"ილიჩევეცში" იჯარით მყოფ 19 წლის ნახევარმცველს დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელებთან კონკურენცია არ აშინებს
მარიუპოლის "ილიჩევეცის" 19 წლის ქართველ ნახევარცველს, თორნიკე ოქრიაშვილს ინტერვიუ უკრაინულმა "სპორტ ექსპრესმა ჩამოართვა. ამ უკრაინულ გუნდს, 21 მაისს, ჩემპიონატის ბოლო ტურში კიევის "დინამოსთან" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის - მარიუპოლელთათვის უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ამ თამაშში გადაწყდება.

თორნიკემ ინტერვიუში საკლუბოსთან ერთად, სანაკრებო კარიერაზეც ისაუბრა.

- გადამწყვეტ მატჩს როგორი განწყობით ხვდებით?

- ეს ბოლო შანსია პრემიერლიგაში დარჩენისთვის. ამის გათვალისწინებით, სასიამოვნო ემოციები, რა თქმა უნდა, ნაკლებად გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი დავკარგეთ. "დინამოს" უნდა მოვუგოთ და ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ.

- რისი უფრო გეიმედებათ: "სევასტოპოლის" "ტავრიასთან" დამარცხებისა, თუ "დინამოს" შემადგენლობაში ძირითადი ფეხბურთელების არყოფნის?

- ყველა ამბობოს, რომ კიეველები მეორე შემადგენლობით გვესტუმრებიან. ჩვენც და კლუბის პრეზიდენტსაც ამის იმედი გვაქვს, თუმცა ყველა ვხვდებით, რომ თუკი მეტოქის სამწვრთნელო შტაბი ძალებს უკრაინის თასის ფინალისთვის მართლაც დაზოგავს, ეს ყველაფერს არ ნიშნავს. მით უმეტეს, ამის გარანტიაც არ არსებობს.

- გუნდის მთავარი მწვრთნელი ველერი იარემჩენკო რას ამბობს?

- განსაკუთრებულს არაფერს. უბრალოდ შეგვახსენა, რომ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

- თანაგუნდელები თუ განიხილავდით წარუმატებლობის მიზეზებს?

- სიმართლე გითხრათ, არასდროს ვმჯდარვარ ბიჭებთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ. არ მახსენდება, ვინმეს ეკითხოს: "რატომ ვაგებთ?"

- და თავად როგორ ფიქრობთ, რატომ?

- არ ვიცი. მატჩის შემდეგ მწვრთნელი ამბობს ხოლმე, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და გამოცდილება გვჭირდება.

- იქნებ, კრიტიკული სატურნირო მდგომარეობის ბრალია მოედანზე გუნდის შიშით გასვლა?

- პირადად მე არასდროს მეშინია და ყოველთვის დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გავდივარ და ვთამაშობ, როგორც შემიძლია. საერთოდ კი, თამაშის დროს სატურნირო ცხრილზე ვერ ფიქრობ.

- როდის გისრულდებათ იჯარა?

- "დინამოსთან" მატჩის შემდეგ.

- იმედი გაქვთ, რომ "შახტარი" "გაგრასგან" გამოგისყიდით?

- რა თქმა უნდა! თავს არ დავზოგავ, რომ გუნდი ჩემით დავაინტერესო. იმასაც ვხვდები, რომ დონეცკურ გუნდში ჩემ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, სადაც ბრაზილიელები თამაშობენ, მაგრამ ეს მე არ მაშინებს - ვიბრძოლებ.

- ლუჩესკუსთან პირადად თუ გქონდათ ურთიერთობა?

- არა, მაგრამ ვიცი, რომ "შახტარის" მწვრთნელი ყურადღებით ადევნებს თვალს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ჩემ შესაძლებლობებსაც კარგად იცნობს.

- ნაკრებში გიწვევენ?

- დიახ. უკვე ეროვნულშიც მიხმეს. სლოვენიასთან შეცვლაზე შევედი და 40 წუთი ვითამაშე. ის მატჩი 2:1 მოვიგეთ.

- მაშ თქვენ ცხრამეტი წლისა საქართველოს ნაკრებში გამოგიძახეს?

- (იცინის) თვრამეტის. 21-წლამდელთა ნაკრებში კი ჩვიდმეტი წლისამ ვითამაშე.

- ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია თუ ინტერესდება კლუბში თქვენი ამბებით?

- რა თქმა უნდა. ის რეგულარულად უკავშირდება ჩემ მენეჯერს და იმედოვნებს, რომ ეროვნულ გუნდში გამოვადგები.

- დაბოლოს, "დინამოს" შემადგენლობიდან ვის დარჩენას ისურვებდით კიევში?

- იარმოლენკოს, მილევსკისა და გუსევის... ძალიან მინდა შევჩენკო გვესტუმროს! მასთან ერთად მოედანზე თამაში - ნებისმიერის ოცნებაა!

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა