ტალინში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგზრდულ ჩემპიონატზე ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი აბულაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ აბუ მუსლიმ ამაევთან 3:5 დამარცხდა.

ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ქაცანაშვილმა ფინალი რუს ილია ერმოლენკოსთან 0:2 ორი საეჭვო გაფრთხილებით წააგო.

რობინზონ ესაძემ (130 კგ) რეპეშაჟში ბელარუს მიკიტა კალავსკის 4:0 სძლია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი თურქ მუჰამეტ ბაკირთან 1:5 დათმო.

ევროპის ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ (67 კგ) პოლონელი ალექსანდერ მილევცზიკი (9:0), ჩინელი ქსინ ჰუანგი (8:0), უკრაინელი ვლადისლავ კრავჩენკო (9:1) და ამერიკელი პეიტონ ომანია (7:0) დაამარცხა და ფინალში სომეხ შანთ ხაჩატრიანს ეჭიდავება.

ევროპის ჩემპიონმა დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ბელარუსი ალექსანდრ ნიაჰოდა (3:2) და შვედი ნიკლას პონტუს ოეჰლენი (7:0) დაამარცხა, მეოთხედფინალი სომეხ საჰაკ ჰოვანისიანთან წააგო (0:5) და მედლისათვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

gurami
მსაჯებმა ყველაფერი იღონეს რომ ეს მართლაც საამაყო ქართველი ვაჟკაცები ჩემპიონები არ გამხდარიყვნენ! ორივე მათგანი ფინალში რუს სპორცმენებს დაუპირისპირდნენ, ლერის ოთხ ქულიანი გდება მხოლოთ ორ ქულიანათ შეუფასეს! ხოლო ქაცანაშვილი პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით დაჩაგრეს!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს