ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კითხვა: "უნდა ფინანსდებოდეს თუ არა საფეხბურთო კლუბები სახელმწიფოსგან?" - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჟურნალისტებს ვთხოვეთ.

ვახო გაფრინდაშვილი (იმედი): "დაფინანსების პროგრამის გარეშე, ჩემი აზრით, ეს შედეგიც არ გვექნებოდა. ამ ეტაპზე სახელმწიფომ სუბსიდირება უნდა გააგრძელოს. თუ პროგრამა უფრო მოქნილი იქნება, ბუნებრივია, ყველა მოგებული დარჩება.

მთავარია, კლუბების მესვეურებმა მოინდომონ უფრო მეტად და შედეგი დადგება. დღეს უკვე არსებობს კონკრეტული სეგმენტი, რომელიც დაინტერესებულია ფეხბურთში ფულის ჩადებით. ასე რომ, ყველაფერი მენეჯერების "მარიფათზეა".

გიორგი მელქაძე (მსოფლიო სპორტი): "სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება საჭიროა, სანამ კლუბები არ გადავლენ კერძო მფლობელების ხელში. მაგრამ იმ სისტემით, რომელიც ახლა არის, ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არ არის კონტროლი, სად მიდის ეს თანხა, არავინ კითხულობს, როგორ იხარჯება და ხმარდება გუნდს. ამიტომ ვფიქრობ, უფრო მეტი კონტროლი, უფრო მეტი სიმკაცრე სჭირდება, რადგან ნათელი მაგალითი უახლოეს წარსულში გვაქვს ქუთაისის "ტორპედოში" განვითარებული მოვლენებიდან, სადაც ძალიან დიდი თანხა გაიფლანგა.

დაფინანსება უნდა გაგრძელდეს, რადგან ბევრი კლუბისთვის არის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ჩვენი ფეხბურთი არ არის იმ დონეზე, რომ სახელმწიფოც გვერდში არ დაუდგეს. შესაბამისად, საჭიროა ამ ყველაფრის კონტროლი".

ლაშა წიკლაური (პოპსპორტი): "კარგი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დოტაცია არ სჭირდებოდეს არც ერთ სფეროს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის. შესაბამისად, თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ სახელმწიფო სპორტის სახეობებს უნდა აფინანსებდეს, მაშინ მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა არ უნდა იყოს გამონაკლისი და აუცილებლად უნდა დაფინანსდეს.

ჩემთვის მიუღებელია ის, რომ დაფინანსდეს რაგბი, კალათბურთი, ტანვარჯიში და ჭოკით ხტომა, მაგრამ უარი ვთქვათ ფეხბურთზე, რადგან შედეგები არ გვაქვს. შეიძლება სხვანაირად უნდა დაიხარჯოს ეს ფული, შეიძლება მეტი მსჯელობაა საჭირო, თუ რაში იხარჯება ეს თანხები, მაგრამ ეს უკვე სხვა და ძალიან ვრცელი საკითხია".

დიმა შარიქაძე (კრისტალსპორტი): "დაფინანსებასთან დაკავშირებით რადიკალური პოზიცია მაქვს. თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ და ვთვლი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გავლით ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ კონკრეტული ბიზნესის დაფინანსება ძალადობაა. ნებისმიერი სპორტის სახეობის განვითარება კონკრეტულად ამ სფეროში ჩართული ადამიანების შესასრულებელი საქმეა. რატომ ითხოვენ ისინი ფულს სხვისი ჯიბიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ? ამ კითხვას ვუსვამ ყველას, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის დაფინანსების მომხრეა.

ეკონომიკური კუთხით კვლავ საბჭოური სისტემა რჩება. როცა კონკრეტულ ბიზნესში ჩართულმა ადამიანმა იცის, რომ კონკრეტულ თანხას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს, მისი პროდუქტიულობა კლებულობს, მაგრამ როცა იცის, რომ ფინანსური შემოსავალი მხოლოდ მის მუშაობაზეა დამოკიდებული, ის მეტს ცდილობს და ასეთ დროს ხარისხი მატულობს.

ახლახან ''რუსთავმა'' ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 100 000 ევროდ გაყიდა ''რუბინში". მითხარით არგუმენტი, რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენი ფულით ასეთი კლუბი? მათ არ ესმით, რომ ფეხბურთი ბიზნესია და იციან, რომ ხვალ კონკრეტულ თანხას მაინც მიიღებენ. და თუ ''ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში'' იმის ილუზია აქვთ, რომ ეს ადამიანები შეიცვლებიან, ჩემი აზრით, ილუზიებში ცხოვრობენ".

ხვიჩა ყაზაიშვილი (Sportall.ge): "თუ გვინდა ქვეყანაში ფეხბურთი არსებობდეს და მან შეასრულოს ის საზოგადოებრივი ფუნქცია, რაც გააჩნია, ფეხბურთი უნდა დაფინანსდეს, კლუბებიც, მათ შორის. თუმცა, დაფინანსების სისტემა რომ ოპტიმალური არაა და ცვლილებებს საჭიროებს, ნათელია. თანხების უმრავლესობა მწვრთნელების განათლებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში უნდა დაიხარჯოს. საფეხბურთო-სპორტული აღზრდის სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, უნივერსიტეტებთან უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, უცოდინარ და მაღალი დონის განათლების არმქონე მწვრთნელს ფეხბურთელის განვითარება არ შეუძლია.

ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს იმდენი ფული, რომ 3 და 4 წელში დაატყოს პროგრესი იმ სფეროს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელები 100+ მილიონ ევროდ იყიდებიან. ამიტომ საჭიროა მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც შედეგს თუნდაც 10 წელში გამოიღებს.

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ უნდა დაფინანსდეს ფეხბურთი. ეს მცდარი აზრია, რადგან სპორტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის სფეროა და მასზე საზოგადოებამ უნდა იზრუნოს. განსაკუთრებით, ისეთი პერიფერიული კაპიტალიზმის ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ.

სპორტის ის სახეობა კი, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს, ფეხბურთია. რაგბიში მსოფლიო თასზე გასვლა ვერ ჩაგვინაცვლებს ფეხბურთს. ფეხბურთს, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ისე საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი თამაშობს. გინახავთ რომელიმე კორპუსის ეზო ან სოფლის მოედანი, სადაც ბავშვები ან ზრდასრულები საღამოს რაგბის სათამაშოდ იკრიბებიან? რაგბის საკუთარი ადგილი აქვს, როგორც სხვა კოლექტიური სპორტის სახეობებს, რომლებშიც უფრო კარგი შედეგი გვაქვს.

არიან ადამიანები, რომლებიც დასცინიან ქართულ ფეხბურთს. მინდა ვთქვა, რომ ისინი საქართველოს დასცინიან. ჩვენი მდგომარეობა ასეთია, არ გვაქვს ფული, ღარიბი ქვეყანა ვართ, ღარიბი ხალხი, კოლექტიურად წარუმატებლები. მეტი შესაძლებლობა რომ გვქონდეს, მეტს მივაღწევდით.

სტადიონზე გინებაც ჩვენი უსუსურობის გამოვლინებაა, მეტი არაფერი შეგვიძლია, ვბრაზდებით, აგრესიას ასე გამოვხატავთ საკუთარი უუნარობის მიმართ. თუმცა, ჩემი მოულოდნელი სასწაულის აქაც მწამს, რადგან ის, რაც დღეს შეუძლებელია, არ ნიშნავს, რომ ხვალაც შეუძლებელი იქნება. შრომას და ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს".

ბაჩო ცალუღელაშვილი (goal.ge): "საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს წარუმატებელი შედეგები იმის ბრალია, რომ კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ის სიტუაცია, რაც ახლაა, არ მომწონს. ის თანხა, რასაც კლუბები სახელმწიფოსგან იღებენ, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და უნდა დაისახოს გეგმა, რაშიც ეს ფული დაიხარჯება.

თუ ამ ფინანსების კონტროლი არ მოხდა და ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა, მაშინ სახელმწიფოსგან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ".

ვაჟა ქუნთელია (Sportall.ge): "სახელმწიფოსგან ფეხბურთი არ უნდა ფინანსდებოდეს, არაა ეს წესი, მაგრამ ამ ქვეყანაში იმდენ უწესობას აქვს ადგილი... თუმცა, აქ ერთი მომენტიცაა: ქართული კლუბების ფინანსები ისედაც რომანსებს მღერიან და ამ დახმარების გარეშე ბევრი, ალბათ, გაკოტრდება და გვეყოლება 4 გუნდი. მართლა ასე იქნება".

გიორგი ხარშილაძე (ლიდერსპორტი): "2016 წლიდან საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ხუთი წლის განმავლობაში 265 700 000 ლარია გამოყოფილი. 2020 წელს თანხას კლუბები ამ პროგრამით ბოლოჯერ მიიღებენ და, ამხელა დანახარჯის მიუხედავად, პროგრესი არ ჩანს.

უფრო მეტიც, ჩვენი გუნდები დაფინანსებამდე უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ, ვიდრე ახლა აჩვენებენ. რა თქმა უნდა, ფეხბურთს მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ეს არ არის სოციალური პროექტი, ეს სპორტია და ფეხბურთელებთან ერთად, კლუბებიც ჯანსაღ კონკურენციაში უნდა გაიზარდონ".

მიშა ჟორჟოლიანი (ახალი თაობა): "გარკვეული დროის შემდეგ უნდა შეწყდეს... როდესაც ფონდი შეიქმნა, მაშინ უნდა ეთქვათ, რომ სამი ან ხუთი წლის შემდეგ დაფინანსება აღარ ექნებოდათ... საერთოდ, წინააღმდეგი ვარ სახელმწიფო დაფინანსების... არ ვარ ვალდებული, ჩემი შრომით თოდუას თუ დოლიძეს ხელფასი ვუხადო..."

თენგიზ ოყუჯავა (Sportall.ge): "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნის დღიდან ვაკვირდები ფონდის მუშაობას და რაში ხარჯავენ კლუბები თანხებს.

ამის გადამოწმება არ არის რთული, თუ ადამიანი დაინტერესებულია საკითხით. ამ ხნის განმავლობაში ფონდის მიერ კლუბებზე გაცემული ფულის დიდი ნაწილი ხელფასებში, პრემიებში, სტადიონებისა და ინვენტარის იჯარაში იხარჯებოდა.

ანუ იცით, როგორ ხდება? იმ ფულს, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღო კლუბმა, ხარჯავს ხელფასებში და არა სხვა სფეროში, როგორიცაა უძრავი ქონება, რეკლამა, მარკეტინგი, პიარი, ბავშვთა ფეხბურთი, განათლება და ა.შ. შეიძლება კლუბის მფლობელი და მენეჯმენტი ამას სხვა წყაროდან მოძიებული ფულით აკეთებდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ და პირდაპირ გეტყვით, ამას არავინ აკეთებს, რადგან ეს ყველაფერი ხომ უნდა დაეტყოს კლუბს, რასაც ვერ ვხედავთ.

მე ვისურვებდი, რომ ფონდიდან მიღებული ფული არ იხარჯებოდეს ხელფასებში და ეს პირდაპირ გაიწეროს ფონდის პროგრამაში. კლუბმა თავისი ფულიდან იხადოს ხელფასები და პრემიები, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში დახარჯოს ფონდის მიერ მოცემული ფული. სხვა შემთხვევაში ეს ფული ჰაერში მიდის და ეს ფაქტია.

კლუბების მენეჯმენტი ვერ განკარგავს ფულს სწორად, რადგან მათ ეს უბრალოდ არ იციან. კლუბებში უნდა დასაქმდნენ პროფესიონალი კადრები.

კომერციული თვალსაზრისით, ბოლო ერთი წელია ვითარება ოდნავ შეიცვალა და რამდენიმე კლუბმა სპონსორი იპოვა და მსუყე თანხებიც მიიღო, მაგრამ ყველას გვახსოვს "ტორპედოს" მაგალითი, სადაც არაპროფესიონალი კადრების მუშაობას კლუბის ფინანსური კრიზისი მოჰყვა.

სპონსორის მიერ მოპოვებული ფული დახარჯონ, როგორც უნდათ, მაგრამ ფონდის მიერ მიცემული ფული ხელფასებსა და პრემიებში არ უნდა იხარჯებოდეს".

მიუხედავად ქართულ ფეხბურთში არსებული ფინანსური მდგომარეობისა, მოგვწონს ეს თუ არა, ზოგადად საბაზრო ეკონომიკის პირობებში არ არის მიზანშეწონილი სახელმწიფოს მიერ ასეთი სახის დაფინანსების განხორციელება, მითუმეტეს თუ დეტალურად, ზუსტად არ არის ცნიბილი ასეთი სახის (საბიუჯეტო) დაფინანსების შედეგად რა შედეგს უნდა ველოდოთ და რაც მთავარია როდის !!!!! ამასთანავე, შეთანხმებულ ვადებში შედეგის მიუღებლობის შემთხვევაში ამ პროექტზე ვინ არის პასუხისმგებელი. ანუ, როდესაც თანხას (განსაკუთრებით ბიუჯეტის) ხარჯავ, ზუსტად უნდა იცოდე რაში იხარჯება ეს თანხები და სანაცვლოდ რა უნდა მიიღო და როდის!!!! P.S. არარატ არმენიასთან განცდილი სირცხვილის ამბავი გადაგორდა, პასუხისმგებელი (ოღონდ არა მხოლოდ სიტყვით არავინ არის?!
1234
1) მივესალმები, რომ ამ საკითხზე პრესამ ხმა ამოიღო. 2) 100%–ით ვეთანხმები შარიქაძეს: გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა, რომ კერძო კლუბში ჩადებული სახელმწიფო ფული, ეფექტიანად იხარჯებოდეს! საბავშვო წიგნებს მაინც არ კითხულობდით? სანამ მამამ შვილს, მართლა თავისი ნაწვალევი შრომით ნაშოვი ფული არ შეუგდო ცეცხლში, მანამ რეაგირებაც კი არ ჰქონია. აი, რატომ უნდა დახარჯოს კერძო კლუბმა, ბიუჯეტის ნაჩუქარი ფული ეფექტურად? დაინიშნა ხელფასი, მოათრია ნაცნობ–ძმაკაც–დაქალები, გადაუგდო 2 კაპიკი "ფანკლუბს" და ერთი–ორი ტროლს და მორჩა, ინდულგენციები ნაყიდი აქვს! თან მრავალშვილიანი თუ არის და "ჭეშმარიტი მართლმადიდებელია", მიდი და გაბედე გააკრიტიკო :) დაგესევა მთელი ტროლ–ფაბრიკა. ერთი სიტყვით, ბიუჯეტის ფულს შეეშვან და თავისი ფული, სადაც უნდათ იქ ხარჯონ!
Kkk
განათლებაში ეყოფა რაც შეჭამეს და კიდე ჭამენ., არაა საჭირო კიდე დაუმატოთ.დდდ
განათლება!!!
ფული ჩაიდოს განათლების რეფორმაში რომ გაიზარდოს ამ ქვეყანაში სწორად მოზროვნე ხალხი. რატომ უნდა ვყაროთ ვიღაცის ხელფასში და გულაობაში გადასახადებით შეგროვილი ფული. ან ვისაც ამ ქვეყანაში ფეხბურთი ჰკიდია და სხვა რამ, მაგალითად კინოხელოვნება უყვარს? რა კინოხელოვნებასაც გადავურიცხოთ 300 მილიონი?
ჯუბა
კიდევ კარგი დიმა შარიქაძის სახით არსებობს ადეკვატური აზრის მქონე ჟურნალისტი, სამწუხაროდ საზოგადოების და მედიის უდიდეს ნაწილს არ ესმის როგორ მუშაობს ბიზნესი და ეკონომიკა , შესაბამისად არ ესმით რა როგორ უნდა გაკეთდეს შედეგის მისაღწევად და არასწორად ითხოვენ და აქვთ ილუზია რომ კონტროლი შეიძლება მოხდეს ამ დაფინანსების..
saba
პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის დეფიციატია დღეს ქართულ ფეხბურთში და ამ პირობებში თუნდაც პრემიერლიგის ბიუჯეტი მიეცით შედეგი მაინც "ფშიკ"..ნული..ზერო იქნება საბოლოოდ..
Geo_Dinamo
რა თქმა უნდა არ უნდა ფინანსდებოდეს. იყოს იმდენი გუნდი რამდენიც იქნება. რატომ უნდა ვუხადო ასეთ ბედოვლათებს ჩემი ფული? სირცხვილის მეტი ჩვენ კლუბებს არაფერი მეტი არ გაუკეთებიათ ამდენი ხანია.
reali
რათქმაუნდა უნდა აფინანსებდეს, დამატებით კომერციულმა ორგანიზაციებმაც თუ დაფინანსა კიდევ უკეთესი. მარტო კომერციულ ორგანიზაციებზე არ უნდ აიყოს დამოკიდებული ,, დაუშვათ და გაკოტრდა კომერ ორგანიზაცია.. მაშინ რას ვშვებით ბედის ამარას ვტოვებთ ფეხბურთელებს არა .. ამიტომ სახემწიფო უნდა აფინანსებდეს თუ როგორ და რამდენით ეს სახემწიფოს გადასაწყვეტია.. ჩემი აზრით ესააა
Misha
Adre vtqvi da exlac vimeoreb.rasac am usaqmurebs atenian,im fulit xorbali dateson.qartul purs mainc shevchamt
სოსო
ხომ შეიძლება ერთმა გუნდმა მაინც მოუსმინოს გუჯა კახაძეს და გამოსცადოს მისი მეთოდი?განა რამდენი უნდა აიღოს ამ კაცმა?ერთი გუნდიდან ხუთმა კაცმაც რომ გაიაროს მისი კურსი,თუ გაამართლა კურსმა,გუნდს უკვე საგრძნობლად შეეტყობა სისწრაფეებზე და გასაგები გახდება,ღირს თუ არა,დანარჩენების გადამზადება.
Goga
ბატონო გალაქტიონ, კარგი იქნება თუ ამ კომენტარებს ერთ სტატიად შეკრიბავთ და გამოაქვეყნებთ. კარგი იქნება თუკი წაიკითხავენ ამ კომენტარების ადრესატები საზოგადოების მოსაზრებას. და ბოლოს, იქნებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ჰკითხოთ ამ ხნის განმავლობაში, რაც დაიწყეს ასე თავხედურად ფინანსების ფლანგვა, რა სარგებელი ნახა სახელმწიფომ და ქართულმა სპორტმა (ფეხბურთმა რომ არანაირი პროგრესი არ განიცადა ფაქტი სახეზეა)???
გუჯა კახაძე
მადლობა! ამდენი სიმართლე, ერთად თავმოყრილი, დიდი ხანია არ მინახავს.
ddgfdf
არა, არ უნდა აფინანსებდეს, მხოლოდ ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს.
ლაშა
რა თქმა უნდა არ უნდა ფინანსდებოდეს. ფულის წყალში გადაყრაა და მეტი არაფერი. რა აზრი აქვს ისეთი ჩემპიონატის დაფინანსებას რომლის ჩემპიონი გუნდიც ესე სამარცხვინოდ მარცხდება. 30 წელია გულშემატკივარი გვირაბის ბოლოს სინათლეს გამოჩენას ელოდებად და ეს სინათლე არდა არ ჩანს.გუნდების დაფინანსება დათვური სამსახურის გაწევაა მათთვის და მეტი არაფერი, მხოლოდ კლუბის მფლობელები ითბობენ ხელს.
Kkk
დახმარება უნდა იყოს მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში და თუ ამ პერიოდში კერძო მესაკუთრე არ გამოჩნდება გუნდი უნდა დაიშალოს.
გუჯა კახაძე
გამოიყენეთ ეს მეთოდიკა ქართულ ფეხბურთში და სახელმწიფო დაფინანსება აღარ დაგჭირდებათ... მიუშვი ჟანგბადი ტვინამდე! მაღალ ტემპში თამაშის დროს სირბილის ტრადიციული ტექნიკის გამოყენება იწვევს ნაადრევ დაღლას.ამ დროს კუნთები მოიხმარს ადამიანის ორგანიზმში არსებული ჟანგბადის სრულ მარაგს. შესაბამისად, თავის ტვინი რჩება ჟანგბადის გარეშე, რაც იწვევს აზროვნების სისწრაფის შენელებას და ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვას. მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილის შემთხვევაში კი („47+5“ მეთოდიკა) დაზოგილი ჟანგბადის დიდი ნაწილი თავის ტვინს მიეწოდება, რაც მენტალური ენერგიის სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური ენერგია, ამიტომ 2 ტაიმის მაღალ ტემპში თამაშის საშუალებას იძლევა.
ავიცენა
გადახედეთ აბა ამ სტატიას : https://www.amerikiskhma.com/a/georgian-football-crisis-and-the-lost-millions/3950525.html
ავიცენა
გარანტირებულმა „სახელმწიფო დაფინანსებამ“ აჩვენა, რომ ქართული კლუბების მესვეურების უმრავლესობას ურჩევნია - თვის ბოლოს საბანკო ბარათზე ხელფასი დროულად ჩაერიცხოს ან უცხოურ შეკრებაზე მაღალი კლასის სასტუმროში იცხოვროს - ვიდრე კლუბის სტრატეგიული განვითარების გზებზე იფიქროს;
ავიცენა
პროგრამის „ეფექტურ განხორციელებაზე“ პასუხისმგებელი სპორტის სამინისტრო, ფეხბურთის ფედერაცია და აიპ „ფეხბურთის განვითარების ფონდია“, რომლის გამგეობაშიც სპორტის მინისტრი ხეჩიკაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი კობიაშვილიც არიან.
ავიცენა
211 მილიონიდან 2021 წლამდე - 197.6 მილიონი ლარი მხოლოდ „საფეხბურთო კლუბების საბაზისო დაფინანსებაზე, ფინანსურ სტიმულირებაზე, საპრიზო და პრემიალურ ფონდზე“ დაიხარჯება, ანუ საბიუჯეტო თანხების უდიდესი ნაწილი: ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასებზე, პრემიებზე, მგზავრობაზე, სტადიონის იჯარასა და შეკრებებზე მიდის. მაშინ როცა „მასობრივი სახის საფეხბურთო ღონისძიებებსა“ და ქართული ფეხბურთისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან - „საფეხბურთო განათლების ხელშემწყობ პროგრამებზე“ მხოლოდ 13 მილიონია გამოყოფილი.
სიმართლე
არავითარ შემთხვევაში არ უნდა ფინანსდებოდეს !! მაგრამ ხალხს ვინ გვკითხა ?
patrons amatsas.
და რატომ გაგვიხურეთ ამ ფეხბურთით საქმე???? თუ გადაწყდა რამე მაშინ მთლიანად რაგბში ჩადეთ და არა ამ სპორტში!!!!!!!!!!! არაა ეს სპორტი ქართველების და ნუ გაუტრაკეთ საქმე ამ ძალით ფუტბალისტებს რა!!!!!!!!
zaza
არადა საქმე უფრო მარტივად არი ვიდრე აქ ბჭობენ რა წყობა გვაქვს დღეს ქვეყანაში ველური კაპიტალიზმი 2 ეკონომიკა ნული 3 უმუშევრობა მაქსიმალურად მიახლოებული კატასტროფასთან 4 ფულის უდიდეს და ქონების დიდ ნაწილს ფლობენ პოლიტიკანები და არა ეგრეთწოდებული ბიზნესმენები რადგან ეგენი ბიზნესმენები კიარა შარაგზის ყაჩაღები და ჩვეულებრივი კრიმინალები არიან რომლებსაც სულ ფეხებზე კიდიათ ფეხბურთიც და სპორტიც ზოგადად 5 რეალობა რა იყო მანამდე ქაბაბის და ხინკლის ვალები სასადილოებში არა ტრანსპორტი არა ჩასაცმელი არა ბურთი ეხლა კიდე სიტუაცია გამოსწორდა მაგრამ მოიგონეს დიდი სისულელე კერძო მესაკუთრე პლიუს სახელმწიფო ფული ეგარი დაუშვებელი გუნდი ან მუნიციპალური უნდა იყოს ან კერძო როგორ შეიძლება კერძო პირს მისცე მილიონი რომ საფეხბურთო კლუბს ფორმალურად ერქვას კერძო თუ კერძოა თვითონ მფლობელმა უნდა დახარჯოს ფული.ან როგორ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ კერძო კლუბი მან შეიძლება კერძო მესაკუთრე უბრალოდ გადასახადებით დაბეგროს თორე სხვანაირად გამორიცხულია ზოგიერთი იძახის საბაზრო ეკონომიკის და კაპიტალიზმის მომხრევარო და აზროვნებს როგორც მაოძედუნი.დდ ან ერთი სისტემა აირჩიე ან მეორე ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები აქ არ გამოვა. როცა სახელმწიფო ფულს ხარჯავს ის უნდა იყოს პასუხისმგებელი კლუბზეც და ფინანსებზეც რა მესაკუთრე მესაკუთრე არა კვახი საიდან მოდიან ეგ ტიპები საერთოდ რა ბაგაჟი აქვთ რა ბიზნესი აქვთ არაფერი არააქვთ უბრალოდ სახელმწიფო ფულს ჭამენ ეგრე ნებისმიერმა შეიძლება დაირქვას კლუბის მესაკუთრეც და ბიზნესმენიც.
კოტე
არავითარი ბიუჯეტის ფული ფეხბურთში! ბიუჯეთის თანხები შეიძლება იხარჯებოდეს ბავშვთა სპორტში და სპორტულ ინფრასტრუქტურაში მხოლოდ!!!
გიორგი
რა თმა უნდა დაფინანსდეს რაღაც დოზით. მაგრამ მე მაქვს კითხა,რატომ უნდა ქომდეს ფეხბურთელს და ქვეყნის შემარცხვენელს რაგბისტზე 4 ჯერ მეტი ხელფასი ?? ვინ გადაწყვიტა ესე ?
დათო
,,საბურთალოს" საგმირო საქმის შემდეგ აზრი შემეცვალა, ვიცი ასე არ გამოვა მარა მაიც, ცოტა გულს მაინც მომეშვება ყველა გარდა ,,საბურთალოსი" სი,რადგან მათ ისე ცუდად გადაყარა ის ხალხი ვისგანაც ფინანსდება.
llcl
ვეთანხმები დიმა შარიქაძეს და თენგიზ ოყუჯავას, არ უნდა ფინანსდებოდნენ კლუბები, სახელმწიფოს მხრიდან უნდა ფინანსდებოდეს ბაზების და სტადიონების მშენებლობა, უნდა აშენდეს სპროტსკოლები, სადაც გაჭირვებული ოჯახებიდან ბავშვები იცხოვრებენ, ყველა ბავშვისთვის სექციაში სიარული უნდა იყოს უფასო(ნუ კერძო სკოლების გარდა რა თქმა უნდა), სპორტული ეკიპირება უნდა იყოს უფასო, თუ ვინმე კერძოს პირს უნდა დააფინანსოს და ჰყავდეს გუნდი, თუნდაც მხოლოდ 2 გუნდი დარჩეს, ჩემი ჯიბიდან რატომ უნდა იღებდეს ხელფასს პროფესიონალი ფეხბურთელი, მე გამომადგება რამეში თუ ქვეყანას? დღევანდელი ფეხბურთი არის ბიზნესი და ბიზნესი აკეთონ ბიზნესმენებმა და არა ჩვენ, ისედაც გაღლეტილმა მოქკავშირ-ნაც-ქოცის მიერ საქართველოს მოსახლეობამ
dato
არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან წყლაში გადაყრილი ფულია, ჯობია კერძო 10 კლუბი იყოს. თუ მაინცდამაინც სააარჩევნოდ გვინდა ეგ პროგრამა მაშინ ჯობს ინფრასტრუქტურა დააფინანსოს და არა ნაცარქექია ნათესავების ხელფასები!
გიორგი
არ მინდა პოლიტიკურად გაიჟღეროს, მაგრამ ეს მთავრობა ფულის ფლანგვის ჩემპიონია - სოფლის მეურნეობაში 500 მლნ. ჩაიმარხა, შედეგი 0! (ოფიციალური სტატისტიკით - გამოშვებული პროდუქცია იკლებს, ინვესტიციების სოფლის მეურნეობაში ნულთან ახლოს). 300 მლნ. ჩაათხლიშეს ფეხბურთში და ცალკე ტორპედოში გაანიავეს (რაც აშკარად ვიცით) და თუ შედეგებით ვისმჯელებთ, არც სხვა კლუბებს მოუწყვეტიათ ციდან ვარსკვლავები. ფარერის კუნძულების ფეხბურთის ფედერაციის და კლუბები დაფინანსების საკითხი მაინტერესებს, რამეთი მნიშვნელოვნად განსხვავებული პროგრესი გვაქვს მეთევზეებით დაკომპლექტებული ნახევრადპროფესიონალური გუნდებთან და ნაკრებთან შედარებით?!
chabuka
ყოველ წლიურათ ჩემი ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის7000 ლარი.არ მენანება იმ სპორტის სახეობისთვის რომელიც შედეგს დებს და სიხარული მოაქვს ხალხისთვიიიიიიის,ხალხისთვის.{რაგბი,კალადბუთი,ჭიდაო,რიკტაფელა და ასე შემდეგ}და არა იმ მაფიიისთვის ვინც იქ ზის, დიახ ვინც ნამდვილად ზის და არაფერს აკეთაბს ფულის გაკეთების მეტს.საბურთალოს თამაშის ყურებისას კინაღამ მეორე ინფარქტი მივიღე.დღემდე ცუდათ ვარ.რისი გულისთვის,თან ფული ვიხადო და თან გული ვიხეთქო?საბურთალომ რაც გააკეთა სიკვდილის ტოლფასია,ბრძოლის ველზე სამხედრო დებს თავს სამშობლოსათვის,ფეხბურთელებმა კი მინდორზე უნდა დადოთ თავი,ხალხისთვის და ქვეყნისთვის.ასეა ეს.
Jordan Beli
ვეთანხმები დიმა შარიქაძეს.როცა ქვეყანაში ამდენი მშიერი,უსახლკარო,გაჭირვებული ხალხია,ავადმყოფებია რომლებიც სახლს ყიდიან რო ექიმთან მივიდნენ და სახელმწიფო აფინანსებს მილიონებით ფეხბურთს რომელსაც არანაირი წარმატება არა აქ.რატო უნდა უხდიდე მე ვიღაცას ფულს არაფერში.4 გუნდი გვეყოლებოდაო,24 რო გვყავს რა რო??? ეგრე 4 ჰექტარი ვენახი მაქ და ამიხსენით რატო მე არ უნდა მეხმარებოდეს სახელმწიფო?ხო 24 ჰექტარი მექნებოდა?
bs
რატომ უნდა მიდიოდეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიერ შრომით ნაშოვნი ფულის 20 %-დან წილი ამ მუქთახორების ჯიბეში? ამიხსენით ერთი რა დამსახურებისათვის!!!!!!!!!!! რატოოოოოოოოო????????? პროგრამებზე ბჟუტურით გინდათ დაგვაბოლოთ?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი?!
dinamo
ფეხბურთს და ზოგადად სპორტს რათქმაუნდა სჭირდება სახელმწიფოს მიერ დახმარება, ოღონდ საკანონმდებლო კუთხით, საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით და არა ამ სახით პირდაპირ ასეულობით მილიონები რომ ურიცხო. ერთ კითხვას ვსვამ ვინმეს გგონიათ რომ სახელმწიფო მართლა დააფინანსებდა ფეხბურთს 300 მილიონით, როცა ქვეყანაში ასეთ მძიმე სოციალური ფონია, რომ არა კახი კალაძე და ფედერაციაში მის მიერ მიყვანილი კლანი კობიაშვილის, მუჯირის, იაშვილის... სახით? ფეხბურთის ფედერაციას კალაძის კლანი რომ არ დაპატრონებოდა და დავუშვათ, ფედერაციის პრეზიდენტი ყოფილიყო ვინმე კალმახელიძე, ვიცე პრეზიდენტი ბოჭორიშვილი, აღმასკომის თავმჯდომარე პიპინაშვილი... ფიქრობთ რომ სახელმწიფო მაინც გამოყოფდა ქართული რეალობისთვის ძალიან დიდ თანხას 300 მილიონს? ეს ფული არანაირ ფეხბურთის განვითარებას არ ხმარდება და თუ როგორ "განვითარდა" და "ვითარდება" ბოლო 7 წელი ფეხბურთი ყველა გულშემატკივარმა და კარგად იცის, ეს არის კალაძის კლანისთვის გამოყოფილი ფული და უნდა შეწყდეს სახელმწიფოს მიერ კალაძის კლანის დაფინანსება!!!!!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა