ლიგა 1. სრული ტურის გამოხმაურება

ტურის მატჩი

“ლორიანისა” და “მარსელის” შეხვედრას წინ ზუსტად ისეთი აჟიოტაჟი უძღოდა, როგორიც უძღვის ხოლმე მატჩებს, სადაც სამი ქულის ფასი “სამ ქულაზე მეტია”. ასეთ დროს გუნდები შედეგზე აქცენტის გამო სათანადო ყურადღებას არ აქცევენ სანახაობას. პრაქტიკულად ასეც მოხდა: ზეწოლამ “მარსელზე” დამთრგუნველად იმოქმედა და ის ძალზე შებოჭილად გამოიყურებოდა.

რაც შეეხება მასპინძელს, მან ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გამარჯვებას ისინი ალალად იმსახურებდნენ. შედეგად, “ლორიანმა” ზედიზედ მეორე წელია თავისი როლი ითამაშა: შარშან “ლილი” დატოვა ჩემპიონთა ლიგის მიღმა, ახლა კი დიდიე დეშამის გუნდს წაართვა ჩემპიონობის პრაქტიკული შანსი.

ტურის გმირი

ჟერვინიომ კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მისმა შედეგიანმა დარტყმამ “ძაღლებს” “მარსელთან” 6-ქულიანი ჰანდიკაპი შეუქმნა და იმისთვის, რომ სამხრეთელებმა ტიტული შეინარჩუნონ უკვე წარმოუდგენელი რამეები უნდა მოხდეს - “ლილმა” ორივე შეხვედრა წააგოს და ამასთან, პლუს რვაბურთიანი ფორა გაანიავოს. ასე რომ, ივუარელს დამსახურებულად შეგვიძლია “ოქროს დარტყმის” ავტორი ვუწოდოთ.

ტურის სიმბოლური ნაკრები

კარასო (ბორდო) – მარანჟი (ბორდო), ვარანი (ლანსი), ბიშევაცი (ვალანსიენი) – კაბელია (არლი), ბერენჟე (ნანსი) ალუ დიარა (ბორდო), ჰამუმა (კაენი) – გამეირო (ლორიანი), ჟერვინიო (ლილი), მონტანო (რენი)

ტურის გუნდი

ამ მხრივ არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა. დე ფაქტო ჩემპიონებს აღნიშნულ “ტიტულს” ვერავინ შეეცილება. მით უფრო, რომ “სოშოსთან” არცთუ იოლ დაპირისპირებაში “ლილმა” შეძლო და თამაში 90 წუთის განმავლობაში აკონტროლა.

ტურის მოვლენები

“მარსელმა” ფრედ ითამაშა და ამით უშუალო კონკურენტს ნაადრევად ზეიმის საფუძველი მისცა. რატომ, ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ 99%-ით რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, ალბათ, ჩვენი მკითხველიც დაგვეთანხმება.

“ლანსის” წვალებას ბოლო მოეღო - აქ ლაპარაკი უკვე არ არის 99%-იან შანსზე, ლასლო ბოლონის გუნდი ოფიციალურად გავარდა. “მონაკოსთან” ფრე ამ გუნდს ლიგა 2-ის საგზურად დაუჯდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მონდომებით “ლანსს” საქმისთვის ხელი ცოტა ადრე რომ მოეკიდა, აუცილებლად დარჩებოდა, თუმცა ეს უკვე წარსულზე ჰიპოთეტური ანუ აზრსმოკლებული მსჯელობაა.

ტურის გოლი

მარიო ლიჩკა “ლიონთან” ძირითადში არ ყოფილა. 29 წლის ჩეხს სულ რაღაც 5 წუთი ეყო იმისთვის, რომ ულამაზესი გოლი გაეტანა. მეკარე სტივ ელანამ გრძელი პასით საკუთარი საჯარიმოდან უგო ლორისის სამფლობელომდე უწია, კრისმა ნოლან რუსთან ბრძოლა წააგო. ბურთი ლიჩკას მიუვიდა და მან დაუმუშავებლად მარჯვენა ფეხით ყუმბარისებურად დაარტყა.

ლორისი კი არა, ამ ბურთს იდეალურ ფორმაში მყოფი ოლივერ კანი და ჯანლუიჯი ბუფონიც კი ვერ აიღებდნენ.

რახან ყველაზე ლამაზ ბურთზე ვთქვით ორიოდე სიტყვა, აქვე აღვნიშნოთ არა ასეთი ეფექტური, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი გოლი, რომელიც ლანსელმა რაფაელ ვარანმა “მონაკოს” გაუტანა. 18 წლის ცენტრალურმა მცველმა თავის გამოჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე მოახერხა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. მართალია, ამით გუნდს ბევრი ვერაფერი შემატა (“ლანსი” მაინც გავარდა), მაგრამ თავად სერიოზული განაცხადი გააკეთა, რომ მომავალ წელსაც ლიგა 1-ში ითამაშოს. თინეიჯერი ფეხბურთელისთვის ეს სადებიუტო სეზონში 21 შეხვედრაში გატანილი მეორე გოლი გამოდგა (პირველი მან სულ ახლახან, 34-ე ტურში “კაენს” შეუგდო). აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გარდა ვარანმა ამ მატჩში ხარიხას ორჯერ გაარტყა ბურთი. კუნთმაგარ სტოპერს (191 სმ, 76 კგ) ქვედა ლიგაში სათამაშოდ ალბათ არავინ გაიმეტებს. დიდი შანსია, მისი კონტრაქტი რომელიმე ამბიციურმა გუნდმა გამოისყიდოს.

ტურის შეწყვეტილი სერია

“არლი” - ფრანგული ფეხბურთის ტკივილი. რა უნდა ითქვას გუნდზე, რომელსაც მე-2 ტურის შემდეგ მე-20 ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია? გუნდზე, რომელმაც პირველი ქულა მე-9 ტურში აიღო და პირველი მოგება მხოლოდ მე-12 ტურში იზეიმა? რა უნდა ითქვას და... კარგი არაფერი. ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა, მე-12 ტურიდან მოყოლებული “არლს” 23-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ის “ტულუზთან” შეწყდა. შეწყდა, რადგან ცნობილია, რომ ბუნებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

36-ე ტურმა მოგების დავიწყებული გემო გაახსენა “რენსაც”, ვისაც 9-მატჩიანი წარუმატებელი სერია ჰქონდა. ამ გამარჯვების შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფრედერიკ ანტონეტის გუნდმა მომავალი სეზონისთვის ევროპის ლიგის საგზური დაიბევა.

ტურის ფრაზა

“როგორც კულინარიაში ხდება ხოლმე, ჩვენი საქმეც ზუსტად ასეა. კარგი სურნელი ტრიალებს, საჭმელი თითქმის უკვე მზადაა მისართმევად, მაგრამ ცოტა მოცდა კიდევ გვმართებს, რომ ყელი ჩავიტკბარუნოთ,” - განა ძნელი მისახვედრია, ვინ იქნებოდა ამ ფრაზის ავტორი? ჰო, რა თქმა უნდა, ეს რუდი გარსიაა, წლევანდელი სეზონის უმთავრესი კულინარი.

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა