"ტორპედოს" ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს და ჯანსაღი ქუთაისური კლუბი ყველა ქართველი ქომაგის ინტერესშია.

არავის უნდა, რომ მან "ზესტაფონის" ბედი გაიზიაროს. თუმცა კლუბში არსებული მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა და შევეცდებით, უფრო ვრცლად წარმოვაჩინოთ.

აქციებიდან აქციებამდე
"ტორპედოს" ქომაგებმა აქციები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყეს, როდესაც კლუბიდან "ვისოლ ჯგუფის" წასვლას მოითხოვდნენ. შემდეგ მერიამ ჩაიბარა კლუბი და 2017 წლამდე კლუბი ხუთეულშიც ვერ ხვდებოდა. 2017 წლის ზაფხულში კლუბი ზაალ ჩაჩავამ იყიდა, წლის ბოლოს კი გუნდი ჩემპიონი გახდა. თუმცა ჩემპიონობა არც მერიის და არც ჩაჩავას დამსახურება არ ყოფილა, ეს უფრო კახა ჩხეტიანის "ბრალი" იყო.

ჩაჩავამ კლუბი 300 000 ლარად იყიდა, თუმცა, როგორც გამგეობაში ამბობენ, მან მხოლოდ 140 000 ლარის საპრივატიზაციო თანხა შეიტანა და 160 000 ლარამდე თანხა დღემდე დასაფარი აქვს.

ამავდროულად, ჩაჩავას, ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად კლუბში 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ბოლო ინტერვიუ, სადაც ჩაჩავამ კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, "ქუთაისიპოსტთან" მოხდა. გთავაზობთ ამონარიდს:

"თვე-ნახევარი ხელფასი არ აუღიათ და რა მოხდა ასეთი? მსგავსი პრობლემები მსოფლიო დონის კლუბებში არსებობს. რა თქმა უნდა, პირადი წყენა მექნება იმ ფეხბურთელზეც და იმ მწვრთნელზეც, ვინც ამას ვერ ხედავს.

10, 12, 15 ათასი ლარი აქვთ ხელფასი. ყველაზე მინიმალური ანაზღაურება 5000 ლარია, როცა ზოგ გუნდში ეს ყველაზე მაღალ ხელფასად ითვლება. გუნდში რომ მოვედით, საჭმელი არ ჰქონდათ, სასმელი, ჩასაცმელი, მწვრთნელი გაქცეული იყო. ეს ჩემი პირადი გაბრაზებაც არის. ეს არის დაუნახაობა. მე არ ვაპირებ გუნდის დაშლას, მაგრამ ისეთი ფუფუნება აღარ იქნება, როგორიც იყო".

ასევე, ის საუბრობდა, რომ კლუბში 12-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა და ყველაფერს გადაჭარბებით ასრულებდა.

კლუბში იყო "ჰუალინგ ჯგუფის" ჩინური ინვესტიციაც, რომელთა კლუბიდან წასვლის მიზეზად გულშემატკივართა ნაწილი დასპონსორებული თანხების გაფლანგვას ასახელებს. ამავდროულად, არსებობს ქომაგთა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ევროტურნირებიდან შემოსული თანხა კლუბის მფლობელმა კაზინოში წააგო.

ქომაგთა პოზიცია
ჩვენ ქუთაისის "ტორპედოს" ერთგულ ქომაგს, ქეთა ჯალაღანიას დავუკავშირდით და მიმდინარე მოვლენებსა და ზაალ ჩაჩავას "ტორპედოზე" პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ.

"პირველ რიგში, შესწორებას შევიტან, ჩხეტიანის "ტორპედო" და არა ზაალ ჩაჩავას. ჩხეტიანის "ტორპედო" იყო საოცრად შეკრული და მებრძოლი გუნდი, რომელმაც სამ წელში 5 ტიტული მოიგო და ითამაშა ევროპა ლიგის პლეი-ოფი.

2019 წელს გულშემატკივარს ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა, ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის, თასისთვის და ვემზადებოდით ევროპა ლიგისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არა ჩაჩავას მიერ გუნდის ხელოვნურად დაშლა, ჩვენ ყველაფერს შევძლებდით ერთად.

წაგვართვა, დაშალა ჩვენი დიდი ოჯახი. ბოლო 5 თვის მანძილზე იყო ტყუილი დაპირებები, ჯერ ვითომ სპონსორს ეძებდა, იტყუებოდა ხელფასის ჩარიცხვის თარიღებს. არ ბეზრდება დღემდე და ისევ უნამუსოდ აგრძელებს ტყუილებს. მართალია, მისი არავის სჯერა, მაგრამ ვერ ვიშორებთ, იმიტომ, რომ რეალურად არავის ადარდებს "ტორპედოს" ბედი.

ჩაჩავას არცერთი დაპირება არ შესრულებულა, რაც ის გუნდში არის. ბაზაზე საშინელი მდგომარეობაა, აგური არ დადებულა, მოიტანა ძველი საწოლები, არის ჩამოყრილი კედლები, საშინელი ნესტი, ვალით მოტანილი საკვები.

ასევე, როგორც ამბობენ, "ტორპედოს" სახელზე არსებობს ძალიან დიდი სესხი. სად წავიდა ეს თანხა?! სად წავიდა ის მილიონები, რომელიც გუნდმა გამოიმუშავა?! ამაზე პასუხი არ არსებობს, 300 ათასად შეიძინა გუნდი მერიისგან და მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს ჩარიცხული. არის ძალიან ბევრი დარღვევა და უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები, თუმცა არავინ არ ინტერესდება და რეალობა არის ის, რომ ისევ ჩაჩავა გვიყენებს პირობებს.

ქუთაისის მერიას შეუძლია ჩამოართვას გუნდი, მაგრამ რატომღაც თავს იკავებენ. ჩვენთვის გაურკვეველია მიზეზი. არაერთხელ გავმართეთ გულშემატკივრებმა აქცია მოთხოვნით, რომ წასულიყო, მაგრამ ყოველდღიურად უფრო და უფრო უფსკრულისკენ მივიწევთ და ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანის კისერზე, რომელიც არასოდეს ყოფილა ამ დიდი ოჯახის წევრი.

გაგვანადგურა, გულები დაგვიმსხვრია და ისევ არ გვეშვება. იმ შემთხვევაში, თუ მერიას გადაეცემა გუნდი, ეს იქნება იმედი, რომ მოვა სპონსორი. იყო აქამდეც საუბრები, რომ დაინტერესებულნი იყვნენ "ტორპედოთი", მაგრამ რა თქმა უნდა, არცერთ ნორმალურ ადამიანს ზაალ ჩაჩავასთან თანამშრომლობის სურვილი არ ექნებოდა.

ახლა ჩვენთვის მთავარი არის, გუნდის მტერი წავიდეს. აუცილებლად დავდგებით ფეხზე და დაწყებულ ბრძოლას დავამთავრებთ.

აუცილებლად უნდა გამოჩნდეს სპონსორი. არ გვინდა მერიის შენახული გუნდი. ქუთაისს სჭირდება ძლიერი "ტორპედო", ყველაფრისთვის მებრძოლი და ძლიერ "ტორპედოს" მერია ვერ შეინახავს. წარმოუდგენლად მეჩვენება სპონსორის არარსებობა".

ქუთაისის მერია
ადგილობრივი გამგეობისთვის კლუბი უფრო თავის ტკივილია, ვიდრე გულის ტკივილი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ყოველწლიურად დაახლოებით 238 600 ლარით ფინანსდება. ამ ფინანსებს დაეძებენ წლებია კლუბის ქომაგები, რადგან ეს თანხა სტადიონს არასდროს ეტყობოდა და საუბარი იყო ტყუილად დასაქმებულ ადამიანებზე.

გვახსოვს, ალბათ, წინა ევროტურნირების პერიოდი, როდესაც სტადიონი შესარჩევს საშინლად მოუწესრიგებელი შეხვდა და ინსპექტირებისას უამრავი დარღვევა აღმოაჩნდა. მოსაგვარებელი იყო კანალიზაციის პრობლემა, რომლის სუნიც გასახდელებში იგრძნობოდა. როგორც პერსონალის, ასევე მაყურებლებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებში მოსაგვარებელი იყო სანიტარული ნორმები. პრობლემები იყო განათების მხრივაც.

მერია, რომელიც კანალიზაციის პრობლემას ვერ აგვარებდა, ახლა კლუბის პრობლემების გადაჭრას როგორ შეძლებს?! ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

ერთადერთი დადებითი ფაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგებული მინდორია, თუმცა დაპირებული სტადიონის გარემონტება ალბათ ოცნებების საკითხია.

გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა კახა ჩხეტიანი გაურკვევლობაშია. როგორ გინდა მისცე იმედი ფეხბურთელებს, როცა არ იცი, ხვალ მათ კონტრაქტებს ან ხელფასებს რა ელის. ზაალ ჩაჩავა კონტაქტს გაურბის, მერიას საქმე თვის ბოლოს აქვს გადადებული.

დასკვნა
კლუბს სასწრაფოდ სჭირდება სპონსორი. სხვა შემთხვევაში "ტორპედოს" მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებობს გარკვეული ინტერესები ბიზნესმენების მხრიდან, თუმცა ამას კიდევ გადახედვა სჭირდება, რადგან იგივე შეცდომა არ განმეორდეს.

ფაქტია, კლუბს, რომელიც ქომაგის სიმრავლით გამოირჩევა, ასე არ უნდა ექცეოდნენ და ნორმალურმა ბიზნესმენმა ეს კლუბის წარმატებისთვის გასაღებად უნდა გამოიყენოს.

გიორგი
ქუთაისის დანომრვას თავი დაანებეთ, იგი არც მეორეა და არც მესამე, იგი ისტორიული მნიშვნელობით საქართველოს უპირველესი ქალაქია და ასეთად დარჩება ყოველთვის.ვინც საქართველოს ისტორიას არ იცნობს კარგი იქნება თუ ყურადღებით წაიკითხავს!!!ეს მათ ნამდვილად არ აწყენთ! გარდა ამისა ქუთაისი ევროპის უძველეს ქალაქების ხუთეულში შედის! რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას იგი ქალაქის მნიშვნელობას და ღირსებას ვერაფერს დააკლებს!! თუმცა, რომ იცოდეთ, ბათუმის მოსახლეობა ხელოვნურად არის გაზრდილი ერთი მხრივ ქალაქის არიალში რაიონების შეყვანით და მეორე მხრივ იმ მკვდარი სულებით (უცხოელები მყავს მხედველობაში)რომლებმაც კაპიტალის დაბანდების მიზნით ბინები შეიძინეს ახალ აშენებულ კორპუსებში და ფაქტობრივად იქ არასდროს იცხოვრებენ!!! თუ ასეთ ნაბიჯს ქუთაისი გადადგამს, დარწმუნებული იყავით, რომ ქუთაისის მოსახლება ნახევარ მილიონს გადააჭარბებს!!!! ასე რომ, ქუთაისთან ქიშპობას გირჩევთ თავი მიანებოთ!!!!
ქუთაისელს-ს
თქვენ ჩემპიონატი ერთხელ მაინც მოიგეთ და მეორეობაზე მერე იოცნებეთ (განსაკუთრებით მრეწველობაში )))
ზუზუ
არარატმა 2-1 მოუგო დუდელანჟს... ჩააწყვეს ალბათ ))
გიოშა
მარიამ ბოლქვაძემ გაიმარჯვა ამერიკის ღია პირველობაზე-რატომ არაფერს არ წერთ?
გიორგი
ძირიანი ცვლილებებია საჭირო, ტორპედოში კი არა, მთავრობაში. ქვეყნის მასშტაბით მიდის მოპარვა. მოაჯდნენ ისევ ძველებურად როგორც ვატყობ მე შორეული ამერიკიდან
ქუთაისელს
ქუთაისმა კარგა ხანია დაკარგა მე2 ქალაქის სტატუსი.მე2 ქალაქი ბათუმი არის მოსახლეობითაც და მრეწველობითაც
გივი-გია
კანალიზაციის-ფეკალური მასების პრობლემა სრულიად საქართველოშია მოუგვარებელი...ფეხბურთი-სპორტის პრობლემაც.ზოგადად რაა მოგვარებული,რა?!
sormona
რა მერია რის მერია, ჭიღვარიაა საქმის გამკეთებელი??? კაცი ერთი საათის საქმეს ერთ კვირას ანდომებს და ეგ უშველი ტორპედოს??? მოაცილეთ აქედან, მუქთახორები და არაფრისმაქნისები ისედაც ბევრია....

ქუთაისის მერი ისევ ის მსუქანი ტიპია? თავისი ღაჟღაჟა პორტრეტი რომ დაახატინა?
გიორგი
ყველაფერს სწორს ამბობ და კარგად წერ მეგობარო, მოგიწონე კიდეც, მაგრამ წერე ქართული შრიფტით, დამემტვრა თავ-ყბა ლათინური შრიფტით ნაწერი ამხელა ტექსტის კითხვით!!!
ო. ბენდერი
ისე ეს ტორპედო სათაღლითო ადგილია თუ რა არის? ვისოლი მოვიდა და გუნდის სპონსორობისათვის ისეთ ადგილზე გაუხსნეს კალონკები - ცენტრში რედაქციის პირდაპირ, საბავშვო ცენტრის გვერდით და გორის ქუჩაზე პირდაპირ მოსახლეობაში. დაისაკუთრა ეს კალონკები და შემდეგ გაქრა. ახლა მოვიდა ეს თაღლითი ჩაჩავა და გააქრო ტორპედოს მილიონები, ზოგი ევროტურნირებზე ნაშოვი, ზოგიც ფეხბურთის განვითარებიდან ჩარიცხული, თუმცა სავარაუდოდ მარტო მაგი ყველას ვერ შეჭამდა - ალბათ გაუნაწილა მერიასაც, ფედერაციასაც და სხვებსაც. ამიტომ არის რომ პასუხს არავინ თხოვს. ისე სირცხვილი ქუთაისს, საქართველოს მეორე ქალაქს, რა გაუჭირდა იმის ფასი, რომ ერთ გუნდს ვერ ინახავს. გამოცხადდეს სახალხო გუნდად და შევიძინოთ ყველამ აქციები. არ უჭირს ქალაქს იმის ფასი, რომ ცალკე ფონდის ფინანსებით, ცალკე საწარმოო ორგანიზაციების მონაწილეობით ნორმალური პირობები შეიქმნას. ქუთაისს იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელების რესურსი კი აქვს, რომ არ ჭირდება 15 ათასიანი ხელფასით ვინმეს დაკავება, 3-5 ათასიანი ხელფასებითაც მშვენიერი გუნდი გაკეთდება. დაუბრუნეთ ტორპედოს ის კალონკები და მარტო ის უზრუნველყოფს გუნდს.
KUTAISELI
rato miblokav komentarebs torpedos dachlachi ro pederaciac ari gareuli da es vtkvi imito xo, kargit , xo xedavt ramdeni mteri gvkavs rodis gakreba torpedo is undat, kutaiseli pegburtelebi ki undat dinamochi, torpedo daichleba da ocneba ert xmasac ver caigebs kutaisidan, verc nacionalebi, es kargad daimaxsovros meriam da pederaciam, an tkven jurnalistebs ra torpedos ambebi mogindat, archevnebi xo ar modis, ver egirsebian kidev ertxel geubnebit, ocneba caagebs kutaischi torpedos pexebze dakidebis gulistvis, ras gverchodit erti pegburti gvkonda kutaischi esec kriminali xoaraa, sanamde ar dachalet gundi ar moechvit, icodet mteli kutaisi pederaciazea gabrazebuli da xalxma uket icis vin da rato dachala gundi es ro vtkva chansi araa mainc ar gamoakveknebt, dinamo da erti adgilis mimcemi saburtalo ar dagekargod, midi mimabloke arc unda vichlide nervebs tkveni gulistvis mara kutaisi mtkiva da imito vcer ase, ver aitanet zlieri torpedo romelic dinamos jobda , msajebi tkvenia da xelisupleba, mara gmerti kvelapers ukurebs, daisjeba kvela vinc torpedos sakmechia gareuli. an tkven jurnalistebs gambedaoba ar gkopnit pederacias ar ackeniot, risi jurnalistebi xart tkven ki vici, sakartvelochi sportuli jurnalisti araa, arc simsive da arc obolaze, ro kitxo kutaisi ukvart, pexebze kidia kvelas mtavaria samsaxuri ar dakargot mtavroba da pederaciaze cudi ar tkvat, tu dablokav tkven xo mainc caikitxavt esec sakmea.mtris jinaze isev dadgeba torpedo pexze, meore ligachi gadagvagdet ertxel 30 atasi laris gulistvis da atas gachirvebas gauzelit, amasac gauzlebt, male chevxvdebit.
გიორგი
ზაალი სად წავიდა? ჩალით არის ეს ვეყანა დახურული? რომ ბაქიბუქობდა და იყო ერთ ამბავში, იშოვა ძმამ ფული? ქუთაისის მერია მიხედავს? თავიაანთი თანამშროლები სასახურში დადიან თუ არა მაგას ვერ აკონტროლებს და ტორპედოს მიხედავს?
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს