საქართველოში შოტლანდიის ნაკრების სტუმრობამ საკმაო ინტერესი გამოიწვია და მათმა რაგბის ფედერაციის საიტმა მომავალ შეხვედრებს სპეციალური წერილი მიუძღვნა.

"ჯონსონი საქართველოში ტესტ-მატჩში დაგვიბრუნდება

იმ შემადგენლობასთან შედარებით, რომელმაც გასულ უქმეებზე საფრანგეთს მიურეიფილდზე 17:14 სძლია, გუნდში 10 ცვლილებაა. დაბრუნდება სემ ჯონსონი, მესამედ მოირგებს ნაკრების კვართს 23 წლის რორი ჰატჩისონი.

შოტლანდია 6 ერის გუნდებიდან პირველი ითამაშებს საქართველოში. ეს ბოლო გამოცდებია ჩვენი მოთამაშეებისათვის და მწვრთნელი გრეგორ ტაუნსენდი მსოფლიო თასისთვის შემადგენლობას მათთან მეორე შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებს.

აი, რა განაცხადა მან: "მიხარია ჯონსონის დაბრუნება და მივესალმები, რომელმაც გაზაფხულზე კარგად ითამაშა. შაბათს სხვებსაც მიეცემათ თავის წარმოჩენის შესაძლებლობა. ფრანგებთან დაპირისპირებაში პროგრესი იგრძნობოდა, მეტადრე - დაცვაში, თამაშის წარმართვაში, შერკინებასა და შეტევის ზოგიერთ ელემენტში.

ეს გამოცდა იქნება ქართველთა ძალიან კარგ გუნდთან, რომელიც საკუთარი გულშემატკივრების ძლიერი მხარდაჭერით უზომოდ მოტივირებული იქნება.

ფიზიკურად ძალიან კარგ მეტოქესთან ბრძოლას ველით და ეს ჩვენი ნაკრებისთვის დიდი გამოცდა იქნება. ამ გამოწვევის მისაღებად თამაშის თავიდანვე კარგად დაწყება გვმართებს. გვიბრუნდება სტიუარტ მაკინალი. ის სასტარტოში იქნება და ისევე, როგორც ნიცაში საფრანგეთთან, გუნდს უკაპიტნებს. ითამაშებენ ბლერ კინგჰორნი, ალან დელი და მეტ ფაგერსონი. დარსი გრემი ტომი სეიმურს შეცვლის, რომელმაც თავის ტრავმა მიიღო.

დაგვიბრუნდნენ ნახევარმცველები გრეიგ ლაიდლოუ და ფინ რასელი. მწყობრშია ვილემ ნელი. გრანტ გილკრისტი და ჯონ ბარკლაი საასპარეზოდ მზად არიან. ბენ ტოოლისი და ჰემიშ უოტსონიც.

მატჩს პირდაპირ ეთერში Premier Sports-ი გადასცემს.

შემადგენლობა:

15. ბლერ კინგჰორნი (ედინბურგი, 13 მატჩი ნაკრებში)

14. დარსი გრემი (ედინბურგი, 5)

13. რორი ჰატჩისონი (ნოტჰემპტონ სეინტსი, 2)

12. სემ ჯონსონი (გლაზგო უორიორზი, 4)

11. შონ მეიტლენდი (სარასენსი, 41)

10. ფინ რასელი (რასინგი, 44)

9. გრეიგ ლაიდლოუ (კლერმონი, 72, ვიცე-კაპიტანი)

1 ალან დელი (ლონდონ აირიში, 23)

2. სტიუარტ მაკინალი (ედინბურგი, 28, კაპიტანი)

3. ვილემ ნელი (ედინბურგი, 30)

4. ბენ ტოოლისი (ედინბურგი, 19)

5. გრანტ გილკრისტი (ედინბურგი, 35)

6. ჯონ ბარკლაი (ედინბურგი, 73, ვიცე-კაპიტანი)

7. ჰემიშ უოტსონი (ედინბურგი, 26)

8. მეტ ფაგერსონი (გლაზგო უორიორზი, 4)

სათადარიგოები:

16. გრანტ სტიუარტი (გლაზგო უორიორზი, 1)

17. ჯეიმი ბჰატი (ედინბურგი, 14)

18. ზანდერ ფაგერსონი (გლაზგო უორიორზი, 20)

19. სკოტ კამინგსი (გლაზგო უორიორზი, 2)

20. ჯონ შტრაუსი (ბლუე ბულზი, 23)

21. ალი პრაისი (გლაზგო უორიორზი, 25)

22. ადამ ჰასტინგსი (გლაზგო უორიორზი, 12)

23. ჰიუ ჯონსი (გლაზგო უორიორზი, 22)".

მეტოქემ მომავალ მატჩებს ვიდეორგოლიც მიუძღვნა.

Best
გენაცვალეთ ბორჯღალოსნებო მაგარი შემადგენლობა დაგვიყენეს წარმატებები ჩვენს ბიჭებს ბიჭებო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო