16 აგვისტოს, ლა ლიგას პირველ ტურში "ბილბაომ" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "ბარსელონას".

მატჩმა ბილბაოში დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც მოსალოდნელი იყო, სტადიონი პირთამდე გაივსო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშა პრიმერას საწყის ტურში "ბარსას" ლიდერმა მესიმ, სამაგიეროდ სასტარტოში იყვნენ ახალწვეულები დე იონგი და გრიზმანი. მან ამ შეხვედრაში სამჯერ დაარტყა - ორჯერ მიზანს ააცილა, ერთხელ კი დაუფარეს.

37-ე წუთზე ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა სუარესმა და შეცვალეს, რომელმაც იქამდე ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ მის ნაცვლად მოედანზე შესული რაფინიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სახიფათოდ უტევდნენ მასპინძლებიც და მოწოდების სიმაღლეზე იდგა ტერ შტეგენი.

მეორე ტაიმში სტუმრებს ბასკების კარზე იერიში იერიშზე უშედეგოდ მიჰქონდათ, 89-ე წუთზე კი შეცვლაზე შევიდა მასპინძელთა 38 წლის ფორვარდი ადურისი და ბურთთან პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი მაკრატელათი გაიტანა.

მან მესის რეკორდი გაიმეორა - პრიმერას მიჯრით მე-15 სეზონში გაიტანა გოლი.

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატზე პირველ ტურში უკანასკნელად 11 წლის წინ დამარცხდა.

ბილბაო. "სან მამესი". 47 693 მაყურებელი

ბილბაო - ბარსელონა 1:0

გოლი: ადურისი (89)

ბილბაო: სიმონი, ე.ლოპესი (ბენიატი 80), კაპა, ბერჩინე, ნუნესი, დე მარკოსი (სანჩეტი 66), რ. გარსია, დ. გარსია, დ.ლოპესი, მუნიაინი, უილიამსი (ადურისი 88)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, ლანგლე, სემედუ, რობერტო (პერესი 76), ალენია (რაკიტიჩი 46), დე იონგი, სუარესი (რაფინია 37), დემბელე, გრიზმანი

კარგით რა
Jaba-ს რა უნდა გამოეყოს? შევა ლიგა 1.ეს მოგწონს?ელ კლასიკო აღარ იქნება,აღარც კონკურენცია...+ფეხბურთელების შეძენაც გაუჭირდებათ...
ბარსას გულშემატკივარი აჰა არ გალოდინე!
რა იყო დაიქცა ქვეყანა? ყველა, რომ ბარსასთან იგიჟებენ თავებს რა ახალი ამბავია? ბარსა არის ყველას მოტივატორი! ან რა შუაშია გრიზმანისნაირი, რომ გეყოლება? რა ცუდი ფეხბურთელია? ესპანეთის ჩემპიონატი ეხლა დაიწყო ისე, რომ წინ ძალიან ბევრი თამაშები გველოდება. იმისი არ იყოს რეალის ახალი დამატებული ფეხბურთელებიც ჯერ ვერ შეეწყვნენ ძირითად ფეხბურთელებს კომბინაციებში და ატყდა უკვე ერთი ამბავი ქომაგების მხრიდან აზარი რათ გვინდოდა და დანარჩენ ახალწვეულებზეც. კარგით რა, რა ტრაგედიებს ქმნით. ვერ ვიტან ისეთ ვითომ გულშემატკივრებს, რომლებიც ერთი თამაშით უკვე ასამარებენ ყველაფერს, ასეთების დევიზია: იგებს გუნდი იფ, აგებს ფუი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ვაი გულშემატკივრებს არ ვეკუთვნი. აბა ველოდები ჩასაფრებულების კომენტარებს.
შადიმან ბიწაძე
"ბილბაო" ტრადიციულად ეროვნული გუნდია!(უილიამსის დედა ბასკია!) და ამითაა მსოფლიო საკლუბო გუნდებში გამონაკლისი! რაღა შორს მივდივართ-"არარატ-არმენიაში" ორი კაცია სომეხი! აქედან დასკვნა-ფეხბურთმა დაკარგა "ერონული" ხასიათი, ის ფულის შოვნის დახვეწილ ინდუსტრიად იქცა. რატომ ქმნიან მდიდარი ადამიანები გუნდებს? უფრო მეტი ფულის საშოვნელად! გადამწყვეტი თამაშის წინ შინდაგორიძე გაყიდეს, ისიც სიხარულით გაიქცა... ერთადერთი გუნდი, რომელიც საფეხბურთო გლობალიზაციას ავად თუ კარგად "არ ეპუება" ბასკების გუნდია! დიდება და პატივისცემა მათ!!! "ბარსელონაშიც" კატალონიელს ვერ ნახავთ-მგონი პუჟოლის (და არა პუიოლის!) შემდეგ არც ყოლიათ იშვიათი გამონაკლისის გარდა...
jaba
და ყველაზე მთავარი გამოცხადდეს კატალონია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ
anton
Ես «Բարսելոնայի» երկրպագու եմ, ես ուրախ չեմ «Բարսելոնային» հաղթելու համար, բայց ես հպարտ եմ այն փաստով, որ «Սաբուրթալոն» հաղթեց իմ «Արարատին», և ես հպարտ եմ դրանով և կարող եմ հպարտանալ դրանով:

გეთანხმები 100%.ერთს მე დავამატებ :-) გადადგეს გუნდის ხელმძღვანელობა და ბარსელონას მერი :-)

ველოდები ბარსას ქართველი "გულშემატკივრის" შემდეგი სახის კომენტარებს: "ბასკებთან როგორ წააგეს ამ უსისხლოებმა"? "თავისზე ძლიერ გუნდთან რო წაეგოთ ვინ რას ეტყოდა" "გაუქმდეს კატალონიური ფეხბურთი და მოედნებზე ხარები შეუშვან" "გრიზმანისნაირები რო გეყოლება გუნდში უკეთესს რას უნდა ელოდო" და ა.შ -_-
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა