„ტოტენჰემის“ 28 წლის თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს
ჯერმაინ დეფომ თქვა, რომ „ტოტენჰემიდან“ წასვლაზე ფიქრობს. 28 წლის თავდამსხმელი უკმაყოფილოა, რომ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა ის შიგადაშიგ მოთამაშე ფეხბურთელად აქცია. ინგლისის ნაკრების ფორვარდმა თქვა:

„გულწრფელად გეტვით, რომ „ტოტენჰემი“ ძველებურად მიყვარს და გული ყოველ შეხვედრაში ისევე მიცემს, როგორც იმ დღეს, „უაით ჰართ ლეინზე“ პირველად რომ შევდგი ფეხი. მეორე მხრივ, ჩემთვის მთავარი თამაშია და უკმაყოფილო ვარ, როდესაც სათადარიგოთა სკამზე მსვამენ.

დიდი სურვილი მაქვს გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო, ჩემპიონთა ლიგაში გავიყვანო და იქაც გული და სული ჩავდო, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ თავგადაკლული ვარჯიშების შემდეგ შემადგენლობაში მაინც ვერ ვხვდები, ცუდი განწყობა მეუფლება. ამბიციური კაცი გახლავართ და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა შეურაცხყოფასაც კი მაყენებს. ჩემი მიზანია ყველა შეხვედრაში მოედანზე ვიყო და გოლი გავიტანო“.

ჯერმაინ დეფო „სფურზში“ ჯერ 2004-08 წლებში თამაშობდა, ბოლოს კი 2009-ში დაბრუნდა. გასულ სექტემბერს მას არ გაუმართლა, მუხლი იტკინა და მთელი 10 კვირა მკურნალობას მოუნდა. მართალია, საბოლოოს სეზონში 32 თამაში მაინც ჩაატარა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ შეძლო. ის ამბობს:

„ძნელია, მაგრამ რა გაეწყობა. ფეხბურთში ასეა, მოთამაშეები მოდიან და მიდიან. მე ამას ვერ შევცვლი“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა