იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" სიენაში "მონტეპასკის" დაუპირისპირდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაუძალიანდა
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" სიენაში "მონტეპასკის" დაუპირისპირდა. სადღეისოდ სიენელები იტალიის ჩემპიონატის მთავარი პრეტენდენტები არიან, ხოლო "ვირტუსს" კარგი დროება არ უდგას - რეგულარული ეტაპის ბოლოს ზედიზედ წაგებული რამდენიმე მატჩის შედეგად მერვე ადგილამდე დაქვეითდა.

ამ გარემოებების მიუხედავად, მცირე იმედი მაინც იყო, რომ "ვირტუსი" "მონტეპასკის" ბოლომდე გაუძალიანდებოდა... მაგრამ პირველ მატჩში ეს ვერ მოახერხა - სიენელებმა გამარჯვებულის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს (58:30). საფინალო ანგარიში: 94:55.

სანიკიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 27 წუთი ითამაშა, 4 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ერთადერთი ბოლონიელი, რომელმაც 10-ქულიანი ზღვარი გადალახა კელვინ რივერსი იყო (15).

"მონტეპასკის" რიგებში ყველაზე მეტი კშიშტოფ ლავრინოვიჩმა ჩააგდო: 16 ქულის მოსაგროვებლად 19 წუთიც ეყო. სერიის მომდევნო შეხვედრა 21 მაისს ისევ სიენაში გაიმართება.

გუშინვე მერაბ ბოქოლიშვილის "აველინომ" "ბენეტონს" უმასპინძლა და 78:82 წააგო. ახალგაზრდა ქართველი განაცხადში არ იყო. სერიაში ტრევიზოელები დაწინაურდნენ - 1:0.

იტალიის მეორე ლიგაში მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი ჩაატარა ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" - სტუმრად "პრიმა ვეროლისთან" 63:71 დამარცხდა. მწვრთნელს მეტრეველი მოედანზე არ შეუყვანია.

სერიას "რიმინი" იგებს - 2:1.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე