გუშინ ტოკიოს ბაშოზე ლევან გორგაძის საჩემპიონო შანსებს ცივი წყალი გადაასხეს - ჩვენებური კომუსუბი კაკურიუსთან დამარცხდა
გუშინ ტოკიოს ბაშოზე ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) საჩემპიონო შანსებს ცივი წყალი გადაასხეს - ჩვენებური კომუსუბი კაკურიუსთან დამარცხდა და 10-2 ბალანსით მე-2 ადგილს ესტონელ გოლიათ ბარუტოსთან და ბრაზილიელ დებიუტანტ კაისეისთან იყოფს.

ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს მეტოქედ სენიაკუს რანგის სუმოისტი დაუნიშნეს. მონღოლმა კაკურიუმ ქართველი ოშიდაშით დაამარცხა და ამით ჩემპიონობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ასეთი შანსი (ოდნავ უკეთესიც) ტოჩინოშინსაც აქვს, თუმცა დიდი მონღოლი ჰაკუჰო არაფრის დამთმობი არ ჩანს - ის უკვე 12-0 ბალანსით იწონებს თავს, მას შემდეგ, რაც ოსი არანი წააქცია. როგორც ჩანს, ჰაკუჰოს კვლავ ვერავინ გაუწევს კონკურენციას.

დღეს ტოჩინოშინი ბარუტოს შეხვდება, მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს - წარმოიდგინეთ, მათი შვიდივე დაპირისპირება ესტონელის გამარჯვებით დასრულდა.

24 წლის გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) გააფთრებით იბრძვის დადებითი ბალანსის მისაღწევად. ახლა მან საამისოდ დარჩენილი ორთაბრძოლები უნდა მოიგოს. გუშინ გაგამარუმ მონღოლ ასასეკირიუს იორიკირით აჯობა. 5-7 ბალანსის მქონე ქართველს დღეს მე-8 მაეგაშირა შოტენრო გაეჯიბრება. მონღოლთან ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი აქვს - 2:3. ძურიოს დივიზიონში მე-4 გამარჯვება მოიპოვა კოკაიმ (ლევან ცაგურია).

XII დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-არანი (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ბარუტო-კაიო (იორიკირი), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), კაკურიუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გოეიდო-კაისეი (შიტატეჰინერი), კიტატაიკი-ჰომაშო (ოშიდაში), ამინიშიკი-იოშიკაძე (ოშიტაოში), კიოკუტენჰო-ტაკეკაძე (კიმეტაოში), ტოჩინოვაკა-ვაკანოსატო (ოშიდაში), მიაბიამა-ტამავაში (უვატენაგე), ტოკიტენკუ-შოტენრო (ნიმაიგერი), გაგამარუ-ასასეკირიუ (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ტოიოჰიბიკი (სუკუინაგე), ვაკაკოიუ-კიმურაიამა (კატასუკაში), დაიდო-ტოჩინონადა (ოშიდაში), ტაკამისაკარი-აკისეიამა (იორიკირი); ძურიო: კოკაი-ჰოჩიამა (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა

12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

10-2: ბარუტო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), კაისეი (მ 16).

9-3: კაკურიუ (კომუსუბი), ტოსაიუტაკა (მ 9).

8-4: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), გოეიდო (მ 1).

... 5-7: გაგამარუ (მ 14).

XIII დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, კაიო-არანი, ბარუტო-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-კისენოსატო, კაკურიუ-კაისეი, ტოიონოშიმა-ამინიშიკი, იოშიკაძე-გოეიდო, ჰომაშო-ტოჩიოძანი, კიტატაიკი-ვაკანოსატო, გაგამარუ-შოტენრო; ძურიო: კოკაი-მასუნოიამა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა