"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებითი მატჩის (1:1) შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ფაქტობრივად, პირველი შეხვედრის დროს მსაჯმა გადაწყვიტა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. კიდევ უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ დღეს "დინამოს" სტადიონი ცარიელი გახლდათ. ხალხმა ვერ ნახა ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა.

ერთი უბედურება მეორეს დაემატა, 4 ფეხბურთელი ავად არის და თამაში არ შეეძლოთ. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში მე ბიჭებს მადლობა გადავუხადე ვაჟკაცური თამაშის გამო, ხომ დაინახეთ, 3 გოლის გატანა შეგვეძლო.

რაღაცები კიდევ უნდა ვისწავლოთ, თავი მოვთოკოთ, არასაჭირო დროს ყვითელი ბარათები არ მივიღოთ და თუ დეტალებს გავითვალისწინებთ, მოვიგებთ კიდეც. თუმცა, როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ და მომავალ წელს უკვე უფრო წინ უნდა წავიწიოთ.

კენჭისყრაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველამ ნახეთ, როგორი თამაში იყო როტერდამში. იმ მიმდინარეობით, რაც შეხვედრის მე-80 წუთამდე იყო, ალბათ 0:1 წავაგებდით; შეიძლებოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა კიდეც, თუმცა მაქსიმუმ 0:2 წაგვეგო. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, მსაჯს ყველაფერი რომ არ გაეფუჭებინა.

მთავარია, ყველა ისე მოიქცეს, როგორც ჩვენს გუნდს შეეფერება. ჩვენ კარგი კლუბი გვყავს, წლის ბოლოს კიდევ უფრო გავძლიერდებით და მომავალ წელს დაგანახებთ, თუ როგორი გუნდი გვეყოლება!

პირობას ვაძლევ გულშემატკივრებს, რომ ბირთვსაც შევინარჩუნებთ და გავძლიერდებით კიდეც იმ პოზიციებზე, რომლებიც "გვტკივა". ეს უფრო დაცვას ეხება, თუმცა შეტევაში მომატებაზეც არ ვიტყვით უარს.

ლევან შენგელიას უნდა წასვლა, თუმცა არც დარჩენას გამორიცხავს. ამიტომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

ფიფოს ქარვასლა
მომავალ წელს იმედს გვაძლევს რომ კარგი გუნდი გვეყოლება და შენგელიას ყიდის. აფერისტია ეს კაცი
გიორგი
ჯერ ჩემპიონები გახდით (რაც საეჭვოა) და მერე ილაპარაკეთ ლიგის ჯგუფში მოხვედრაზე!!!
სირცხვილია
წლის ფრაზა - როგორც ხედავთ ფეხბურთის თამაში უკვე ვისწავლეთ - რომან ფიფია თბილისის დინამოს პრეზიდენტი 2019 წელი. დინამოს პრეიდენტი ხარ თუ უქიმერიონის? დაემუქრე ევროპას რომან? მალადეც ნაპოლეონ!!!! რამდენი წელია რაც გუნდის აშენებას პირდები ხალხს?
კახა
სპორტული საიტია თუ ცხოველთა სამყარო კიდე ერთი დედალი ღორი
გოგა
ამ კაცის კიდევ ვინმეს თუ გჯერათ ყოჩაღ თქვენ. 1:1 იმიტომ მორჩა ფეინორდთან თამაში,რო იმათ არ ჭირდებოდათ ზედმეტი ოფლის ღვრა,თორემ აქაც უეჭველი მოგვიგებდნენ. ფიფია თუ გინდა ევროპა ლიგის ჯგუფი 6 კარგი ლეგიონერი ჭირდება დინამოს,კუტალია და თუნდაც შწნგელია ვერ გაიყვანს დინამოს ჯგუფში.
გიორგი
ვის ხარჯზე აპირებ ფიფია გაძლიერებას?! "ტორპედოს ფეხბურთელები აღარ ჰყავს"!!!!
შევეცი ფიფიას
ფიფიას დახარჯული ფული მანახეთ ერთი და გაკეთებული გუნდი? სანამ ეგ ნაბოზვარი არ გააჯვავს დინამოდან მანამდე მაგ გუნდს არაფერი ეშველება!!!
სოსო
პატარძალმა ეზო ვერ დაგავა და მრუდეაო,თავი იმართლა.ფიფია ფულს ხარჯავს დინამოსათვის და უნდა დარჩეს,მაგრამ გუნდს ნორმალური მენეჯერი სჭირდება,რომელიც მის ფულს აზრიანად დახარჯავს.გუნდს გსნვითარების გეგმა სჭირდება,სტრატეგია და არა ყოველდღიური გადახტომ გადმოხტომა.ფეხბურთელებს გრძელვადიანი კონტრაქტები უნდა დაუდომ,რომ მათი წასვლის შემთხვევაში,გუნდმა სოლიდური კომპენსაცია აიღოს.ამ შემთხვევაში ფეხბურთელების მოყვანაზეც კარგად დაფიქრდებიან და ყოველ ბირჟავიკს აღარ სტაცებენ ხელს.გრძელვადიანი კონტრაქტი,სტაბილურ შემადგენლობას ნიშნავს და სტაბილურ შემადგენლობას რამდენი შეუძლია,ჩიხურას მაგალითი გვიჩვენებს.ამ შემთხვევაში შემადგენლობის გეგმაზომიერი გაძლიერება,გაცილებით უფრო ადვილია.ამ მხრივ საბურთალო ,დინამოზე საგრძნობლად წინაა.მართალია ძალიან გაგვამწარეს,მაგრამ მათი პროგრესი აშკარაა.საკუთარი კადრების ბაზაზე გაკეთებული გუნდის,წერტილოვანი გაძლიერებით,საბურთალოს ძალიან სწრაფად შეუძლია კიდევ უფრო მომატება.სამწუხაროა,რომ ასე მოიჭრეს თავი,თორემ თუ ჯგუფში გააღწევდნენ,მიღებული შემოსავალი,ორი სამი პოზიციის საგრძნობლად გაძლიერების საშუალებას მისცემდა საბურთალოს და საკულაოდ უფრო მეტი ამბიციებიც ექნებოდათ.ახლა კი ისევ შიდა რესურსების ხარჯზე მოუწევთ ფონს გასვლა.არის იმის საფრთხეც,რომ ასეთი შოკისმომგვრელი დამარცხების შემდეგ,საბურთალოს შემადგენლობა დაიშალოს და კრიზისში ჩავარდეს.ეს,ნამდვილად არ მინდა მოხდეს,მაგრამ საფრთხე დიდია.ვფიქრობ,ხელმძღვანელობამ ეს არ უნდა დაუშვას და გუნდში კვალიფიციური ფსიქოლოგი მიიყვანოს,თანაც დაუყოვნებლივ.ვერავინ დამაჯერებს,რომ თამაში გაყიდული იყო,სხვა მიზეზები კი,ფსიქოლოგმა უბდა იპოვოს ,გამოასწოროს და მომავალში აღარ დაუშვას.
დათო
ხოხ უკრაინელმა ძმამ გვიღალატა????
იააპ სტამი
ვ როტერ დამ, ჩერეზ პოპენ გაგენ !!!
ka
პროგრესი არის ყველაფერი სწორი ილაპარაკა და შემდეგ წელს მეიმედება ეს გუნდი მუთუმეტეს ლიგაზე თუ მოხვდა განთესილი უნდა იყოს წესით და 1 ეტაპზე სუსტი გუნდი შეხვდება 2 ეტაპიდან კიდევ ვხედავთ გავარდნის შემთხვევაში როგორი ადვილია ევროპა ლიგაზე მოხვედრა მოკლედ დინამოს იმედი მაქვს!
კუკურა
10 წელია მაგას იძახი და არ მოგბეზრდა ხალხის დაბოლება?
ვეტერანი
ჩვენს სნობ ჩინოვნიკებს ვერ შევაგნებინე, ეს ბიზნესი ფიფასია და არც რეალისაა თუ ბარსასი. ასე რომ ფიფია სჯობს გაყიდე ეს ხურდა ფულის ბიზნესი. მილიარდი რომ ჩადო კლუბში კონკურენტიანი ლიგის გარეშე შედეგი მაინც იგივე გექნება. შევეცდები პირადად გაგაცნო რას გთავაზობ. არ იკადრებ და რა გიყო. ფედერაციამაც არ იკადრა პასუხის გაცემა საქმიან სიახლეებზე და რაც სჭირთ საკუთარი უთაობითა სჭირთ. ვნახოთ ვინ უფრო ჭკვიანია და ალღოიანი.
niko
არა და რეალურად რა უნდა, ეს გუნდი შეინარჩუნე და დაამატე მაგალითად კანკავა სადღაც გადაკარგულში რომ თამაშობს, ზივზივაძე და კიდევ ორი სამი კაცი სეგუნდას დონის ლეგიონერი.
niko
მოდი რა არ გვინდა მასეთი საუბრები, ყველა ბიზნესმენი არაა და ამ კაცმა თუ აიღო პასუხისმგებლობა შედეგიც უნდა მოეთხოვოს, როცა ვერ დებთ შედეგს მაშინვე კრიტიკაზე შენ თუ ჩაგიდია ფული არ ჭრის, მეტი არგუმენტია საჭირო. ამ კაცის ხელში დინამო საერთოდ მოწყდა საერთაშორისო ასპარეზს მალე 10 წელი გახდება, ყველაზე დიდ მიღწევად კარგი ფეხბურთელების გენტში გაყიდვა აქვს, ჯერ გენტი რა არის და შტურმი, რანდერსი და ასე შემდეგ ხომ საერთოდ.
zviads
და სახეები?! უინტელექტო, არაფრისმთქმელი..
გურამი
მთავარია ბირთვი შეინარჩუნოთ. ფაქტია რომ წელს დინამომ აშკარად მოუმატა. და ამ კაცს ვინც ლანძღავთ ერთი ლარი მაინც ჩაგიდიათ დინამოს განვითარებაში??
xx
გადით მერე აეროპორტში და ფერადკანიანის მეტს ვის ნახავთ, დაუდეთ ათეულ ათასიანი კონტდაქტი, მიეცით მას 700 ლარი ხელფასი დანარჩენი ჩაიჯიბეთ და საქმეც გაკეთებული იქნება.D.D.D.
123
ოო იქ მსაჯს ხელი არ შეეწყო ფეინორდისთვის აქ რას აპირებდი რომანჯან? მოგებას? გადაგივლიდნენ კატოკივით, გიკვირს ფრე რომ გაჩუქეს? მე-2 გუნდით გეთამაშებოდათ (თუმცა თქვენთვის რა აზრიაქვს მე-2 თუ მე-3 მაინც მოგიგებდათ)
I Am Georgian
ერთად ერთი წამალი რომ ყბედი დემაგოგი"ბიზნესმენები" წავიდენ ქართული ფეხბურთიდან და საერთოდ მოშორდენ ქვეყანას, მისი მართვის პრეტენზიებით სიტყვით და არა რეალური საქმით რომ "მოღვაწეობენ", ქართველი ხალხის მიერ მათი დავიწყებაა, არ შემჩნევა.ფეხბურთის შემთხვევაში, მაყურებლის არ მისვლა მათი გუნდების თამაშებზე ესეიგი მათი საქონლის არ შეძენაა. იჩალიჩონ, რაც სურთ გაყიდონ გამოყიდონ ,ჩააწყონ, მაინც წაგებაში იქნებიან, რამეთუ ამგვარი ბიზნესის აუდო და ვიდეო ტრანსლაციების და სარეკლამო ინტენსივობა ,დასწრების, დაინტერესების ზღვრითაა შემოფარგლული, მთავარი საშემოსავლო წყარო კი ხალხის დასწრებაა თამაშებზე და მერე სარეკლამო თუ... მონაგები.ერთი ,საბჭოთა დროის "მეცნიერი" და მეორე იმავე დროის "მსახიობი" გამახსენა ამ ყბედმა "სამშობლოს "სიყვარულით დამწვარმა"ბიზნესმენებმა და უტვინო გაღორებულმა ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილმა უქნარებმა , დღევანდელ საქრთველოში რომ "მეფობენ",გაღატაკებული ქართველი ხალხის სისხლმწოველები. ეს ვაი მეცნიერი იძახდა ქართული მეცნიერება წინ მიდის მხოლოდ საერთო საბჭოთა ოჯახში ერთად ყოფნითო და რეალობში ისეთ ქრთამებს იღებდა, რექტორად ყოფნისას ერთ ერთ, ეგრთ წოდებულ ქართველთა უმაღლესი განათლების სასწავლებეში,რომ ქართველი ნიჭიერი ბავშვები სწავლის მიღმა რჩებოდენ უფულობისა გამო, სიღარეიბისა მათი ოჯახების. ვაი არტისტი კი იძახდა ოკუპანთა დედაქალაქში ხშირხშირად დაჩოქილად ყოფნისას ,ხელგაწვდილად, ქართული ხელოვნება, თქვენ კულ-რ-ტუმის მხარში ამოდგომა რომ არა ,დაიღუპებოდაო.ორივე ქართველთა პანთეონებშია დასამარებული და სანამ ამგვარ ბიზნესმენებს, არტისტებს მეცნიერებს .... ტროტვარებზე დიდების ვარსკვლავებს დავუდგავთ და ვაბოგინებთ ქართველთა ქვეყანაში და ლამის უდიდეს ქართველს დავით აღმაშენებელს გავუთანაბრებთ,"გულზე დამადგითთ ფეხიო, ქართველთ სუყვარულში სულამომხდალსო და სიკვდილითა სიკვდილსა..დამრთგუნველს.....ჩვენი საშველი არ იქნება და მიუღწეველ ოცნებად შემოგვრჩება ქრობად ნისლად ის დრო საოცნებო ერთობისა, როდესაც ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნება....
zaza
რა უკეთესი გუნდი პულის დახარჯვა არავის უნდააააა
barba
რა მომავალი, რის მომავალი...უკვე წლებია მხოლოდ იმას ადასტურებ რომ არაფერი გესმის ფეხბურთში! გუნდს არ აქვს გავითარების სტრატეგიული გეგმა, მწვრთნელების გაუთავებელი ცვლილება, ხან ახალგაზრდებზე გადაწყობა, ხან ლეგიონერებზე, ხან ნაზავზე და ხან კიდევ რა...ნულოვანი ხედვა, სატრანსფერო ბაზრის არცოდნა, არაპროფესიონალები პარადი და ეს გაუთავებელი იმედით კვება...არ მოგბეზრდა? ვერ ხვდები რომ არ იცი გუნდის მართვა?
ანდრო
შემდეგ წელსაც ამას იტყვის, ენას ძვალი აქვს თუ რა? ან ვინმე არის მომკითხავი? შეხედე ევროლიგის ბოლო საკვალიფიკაციოა ეტაპზე: სომხური, აზერბაიჯანული, ყაზახური, ბელორუსული, ლიტვური, ლატვიური (გასაგებია უკრაინულზე და რუსულზე აღარაფეს ვამბობ) გუნდებია. საქართველო სად არის? აბრალეთ ეხლა მსაჯებს, ფულს, ამინდს, უიღბლობას . . . ილაპარაკეთ კიდევ 1981 წლების ამბებზე,იმ ძველი დიდების გამო დაგიშვებენ ჯგუფურ ეტაპებზე, შერცხვებათ ევროპელებს, ყველაზე ძველი ევროპელების გუნდი როგორ არ თამაშობს ლიგაზეო?!
aburjga
ზედმეტად ბევრი, არასამართლიანი ყვითელი ბარათები დაარიგეს მსაჯებმა ქართული გუნდების საზიანოდ! ობიექტურად 3 ჯერ ნაკლები გვეკუთნოდა!
ასევე
ხოო ,გაყიდეთ შენგელია და ყველა ის ვიმც თავი გამოიჩინა და უკვე გვეცოდინება როგორიც გვეყოლება
ანესთეზეოლოგი & Commentat 2
ვნახოთ შენგელია და კიდევ 2-3 ფეხბურთელი (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ) დარჩებიან თუ არა დინამოში და მაგის მიხედვით გაირკვევა ბატონი ფიფიას ამ სიტყვებს რა ძალა აქვს.
ბათუმი
ტორპედოს აგარყავს კაი ფეხბურთელი და როგორ გაძლიერდები?რანაირად?:)
ანდრო
ხოო მაგარი გუნდი გეყოლება, ყოველ წელს საახალწლო გოჭებივით, რომ ყიდი ფეხბურთელებს. შენს ხელში არაფერი ეშველება, ყოველ წელს ასე იქადნი. ბატეს, ყარაბაღის, ასტანას დონეზეც კი არ არის დინამო, აი შენმა მმართველობამ სანამდე მიიყვანა ქართული ფეხბურთის ბრენდი. მსაჯს რომ დააბრალებ, ჯერ შენ უდისციპლინო ფეხბურთელებს მიხედე, ბათუმთან, ქუთაისთან რომ გასდით, იქ ეს არ მუშაობს. ეს კი ფედერაციის ბრალიცაა, რადგან ეს ქართული მსაჯთა კორპუსის მდაბალ დონეზე მიანიშნებს. ამდენი ყვითელი-წითელი რაც ქართულმა გუნდებმა აიკიდეს, მთელინ სეზონის განმავლობაში არ აგროვებენ ნორმალური გუნდები. ხომ არ გონია, აქ ფეინოორდმა ბურთი რომ გაგიგორა და ფრეზე გეთამაშა, ამით რაიმე დონეზე შეიძლება ლაპარაკი. თუმცა რა უნდა თქვა, როცა კომენტატორი ამბობს, ცარიელ ტრიბუნებზე: დინამოსთვის ასეთი გარემო უცხო არ არის, ეს ფეინოორდისათვის უნდა იყოს უჩვეულო. ამას რომ კომენტატორი იტყვის, საკუთარ ქალაქში მოთამაშე გუნდზე, თუმცა სიმართლისაგან შორს არ არის. მართალია ჩვენთან გულშემატკივრობის კულტურა დაბალია, მაგრამ რაც ამ ევრო ტურნირებში ნახა გულშემატკივარმა (საბურთალომ დააგვირგვინა და თუ უკრაინული საიტის ინფორმაცია რაიმე სიმართლეს შეიცავს, მაშინ ფედერაციანად უნდა დაახვევინო)მერე როგორ გინდა მოიყვანო ის სტადიონზე. ამასაც მუშაობა უნდა, ორგანიზება, რეკლამა (ეს ბობოლები ზაფხულში მოსამზადებელ პერიოდში აზიაში, ამერიკაში რომ გარბიან, რა ინგლისში, ესპანეთში ნაკლები პირობებია თუ ფანები აკლიათ ლივერპულს ან რეალს? მაგრამ ეს ამავე დროს ბიზნესია, სულ ზედაპირზე უნდა იყო, თორემ ჩაგყლაპავენ) ეს კი ესმის მაგალითად ფიფიას და დინამოს მენეჯმენტს?!
თამაზი
მსაჯი რომ არ იყოს, შეიძლება მოვიგოთ. წესებით ითხოვენ თამაშს და ასე ძნელია მოგება
ირაკლი
აფერისტ!!!
გიორგი
რა და როგორი პროცესები მიმდინარეობს გუნდში არ ვიცი, მაგრამ ფაქტია დინამოს არ შეურცხვენია თავი ისე როგორც ეს საბურთალომ იკადრა... გასაძლიერებელი არის გუნდი და ეროვნული ლიგის დონე ასაწევი, რომ თანაბრად შევძლოთ ევროპულ გუნდებთან თამაში... (წელიწადში ერთხელ რომ ითამაშებ ისეთ ატმოსფეროში, როგორიც ფეინოორდის ტრიბუნებზე სუფევდა, რაზეა საუბარი)...დღეს მგონია რომ დინამო სწორ გზაზე დგას და აქ მოყვანილი კომენტარები უფრო ზოგადად ქართული გუნდების წარუმატებლობით ნერვებდაგლეჯილი და გულდაწყვეტილი ხალხის კომენტარებია... მათ შორის ჩემიც...
lado
სუფთა ვოზდუხაა ეს კაცი.რაღა შენ და რაღა ოსტაპ ბენდერი ბარონ მიუნჰაზენს უკვე კაი ხანია გაასწარი
ავთო
ნამუსიც კაი საქონელია,მსაჯების ბრალი იყო არა კვახი..
ალეკსანდრე
"მომავალ წელს დაგანახებთ როგორი გუნდი გვეყოლება" -შემდეგ წელს ამ რიცხვში დავწერ ფიფიას ნათქვამ ამ სიტყვებს. ტრადიციად ქცეული სიმღერა ჩაჯ-ლი ევროტურნირის შემდეგ
KUTAISELI
cadi brailiis mesame ligidan camoikvane pegburtelebi, rogorc doneckis chaxtarma gaaketa ise erti 7 brazilieki axlave unda ikido ro pormachi chexvden evroturnirebs, chen mainc gak puli, chasaprebuli ro ikavi torpedo rodis daichleboda ro camogekvana pegburtelebi, araxae martali magachi, cheni gundis gazliereba tu ginda sxva cheni kveknis gundis dakceva ki ar unda gixarodes ro ikneb rames gamovrcheo, cadi da sxva kveknebidan moikvane pegburtelebi.
kote
ერთი სიმართლე გვითხარი, თუ შეძლებ - დინამოს მწვრთნელი გაირკვა რომელია?
kote
ერთი მეკარე, და ერI სათადარიგო მოთამაშე კიდევ, არ გვაწყენს
llcl
რა მსაჯმა გადაწყვიტა, ამათ ჩვენ ბრმები ხომ არ ვგონივართ, რას გვაბოლებენ ესენი, ვინ ხართ, რა ჯიში ხართ, რა მსაჯი, ტიპები თითქმის მთლიანად დუბლებით თამაშობდნენ და 15%-თაც არ დატვირთულან, ჯერ ხალხო, ყველა ქართულ გუნდს და ფეხბურთელს შეხედეთ და შემდეგ თუნდაც ევროპაში უკვე აღარაფრით გამორჩეულ ფეინორდს, ჩვენების პასებზე, კარში დარტყმაზე აღარ ვსაუბრობ, სირბილიც არ იციან, ისინი სულ სხვანაირად დარბიან და ესენი დაიჯღვარკებიან თუ რა დავარქვა არ ვიცი

მოიცა კაცო! ჯერ ნახე რა გუნდი დააყენოს!:)))))))) შარშან დინამო რომ იყო, ეგეთი სამარცხვინო არასოდეს მინახავს. პირველივე საკვალიფიკაციოდან ისეთ გუნდთან გამოვარდა, იმ ქვეყანაშიც არ იცოდნენ მისი სახელი. მაშინაც ესეთი ლაპარაკი დაიწყო

ამოვიდა ყელში უკვე შენი ზღაპრები! ამდენი წელია იტყუები და ვინც დაგიჯერებს, იმან გისმინოს. მსაჯი რა შუაშია, როცა გუნდმა თამაში არ იცის?
გიორგი
შეგვეძლო- მერე და ფეხეი მე გაგიკავე, საწყენია,რომ ,,დინამო" ძველი ,,დინამოს" სახელს ასე აფარჩაკებს
Geo_Dinamo
სირცხვილიც კაი საქონელია. რამდენი დაპირებაა საჭირო პირობა რომ შეასრულო? ან რა პირობაზე ლაპარაკი, გუნდი თუ ვერ გააკეთე 8-9 წელში ეს იმას ნიშნავს რომ არ გაინტერესებს ან სხვა ინტერესები გაქვს. უნამუსობას საზღვარი არ აქვს?

ეს სტატია დავასეივოთ ყველამ და ერთი წლის შემდეგ ამ კაცს სახეზე ავაფაროთ რა.საუბარშიც ემჩნევა რომ ფეხბურთში „ექსპერტია“ :-)
დინამოელი
წადი რომან, ისეთი სამარცხვინო ხარ საბურთალო რომ საბურთალოა იმის პრეზიდენტობასაც არ იმსახურებ
თენგაბი
უკრაინის ფედერაციას მივმართოდ, რატომ გაგვიკეთა ასე უკრაინელმა მსაჯმა?
ლაშა
ბიძინასაც შეშურდება დაპირებებში და მერე გადაგდებაში)))
TanoLife
ლურჯი მელია.
grisha dedakimovi
წადი რა, ვაა!
buba
აუუუუუ, შენ ყოველ წელიწადს ეგრე იქადნები რა!!! არ დაიღალე???!!!
ddgfdf
საქართველოს ჩემპიონატში იქნება ვინმე კარგი ჯანღონით სავსე ახალგაზრდა.
ddgfdf
შუა ხაზი აუცილებლად, შუა ხაზი, ერთი ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტი თუ გამოიძებნა...ერთი ცენტრალური მცველი და ერთი მარჯვენა მცველი, ეს რუხაია კაპიტანი როგორაა სულ სუსტად თამაშობს.
gia
მიდი რა ფიფია ხო ხედავ სტაბილურობით უკვე გავედით რაღაც ხარისხზე! მოუმატებს გუნდი მწვრთნელიც კარგია და რამდენიმე კაი ჩისკოს ან კანკავას დონის ლეგიონერი წაამატე და ლიგის თუ არა ევროპის ლიგის ჯგუფს დადებ უეჭველი!
emigranti
მსგავსი პირობა შენ უკვე მოგვეცი, როცა დინამოში მობრძანდი. ჯობია მოშორდე დინამოს, ფულის დახარჯვა გუნდის გაძლიერებისათვის შენ არ გინდა. ლეგიონერებზე არ ვლაპარაკობ, ჩვენ ახალგაზრდებსაც ვერ ინარჩუნებ, რა გუნდის გაკეთებაზეა საუბარი? კიბო ხარ დინამოსთვის და შეგვაზიზღე ფეხბურთი.გაყიდე გუნდი და ფულსაც იშოვი. ზუგდიდის დინამო იყიდე ბატონო და აკადემიაც გახსენი სამეგრელოში, ჰოდა ყიდე მერე რამდენიც გინდა,საფეხბურთო ქარვასლის აშენებას ნამდვილად შეძლებ. აბა თქვენ იცით დაბლოკეთ, რომ არ აწყენინოთ ამ უნამუსოს.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...