ჯულფალაკიანის ტურნირის 96 კგ-ში საჩემპიონო ორთაბრძოლაში ერთმანეთს ბიძაშვილები, იაკობ და ირაკლი ქაჯაიები შეხვდნენ
ერევანში გუშინ დაიწყო მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლევონ ჯულფალაკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებში, რომელშიც საქართველოს ნაკრები შესუსტებულ-ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოდის. ვინაიდან ლიდერთა ნაწილი თანატოლთა ევროპის პირველობისთვის, ნაწილი კი გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდ პრიზისთვის" ემზადება, ამიტომ მწვრთნელებმა სომხეთში სათადარიგოები გააგზავნეს.

ამის მიუხედავად, ჩვენები მაინც წარმატებით ჩაებნენ შეჯიბრებაში - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორიც ბრინჯაო მოიპოვეს. გუშინ შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, თუმცა ორში - 50-სა და 74-ში მონაწილე არ გვყოლია, დანარჩენებიდან ერთში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა. ეს 96-ში მოხდა, სადაც საჩემპიონო ორთაბრძოლაში ერთმანეთს წყალტუბოელი ბიძაშვილები - იაკობ და ირაკლი ქაჯაიები შეხვდნენ, გამარჯვება კი იაკობმა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველობაზე იაკობი მესამეზე გავიდა, ირაკლი კი ასევე ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დანარჩენი სამი მედალი ჩვენმა ახალგაზრდებმა 60 კილოგრამში მოიპოვეს - აქ ჩემპიონი გოგიტა გოგიბერაშვილი გახდა, რომელმაც მანამდე თანაგუნდელი ფირუზ წულუკიძე დაამარცხა. მოგვიანებით წულუკიძე და დავით თურქიშვილი, რომელიც ნაკრებში არ მოიაზრება, მესამეზე გავიდნენ.

დღეს ასპარეზობა დარჩენილ წონებში გაიმართება. საინტერესოა, რომ მონაწილე არც მძიმე წონაში გვყავს, თუმცა შესაძლოა, აქ ისევ ქაჯაიებმა იჭიდაონ! ეს მასპინძელთა თხოვნაა, რასაც საფუძვლად, ჩანს, მონაწილეთა სიმცირე უდევს. ჩვეულებრივ, მძიმე წონაში ბევრი ხალხი არასოდეს გროვდება და ალბათ, ახლაც ასეა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა