ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სკანდალის კვალდაკვალ: ხუთი საზარელი ამბავი უკომენტაროდ

სკანდალის კვალდაკვალ: ხუთი საზარელი ამბავი უკომენტაროდ

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ვამბობთ...
როგორც ვივარაუდეთ, საქართველოს ჩემპიონატის გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი მალევე ჩაცხრა და მავანთა გასახარად და ქართული ფეხბურთისთვის საზიანოდ, საქმეს გაგრძელების პირი აღარ უჩანს. ჩვენი ჩემპიონატის მთავარი თემა უკვე გუნდების რაოდენობის გაზრდაა, ქართული საფეხბურთო ოჯახის ბევრი წევრი კი უკანონო ფულს ძველებურად იშოვის.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მკითხველის ინტერესი შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ. ქვემოთ მოყვანილი ამბები და სქემები ყოფილმა ფეხბურთელმა გვიამბო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა და ამიტომ ჩვენც ისტორიების "გმირთა" სახელებს ჩვენთვის შევინახავთ, თუმცა დაკვირვებული და საქმეში ჩახედული მკითხველი ისედაც ბევრ რამეს მიხვდება...

ამბავი პირველი

რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთი თბილისური კლუბი ინტერტოტოს თასზე არასაფეხბურთო ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენელს გადაეყარა და ორი მატჩის ჯამში მოულოდნელად დამარცხდა. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაგრამ მეტოქემ შემდეგი ეტაპის საგზური სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მოიპოვა.

მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ თამაშების შედეგები განზრახ იყო "დასმული", მაგრამ ვარაუდი ვარაუდად დარჩა.

ჩვენი წყაროს ცნობით, რუსეთში მდებარე ერთ არცთუ ცნობილ ტოტალიზატორში, რომელსაც ქართველი მეპატრონე ჰყავს, პირველი თამაშის ფრეზე ორმა უცნობმა 40-45 წლის ქართველმა მამაკაცმა 10 ათასი ევრო დადო. ტოტალიზატორის მფლობელს ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ, როცა უცნობი თანამემამულეების პროგნოზი გამართლდა, ფაქტს დიდი გულისყურით მოეკიდა, თუმცა ბევრი ვერაფერი გაარკვია.

განმეორებითი მატჩის წინ იმ ორმა ქართველმა კიდევ მიაკითხა ნაცნობ ტოტალიზატორს და ფრეზე კიდევ უფრო დიდი თანხის დადება მოისურვა, მაგრამ უარი მიიღო. სამაგიეროდ, სხვადასხვა რუსულ ტოტალიზატორებში ამავე შეხვედრის ამავე შედეგზე საერთო ჯამში 60 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი დაიდო და პროგნოზი კვლავაც გამართლდა.

ამბავი მეორე

საქართველოს ჩემპიონატში არაერთ ისეთ მწვრთნელს უმუშავია, რომელნიც საფეხბურთო წარმატებების გარდა კულუარებში მექრთამეობითაც იყვნენ ცნობილნი. მათ უკანონო შემოსავლები ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მათი მშობლებისგან ჰქონდათ. როგორც ხვდებით, ეს თანხა დამწყები მოთამაშეებისთვის საფეხბურთო გზის გაკვალვის სანაცვლოდ იდებოდა.

ერთ-ერთი ცნობილი და ტიტულოვანი ქართველი სპეციალისტის "ტარიფი" ამ "მომსახურებისთვის" 5 ათასი აშშ დოლარი იყო. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კლუბში მოღვაწეობისას მან დუბლშემადგენლობის ფეხბურთელს სწორედ ეს თანხა გამოართვა და ძირითად გუნდში დაწინაურებას დაჰპირდა.

სხვათა მსგავსად, ამ დაპირებას მასაც უთუოდ შეუსრულებდა, მაგრამ კლუბში მალე სიტუაცია აირია, ხელმძღვანელობა შეიცვალა და ამ მწვრთნელსაც წასვლა მოუწია. დაპირება შეუსრულებელი დარჩა, რასაც დიდი გარჩევები მოჰყვა. ფეხბურთელის ოჯახი მწვრთნელისგან ფულის დაბრუნებას ითხოვდა და დიდი დავიდარაბის შემდეგ მწვრთნელმა ფულის შენარჩუნება ფეხბურთელის სხვა გუნდში მოწყობით მოახერხა.

ამბავი მესამე

მეორე ვეტერანი მწვრთნელი მექრთამეობაში უფრო ფრთხილი იყო და თავის დაზღვევის მიზნით ფეხბურთელების ოჯახებს მოსალაპარაკებლად თანაშემწეს უგზავნიდა ხოლმე.

ეს ამბავიც ლიხსიქითა კლუბში მოხდა: სეზონის მსვლელობისას გუნდი ძირითადმა მეკარემ დატოვა და კარი მის ახალგაზრდა დუბლიორს ანდეს. როცა საქმე მეორე გოლკიპერის შერჩევაზე მიდგა, მწვრთნელმა დუბლშემადგენლობის ნიჭიერი მეკარის ოჯახს შვილის დასაწინაურებლად სოლიდური თანხა მოსთხოვა. ოჯახი ხელმოკლე არ იყო, მაგრამ მიიჩნია, რომ ბიჭი საკუთარი დამსახურებით და ქრთამის გარეშეც შეძლებდა წინსვლას, მაგრამ მწარედ შეცდა - გუნდის მეკარეთა მწვრთნელი მთავარ მწვრთნელს მის ნიჭიერებაში არწმუნებდა, მაგრამ ახალგაზრდა მეკარე ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბიდან მალე დაითხოვეს და დღემდე პირველ ლიგაში თამაშობს.

ჩვენი ინფორმატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ კლუბის მწვრთნელთა უკეთურობანი კლუბის პრეზიდენტის გვერდის ავლით ხდებოდა.

ამბავი მეოთხე

"საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა უმრავლესობა სისტემატურად თამაშობს ტოტალიზატორში, დაახლოებით 20-25 პროცენტი "ხელზეც მაზაობს" და ამ ყველაფრის მერე როგორ დავიჯერო, რომ მხოლოდ ის ხუთი ფეხბურთელი კადრულობს ისეთ სიბინძურეებში მონაწილეობას, რისთვისაც ისინი დაისაჯნენ. მათი გამოაშკარავება სუფთა პიარი იყო, უზარმაზარ დანაშაულებრივ ხეს ხუთიოდე ფოთოლი გასცვივდა, რითაც აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. ქართული ფეხბურთი ძალიან ღრმა ჭაობში რჩება", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

იგი ტოტალიზატორისგან გაუბედურებულ ყოფილ თანაგუნდელებს იხსენებს, რომელთაგანაც რამდენიმე უკვე ცოცხალი აღარაა, ზოგი უიმედო ნარკომანია, ზოგიც კი გისოსებს მიღმა ზის. ყველაფერი "კუშებისადმი" გადამეტებული სიყვარულით დაიწყო:

"ფეხბურთელებს კომფორტული ცხოვრება უყვართ და ტოტალიზატორი მათთვის უდიდესი საცდურია. ტოტალიზატორთან ურთიერთობის დაწყებიდან ცოტა ხანში ფეხბურთელის სოლიდური ხელფასი უკვე სასაცილოდ გამოიყურება წაგებულ თანხასთან შედარებით. ფეხბურთელი სიტუაციიდან გამოსავლის ძებნას იწყებს და მათ "მშველელად" გაბედავასნაირი ტიპები ევლინებიან, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარ და იოლად შესასრულებელ საქმეში სოლიდურ გასამრჯელოს სთავაზობენ. ასე რომ, ყველა უბედურება ერთი შეხედვით უვნებელ ტოტალიზატორში შესვლით იწყება. როგოც ვიცი, ეს "ზესტაფონის" ფეხბურთელებს აკრძალული აქვთ და კარგი იქნება, ამ მაგალითს სხვა კლუბებიც თუ მიბაძავენ".

ჩვენი რესპონდენტი კონკრეტულ გამოვლენილ ფაქტებსაც უკეთებს კომენტარს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის მანიპულაციების განხორციელება მეკარის გარეშე შეუძლებელია. ბუნებრივია, ეს არ ეხება აუტებისა თუ პენალტების რაოდენობის "დასმას", მაგრამ თამაშის გაყიდვა მეკარესთან შეუთანხმებლად არასდროს ხდება. უმეტეს შემთხვევებში გაყიდული თამაშის შესახებ ყველაფერი იცის მწვრთნელმაც, მაგრამ არის გამონაკლისებიც.

ამბავი მეხუთე

ბოლოს კი შევეცდებით მეტ-ნაკლებად ვრცელი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ ტოტალიზატორების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და მისი დონის სხვა ჩემპიონატებში დაფიქსირებული პენალტების, ბარათების, კუთხურებისა თუ აუტების რაოდენობებით არის დაინტერესებული.

ამ საქმით ძირითადად წვრილ-წვრილი ტოტალიზატორებია დაინტერესებული, რომელთა უმრავლესობის სახელის დადგენაც კი ჭირს, ვებგვერდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. კაცმა რომ თქვას, ეს არც სჭირდებათ და თუ რატომ, ამას ქვემოთ მიხვდებით.

ასეთი უკანონო საბუკმეკერო კანტორები XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ავსტრიაში დაფუძნდა და მათ ჩამოყალიბებაში ქართველთა ხელიც ერია. ავსტრიულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დანაშაულებრივი სქემა მალევე გაშიფრეს და ახალშექმნილი სარფიანი ბიზნესის დაპატიმრებას გადარჩენილმა მესვეურებმა საქმიანობა აზიის ქვეყნებში, ძირითადად სამხრეთ კორეაში განაგრძეს, სადაც დღემდე ლაღად გრძნობენ თავს.

ბოლო დროს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცებს "სკაიპის" მეშვეობით ხშირად უკავშირდებიან უცნობი კორეელები და საკუთარი ტოტალიზატორების გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ. კერძოდ, მსურველი, რომელიც საყველპურო ინგლისურს მაინც ფლობს, დაესწრება საქართველოს ჩემპიონატის ამა თუ იმ მატჩს, მოიმარჯვებს კალამსა და ბლოკნოტს, აღნუსხავს სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს, თამაშის დროს მობილური ტელეფონით უპასუხებს აზიიდან შემოსულ ზარებს და იქაურ ბუკმეკერს ხშირ-ხშირად გადასცემს თამაშის ამა თუ იმ მომენტისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებლებს.

როგორც წესი, ერთი მატჩისთვის ამგვარი მომსახურების საფასური 100 აშშ დოლარს შეადგენს. ასე რომ, სულაც არ არის საჭირო სტადიონზე დამალული აზიელის ძებნა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას იქ ვერ ვიპოვით - ამ საქმეს ქართველიც ჩინებულად ართმევს თავს.

ალბათ იკითხავთ, რატომ ენდობიან აზიელები ქართველების მიერ გადაცემულ ინფორმაციას. საქმე ისაა, რომ მათთვის აბსოლუტურად სულ ერთია, სიმართლეს გადასცემს თუ არა ქართველი ინფორმატორი. მეტიც - არც ის ადარდებთ, იგი სტადიონიდან ელაპარაკება თუ ვთქვათ, სახლიდან ან რესტორნიდან.

და აი, რატომ: ამ ტოტალიზატორების მთავარი შემოსავალი ფეხბურთი სულაც არ არის. მათი მესვეურები ფულს უმეტესად ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობით, ასევე პროსტიტუციით შოულობენ, ტოტალიზატორი კი შავი ფულის გასათეთრებლად სჭირდებათ.

როცა თამაშის მსვლელობისას ქართველი ინფორმატორი "ცოცხალის" შედეგებს გადასცემს, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთი ტოტალიზატორის წარმომადგენელი მეორე "მეგობარ" ტოტალიზატორში დებს სოლიდურ თანხას და იქაურ სტატისტიკურ საიტებზე მერეღა ჩნდება ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონატის კონკრეტულ მატჩში ამა თუ იმ წუთისთვის დაფიქსირებულ კუთხურებზე, ბარათებზე, აუტებზე და ა.შ. ანუ თითქოს ჯერ ფსონი დაიდო და შედეგი შემდეგ გახდა ცნობილი, არადა, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ინფორმაცია წინასწარაა გადაცემული. აქ "მოგებულ-წაგებული" ტოტალიზატორი სულ ერთია, რადგანაც მათი პატრონები კომპანიონები არიან და ზემოთ ნახსენები შავბნელი ბიზნესიდან მიღებულ გრანდიოზულ საერთო ფულს ამგვარად ათეთრებენ.

• ალექსანდრე გედევანიშვილი

მესამედ ვიძახი - მე ბევრი რამე გამიგია, მაგრამ ასე ჭორის დონეზე, "ჩემი მეზობლის მაზლის ქვისლის ბიძაშვილის"(ოღონდ რომელი ბიძაშვილის - ინკოგნიტოდ ვტოვებ:დ) მონაყოლით ვერავის დავადანაშაულებ და ვერც ვერაფრის მტკიცებას ვერ მოვყვები!!!

• 123123

shoda 100% მართალი ხარ.თემური,ალექსანდრე გედევანიშვილი თქვენ რა ეხლა გაიგეთ რო ამ ყველანაირად დედაა*****ბულ ჩემპიონატში ბლომად ფული თუ არ გადაიხადე და მდიდარი მამიკო არ გყავს სასტავში 100 წელი ვერ მოხვდები და ბოლოს იძულებული ხდები შეეშვა თამაშს?

• თემური

ბატონო shoda! ძალიან გთხოვ კორექტულად. საერთოდ არავითარი კავშირი არ მაქვს საფეხბურთო საქმიანობასთან. ვარ რიგითი და თავგადაკლული ფეხბურთის გულშემატკივარი. ყველა ვინც ასეთ სიბინძურეში მონაწილეობს მკაცრად უნდა დაისაჯოს - ფუნქციონერიც და სპორტსმენიც. ისინი ჩვენი შვილებისთვის სამაგალითონი უნდა იყვნენ.

• ალექსანდრე გედევანიშვილი

shoda - ძალიან გთხოვ წესიერად ილაპარაკე შენი ჭირიმე რა!!! რომ მინდა ზუსტად და კარგად გაირკვეს რა ხდება და როგორ, მაგიტომ ვწერ ”ყვავი ჩხიკვის მამიდის” დონეზე არ უნდა იწერებოდეს სტატიები მეთქი... მეც ძალიან ბევრი რამე გამიგია, ზოგი შეიძლება დავიჯერო, ზოგი არა, მაგრამ თუ კონკრეტული ადამიანი თუ ადამიანები არსებობენ ვინც ამ ყველაფერს დაადასტურებს პირდაპირ უნდა ილაპარაკოს!!!

• daviti

ძალიან გაინტერესებთ სახელი და გვარები? როგორ დავამტკიცო თორემ მეც ვიცი დასავლეთში მოღვაწეობისას ქრთამის ამღები თავკაცი. მაგრამ ფაქტს საიდან დაუმტკიცებ და სახელი და გვარიც რომ იყოს მაინც ჭორაობა და ბინძური კამპანიააო იტყვის ის და მისნაირი ავკაცი ხალხი. ასე კი წყერომ ფაქტები თქვა და გადამოწმება თუ უნდათ ძალოვნებსაც შეუძლიათ! პ.ს. რა მეკარის გარეშე ასეთი საქმეები კეთდება, თუ ისეთი ფორვარდები გვყავს რომ მეკარის დახმარება აწყენს?

• shoda

რაო ბიჭებო ტყვილია აქ აღწერილი ფაქტები?? აგეწვათ არა ერთი ადგილი?? ამ ხალხს ნამუსი რომ ჰქონდეს ტოტალიზატორებს ახლოს არ გაეკარებოდნენ!!

• ernandes

სხვა გაზეთების რა მოგახსენოთ მაგრამ სწორედ ლელოში უნდა უნდა იწერებოდეს ესეთი ამბები ავტორიტეტულ სპორტულ გაზეთში უნდა წაიკითხოს ხალხმა რა ხდება ქართულ ფეხბურთში! ავტორმა რო ფაქტები დადოს იმ ფეხბურთელებს რა ეველებათ ვინც ესეა მოსული ქართულ ფეხბურთში??? ასეთი ფეხბურთელი ხომ უამრავია

• ალექსანდრე გედევანიშვილი

როგორც ვიცი ამ საიტზე გაზეთ ”ლელოს” სტატიები არის ხოლმე გამოქვეყნებული, მაგრამ ეს წერილი აშკარად ”ასავალ-დასავალის” თუ ”ალიას” ”რეპერტუარს” გავს:( ამისთანა ამბავს დღეში მოვიგონებ ხუთს კი არა სამას შვიდს:დ გაგონილი ბევრი რამე მაქვს მეც და ყველა ქართველ გულშემატკივარს, მაგრამ გაზეთში რომ იბეჭდება სტატია სადაც აშკარად კრიმინალურ ფაქტებზეა საუბარი, ინფორმატორი წესით ინკოგნიტოდ არ უნდა რჩებოდეს ან გაზეთში მოსვლამდე სამართალდამცავ ორგანოებში უნდა იყოს ნამყოფი ან ინფორმაციის მოწოდების შემდეგ ვიღაც უნდა დაინტერესდეს...

• თემური

საზიზღრობაა რაც წერია. თუ ავტორს ნაღდი ფაქტები აქვს გვარები დაასახელოს, თორემ ჭორის დონეზე გაგებულს გავს. ისე რა საჭიროა ხაზგასმა ლიხსიქითა?

• koshka194

რა მარაზმია :@:@:@ სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავათ ეხლა რასაც ვგრძნობბ....

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია