ევროპა ლიგაზე "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება და აგრესია გამოიწვია. ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ამ გუნდთან საქართველოს ჩემპიონს არ უნდა წაეგო, ჩვენი მეტოქისთვის კი მოგება ეროვნული ზეიმის ტოლფასი გახლდათ.

ისტორიულად ასე იყო, ძველ დროში მათთვის "არარატის" მიერ "დინამოს" ძლევა ერთგვარ იდეა-ფიქსს წარმოადგენდა, გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩში გამარჯვებაა და ხშირ შემთხვევაში ოდიოზურ ფორმას იღებდა.

დრო გადის, დამოკიდებულება კი არ იცვლება. გეგონებათ, ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ, ისე ხარობენ - თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიულოცა "არარატ არმენიას" "საბურთალოსთან" გამარჯვება, საბაჟოზე კი ისე დახვდნენ პურმარილით, როგორც დიდ ბრძოლაში გამარჯვებულ ეროვნულ გმირებს.

რა იყო მარცხის მიზეზი?

მოდით, თავი დავანებოთ ისტორიულ ექსკურსსა და ემოციებს და შევეცადოთ, "საბურთალოს" წარუმატებლობის მიზეზები ობიექტურად ავხსნათ. ავხსნათ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, ერთმანეთისთვის ტალახის სროლის გარეშე.

მხოლოდ ფაქტებით. საპასუხო თამაშამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-მ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მიდიოდა კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ "საბურთალომ" "ტოტალიზატორზე ითამაშა", რამეთუ ბოლოს ნიკოლოზ მალის რომ გოლი გაეტანა ან მსაჯს თამაშგარეს გამო გიორგი რეხვიაშვილის გოლი არ გაეუქმებინა, ეს მოსაზრება აღარც იარსებებდა. არც მსაჯების მიერ ქართული გუნდების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზეა საუბარი მართებული.

უბრალოდ, მოსაგები უნდა მოიგო და დაამთავრო საქმე. "საბურთალომ" კი ამ სეზონში საკუთარ მოედანზე სამივე ევროტურნირული მატჩი ჩააგდო. ე.ი. კანონზომიერებასთან და არა შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე.

სისტემატურად ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და "საბურთალოს" ნაკლოვანებები იქაც კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, ხშირად ერთგვარი კომპლექსით თამაშობს და დაუკომპლექტებელია. გავიხსენოთ, მაგალითად, მე-10 ტურის მატჩი ბათუმში, რომელსაც 2:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 2:4 წააგეს, თან ჯოვინო ფლამარიონიმ პენალტი ვერ გაუტანა.

ჩვენი ჩემპიონი შედრკა, გულშემატკივრების ზეწოლას ელემენტარულად ვერ გაუძლო, ამის უნარი არ აღმოაჩნდა. იგივე დაემართა ერევანში "არარატ არმენიასთან" პირველ ტაიმში. ვერ გაუძლო ევროპა ლიგაზე სამივე საშინაო მატჩში თამაშის წნეხსაც, ხოლო როდესაც ამდენ რამეს ვერ უძლებ, გამოდის, ვერა ხარ ჯერ საევროტურნიროდ მზად და ფიასკოც ლოგიკურია, ვინაიდან გარკვეული შიშით ასპარეზობ.

მივყვეთ სათამაშო რგოლების მიხედვით.

მეკარეები

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია და წაგებებს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ, "საბურთალოს", ალბათ, უფრო მაღალი კლასის გოლკიპერი უნდა ჰყავდეს.

გასაკვირი იყო ლაზარე კუპატაძის ლუქსემბურგის "ჟენესში" გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. ამ ბიჭმა კარიერა სწორედ "საბურთალოში" გაიკეთა, ყმაწვილი კაცი მისი კაპიტანი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კანდიდატიც გახდა და ევროპაში გადაბარგების ცდუნებას ვერ გაუძლო, სწორად ვერ გათვალა და სერიოზული შეცდომა დაუშვა.

საერთოდ გაუგებარია, რატომ და რისთვის ჩამოიყვანეს მესამე კიპერად 30 წლის უკრაინელი დენის შელიხოვი, თუ საერთოდ არ ათამაშებდნენ.

დაცვა

ეს გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია და მოდით, ვთქვათ პირდაპირ, მისი სტიქიური უბედურებაა. მორღვეულ ღობეს ჰგავს, ნებისმიერი იერიში მეტოქისა სახიფათოა და ცენტრში ბურთის ყოველი ჩაწოდება შეიძლება გოლით დასრულდეს.

მოწინააღმდეგე ფლანგიდან უპრობლემოდ გადის, ცენტრბეკები კი ვერ არჩევენ სწორად პოზიციას, ვერ კითხულობენ თამაშს და შედეგიც სახეზეა. აქ არ მინდა პერსონიფიცირება და კონკრეტიკა, რადგან ეს უკანა ხაზის ყველა წევრს ეხება.

ნახევარდაცვა

ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა - მითხარი, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. "საბურთალოს" შუა ხაზს შეუძლია ბურთის დაჭერა, შეტევა, მაგრამ არასტაბილურია, ფეხბურთელებს სისწრაფე აკლიათ, უკან დროულად ჩასვლას ვერ ასწრებენ, დაცვას სათანადოდ ვერ ეხმარებიან, რაც მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის.

ლუკა ლაკვეხელიანის და მალის შეტევებში ჩართვისას ვერ აზღვევდნენ. "არარატ არმენიასთან" თბილისურ მატჩში ნახევარმცველებმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს, გადამწყვეტ მომენტში სწორხაზოვნად, ქაოტურად უტევდნენ, ვერ გადალახეს სომხური გუნდის დაცვის ბარიერი, ჯეროვან დახმარებას ვერ უწევდნენ თავდამსხმელებს, ვერ ამარაგებდნენ გადაცემებით.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გუნდს საყრდენი ნახევარმცველი არ ჰყავს, რომელსაც ჩამშლელის ფუნქცია დაეკისრება.

თავდასხმა

"არარატ არმენიასთან" საპასუხო მატჩისას "საბურთალოს" ფორვარდები, ასე ვთქვათ, მშრალ ულუფაზე იმყოფებოდნენ, ნაკლებს მოძრაობდნენ, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ელოდებოდნენ, ვერ იხსნებოდნენ გადაცემისთვის. ნიშანდობლივია, რომ სამი რეალური მომენტიდან მხოლოდ ერთი შექმნა თავდამსხმელმა - გიორგი გაბედავამ, რომელსაც გოლის გატანა მეკარემ არ დაანება.

რისი იმედი უნდა გვქონდეს?

ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა, სამომავლოდ რა სტრატეგიას აირჩევს. კრიტიკის გარდა, უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა ტირასპოლში და ერევანში მეორე ტაიმში.

მალის, ლაკვეხელიანის და კოხრეიძის სახით პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, გუნდი სერიოზულ საკადრო რეორგანიზაციას საჭიროებს და ამ ბიჭების გარშემო ახალი გუნდის აშენებას, რომელიც უფრო სწრაფად ითამაშებს, რგოლებს შორის კავშირი გაცილებით მყარი იქნება და ფსოქოლოგიურ პრობლემასაც მოიხსნის.

ყველაფერ ამას კი მოფიქრება და საფუძვლიანად, მშვიდად, თანმიმდევრულად განხორციელება სჭირდება. გააჩნიათ კი ამ ყველაფრის გაანალიზების და განხორციელების უნარი?

zviadi S
რა შუაშია მამა შენი !!!
Jordan Beli
Aleksandre ძმაო ვიცი კალათბურთში კი არა ძიუდოშიც,ჭიდაობაშიც დაიწყეს ისევ მაიმუნობა,მაგრამ ფეხბურთს პირველობაში ვერ შეედრებიან.მეც არ ვიცი როგორ უნდა ებრძოლო კორუფციას და ნაცნობ ზემოდან დარეკვას,მაგრამ შენ რო მოდიხარ ფედერაციის პრეზიდენტად უნდა იცოდე და ებრძოლო კიდეც-აბა რისთვის მოდიხარ,ფულის საკეთებლად?მოკლედ მე ჩემ აზრზე ვრჩები,აქ დავწერე ერთხელ და ზიგიერთებს არ მოეწონათ-სანამ ფეხბურთზე ვარჯიში არ იქნება ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის უბრალო ოჯახიდან,სულ ასეთი შედეგს დაგვიდებენ მამიკოს ბიჭები.მგელი მშიერი ნადირობს. აბა ერთხელ ნახეთ რა ბიჭები გვყავს რაგბში პატარძეულის „ვეფხვებში“.კისრები აქვთ მზეზე მუშაიბით დამწვარი,ხან მტვირთავებად მუშაობენ,ხან რაზე და საღამოთი გმირულად თამაშობენ.სუ მძვლების ლაწა-ლუწი ისმის და მინდორი ტრაქტორით მოხნულსა ჰგავს ხოლმე თამაშის მერე.რომელ თამაშის გაყიდვაზე გაგიჩნდება აზრი ამათი მაყურებელს?აგებენ მაგრამ ყველა თამაშში დებენ სულსა და გულს სოფლის ბიჭები.ეხლა ბითაძეს ნახავთ ყველა რეებს გააკეთებს იმიტომ რომ ეგეც უბრალო ოჯახიდან არი და ბრძოლით უნდა მიახწიოს მიზანს. P.s.მალე ნაკრებს ელის გადამწყვეტი თამაშები-ღმერთი არ გაგიწყრეთ და ასე უგულოდ არ მოგვექცეთ თორე ალბათ კაცი აღარ მოვა სტადიონზე.წარმატებები ყველას!!!
3333
მეკარე მიგინეიშვილი ყველაზე უკეთ გამოიყურება ამ გუნდში. დაცვა რომ მორღვეული არ იყოს, მისი თამაში უკეთესი იქნებოდა.
ჯენარო
ჟურნალისტებო აგერ უკვე კარს მოგვადგა სანაკრებო თამაშები,ან ინფორმაცია მოგვაწოდეთ ვინ როგორ სად რა ფორმაშია ან ვაისას დაურეკეთ მაინც რას აპირებს კიდე 7 მცველით უნდა თამაში თუ ამატებს კიდევ 1 მცველს რაღაცა გაგვაგებინეთ,ვერ ხედავთ ამდენი უარყოფითი მოვლენააა ფეხბურთის მხრივ ჩვენს ქვეყანაში და ხალხი მაინც ამ სპორტით ცხოვრობს ზურგს არ გაქცევთ და იმედით ვართ,ცოტა მეტი ინფორამცია მოგვაწოდეთ ხალხნო იმაზე მეტი ოქრიმ რო კვიპროსის მეორე ლიგას დუბლი შეუსრულა,გაიგეთ რამე ჯანოზე,მჭედლოზე,ქვილითაიაზე,არაბიძეზე,ჩაკვეზე რა ხდება მზად თუ არიან (ჩაკვეს გარდა)კითხეთ ვაისას რას აპირებს საბურთალოდან აპირებს თუ არა მალის გამოძახებას მარჯვენა მცველად იქნება კონკურენციის სუნმა კაკაბაძე მოხოდოს,ასევე ლაკვეხელიანი მოვსინჯოთ,ევროპაში გადაცემები ეძღვნება პერპექტიულ მოთამაშეებს და ხშირად პრესის მოთხოვნით და რეკლამით ფეხბურთელებს იძახებენ და ამარგლებს კიდევაც,იქნება აღმოვაჩინოთ რამე ან ვინმე,იქნებ ის არაბიძე დავაბრუნოთ და სტიმული მივცეთ იქნება იფრინოს იმ ბიჭმა,ჟურნალისტებო ვაისას ბანალურ კითხვებს რომ უსვამთ ცოტა დაუძაბეთ და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე კითხვები დაუსვათ!!!
elgvisa
ნუ რას გვაბოლებენ უაზრობებით..... ორივე მატჩი ტოტალიზატორზე იყო ნათამაშები........ მთელი საქართველო დაგვიკიდეს...... ჭიაბრიშვილი არ მყავს მხედველობაში....
ქართველი
როგორ უპრავებთ არა გვხვენიათ ? ნაცარს აყრით თვალებში ხალხს, ქმარი რომ შეუსწრებს ცოლს საყვარელთან და ,,კიტრი,, იყო მოგეჩვენაო ცოლი რომ ამტკიცებს მაგას გავს თქვენი საქმე, ჩვენ კი უბრალო გულშემატკივრებს ვერ დაგვაჯერებთ სიყალბით და მიმიფურთხებია თქვენი ფეხბურთისთვის..
912 s
და რა იცი რო სომხებმა ერევანში არ ითამაშეს ტოტალიზატორზე , რახაც საეჭვო 2 ბურთი გაიტანა საბურთალომ 5 წუტში . თბილისში კი ჩამოვიდნენ მოიგეს და ცავიდნენ ,და საბურთალო არაფრის ბაიბურშიც არ იყო...
გია
და ამათ კობიაშვილი ხალხის ფულით აფინანსებს. გააუქმეთ ეს გუნდი საერთოდ.
912
ხელმძღვანელობამ და საბურთალოს დღევანდელმა შემადგენლობამ გაწირა საბურთალოს მომავალი თაობა ხალხს არ ვამტყუნებ ჩასაქოლები იყვნენ და ჩაქოლეს კიდეც მადლობა თქვან რომ მხოლოდ სიტყვიერად. თამაში გაყიდული იყო ფაქტია ამას მოწმობს კოხრეიძის საგოლე პასი მეტოქის ფეხბურთელზე და მიგინეიშვილის მინიშნება პენალტის შესრულებისას თუ საით ხტებოდა. მე არ მჯერა ამათი პატიოსნების ვისაც გჯერათ გაიარეთ არაა პრობლემა
alexandre
რა განსხვავებაა კალათბურთსა და ფეხბურთს შორის, Jordan Beli? არც არაფერი. ერთიდაიგივე პრობლემაა თავში, ანუ ბავშვთა სპორტში. მივწერე გურასპაულს ამ საიტზე, დამიბეჭდეს, მერე რა? ვთხოვე, ნებისმიერი ბავშვის მშობელი ნახე თქო, ნაკრებში ვინც წაიყვან იმ სერბმა - ყველა გეტყვის, ფულს გვთხოვსო, აპირებდნენ ფულის დანიშვნას, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. მერე მითხრეს, რას ამბობ, კალათბურთი ფეხბურთთან შედარებით პატიოსნების ოაზისიაო. Jordan Beli - 100%-ით მართალი ხარ. მე არ ვიცი როგორ უნდა ებრძოლოს ამას კობიაშვილმა, მეუბნებიან შეუძლებელიაო. რატომ, შევეკითხე? იმიტომ, რომ მწვრთნელების 99% დასვრილიაო, მაგენი რომ გააგდო (არ დაიჭირო), აღარ დარჩება მწვრთნელი საქართველოშიო. აი ასე უბედურად არის ჩვენი საქმე, სამწუხაროდ.
წნეხი
ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ მაყურებლის წნეხი შენს სტადიონზე არ უნდა არსებობდეს,შე დალოცვილო მოვიდნენ რომ გაგამხნეონ და შენ წნეხიო იძახი,მაგრამ რაღაცა მომენტში ალბათ არის სიმართლე,სიმართლე ისაა რო საქართველოს ჩემპიონატში ცარიელ სტადიონებზე თამაშობენ და ალბათ თავი ტკივდებათ მერე ევროტურნირებზე:) კიდევ იყო ის კომენტარებიც რო ფეხბურთის მამებმა მიხედეთო... რას უნდა მიხედონ როგორ? ხალხნო თანამედროვე ფეხბურთის 10% მაინც თამაშობენ ქართული კლუბები? არა გამძლეობა არა სისწრაფე არა სტანდარტულის დამრტყმელი კუთხურის გათამაშება არა რამე გააზრებული კომბინაცია... უკან პასებში ბადალი არ გვყავს... ასე რომ დავეშვათ რა დაბლა არ გვყვავს ჩვენ ფეხბურთელები და რაც არიან ესააა მათი მაქსიმუმი... რათ გინდა ესეთი გასვლა სადაც შეგხვდება ვილიაარეალი ლევერკუზენი ტორინო ლიონი და მსგავსი გუნდები ხო უნდა გავიმასხარაოთ თავები და ყველამ ჩვენზე იღადაოს
ვაჟა
მართალია. მახსოვს. ზუსტად ეგრეა.....
Jordan Beli
გეთანხმები „ვეტერანი ფეხბურთელი“100%.მე დავამატებდი კიდევ:ნაცნობ,ზემოდან დარეკვას!იმდღეს დავწერე კომენტარი და ადმინმა დამბლოკა.მბლოკე და იყავი ადმინ,სიმართლე არავის არ გინდათ.ამასწინათ, ჩივაძესთან რუსებმა ინტერვიუ გააკეთეს იუთუბიზე უყურე.რუსები ეკთხებიან რა ხდება ქართულ ფეხბურთში,ამხელა ტრადიციების მქონე ერს,რატო გაქვთ ჩავარდნაო.ჩივაძეს მსგავსი კაპიტანი და ცენტრალური მცველი მე არ მინახავს,მცველი იყო და ერთხელ ბომბარდირიც იყო დინამოსი,მაგრამ ყველაფერი თქვა რეალური მიზეზის გარდა.გახსოვთ ქეცბამ რო მიაკაჩავა ვეტერანები? ქეცბამ იცოდა რასაც ეუბნებოდა მაგათ და კიდევ არ თქვა სათქმელი ბოლომდე.კვარაცხელია რო იძახის სტადიონები რო გაიყიდა გულშემატკივრები სად იყავით,ხმა რატო არ ამოიღეთო? ჩვენ ახლაც იქ ვართ სადაც მაშინ და ეხლაც ვიღებთ ხმას...აი თქვენ სად იკავით,თქვენ?და რატო ხმას თქვენ არ იღებდით? იქნებ იმიტომ ,რომ თქვენც მოითბეთ ხელი???ერთი ჟურნალისტი ვერ ვნახე რამე სააშკარაიზე გამოიტანოს,არა და ხო ყველამ იცით რო ბავშვთა ბეხბურთში კორუფციაა,ათამაშებენ იმას ვისი მამიკოც ფულს იხდის.ხო ყველამ იცით რაც მოხდა ტორპედოში და ზოგადად რაც ხდება-რო ფულს ჭამენ და ა.შ.მერე ზოგ კომენტატორს უკვირს ზოგი ვაი გულშემატკივარი სტადიონზე ბოლოკის დათესვას ითხოვსო.მოითხოვს აბა რა გინდათ?როცა ქვეყანაში ამდენი მშიერი ბავშვია,როცა ამდენი ავადმყოფი ბავშვია-ესენი უნიჭო სპექტაკლებსა დგავენ ხან ადგილობრივ ჩემპიონატში,ხან არარატთან და ხან ვისთან და ამ ამ პექტაკლებში ფულს ვუხდით იქით ჩვენი ჯიბიდან...აბა შენ იცი ადმინ კიდე დამბლოკე,თუკი ამით რამე შეიცვლება სასიკეთოთ კი ბატონო.
912
ზღაპრებს ნუ ყვებით რა თამაში გაყიდული იყო
zaza
ამ ყველაპრის მერე ამათ თAმაშებს როგორ უნდა უყურო შიდა ჩემპიონატში
Teimurazi
ის, რაც ეხლა ხდება, ს/კ "საბურთალოს" მიმართ, დილეტანტების მიერ ატეხილი ავადმყოფური "ისტერიაა"... მთავარი "დილეტანტ-პოპულისტი" ელისაშვილიც გამოჩნდა. ესენი საქართველოს პირველობაზე მისვლას არც კადრულობენ, და მზად არიან 20 წლის ნიჭიერი ბიჭები გაწირონ.
ვეტერანი ფეხბურთელი
ჩვენი ფეხბურთის პრობლემა არის კორუფცია ყველა დონეზე. პოლიტიკურ განცხადებაში არ ჩამოთვალოდ და ბიძომ თუ გახსოვთ რომ თქვა 200 მილიონს ვთავაზობდი ფეხბურთის ფედერაციას ყოველ წელს ერთი პირობითო: ამ თანხის განკარგვა მისივე მივლინებულ აუდიტს უნდა გაეკონტროლებინა და ფედერაციამ უარი მითხრაო. თევზი თავიდან ყარსო. სამაგიეროდ იგივე გააკეთა რაგბის მიმართულებით და გაამართლა.
დავით
როდის უნდა დამთავრდეს ამდენი იმედგაცრუება. ძაან დავიღალეთ უკვე. რამე მოიმოქმედეთ ვისაც გეკისრებათ პასუხისმგებლობა გუნდებზე, ან დაანებეთ თავი საერთოდ ამ საქმეს. გადის ათწლეულები ყველა ვითარდება ასე თუ ისე ჩვენკი ერთადგილას ვართ..
grani
რა ფეხბურთიც და "ფეხბურთელები" გვაქს იმ დონის "კომენტატორები" და "ჟურნალისტები" გყვავს. ვიცი რომ დამბლოკავენ, მაგრამ მათი განკითხვის დროც მოდის მალე
პეტრე
კი მაგრამ ფეხბურთელებმა ამდენი გულშემატკივრის წნეხს ვერ გაუძლესო და უფრო მეტნი რო ვყოფილიყავით წნეხიც მეტი არ იქნებოდა? მე უფრო მიზეზი მგონია გულშემატკივრის სიმცირეს დააბრალო წარუმატებლობა.
სირცხვილია
ერთხელ მოურინიოს ჟურნალისტმა ჰჯითხა წნეხს ხომ არ განიცდითო? მოურინიომ უპასუხა არაო - წნეხი არის როდესაც ყოველდღიურად ფიქრობ ბავშვს რა აჭამოო და ასეთი მსოფლიოში ბევრიაო. მე მყავს ასეთი (ტუფლდახეული მამა-შვილი ნანახი სტადიონზე თბილისში - იმედით მოსული თქვენ? არა მგონია. რა დაიხვიეთ ეს წნეხი, რას ქვია წნეხს ვერ გაუძლეს? ნუ აპრავებთ ძალიან გთხოვთ.და ეს არ არია მიზეზი. არარტთან ბურთის გორაობა კი არა ხალხი ტანკს უვარდება სამშობლოსთვის. ანწუხელიძე თქვენზე პატარა ვაჟკაცი ბიჭზე თუ გსმენიათ რამე? ეჭვი მეპარება. წნეხს ვერ გაუძლეს ბიჭებმა მათ საგულშემატკივროდ მისული ხალხი რო დაინახეს. ფეზბურთი კი არა სანგრებში უნდა გიკრათ თავი და ნახვთ წნეხს.
Goga
მარტივი ლოგიკაა ბატონო ვაჟა, მალის რომ გაეტანა ან რეხვიაშვილის გოლი რომ ჩაეთვალა მსაჯს, ძირითად დროში მაინც წავაგებდით 2:1-ს. ასე რომ უკრაინულ ვერსიას ნუ გამორიცხავთ ამ საბაბით.
asea
სამარცხვინოა ეს ჟურნალისტები რას წერენ? ცოტა განათლება აუცილებელია და არ იქნებიან მერე ასეთი უგუნურები
დათო
რა უხარიათ ნეტა? ორი სომეხი იყო მთელ გუნდში, მე ის მწყინს ჩვენები რო აგებენ ასე არაკომპეტენტურად, მოგლედ უბურთოდ თამაშს როდესმე თუ ვისწავლით, და ბურთის უაზროდ თრევას თუ დავანებებთ თავს, ნეტა ეს მწვრთნელებისაერთოდ თუ უყურებენ თანამედროვე ფეხბურთს?
d.n.
ასი ლაიკი თქვენ.
მალხაზ დაბეგრილი
ხშირად კი არა, ასეთი თამაშის ნახვის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს. ხშირად რომ ვნახულობდე კაი ხნის გახეთქილი მექნებოდა გული. მე რიგითი მოქალაქე ჩემი შემოსავლის ნაწილს ვიხდი ფეხბურთის განვითარებაში და ჩემი სტადიონზე მისვლით კი არა ამ სფეროში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტების მუშაობით უნდა ვითარდებოდეს ფეხბურთი, რომ შემდეგ მეც მივიდე სტადიონზე, ვისიამოვნო და ვიამაყო ჩემი გუნდის თამაშით. სამწუხაროდ, კვალიფიციურობას და განვითარებას ჯერ ვერ ვხედავ ქართულ საკლუბო ფეხბურთში. ანდორული გუნდების და გაბალას ძლევას, ბოდიში და, ვერ აღვიქვამ განვითარებად
თამაზი
რატო უნდა მოეგოთ?ერევანში აგებდნენ და გაუმართლათ.აქაც არ5აფრით უკეთესები არ იყვნენ არარატზე და თავის თავზე.რატო თვლის უმეტესობა რო ჩვენი მოსაგები იყო ვერ გამიგია

ეროვნული ზეიმის ტოლფასი არა ტოროლა , წააგეთ და ხირსეულათ მიიხეთ წაგება !!!
G.l.
ჩემი ძმაკაცი დღეს ჩამოვიდა ერევნიდან,ტვირთი ჰქონდა წაღებული-სომხები გახარებული არიანო უზომოდო,მთელი ერევანი ზეიმობდაო.ქართულ ნომრებს რო ხედავდნენ ორი თითით v მაჩვენებდნენო.რაც შემეძლო მე კიდე ორი ხელით სუ კახურად ვაგინებდიო...კაცი გაოცებულია ამიხსენი ესეთი რა მოგვიგეს ან ვის მოუგესო...ასე გაახარა საბურთალომ სომეხი ერი...ისე მაინტერესებს როფის ააქვთ თამაში,როგორ გამოვლენ მინდორზე,თავაწულები???
gio
კიდე რო ამ თამაშზე ვინმე წერს ან ლაპარაკობს,გახსენებაც არ მინდა,გული მეყინება,მარა იმაშიც 100% ით ვარ დაწმუნებული,რო ფეხბურთელებიც ასე არიან.
zviads
დინამომ რომ ლივერპულს მოუგო ის მატჩი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ლივერპულელმა გაიხსენა და თქვა რომ მაყურებელი გასუსული უყურებდა ფეხბურთს თითქოს სპექტაკლზე არიანო (ისე მართლაც იყო)) და მხოლოდ მომენტზე რეაგირებდნენო, რაც ჩვენთვის უცნაურიაო, ანუ მთელი თამაში ხმაური ჩვენს ტრადიციებში არ ყოფილა არასდროს, ეს ეხლა წამოვიდა ჩვენთან. საბურთალოს მაგის ორგანიზება თვითონ უნდა გაეკეთებინა, მოეყვანა 161 სკოლის 50 ბავშვი და გადაფარავდნენ სომხებს, მაგრამ ვერ მოიფიქრეს..
Besa
Dzalian Bevri samushaoa chasatarebeli Rom gundi gunds daemsgavsos. Psikologia moshlilia,pizika katastrofulia, aranairi taktika da gaazrebuli tamashi gundis mxridan. ( Elementaruli uburtod modzraoba ar ician) mokled samushao bevria
გია
ღმერთმა შეარგოს არარატს,თბილად დაგვხვდნენ.რას ვერჩით. უსუსურია ძაან საბურთალო.პრიმიტიულად თამაშობს.დაცვიდან უნდა ეთამაშა და ვერ მიხვდა მწვრთნელი
Dato
მეტ წილად ვეთანხმები სტატიის ავტორს, არაფერ შუაშია ტოტალიზატორი, ამ ყველაფერს არაკვალიფიციურობა ქვია მოკლედ როგორ შეიძლება რომ მწვრთნელი ვერ ხედავდეს გუნდის დაცვა რომ აბსოლიტური დირკაა ათ წუთში გაშვებული სამი გოლი და საერთოდ უველა გაშვებული ბურთი სრულიად დაცვის არაკომპეტენტურობაა, მეორე ცუდი ფიზ მომზადება მხოლოდ ერთ ტაიმს თამაშობს გუნდი. მწვრთნელიც კი აღიარებს ამას. და მესამე ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი გუნდი. მწვრთნელის ტაქტიკური შეცდომები, სხვას რას უნდა ელოდო, და ბოლოს ყველა ცდილობს ევროტურნირებისათვის გაძლიერებას ესენიბკი თავიანთ გაზრდილებსაც ყიდიან მანამდე
zviadi
მგონი ხაჩიკას დაწერილია
გიზოგ
ვერც მივდივართ.
გიზოგ
მართალი ბრძანდებით.
გიზოგ
ვინც იყო, რა? უნდა ვისწავლოთ გულშემატკივრობა. ფეხბურთელს, რომ ვთხოვთ 90 წუთი ითამაშეო და სწორიცაა, ჩვენც ცოტა მეტი გავისარჯოთ, რომ ფეხბურთელმა იგრძნოს, რომ მის გასამხნევებელად ვართ მისული და არა ჩასფრებული, როდის შეეშლება და ვაგინოთ. ფეხბურთელები არ ვიცი რას განიცდიან, მათ მეტი აქცენტი თმების და წვერის ვარცხნილობაზე უფრო აქვთ ვიდრე ერთი საათით ასეთი საპასუხისმგებლო თამაშისთვის მომზადებაზე. კიდევ ან მწვრთნელი უნდა იყოს ძლიერი ფსიქოლოგი ან ამ საქმის ნამდვილი სპეციალისტი უნდა მუშაობდეს გუნდთან. გუნდს ზაგრებთან უკვე დაეტყო, რომ გატეხილი იყო ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ინერციით მიდიოდა და აქამდე ეყო ძალა. ახლა რომც გავმძვრალიყავით დუდელამჟთან უარესი ფიოსკოს მომსწრენი გავხდებოდით. სწორია წერილის ავტორი, ბევრი რამაა შესაცვლელი.
vai vai
ეს სტატია ერთი ადგილის გამოწმენდას გავს, რამდენი გადაგიხადეს ამის დაწერაში ? შემთხვევითობასთან კი არ მაფიასთან გვაქვს საქმე, გუნდი თუ ესე სისტემატიურად აკეთებს ესეიგი ამ კლუბის მეპატრონეები დიდ ფულს შოულობენ მსგავსი გარიგებებით!!!!!!!!!!!!
Goga
Stadionze xshirad iaret da tamshis donec aicevs. Kvelam sakutari qalaqis klubi unda daafasos.
irakli
თქვენის ნებართვით ერთ კომენტარს მეც გავაკეთებ: საბურთალოს მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, ეყო ვაჟკაცობა და წაგებული მატჩის გამო პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მე მას ადამიანურად ვუთანაგრძნობ, და ამაზე ბევრჯარ უარესებიც მომხდარა ფეხბურთში. მე მაინტერესებს, თბილისელები იღებენ პასუხისმგებლობას სტადიონი სანახევროდაც კი არა, მეოთხედითაც რომ არ იყო შევსებული? მხოლოდ სხვისკენ თითის შვერით ვერასოდეს წინ ვერ წავალთ ვერცერთ დარგში.
ar dabloko
სტატია ისე დაიწყე რომ მეთქი იტყვის ყველას სათქმელს მარა ბოლოს გააპრავე გაყიდვა საღოლ ...
ვეტერანი
იმის მაგივრად ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ და საერთო კოლაფსის მიზეზებში ეძებოთ გამოსავალი, ერთი კლუბის მეკარე, დაცვის და ა.შ. ნაკლოვანებებში ეძებთ დამნაშავეებს. "წვეთოვანიდან" რომ მოიხსნება ლიგები მერე რა იქნება? ერთმანეთის შესაფერის დონეზეა ლიგა, ფედერაცია და პრესაც. და საეთოდ სპორტბიზნესი ინტელექტუალებისაა და არა ბიზნესს მიტმასნილი თაღლითების.
გია
დაიწყო ტოტალიზატორში მოგებულმა ფულმა მუშაობა. ნაყიდი სტატიები. მერე 'ცნობილი სახეები' და ვეტერანები.
giorgi
დამაჯერებლობისთვის ასეც ერჩივნათ, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა.
ოთარი
ეს წაგება მწვრთნელის ბრალი იყო. მთლიანობაში შემადგენლობა ვერ გამოიცნო, ტაქტიკა ვერ გამოიცნო გუნდი თამაშის დროს ვერ გადააწყო ზამენები ვერ გამოიცნო. მარა ეს თავზე ნაცრის დაყრა და გლოვა არ გვიშველის - კარგი კლუბია საბურთალო უნდა გააგრძელონ მუშაობა - ეპიზოდებში ძაან იმედის მომცემად გამოიყურებიან. ხო და ერთი ფსიქოლოგიც უნდათ ქართულ კლუბებს გუნდში.
Chivadze
რაც მოხდა ჟურნალისტებსაც მიგიძღვით ბრალი,იმდენი უჩიჩინეთ ცენტრი შეცვალეო რომ ჭიამაც დაგიჯერათ.წესით რა შემადგენლობითაც ითამაშა ზაგრებში ტაიმ ნახევარი ისე უნდა ეთამაშა არარატთანაც,შეიძლებოდა როლოვიჩის მაგიერ დიასამიძე ან ყენია.ეხლაც დაუმსახურებლად აქებთ ფეხბურთელებს,პირველი ორის ბრალია თითი გოლი ხოლო მესამის ორივე გოლი.კოხრეიძეს უნდა დაესვენა და შეცვლაზე ეთამაშა,იმიტომ რომ საჭიროა თუ არა მიდის შეტევაზე და წელავს გუნდს.ამასთან იყოლიებს ლაკვეხელიანსაც.ამ თამაშში კი საბურთალოს პირველ ნომრად თამაში არ სჭირდებოდა,ეს ვერ დაინახა მწვრთვნელმა და მართლაც უნდა გადადგეს.გვეთამაშა დაცვითი ფეხბურთი და წაგვეგო ერთი ბურთით,შემდეგ ეტაპზე გავიდოდით,მაგრამ ჭიაბრიშვილი იძახის რომ დაცვითი ფეხბურთი არ იცის!ნეტავ რას ასწავლიან პრო ლიცენზიის კურსებზე ჩვენს ტრენერებს?ქვეყანაში ამდენი სახელოვანი მცველი გვყავს აიყვანეთ კონსულთანთებათმიეცით ხელფასი დაკვირაში ორსამჯერ ავარჯიშონ მცველები.
ნუგო
ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა და იქნებ მერე მაინც გაჩერდნენ ეს სემიჩკის მჭამელები. ტვინი წაიღეს უკვე.
ნიკა
გაყიდვა მხოლოდ ტოტალიზატორში ფულის დადება გგონია? )) აი მაგალითად, მათ მილაორდელ მფლობელს რომ გადაეხადა თანხა, მისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გაყვანაში, ამაზე რა აზრის ხარ? ანუ ტოტალიზატორში არცერთ მხარეს რომ არ ეთამაშა
chabuka
სავალდებულო არ არის ტოტალიზატორზე დადება.
Azia
სად ისწავლეთ ეს ფეხბურთი, რომ არჩევთ და გგონიათ მაგრად იცით. დიდ წილად განაპირობებს ქართული ფეხბურთის უკუსვლა თქვენნაირი პროფესორების ჩარევით.
ლევან
ჩემო მოსაზრებით არცერთ ფეხბურთელს (არამარტო საბურთალოს) არ აქვს ფიზიკური მომზადება. გუნდი რომ შექმნა ფიზიკური მონაცემების და მომზადების ელემენტარულ ნორმებს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ. რომელი არის ეგეთი მთელ ჩემპიონატში??? ბმვ და კლუბში გაჩითვაა ამათი მიღწევის ჭერი. სპორტსმენი რომ საკუთარ თავზე არ მუშაობს რომ რაღაცა გაიუმჯობესოს იმას რა უნდა მოსთხოვო??
ზუზუ
დაელოდეთ ამ უეფას რაპორტს. წინასწარ რომ იძახით გაყიდულიაო.. 5 ლარს არ დადებდნენ გამოვარდნაზე თუ ჩაწყობილი იყო მართლა.. ასე, რომ თუ უეფასგან მოვა დასკვნა, რომ სადმე საეჭვო ფული დაიდო გამოვარდნაზე, მაშინ დავიჯერებ.. ასე უბრალოდ საიდან მოგაქვთ რომ ჩაწყობილი იყო ვერ ვხვდები.. თუ ჩაწყობილი იყო მარტივად მიხვდებით.. მოვა უეფასგან რაპორტი და მოკვეთავენ გუნდს 2-3 წლით.. ვნახოთ ერთი როდის მოვა )) მეც ძალიან გამიტყდა რომ წააგენ, მაგრამ ცილის წამება ყველაზე ცუდი რამაა..
რეზი
შენ უკეთესად იცი კლუბის შიდა სამზარეულო? მაშინ მოყევი გისმენ.
Jaba
გუნდი გასაძლიერებელია. ფეხბურთელებმა ეს დღე უნდა დაივიწყონ. მთავარია მოტივაცია არ დაკარგონ და გააგრძელონ ბრძოლა ჩემპიონობისთვის. შემდეგ წელს უკეთეს შედეგს დადებენ.
ხთფუი ქართულ ფეხბურთს
საღოლ ძმაო იმენა ყვალას სათქმელი თქვი
sormona
შნ სადაური მელა ხარ ერთი ესეც გაგვიმხილე გენაცვალე!
ვაკო
მალიმ და ლაკვეხელიანმა დროზე უნდა დატოვოს ეს გუნდი თუ უნდათ რამეს მიაღწიონ გეგუჩაძე თუ წაიყვანს ბათუმში კარგი იქნება.
sormona
ნუ აპრავებთ ახლა წაგებას, არ გვინდა შსეკვეთილი სტატიები, რაც მოხდა კარგად დავინახეთ, შეგნებული პასი და პენალტი. კიდეც რო გაეტანა მალის ის ბურთი რა მერე, დამატებითში ვერ დაწვებოდნენ? პირიქით, იტყოდნენ გადავიყვანეთ დამატებითში ვიბრძოლეთო... შენი უფლებაა იყო შორს იმ აზრიდან რო ჩაწყობილი არ იყო მაგრამ ცდები ან თავს ისულელებ!
ნიკა
სტატია საერთო ჯამში ობიექტურია, თუმცა ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები ავტორო. შესაძლოა ახალგაზრდა ხარ ან/და გარიგებული მატჩების შესახებ ნაკლებ ინფორმაციას ფლობ )) რომ წერ მალის რომ გაეტანა ან რეხვიაშვილის გოლი ჩათვლილიყო, ხალხი ჩაწყობაზე აღარ ისაუბრებდაო, აი ეს საიდან დაასკვენი? მე გეტყვი მაგ დროს რა ხდება, თუ მალი გოლს გაიტანდა ან რეხვიაშვილს ჩაუთვლიდნენ, შემდეგ საბურთალი კიდევ ერთ გოლს გაუშვებდა, მიხვდი? )) როცა თამაში კეთდება, ბუნებრივია რომ ეს შეიძლება ყველა ფეხბურთელმა არ იცოდეს და ვერც ეცოდინება. შესაბამისად, გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც არსებობს გამოსავალი. 0:2 კი არ ჰქონდა გუნდს გაკეთებული, არამედ გაკეთება ნიშნავს, რომ უნდა გავარდნილიყო. ვერ ნახეთ, რეხვიაშვილის გაუქმებული გოლი, გუნდს ფაქტიურად არ გაუპროტესებია?? რატომ? აბა თუ მიხვდებით ))
giorgi
იქნება რამდენიმე ფეხბურთელმა გაყიდა და არა მთელმა გუნდმა? ამას რატომ გამორიცხავთ?
სამართალი
ასეთი სწორი შეფასება დიდი ხანია ჟურნალისტებისგან არ მომისმენია. უაზრო ქება და 7-8 ბალიანი შეფასებები იწერებოდა ყოველთვის. მე ვიტყოდი საბურთალოს ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაა, ცენტრალურ დაცვაზე საერთოდ აღარ ღირს საუბარი, ფაქტიურქდ 80% გაშვებული გოლების მათი შეცდომების მიზეზი იყო. მალი და ლაკვეხელიანი რამდენადაც კარგები არიან შეტევაში იმდენად ცუდები არიან დაცვაში, რამდენი ბურთი "გადაუგდეს" ზურგს უკან ვერ დავთვალე.

Back ღილაკზეც რეკლამა გაგონილა? ადამიანს სიტყვა "გემრიელს" ნუ შეაძილებთ.
საბურთალო
ჩემი ნება რო იყოს ამ გუნდს დავშლიდი და თავიდან დავიწყებდი ახალი გუნდის შენებას ახალი კლუბის დასახელებით რომ ეს სირცხვილი ჩამოირეცხოს
Soso
Melas rac esizmreboda is elandeboda. Vinc xshirad Debs fsonebs da agebs kvela tamashi gakiduli gonia. Axlac asea.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"