სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მას მეტოქე „ბარსელონასათვის“ სიურპრიზი აქვს მომზადებული

სიურპრიზი ბარსას

სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მას მეტოქე „ბარსელონასათვის“ „სიურპრიზი“ აქვს მომზადებული. ამის შესახებ „დეილი მეილის“ კორესპოდენტი თავად ლეგენდარულ სქოთს გაესაუბარა:

„მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი მეტოქე - ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მიუხედავად ამისა, არც ჩემი გუნდია ნაკლები: სეზონის დასაწყისში ჩვენ სრულ კრახს გვიწინასწარმეყველებდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს-დღეობით ის კრიტიკოსები შეცდომის აღიარების ნაცვლად, ჩალაგამოვლებულები სხედან და ხმა არ იღებენ.

გეხსომებათ: მე „ჩელსისთან“ გასამართი სამივე მატჩის წინ განვაცხადე, რომ მათთვის „სიურპრიზები“ მაქვს მომზადებული და როგორც თავად დაინახეთ, „ლურჯებმა“ ეს ჩემი „საჩუქარი“ მიიღეს - ახლა „ბარსელონას“ ჯერია! მე ვიცი როგორც უნდა დავამარცხო ხოსეპ გვარდიოლას სუპერ-შემადგენლობა - ერთი შეხედვით ეს რთულია, მაგრამ დაველოდოთ 28 მაისს“, - თქვა ფერგიუსონმა.

რთული გადაწყვეტილება

ტრავმიანობის გამო ბევრი გაუცდა, ზოგჯერ არ ათამაშებდნენ, ზოგჯერ განაცხადშიც არ შეყავდათ, მაგრამ ის მაინც „მილანის“ ლეგენდად რჩება - ლაპარაკია ლეგენდარულ, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონ 31 წლის ნახევარმცველ ანდრეა პირლოზე. მოგეხსენებათ, იტალიურ პრესაში არ წყდება სპეკულაციები ანდრეას შესაძლო გადასვლაზე „იუვენტუსში“. ამის შესახებ თავად ფეხბურთელი მოკლედ, მაგრამ ასე ამბობს:

„მე ამჟამად ძალზე რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ - აქ ათი დაუვიწყარი წელი მაქვს გატარებული“.

შეგახსენებთ: პირლომ „როსონერის“ რიგებში 284 გამართულ მატჩში 32-ჯერ გამოიჩინა თავი, წელს კი ზემონახსენები ტრავმიანობის გამო, მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკური სქემიდან ამოვარდა. ამასობაში, „მილანის“ კიდევ ორმა ლეგენდა ფილიპო ინძაგიმ და ალესანდრო ნესტამ კლუბთან ახალი, ერთ-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

რაული ესპანეთის ნაკრებში ბრუნდება?

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ შესაძლოა, მან ლეგენდარული რაულ გონსალეს ბლანკო ნაკრებში დააბრუნოს - იუწყება გამოცემა „მარკა“. შეგახსენებთ, რომ რაულს ევრო2008-ზე და მუნდიალ2010-ზე არ უთამაშია და შესაბამისად, უტიტულოდ დარჩა. ეგ კი არა, მისი ბოლო შეხვედრა 2006 წლის სექტემბრით თარიღდება: ამ დღეს ესპანელები 3:2 დამარცხდნენ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევრო2008-ის შესარჩევ ეტაპზე.

„რასაკვირველია, მე არ ვარ წინააღმდეგი მისი დაბრუნებისა, - ამბობს დელ ბოსკე - იგი გუნდური მოთამაშეა, რაც „შალკეში“ თამაშისას დაამტკიცა. ის სხვებისთვის მაგალითია“.

კვირის სიმბოლური ნაკრები

(4-4-2): ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) - პეპე (რეალი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), მარტინ კასერესი (სევილია), მაურისიო ისლა (უდინეზე) - რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), სებასტიან ჯიოვინკო (პარმა), ანხელ ლაფიტა (სარაგოსა), არტურო ვიდალი (ლევერკუზენი) - მარიო გომესი (ბაიერნი), რობინიო (მილანი).

კვირის კურიოზი და გოლი

კვირის კურიოზი ისაა, რომ „ბაიერნისა“ და „შტუტგარტის“ (1:1) შეხვედრაში მიუნხენელთა ნახევარმცველმა არიენ რობენმა ბრწყინვალე პასით ცარიელ კარს შეატოვა ფორვარდი მიროსლავ კლოზე, რომელმაც 2 მეტრიდან (!) ვერ მოახერხა კარის დალაშქვრა. კვირის გოლი კი - რაფაელ ვან დერ ვაარტის გოლია „ლივერპულის“ კარში. მან ბრწყინვალე დარტყმით შორეულ კუთხეში გაუტანა პეპე რეინას.

გიორგი ფულარიანი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა