფულის თაღლითურად მითვისებასთან გვაქვს საქმე მეგობარო!!!

• გიოშა

თავიდანვე დაიგეგმა და შეთანხმდა ყველაფერი ორივე გუნდის მიერ.ძალინ დიდი ფულის თაღლითურად მითვისებასთან გვაქვს საქმე მეგობარო!!!

მატჩი გარიგებული იყო თუ არა რეალურად გულშემატკივართა დიდმა უმრავლესობამ ნამდვილად არაფერი იცის (ამის დამადასტურებელი ფაქტის შესახებ უცნობია), მაგრამ იმ გარემოებას რა ვუყოთ, რომ რბილად რომ ვთქვათ უჯიგრო თამაშის შედეგად ქართულმა კლუბმა წააგო, ალბათ მსოფლიოში ყველაზე პრინციპული ქვეყნის (სპორტული თვალსაზრისით) წარმომადგენელთან არარატთან!!!!!!!! რომელთანაც სულ რომ საკაცით გაგიტანონ მოედნიდან არ უნდა წააგო!!!!! ახლა ისიც არ გამოდგება მიზეზად ჩვენზე დალაგებულუ ქვეყნის გუნდთან წავაგეთო!!!!! ღირსება, თავმოყვარეობა სირცხვილი არაფერი აღარ არსებობს?!!! ამ ყველაფრის შემდგომ მწვრთნელი იძახის ორი დღე მაცადეთ კიდევ და მერე მივიღებ გადაწყვეტილებასო!!!! გულშემტკივრებს არარატთან წაგებით მიღებული ტრამვა არ კმარა კიდევ რომ გვეღადავებით?! ამის მერე გულშემატკივარი გინდათ სტადიონზე და რაღაცეებს ღადაობთ უეფას რაღაცეებს გამოვაძიებინებთო?! და ბოლოს ერთი რაღაც ფეხბურთი პირველ რიგში გულშემატკივარი და მის გარეშე ის არაფერია!!!!!

• gela 67

ბადრის ჩაწყობილი თამაში იყო ბაბაუ,ისიც: "დინამო"-"ლიბერეცი" -0:2. ძალით გაფუჭებული პენალტი........

• gela 67

ბადრის ჩაწყობილი თამაში იყო ბაბაუ,ისიც: "დინამო"-"ლიბერეცი" -0:1. ძალით გაფუჭებული პენალტი........

• gela 67

ერთი აზრი მაქვს და გაგიზიარებთ: ნიკა მალის მივაწვდინოთ ხმა და სადმე წესიერ გუნდში რომ ეფიქრა წასვლა, არა მგონია საქართველოში ამჟამინდელ კლუბზე უარესი ბევრი იყოს და არც ის მგონია რომ კარგ გუნდებს არ ჰქონდეთ ამის სურვილი. როგორც ფეხბურთელი ცოდვაა ასეტ გუნდში რომ დარჩეს, (ეს შეხედულება გამაჩნია და შეაფასეტ რაა?)

• Giorgi Janikashvili

7 წელია უპასუხისმგებლობამ ისე მოიკიდა ფეხი,რომ ოჯახის დონეზეც კი იგრძნობა.(რომ არაფერი ვთქვათ საზოგადოებრივ და საერთაშორისო პროცესებისადმი გამოჩენილ დანაშაულებრივ გულგრილობაზე).ცოტაც და ტუგრიკებზე გააჩაღებენ აღებ-მიცემობას.სპორტში ეს დიდი ხანია გამოჩნდა და კორცხელის სინდრომით დაგვამახსოვრა თავი.უპასუხისმგებლობა მოსდევს უვიცობას,უვიცობა კი თავის მხრივ გამორიცხავს იმის მოლოდინს,რომ ოდესმე მოაზროვნე და ერთგული დასჭირდეს ვინმეს.სპორტის მაგალითზეც კი თვალნათლივ ვხედავთ-რა დამანგრეველია ყველაფერი ეს ადამიანის ფსიქიკისთვის.

• gela 67

შე ძაან პატრიოტო, მიდი და დაუდექი გვერდში მაგ სულში ჩამპურთხებლებს, არა აქვს აზრი მართლა წააგეს თუ ძალით ქნეს, რადგან: 1. თუ ძალით წააგეს,ხომ გასაგებია ყველაფერი, 2. ხოლო თუ მართლა წააგეს, მით უმეტეს, სისხლი უნდა დააქციო რომ იმასთან არ წააგო,ვისთან წაგება ფეხბურთზე მაღლა დგას, ამას სკოლაში არ ასწავლიან, ამას,ამ საგანს ოჯახში გადიან, ყველაზე არ მომიბრუნდება ენა, 1-2 ბიჭი იყო ვინც ცდილობდა მაინც(ეტყობა საქმის კურსში არ ყავდათ ჩაყენებული) ჰოდა პასებსაც აღარ აძლევდნენ იმ ბიჭს(მალი) და ჯიუტად მარცხენა ფრთას ტვირთავდნენ,სადაც 200 კილოგრამიანი ყენია ყავდათ,(ტიპი ვეღარ ინძრევა), კიდევ შეიძლება,მაგრამ აქ სასამართლო არაა რომ ფაქტები ვაგროვოთ და კიდევ ვუშალოთ ნერვები ერთმანეთს........

• gela 67

სრული 100% ით გეთანხმები,ერთს დავამატებდი: იგივე რეხვიაშვილის თავური დარტყმაც ნახეთ შეტევისას ბარემ,რა უცნაური მიმართულებით მოიქნია თავი,რომ "ემანდ" კარში არ წასულიყო ბურთი.....დააკვირდით და მერე დაწერეთ ვისაც უნდა აქ დისლაიქის დასმა....

• gela 67

ვაი რომ ამ თახსირების გადამკიდე,ფეხბურთში ნახევარი საუკუნის წინანდელით გვიხდება თავმოწონება, უნამუსობას სანამ ზღვარს არ დაუწესებს ეშმაკი,მანამ ასე იქნება,ანუ მუდმივად.............

• გიოშა

გინდა ძმაო ნამდვილი ფეხბურთის ნახვა-არ შეხვიდე ტოტალიზატორში სათამაშოდ.

• დავით 67

vax-vax-ს! შენ პირადად ვერ დაინახე არა? ვინც დაინახა (რაც უმრავლესობაა) იმან რა ქნან? შენს პირადს დაეყრდნონ? თვითონ ეს კაციც ამბობს გამოიძიონო, დაადგინონო უკრაინული საიტის ასეთი ხშირი ცვლა კოეფიციენტის. როცა ეგეთი რაღაცეები ხდება გუნდის ყველა ფეხბურთელს არავინ აყენებს საქმის კურსში, მითუმეტეს შენ! სამი ფეხბურთლიც საკმარისია თამაშის "გაკეთებისთვის ". არავითარი ინტერესი მე არ გამაჩნია, არც ტოტალიზატორი მითამაშია არასდროს. საერთო ჯამი მაინც ერთია სამრცხვინოები არიან!

• გიოშა

თქვენ გეტყობათ კარგი ადამინი ხართ,მაგრამ ესენი ხომ ჩვენ არარობათ გვთვლიან და სულში გვაფურთხებენ. ერთი დამანახა ხეჩიკაშვილი და მისი ხროვა სუფრასთან მიმსხდარი როგორ იტყვიან საქართველოსა და ქართველი კაცის გამარჯვების სადღეგრძელოს.

• გიოშა

დიზლაიკებს წერენ ტოტალიზატორების მფლობელები და ფეხბურთთან დაკავშირებული პირები!!! შეცდომაში არავინ შეგიყვანოს საქართველო!!!

• გიორგი

""საბურთალოს" დებიუტს ევროთასებზე კარგსაც ვერ დავარქმევთ, გუნდმა 6-დან 4 მატჩი წააგო. უფრო მეტი სარეიტინგო ქულის მოპოვება "ჩიხურამაც" კი შეძლო, რომელიც მეორე ეტაპიდან გავარდა." კიდევ ღირს საუბარი "საბურთალო"-ზე?...

• ME

კარგით ხალხო ნუ ილანძღებით და ნუ იშლით ნერვებს,მთავარი სათქმელი გუშინ თქვა პეტრიაშვილმა. კაცი თურმე მართმადიდებელი ყოფილა თურმე ეკლესიაში სანთელსაც ანთებს,ხანდახან, ერთი ორი შავი ჯიპიც აქვს მიყვანილი მამაოებისთვის, ფედერაციაში და მთავრობაში გაიასნებული აქვს ყველაფერი, ტენდერების ჩათვლით,ამასთან 7 შვილიც ყავს,ერთი სიტყვით ჯიგარია რაა...

• გიოშა

გ ა ს ვ ლ ა მ ო ი გ ე ს ა ხ ლ შ ი წ ა ა გ ე როგორც ეტყობა მაგრად ამართლებს! შარშან ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩებშიც ხომ ასე "თამაშობდენ"! ვწერდი მაიმუნობენ მეთქი,მაგრამ... პორტო-კრასნოდარი და ყარაბახი-აპოელი ოოოო ამას დიდი ფულის სუნის ასდის ვიდრე Khechik - ashvilisas

• გიოშა

გ ა ს ვ ლ ა მ ო ი გ ე ს ა ხ ლ შ ი წ ა ა გ ე როგორც ეტყობა მაგრად ამართლებს! შარშან ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩებშიც ხომ ასე "თამაშობდენ"! ვწერდი მაიმუნობენ მეთქი,მაგრამ... პორტო-კრასნოდარი და ყარაბახი-აპოელი ოოოო ამას დიდი ფული სუნი ასდის ვიდრე Khechik - ashvilisas

• lasha

ჩვენ სუფრასთან დავჯდეთ და 1981 წლის მოგებული თასით დავლიოთ ტკბილი მოგონებების:)

• ასევე

მართლა უაზროდ წერ აქ რაღაცეებს,რაც საბურთალომ ითამაშა ეს იყო საეჭვო თამაში,ასეთ გოლებს საბურთალო არ უშვებს ხოლმე,კოხრეიძემ და რეხვომ აშკარად საეჭვოდ ითამაშეს...

• ალალე

მთავარი სათქმელი, გუშინ ითქვა ამ საიტზე და ეს გააჟღერა მამუკა კვარაცხელიამ, შეფარვით რა თქმა უნდა, სტრიქონებს შორის რომ იკითხება. მან ბრძანა, თუ რამდენ უამრავლ ხალხს ინახავს და თავის ჯიბიდან ხელფასს უხდის ყველას, მის კლუბში დასაქმებულებს. ბატონებო მისი ჯიბე ვერ გაწვდება ყველა ხარჯს, ჰოდა ამიტომ, განსაკუთრებით ევროპის ფეხბურთში მიღებულია წესი, "თამაშების გაკეთების", რადგან გაწეული დიდი ხარჯები დაფარონ და ყველაფერ ამას ხელს უწყობს UEFA -ც და თავისთავად ჩვენთან ს.ფ.ფ. -ც(ხომ ხედავთ ვერა და ვერ მოაშორა ქართულ ფეხბურთს ოთარ შენგელია), თან არც თუ უანგაროთ. ფაქტები ბევრია, გაიხსენეთ მსოფლიო ჩემპიონის რანგში მოასპარეზე საფრანგეთის მარცხი იაპონიაში, როცა კუშის ბალანსი იყო 7-1 ზე. აბრამოვიჩის "ჩელსის" დათმობილი ჩემპიონთა ლიგის თასი და ა.შ. ჰოდა გაგებით მოეკიდეთ

• sormona

ნაცის სტილი იგრძნობა

• sormona

ვის ჭირდება გვერდით დგომა, კოხრეიძეს??? ჯერ გამოვიდეს და ახსნას რა პასი გააკეთა საიდან სად და რა უნდოდა საერთოდ თუ არა ის რაც გამოვიდა... ანალოგიც მაჩვენეთ მაგ პოზიციიდან ვის გაუკეთებია ეგეთი პასი და ხმას აღარ ვიღებ, შემთხვევეითი იყო ეგ???

• antaress

რაში უნდათ ბიჭებს მხარში დგომა უნიათობაში? თუ თამაშის გაყიდვაში? თუ სახლში 8 გაშვებულ და 1 გატანილ გოლში თუ საერთო ჯამში 11 გაშვებულ და 6 გატანილ ბურთში იქნებ მიპასუხოტ რაში უნდა დავუდგეთ გვერდში თუ არარატთან მარტო მალიმ დაარტყა კარში და მეტი სახიფათო მომენტი არ გვქონია რაში გვთხოვ დავუდგეთ გვერდში?

• Vakhtang Lobzhanidze

მე მესმის რომ ნათესავებს და ოჯახის წევრებს არ გსიამოვნებთ გინება რომ გწვდებათ, მაგრამ რას იზავ..ყველამ ყველაფერი ნახა.და ლანძღვა არა წაგების გამო მოხვდათ, არამედ მაიმუნობისთვის. მე ფაქტზე არავინ დამიჭერია და 100% ვერ ვიტყვი , რო ჩაწყობილი იყო. თუმცა 99% დარწმუნებული ვარ.და რომც არ ყოფილიყო და ისეთი შემართებით გავიდნენ მოედანზე უარესი კიდე!

• გიორგი

2 მკვტარი გუნდი ეთამაშებოდა ერთმანეთს. მოწინააღმდეგეს გასატანი აქვს 2 ბურთი უეჭველი, არც არარატი წყვეტდა ვარსკვალებს, ამ დროს დაიჭირე ბურთი და დაელოდე მომენტს რომ გაიხსნას მოწინააღმდეგე, სხვა გზა არ აქვს. რაიმე ისეთი გააკეთა არარატმა, რომ თქვა ბურთი გადააღუნა თავზე საბურთალოსო? კოხრეიძის პასი საერთოდ ეპიკი იყო, ყველანაირი ლოგიკიდან ამოვარდნილი, შეტევაზე ხარ, ტრიალდება და უკან საჯარიმოში აკეთებ უაზრო პასს, თან არ იყო ჩაჭრა რომ გაიჭრა სომეხი და შეუტიათქო. ლამის ფეხზე დაასვა სომეხს, როცა ცენტრში ოხრად თანაგუნდელები გყავს და ნებისმიერს შეგიძლია მისცე პასი, თუ მაინცდამაინც ვერ აგრძელებ შეტევას. იქ კიდევ ის სომეხი მოცელეს, ეტყობა არც მაგაში იყვნენ დარწმუნებულნი რომ მაგ მდგომარეობაშიც გოლის გამტანი იყო. ბოლო წუთზე გატანილი გოლი და კაციშვილი არ აპროტესტებს რომ არ იყო თამაშგარე. ხეჩიკამ მოატყუოს ბებიამისი, ფულს რომ დებს (საკუთარს კი არა, ბიუჯეტიდან გამოხრულს ტენდერებში) და ამოღება რომ უნდა, აი მანდ ჩნდება ზუსტად ეჭვი, ეს გუნდი ან გავიდოდა ჯგუფში ან არა. იმ სომეხს კიდევ შეიძლება უღირდა ფულის გასროლა, რაც საბურთალოს უნდა აეღო შემდეგ ტურში გასვლისთვის, რომ დაედო ბოჩკაზე თავისი ბონუსით, პლუს ტოტალიზატორში გაკეთებული ფული, რავა რა, დაუჯერებელია? შერიფთან მაიმუნობაზე ფული იშოვეს სავარაუდოდ ორივე მხარემ, საწყის 5 წუთში რომ 3 ბურთს უშვებ, რომელი ბარსელონაა შერიფი?

• გიოშა

საბურთალოს მიერ ჩატარებული ყველა თამაში წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო! ხალხო,ნეიტრალური პოზიციდან და არა გულშემატკივრის,ცივი გონებით შეხედეთ მომხდარს! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით იწყებენ და ამთავრებენ!!! როდემდე უნდა გვაფურთხონ სულში???

• qwerty

კარგი წააგე, წააგე, არავის აქვს ილუზია, რომ რომელიმე ქართული კლუბი რაოდენ სამწუხაროც არ იყოს ლიგას მოიგებდა, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი იცით რა არის, როცა ასე წაგების მერე მოდიხარ და აღელვებულ და გაღიზიანებულ გულშემატკივარს კიდე აქეთ აგინებ და თავი რაღაც განსაკუთრრბული წარმოგიდგენია, მე ნამდვილად არ ვიცი ვინ არის ის ლაწირაკი, რომელიც შავი მაისურით და კლუბის ბეიჯით კისერზე აქეთ აგინებს გულშემატკივრებს, მაგრამ ასეთი ხალხით დაკომპლექტებული გუნდის იმედი მე პირადად არ მაქვს, უპასუხისმგებლო და უზრდელი ფუნქციონერები, ყვრლას არ და ვერც შეეხება საბედნიეროთ. თქვენ ვერ გადიხართ და ტელევიზორში მაინც უყურეთ როგორ იქცევიან სხვა გუნდების ხელმძღვანელები. კიდევ ერთი მე პირადად, ახლა ამ მომენტში უფრო გამიხარდება, რომ დადასტურდეს თამშის გაყიდვა და დისკვალიფიკაცია მოგცენ, რადგან მაგას იმსახურებთ, მაგრამ თუ ეს მართლაც წააგეთ, მაშინ თქვენ სარრთოდ უნდა ჩამოგაშორონ ფეხბურთს, ვინაიდან არაფერი გაგეგებათ მასში, ყოვლად უნიათო და უსახური თამაში, ფეხბურთელები ადამიანები არიან და თუ ისინი ვერ თამაშობენ, მწვრთნელმა უნდა შეცვალოს, თუ არ აკეთებს ამას ე.ი. არ ყოფნის კომპეტენცია ამ საკითხში, თუ ამის საშუალება არ აქვს კომპეტენცია არ გყოფნით გუნდის სხვა ხრლმძღვანელებს, თუ გუნდი ფსიქოლოგიურად ვერ განეწყო ეს ყველას ჩავარდნაა, შეკრული წრეა და არავის ეყო იმის ტვიჯი ამ.მოჯადოებული წრიდან გამოვიდეს და მიდგომები შეცვალოს.

• ანესთეზეოლოგი & Commentat 2

წადი ბიძია სახლში, ან ცხვირს ნუ შემოყოფ აქ, ან ნუ დაწერ ისედაც ნერვებდაწყვეტილი და შურაცყოფილია ხალხი ... სწორედაც რომ არ უნდოდათ, სისხლი არ უდუღდათ, არაპროფესიონალურად რომ მიუდგნენ ქვეყნის პრესტიჟს, სახელს და ფართხუნობდნენ რაღაცას მაგიტომ გამოვხატავთ გულისტკივილს.

• სხვა რაკურსი

ბევრი სტატია და კომენტარი წავიკითხე სხვადასხვა შინაარსის. მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, თუ რატომ ვფიქრობთ (ხალხი) რომ ეს თამაში შესაძლოა ,,გაკეთებული'' ყოფილიყო. იმ შემთხვევაში, თუ არარატი აშკარად გაჯობებდათ კლასით, ფიზიკურად, ტაქტიკურად და ა.შ, ხმას არ ამოვიღებდით. ზაგრებთან რომ წააგეთ, ვინმემ მსგავსი ეჭვი გამოთქვა? პირიქით, ხალხმა ტაში დაგიკრათ, მარცხის მიუხედავად. და რა ხდება არარატთან? გასვლაზე იგებთ 1:2-ს და გასვლაზე, არარტი ისევ სრულიად უსუსურია, საფეხბურთი თვალსაზრისით, არაფრიმქნელი გუნდი, თუმცა მას შემდგომ ეტაპზე გასასვლელად სჭირდება 2 გოლის გატანა. როგორ უნდა გაიტანოს 2 გოლი, როცა ეს არ შეუძლია? აი მივყვეთ თანმიმდევრობით, პირველი გოლის დროს, იყო ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით, არასახიფათო შეტევა, რადგან ჩვენს კარს იცავდა მეკარე და 4 მცველი, 1 მოწინააღმდეგის თავდამსხმელისგან. კეთდება ე.წ ,,პასტრელი'' და დააკვირდით ამ დროს ჩვენი მცველის ქმედებას, ნაცვლად იმისა რომ ითამაშოს მარჯვენა ფეხით და მარტივად განმუხტოს სიტუაცია, მარცხენა ფეხით სცადა ჩაჭრა, რაც თავიდანვე გათვლადი იყო, რომ დაგვიანდებოდა. (ჩემი თხოვნაა, უყურეთ მაგ ეპიზოდს და მიხვდებით რაზე ვსაუბრობ). შესაბამისად, მივიღეთ სრულიად ალოგიკირი გოლი. რა ხდება ამის შემდეგ? არარატს კვლავ სჭირდება 1 გოლი, რომლის გატანის თავიც არ აქვს. აქაც ერთვებიან საბურთალოს ფეხბურთელები, კოხრეიძე, შეტევიდან აკეთებს სრულიად გაუგონარ საგოლე პასს (ასეთი ქმედება მე არ მახსენდება ფეხბურთში) და მცველი - რეხვიაშვილი ასევე აკეთებს სრულიად უადგილო და გაუმართლებელ ვარდნას, აუცილებლად ეცოდინებოდა რომ ამ შემთხვევაში 90% პენალტს ,,აიკიდებდა''. აქედან გამომდინარე, არარატმა კი არ მოიგო თამაში, თქვენ მოაგებინეთ განზრახ, ამაზეა საუბარი. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თამაში გაკეთებული იყო, ვისაც უფრო მყარი არგუმენტები გექნებათ, მზად ვარ მოგისმინოთ.

• 912

მარტო სიტყვიერად არა ფიზიკურად უნდა ჩაექოლათ ყველა იმის ღირსები ხართ ეხლა თუ გინდა ზედიზედ გადით ჯგუფში მაინც ფეხებზე გვეკიდებით ამ წაგებას და თუ მიცემას არ გაპატიებთ არასდროს!!!

• dato

ხაჩიკიანმა გაუგორა ბურთი თავისიანებს .

• გიორგი

სამარცხვინო ხარ შენი გუნდიანად.

• ქართველი

აუჰ გეწყინა ხო შენი მისამართით გამოთქმული აზრები, ზუსტადაც ამდენი ინვესტიცია რომ გაქვს გაკეთებული და როცა შეთავაზება მიიღე, ალბათ დაფიქრდი და დღევანდელი უეჭველი რეალობა არჩიე, რადგან კაცმა არ იცის მართლა მოხვდებოდი თუ არა ჯგუფურ ეტაპზე და რატომ უნდა გაგემაზა? აი ამხელა კრიტიკას და ასეთ შეფასებებს კი ნამდვილად არ ელოდი, რადგან ხალხი გგონია რომ ვერ მიხვდებოდა ვერაფერს? ეეჰ " ხაჩიიკ"

• გიორგი

ის მოუვიდათ რომ ადვილია ესე მარცხის 'ახსნა'! სინამდვილეში საკუთარი გამწარების სხვაზე გადაბრალებაა. თავის შეწუხება პერსონალურად შეიძლება ითქვას ჩვენში არავის უნდა, სულ სხვისკენ აქვთ გაშვერილი თითი, სპორტშიც და მის გარეთ. ცოდნა, პასუხისმგებლობა, შრომა, პროფესიული დახელოვნება, საქმის კეთება თავის შეწუხების გარეშე არ გამოდის, ჰოდა, ეგრე გვგონია რომ მაგ ყველაფრის მოპოვება სულ სხვისი საქმე და პასუხისმგებლობაა, არა 'ჩემი'. ესაა ჩვენებურების დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და რაღა სპორტში იქნება განსხვავებული სიტუაცია. ამბიციები მოჭარბებულად გვქვს, მათი ასრულებისთვის კი სხვამ უნდა იზრუნოს არა პერსონალურად ჩვენ. საიდან იქნება კარგი შედეგები? ვერ იქნება. ამიტომაც გაცრუებული ამბიციებისგან გამწარებულები სხვებისკენ ვიშვერთ თითს და ვილანძღებით. ან კიდევ რა აიჩემეს ეს 'ისტორიული მეტოქე' თუ რაღაც მსგავსი რამეების ძახილი მაინც და მაინც სომხებზე? წადი რა მიღწევებში მართლა მოწინავე ერებს შეეჯიბრე, რომლებსაც თავისთვისაც რაღაც შეუქმნიათ და სხვებისთვისაც, თუნდაც მაგალითად, ფეხბურთი, რის გამოც ეს აყალ მაყალი და ისტერიკაა ატეხილი, რა, ვინ შექმნა იქნებ ქართველებმა ან სომხებმა? რაღა ეს ჩვენნაირად დაქცეული თუ უარეს დღეში მყოფი ხალხი აირჩია ზოგიერთმა საკუთარი წარმატების საზომად--აქაც იადვილებენ საქმეს, არა? აბა, ინგლისელებს ამბიციების დაკამაყოფილებისთვის როგორ გაეჯობრებიან, თავიდანვე 'იასნია'! მაგრამ ვისაც შეეჯიბრები სწორედ იმის დონეს გაუტოლდები, უკეთესისას არა. საიტზე ერთი 12 წლის მოზარდის კომენტარი ვნახე, სხვათაშორის გაცილებით მშვიდი და საღი ვიდრე 'უფროსი' უმრავლესობის, და რა მაგალითს აძლევენ მოზარდებს რომელებიც აქ შემოდიან და კომენტარებსაც ეცნობიან--რას ისწავლიან, იგივე გააგრძელონ?

• თამაზი

რასაკვირველია გარიგებაზე ლაპარაკი დიდი სისულელეა,მაგრამ პირველი მატჩის შემდეგ რატომ იყო ასე მოულოდნელი დამარცხება გაუგებარია.იქ რა დავანგრიეთ გუნდი თუ რა?აქაც ისეთივე მძაფრი(რამდენედაც შეეძლო ორივე გუნდა)თამაში იყო.

• ბიჭებს ლანძღვა კი არა მხარში დგომა სჭირდებათ შეიგნეთ!

თქვე ვაი გულშემატკივრებო გეყოთ ლაქლაქი და ვაი ვუი ქალებივით, რომ მოთქვამთ.მოგების შემთხვევაში ხომ ასე იყრანტალებდით? თქვენ როგორ გგონიათ თქვენზე ძალიან ბიჭებს უნდოდათ მოგება, მაგრამ ფორტუნამ ასე ინება. აბა ველოდები თქვენს რეაქციას რომელიც იქნება ლანძღვა გინება , აბა სხვას რას უნდა ველოდო თქვენნაირ ვაი ქომაგებისგან.

• livepool

ხაჩიკას გაუჭირდებოდა სომეხთან გარიგება?

• გელა

წაგებას და მოგებაც კაცურად უნდა მიი₾ო, ეს იყო ყველას მხრიდან არაკაცური ქცევა, დაკიდება ფულის გულისთვის, ერთდ₾იანი ცხოვრებით ცხოვრობენ,მაგ ფულს დახარჯავენ და ისტორიაში შევლენ როგორც არაადამიანები, ყველა ვინც ამ საქმეში იყო გარეული რიგითიდან უფროსობის ჩათვლით. ცხოვრებაში ღალატზე ცუდი არაფერია, მათი საქციელი ღალატის ტოლფასია

• ეეეე

ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება; საბოლოოდ უარი ვთქვათ გულშემატკივრებო ქართულ ფეხბურთზე , ხომ ხედავთ რომ ნაცარს გვაყრიან თვალებში და უფრო მეტ შეურაცყოფას გვაყენებენ, თავში ქვა გიხლიათ იბურთავეთ ერთმანეთში რამდენიც გინდათ და უბერეთ ტოტალიზატორებში, მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსებას შეეშვით ხალხის ფული ხალხს მოახმარეთ.

• თეთრი მელა

რას მიჰქარავს ეს ცრუპენტელა კორუფციონერი პარაზიტი.მალე მოგივლიან.არაფერი არ დაიმალება.ყველაფერზე მოგიწევს პასუხების გაცემა

• QT

შე დალოცვილო, ნახევარი წელი გქონდა იმისთვის რომ გაძლიერებულიყავი და ნორმალური ლეგიონერი დაგემატებინა, მითუეტეს იყო უკვე წინა წლების გამოცდილება, იგივე ქართული გუნდებისგან და რა ვერ მოაბით თავი იმას, რომ აქაური სეზონის დასაწყისიდანვე დაიმატოთ. კი ბატონო არიან გუნდში გიი, გონსალვეში, ტერა, (რომელებსაც ფაქტიურად უთამაშიათ მთელი სეზონი ტრავმების გამო), როლოვიჩი, მაგრამ საუბედუროდ 2 მათგანი ეხლაც არ იყო ამ თამაშზე, ესეიგი არაა საკმარისი და ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგეთ საკითხს, როცა უეფაზე გადიხართ. გასაგებია რომ ეს რესურსი ყოფნის ეროვნულ ჩემპიონატს, მაგრამ არა ევროპას.

• გიოშა

წუხელ სიზმარი მესიზმრა-ვითომდა მთელ მსოფლიოში ტოტალიზატორები აეკრძალოთ. საქართველოში სტადიონები ხალხით გავსებულიყო....:) "საბურთალო" კი ევროპის ლიგის ფგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრილიყო.:(

• leqso

იცი რა გიტხრა, ტარიელ ჩემო, "გაქსუებული ნადირის" სურვილს, რო ასრულებ ეგრე მოგიხდება!!! იმას კიდია ფეხებზე და შენ თავი მოგეჭრა... მარა ნატქვამია "ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო" ნუ გგონია შეუმჩვეველი დარჩა თქვენი კუდგადაბმული მოქმედება... ჭიას ვაჟკაც კაცად ვიცნობდით და გვეგონა არ შეცდებოდა ეგ არის საწყენი... თორემ შენ და "გაქსუებული ნადირი" ერთნი ,რომ ხართ იასნია...

• გიოშა

წუხელ სიზმარი მესიზმრა-ვითომდა მთელ მსოფლიოში ტოტალიზატორები აეკრძალოთ. საქრთველოში სტადიონების ტრიბუნები ხალხით გავსებულიყო....:) "საბურთალო" კი ევროპის ლიგის ფგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრილიყო.:(

• ტოტო

ტიპს სიფათზე დააკვირდით და ყველაფერს მიხვდებით.

• ტოტო

ნერვებს,ნუ აიშლით .რაც ხდება განათლებაში,მეცნიერებაში,ხელოვნებაში,სოფლის მეურნეობაში,...იგივე ხდება სპორტში.ერთმა დაწერა დასაჭერიაო და რამდენი უნდა დაიჭიროთ ? ამ ხალხს,არც ღირსება აქვთ,არც თავმოყვარეობა,რომ გაუშვა მთელ ქვეყანას გაყიდიან.

• tngh

უკრაინაში სრული ქაოსი და ანარქიაა და იქ დაბეჭდილი თითქმის ყველა ინფორმაცია მხოლოდ პროვოკაციისთვის არის გამიზნული. "საბურთალოს" ხელმძღვანელობას კი, ვთხოვდი გააგრძელოს მართლაც ნიჭიერ არა ერთ ახალგაზრდასთან მუშაობა...

• jiji

რა უეფა რის უეფა,,ჩუმად მაინვ იყავი

• Vakhtang Lobzhanidze

ისე რ ე პ უ ტ ა ც ი ა კი დაკარგეთ ბატონო სამუდამოდ და ფასი კი გეცოდინებათ თვითონ. იმედია არც ისე იაფად..

• zaza

ფულის საკეთებლად ხარ ზუსტად სამარცხვინო ხარ და ყველა ქარტული კლუბის მეპატრონე თუ მენეჯერებს რო ეზახიან თავს

• Vakhtang Lobzhanidze

არ გინდათ ეხლა, ბატონო. ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც კი ოდესმე ფეხბურთი ნათამაშევი ქონდა ნათელი იყო ყველაფერი. და თუ ეგ თამაში მიცემული არ იყო - მაშინ კიდევ უარესი. ესეიგი საერთოდ არ ყოფილა საშველი. გამოდის რო თქვენ იმას იძახით რო ქართველი ახალგაზრდები საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ისტორიული მეტოქის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისე... თითქოს უბანში რო თამაშობ დილიდან და შუადღისკენ პაპანაქება სიცხეში რო დაგეზარება თამაში ზუსტად მასე. ანუ გამიზნულად დაგვიკიდეს. მართლა ეგრე თუ არის ეგენი კუდე უარესის ღირსნი არიან. მე პირადად აღარასდროს წავალ ამ გუნდის საქომაგოდ!

• გიოშა

ძლივს არ ვნახე კაცი სიმართლის მქადაგებელი!

• ასევე

არცერთ გუნდს ასეთი სირცხვილი არ უჭამია საკუთარი გულშემატკივრებისთვის როგორიც ამ უნამუსო გუნდმა აჭამა

• არ დამბლოკოთ

ბადრი პატარკაციშვილმა დიდი ფული გააკეთა როცა თამაშები ჩააწყო 2004 წელს და ვითომ დინამო ჯგუფურზე გავიდა.ჯგუფურის ბოლო თამაშზე ხო საერთოდ ტოტალიზატორები ფსონს არ იღებდნენ. ეს მან იმიტომ გააკეთა რომ დინამოს საქმეში არ ერეოდა და სამი წლის მერე რო მოიკითხა თურმე დიდი ფულები მოუტეხეს. ადგა და დაიბრუნა ასე უმტკივნეულოდ თავისი ფულები. ბადრი დიდი კაცი იყო. მაგრამ მან თან ფული აკეთა , თან საქმე გააკეთა. კი არ წაუგია შენსავით, მოიგო. თუ თამაშს აწყობ, ისწავლე რომ ისე ჩააწყო რომ გაიმარჯვო და ქომაგს გული არ გაუხეთქო

• გიოშა

დიზლაიკებს წერენ ტოტალიზატორების მფლობელები და ფეხბურთთან დაკავშირებული პირები!!! შეცდომაში არავინ შეგიყვანოს საქართველო!!!

• ასევე

ბატონო ჩემო,სხვა რაუნდა იფიქროს ხალხმა რაც გააკეთა უშუალოდ კოხრეიძემ და მერე რეხვიაშვილმა ...შეტევიდან უკან,რო პასს დაუგორებ მეტოქეს და მეკარეს შეატოვებ ...ანუ გაყიდულ თამაშს გაჭრილი ვაშლივით გავდა

• aburjga

ხალხო, რა მოგივიდათ, როგორ ყველა საკუთარი ინტერესების გამყიდველი ანუ სულელი გგონიათ??!! რა თამაშის გაყიდვაზე ლაპარაკობთ გამუდმებით?! უკვე ამოვიდა ყელში ეს სულელური ბრალდებები!

• vax-vax

ვინმე დავით 67-ს! რა სიამოვნებას განიჭებს უსაფუძვლო ლანძღვა-გინება. გარიგებებით ფულის კეთება საქმეა? სად დაინახე გარიგების ნიშნები,თუ გგონია,რომ საბურთალოს ფეხბურთელები ფეხბურთს თუ ვერ თამაშობენ მაღალი დონის მსახიობები არიან და სპექტაკლი დადგეს,ცდები, მე პირადად ეს ვერ შევამჩნიე. ცილისწამება დიდი ცოდვაა და თავს გაუფრთხილდი. აწი რაც ცუდი დაგემართოს, დიდი წილი ამ ცილისწამებისთვისაც იქნება

• gio

ნუ გვაბოლებთ, ანალიზის გაკეთების უნარი ხალხსაც გვაქვს. შერიფთან მოვიგეთ 0:3 გასვლა და წავაგეთ 1:3 სახლში. საეჭვოა, მაგრამ კაი ერთხელ გასაგებია, შეიძლება თქვა გამოუცდილებლობით დაემართათ. ზაგრების დინამოსთან თამაშზე არაფერს ვიტყვი, გულშემატკივარი მაგ თამაშებში მოგებას არც მოითხოვდა, უბრალოდ მოითხოვდა , რომ ბოლომდე გვებრძოლა და გვეთამაშა და რა შედეგიც დაიდებოდა კანონზომიერი იქნებოდა (თავს ზევით ძალა არ არის) არარატთან გასვლას იგებ 2:1 და შინ აგებ 0:2 (თან რა პენალტი აიკიდეს), ესეც გამოუცდელობაა? ზედიზედ მეორედ სამ თამაშში. გონივრული ეჭვი გაუჩნდება ხალხს, რომ გაყიდულია თამაში. თან წინა დღეს საიტებზე ჩნდება ინფორმაცია კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებების შესახებ. მოკლედ შედეგებიდან, და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ან ყიდის ეს გუნდი თამაშებს, ან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ფეხბურთელებს. ვერ ახერხებენ შინ თამაშს. ამ შემთხვევაში ვინცაა ფეხბურთელების ამ კომპონენტზე მუშაობაში პასუხისმგებელი აუცილებლად უნდა შეიცვლოს. მთავარ მწვრთნელთან გასაუბრებაც არ გაწყენდათ.

• იმერელი

ხოდა ინვესტიცია ამოიღე სამმაგად უკვე, რამდენად გაურიგდი იმ სომეხს? იმან გაჯობა ჭკუით მძორო

• ვახო

ჩაქოლვა კი არა დასაჭერი ხართ შენ, კობიაშვილი და მთელი მუქთახორა მაფია! რაში დახარჯეთ 250 მილიონი ლარი?! რატომ ყიდის თამაშებს?! ჩვენზე ბანძი ჩემპიონატი მხოლოდ სამოყვარულო ლიგებია და თქვენს ხელში აზრი? რომ გახეხავთ 10 წელს, მერე სხვებს შეეშინდებათ და პატიოსნად იმუშავებენ და ითამაშებენ

• გიოშა

ხალხო,ეს კაცი ისევ გვაბოლებს! წლევანდელ ევროტურნირებში საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! პორტუ და სელტიკი რომ იმაიმუნებს,ამხელა ისტორიის და ტიტულის მქონე კლუბები რა გასაკვირია,რომ საბურთალომ იმაიმუნოს? ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! დაუკვირდით! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით ამთავრებენ!!! როდემდე უნდა გვაბოთაონ...??? საფეხბურთო მაფიის მიერ ზღაპრული ოდენობის თანხის მოგებაბასთან გვაქვს საქმე! მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველათ!

• გრიშო

ზღაპრები მოუყევი ოჯახში ბავშვებს.. რეალურ თამაშს კი ყველამ ვუყურეთ.. მოედანზე რამოდენიმე ფეხბურთელი თავის გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა.. ვინმეს შეიძლება სხვა ქვეყანაში გაუკვირდეს მაგრამ ჩვენ ასეთ თამაშებს მიჩვეული ვართ..

• ანესთეზეოლოგი & Commentat 2

სართოდ შევეშვათ თამაშის გარიგების თემას. ვთქვათ, რომ ეს გამორიცხულია. სუფთა სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე რომ მივუდგეთ, მაშინაც კი გასაგები უნდა იყოს გულშემატკივრის რეაქცია იმ სამარცხვინო შედეგზე რაც მივიღეთ. და საერთოდ ყველა შედარებით შეძლებული ქართული კლუბის ხელმძღვანელმა უნდა შეიგნოს, რომ თუ იმის რესურსი არ გააჩნია ევროტურნირებზე თუნდაც 2 ეტაპი გადალახოს და შინაურ კედლებში თუნდაც 2 მატჩი მოიგოს, მაშინ ნუ ისახავენ მიზნად საქართველოს ჩემპიონობას და საპრიზო ადგილებს! წლებია ასე გრძელდება. არ უნდა იყოს მათთვის მთავარი მიზანი ჩემპიონობა და თასი. ეროვნული ლიგისა და თასის მოგება რჩება კლუბისა და ფეხბურტელებისათვის ინდივიდუალურ მიღწევად, შემდეგ კი ეს კლუბები უკვე ქვეყნის სახელით გამოდიან ევროპის თასებზე. ასეთ დროს უკვე მთელი ერი მათ გულშემატკივრობს. ჰოდა თუ კი გუნდის ისეთ დონეზე გაძლიერება არ შეგეძლებათ რომ არ "ჩაისვაროთ" ქვეყნის დროშის ქვეშ, საერთოდ ნუ გაიქაჩებით საპრიზო ადგილებისათვის.

• g55

რას ვიწყებდი ისევ გულშამიტკივრობას, გულისგასახეთქად? მიტოვებული მქონდა 20 წელია.

• ირაკლი

კარგი ეხლა ხაჩიკ! ფიზიანომიაზე გაწერია ვინც ხარ და რაც ხარ. მაგ ზღაპრებით ვერავის დააბოლებ.

• Merlo

წესიერი კაცია, ნუ ლანძღავთ.

• დაჩი

ზაგრების დინამოსთან წაგების მერე ვინმემ რამე გითხრათ? გაგაკრიტიკათ ?? იმიტო რო ყველამ იცის რო გაცილებით უკეთესი გუნდია და გასაგებია რაც მოხდა... ამ კონკრეტულ შემთხევაში 1:2 სტუმრად მოგების შემდეგ გულშემატკივარმა დააფასა და მოვიდა სტადიონზე (ბოლოს მართლა არ მახსოვს ამდენი ხალხი ქართულ გუნდს ქომაგობდეს) თქვენ რა ქენით?... ამის მერე გექნებათ პრეტენზია ცარიელ სტადიონებზე და ასეც იქნება სანამ ასე გააგრძელებთ არარატისნაირ 2 წლის გუნდთან უსახურ თამაშს... ნდობა უნდა მოიპოვოთ ხალხში და ნდობის მოპოვება ასე არ ხდება... გირჩევთ რაგბის ეროვნული ნაკრების რომელიმე თამაშს დაესწროთ და დაინახოთ როგორი გულშემატკივრობა ვიცით

• dato

არა ხართ თქვენ ტარიელ ბატონო წესიერი და სუფთა ადამიანი საქმეში რომელზეც აპირებთ უეფას მიმართოთ,ჩვენზე უკეთესად იცით რა და როგორ მოხდა ამ სამარცხვინო თამაშში.ისე ცნობისთვის არ არსებობს დანაშაული რომელიც კვალს არ ტოვებს და ნუ აბოლებთ ხალხს ისიც გეყოფათ რაც აკადრეთ ქვეყანას

• ზურა

ქოცი ხარ და რაც გინდა თქვა უაზრობაა ქოცი ქოცია......ასე რომ ქოცებს რააა?

• მამუკა

ჩვეულებრივი უტიფარი ჩინოვნიკი ხარ! ამ ყველაფრის მერე, პახოდუ გვეკაიფები. თქვენ ბოლო ლურსმანი ჩააჭედეთ, ქართულის ფეხბურთის კუბოში. მართლა მრცხვენია!

• lagashi

თუ გულწრფელად წუხხარ, მაშინ რეალურად უნდა დაამტკიცო გულისწუხილი და დაანახო ხალხს რომ შენც არანაკლები იმედგაცრუებული ხარ! უნდა გაუშვა ჭიაბრიშვილი!!!

• ra

ვაცხადებ ტენდერს... გოგრის ან ლობიოს დათესვა სტადიონზე! ფინალში ხარ ხეჩიკ. ასე მითხრეს უეჭველი ხეჩიკამ უნდა მოიგოსო და მე რა ვქნა, ჩემი ნება რომ იყოს არც მაგას მოგაგებინებდი...

• llcl

აგვისტოს დღეები, 8 აგვისტოს დაიწყო სამაჩაბლო, 14-ში აფხაზეთი, ნუ აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის უდიდესი წვლილი ყველას მოეხსენება, ხო და სულ რომ არ გაგეყიდათ როგორც იძახი თამაში, მოტივაცია, ანთებული თვალები სად იყო, თორემ წაგებით რეალი და ბარსელონაც აგებს, მაგრამ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, თქვენი პატრიოტიზმი ფულის კეთებაა ტიგრან ხეჩიკიანო და აკეთე კიდევაც, არავინ გიშლის, ოღონდ არა ქვეყნის ბიუჯეტით და ხალხის ნერვების მოშლით, არარატს 2 გოლი ჰქონდა გასატანი, უბანში რომ 11 კაცი მოაგროვო და დაცვაში ჩააყენო სწორად არჩეული ტაქტიკით, მათ ვერ გაუტანს ეს არარატი 2 გოლს. კობიაშვილო, გამოჩნდი, უკვე დროა და გვესაუბრე ჭეშმარიტ ღმერთზე

• დათო

ეს თამაში იყო გარიგებული--ამიტომაც ხალხო აღარ მიხვიდეთ სტადიონებზე საბურთალოს თამაშების სანახავად და მით გამოვხატოთ პროტესტი ჩვენი გამწარებისათვის.

• ვაი ჩვენს პატრონს

გამოიძიოს სამხარაულის ექსპერტიზამ ან ჩვენმა სასამართლომ და ჭეშმარიტებას გავიგებთ!

• ვაჟაt

ისე ლაპარაკობს გეგონება იგივე,მხოლოდ საჩვენოდ კარგად დამთავრებული მატჩი "შერიფთან" არ ეთამაშოთ-იქ გაგვიმართლა,აქ ვეღარ.შეცდომები დაგაშვებული გოლები-იდენტურია.ცენტრალური მცველები ერთმანეთს ვერ უგებენ-ფეხით ვერ თამაშობენ და კიდევ ბევრი სხვაც.ამის არდანახვა ჭიაბერიშვილის და ხეჩიკაშვილის მხრიდან ცოტა სხვა რამეს ნიშნავს-ისინი გამართლებას ეძებენ-გვაბოლებენ მოკლედ.

• გიოშა

ხალხო,ეს "კაცი"კიდე გვაბოლებს! წლევანდელ ევროტურნირებში საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი რა თქმა უნდა ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! პორტუ და სელტიკი რომ იმაიმუნებს,ამხელა ისტორიის და ტიტულის მქონე კლუბები რა გასაკვირია,რომ საბურთალომ იმაიმუნოს? ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! დაუკვირდით! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით ამთავრებენ!!! როდემდე უნდა გვაბოთაონ...??? საფეხბურთო მაფიის მიერ ზღაპრული ოდენობის თანხის მოგებაბასთან გვაქვს საქმე! მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველათ!

• სპორტ ფაზა

პრობლემა საქართველოში არის --ფულის კეთება ოღონდ ყველანაირი მეთოდით ბტ ტარიელ... მოკლედ 2 წლის წინ გადაცეს ტორპედო ვიღაც ქუთაისის მერიასთან დაახლოებულ ქართველ ვაჟკაცს,იმან კლუბის ყველა ფინანსები მოხვეტა წავიდა და გაქრა....ჩვენი ფედერაცია და გამოძიება რა პასუხს იძლევა???---ვერ პოულობენ თურმე იმ ფანტომასს... სინამდვილეში ფედერაციამ წილები ჩაიდო და სხვასაც გაუნაწილა იმ ჩ უ ჩ უ ნას ხელით და მორჩა... კლუბი დაშალეს და ასეთ ამბავზე ერთი ფოთოლი არ გატოკებულა ხმა არ ამოუღია არავის არც ვეტერანებს არც მოქმედებს არც მომავლებს და არც არავის.... ხოდა იყიდება საქართველოო გვითხრა წიკლაურმა და კიარ უნდა გაგვიკვირდეს აწი რამე !!!! დღეს ტექნოლოგიების საშუალებით ვის სად როდის რა გადაურიცხეს, ყველაფრის გაგება შეიძლება და ესენი კიდე გვაბოლებენ და ჰაჰაჰა.... მოკლედ ერთი ფრეკენ სალანდერი გვჭირდება რო მთელი ნაგავი გამოააშკარავოს მარა სადაა ასეთი ვინმე...

• ლ.გიო

პირველად ცხოვრებაში ფეხბურთს უყურე 1976 წელს.6 წლის ვიყავი.იმის მერე ზოგადად ფეხბურთი არი როგორც ოჯახის წევრი ჩემთვის.პირობას ვდებ არასოდეს არ უყურებ საბურთალოს თამაშს.ვიცი ამით არაფერი დაუშავდება ხეჩიკაა თუ ხაჩიკას და საბურთალოს,მაგრამ მე ჩემი მხრიდან ასე გამოვყატავ პროტესტს იმ სირცხვილისთვის.

• თენგაბი

ბატონო ტარიელ, ქართველმა გულშემატკივარმა მტკივნეულად მიიღო არარატისგან წაგება, გასაგები მიზეზების გამო და ზოგიერთს მართლაც ზედმეტი მოუვიდა. დიდია თქვენი დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. თუ რამეს შეცვლის გულშემატკივართა ერთი ნაწილის სახელით მე გიხდით ბოდიშს უხამს გამონათქვამებზე. ახლა რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. ჭიაბერაშვილი არ არის უჭკუო მწვრთნელი, ოღონდ სადმე ცნობილ მწვრთნელთან უნდა მივავლინოთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის საფუძვლები შეისწავლოს. მანამ კი ისეთი მწვრთნელის მოწვევა გვჭირდება, ვისაც ფეხბურთი ცოტა უკეთ გაეგება. ვფიქრობ, თუ გუნდის მხარდაჭერას გააგრძელებთ, გაისისათვის უკეთესი შედეგი გვექნება. თან სერიოზული კონკურენტები გეყოლებათ თბილისის და ბათუმის დინამოს სახით.

• გიოშა

ხალხო,ეს "კაცი"კიდე გვაბოლობეს! ევროპა ლიგაზე საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!!

• iura

კაი რაა დაშალე ეგ მარაზმი გუნდი და დაგვასვენე ჩვენ რაღას გვიშლი ნერვებს ??

• დავით 67

რაო კაცო ფულის საკეთებლად არ ვართ მოსულიო?მით უარესი მაშინ ყველა ნორმალური კლუბის მფლობელი ფულს აკეთებს, მაგრამ არა ისე როგორც შენ წარმოგიდგენია. ფული თუ არ გააკეთე, მაშინ ხელფასს როგორ მისცემ ფეხბურთელებს? ეს კაცი გვეკაიფება აქ. ფაქტი ისაა რომ დაუსჯელობის სინდრომი სუფევს ქვეყანაში.

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი