<p>ჩვენებურმა მეორე წრეში კანადელ სტეფანი დუბუასთან ორ სეტში წააგო და "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ბადეში ასპარეზობა დაასრულა <br> ოქსანა კალაშნიკოვამ (180) "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ბადეში ასპარეზობა დაასრულა. ჩვენებურმა მეორე წრეში კანადელ სტეფანი დუბუასთან (146) ორ სეტში წააგო - 4:6, 6:7 (5).</p><p>მატჩი მე-15 კორტზე საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. მართალია, კალაშნიკოვამ დუბუას 2 ეისი ჩაუგდო და 8-დან 4 ბრეიქპოინტი გაახერხა, მაგრამ საბოლოო წარმატებას უფრო გამოცდილმა ჩოგბურთელმა მიაღწია და ძირითადი ბადისთვის ბრძოლასაც ის გააგრძელებს. "დიდი სლემის" ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მე-2 ეტაპზე მარცხი 40 ქულას იძლევა, თუმცა შარშან კალაშნიკოვამ უკეთ იასპარეზა - მე-3 წრეში გავიდა და 50 ქულა მიიღო. ასე რომ, ჩვენებური რეიტინგში ოდნავ დაქვეითდება წინსვლის ნაცვლად. შეგახსენებთ, რომ ძირითად ბადეში ანა ტატიშვილი (107) იასპარეზებს.</p><p>იზმირის საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი დოლარი) პირველ ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ (285) მეორე წრეც გაიარა, მან თურქ მელის სეზერს მოუგო - 7:6 (3), 6:1. მეოთხედფინალში ჩვენებურის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ბრიტანელი ტარა მურია (346). წყვილთა ბადეში შაფათავასა და თათია მიქაძის (306) დუეტი ნახევარფინალშია, სადაც რუმინელი ბუზარნესკუსა და ხორვატი მრდეზას დუეტს ხვდება.</p>
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა