ევროტურნირებზე შემორჩენილი ორი ქართული გუნდიდან, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თბილისის "დინამოზე" უკეთესი შანსი "ზესტაფონს" აქვს...

ევროტურნირებზე შემორჩენილი ორი ქართული გუნდიდან, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თბილისის "დინამოზე" უკეთესი შანსი "ზესტაფონს" აქვს. საინტერესოა, თუ რა გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ პრესაში ქართულ-უკრაინული დაპირისპირების პირველ რაუნდს. ეს ჩვენი მკითხველისთვისაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული და ყოველივეს აქვე გთავაზობთ.

"ყველაფერი საქართველოში გადაწყდება", "კარპატიმ" და "ზესტაფონმა" შანსები შეინარჩუნეს", "ლვოველებმა შინ ერთი ბურთი იკმარეს", "ფრეს მინიმალური მოგება სჯობდა"... ეს და სხვა სათაურები ამშვენებს უკრაინულ ინტერნეტგამოცემებზე გამოქვენებულ მასალებს, რომლებშიც "კარპატი"-"ზესტაფონის" მატჩის მიმოხილვაა გადმოცემული. ვნახოთ, რა განაცხადეს მეტოქე გუნდების თავკაცებმა მასმედიასთან საუბარში.

"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ლვოვში ჩატარებული მატჩის შედეგით უკმაყოფილოა, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვიდა. ჩვენც და "კარპატიმაც" შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ჩვენ შემტევი ფეხბურთის მიმდევრები ვართ და ლვოვშიც არ გვიფიქრია ჩაკეტილი თამაში გვეჩვენებინა. ჩემი გუნდის თამაშს ორ ნაწილად დავყოფდი. გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი აჩვენა. პირველ ნახევარში თამაში ჩავაგდეთ. ჩემი მოთამაშეები სისწრაფეში მოიკოჭლებდნენ, მოდუნებულები ჩანდნენ და მათი გამოცოცხლება აუცილებელი იყო.

შესვენებაზე ფეხბურთელებთან სერიოზული საუბარი მქონდა, თამაშში კორექტივები შევიტანეთ და ამან შედეგიც გამოიღო, მეორე ტაიმში ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენეთ. პირველი ნახევარი ნახევარდაცვამ სუსტად ჩაატარა. მერე ტაიმში მათ თამაში გამოასწორეს, მაგრამ დაცვაში დავუშვით შეცდომები. თავდასხმის ხაზი კი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა.

წაგება არავის უყვარს და არც ერთი მწვრთნელი არ იტყოდა, რომ 0:1 წაგებით კმაყოფილია. ასე რომ, შედეგით მეც უკმაყოფილო ვარ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის ბოლოს აშკარა გოლს გადავურჩით. მეტოქეს მეორე ბურთი რომ გაეტანა, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.

მინიმალურად დავმარცხდით და როგორც ამ მატჩამდე ვვარაუდობდი, ისეა - ყველაფერი ზესტაფონში გადაწყდება. შინ სწრაფად უნდა ვითამაშოთ, სწორედ ეს არის თანამედროვე ფეხბურთი.

შეგვიძლია თუ არა ამ ბარიერის გადალახვა? ვნახოთ... "კარპატი" კარგი გუნდია. ჩვენი გუნდი პროგრესს განიცდის და თუ მომდევნო ეტაპზე ვერ გავალთ, ამას წარუმატებლობად ჩავთვლი", - აღნიშნა "ზესტაფონის" თავკაცმა გია გეგუჩაძემ.

ახლა კი ვნახოთ, თუ რა აზრის არის ლვოველთა გუნდის მთავარი მწვრთნელი.

"რთული თამაში გვქონდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ბურთი გავიტანეთ და კარის მშრალად შენახვა შევძელით. მეორე ბურთის გატანაც შეგვეძლო, ძალიან ახლოს ვიყავით მიზანთან, მაგრამ დასანანია, რომ ეს ვერ შევძელით.ჩვენი მიზანი "სწრაფი გოლის" გატანა კი არა, თამაშის მოგება იყო და კმაყოფილი ვარ, რომ ეს შევძელით.

"ზესტაფონი" ძალიან კარგი გუნდია. მეტოქეს არაფრით გავუოცებივარ, მაგრამ კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება ნამდვილად დატოვა, რომელსაც შეუძლია მწვავე იერიშების განხორციელება. თავიდანვე ველოდი, რომ ქართველები ბურთის გაკონტროლებას შეძლებდნენ და კონტრშეტევებზე ააწყობდნენ თამაშს.

რაც შეეხება ჩემს გუნდს. არცთუ მაღალ ტემპში ვითამაშეთ. ვფიქრობ, ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" მატჩის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს.

... დიახ, გეთანხმებით, ჩემი ფეხბურთელები მეტოქის კარში ცოტას უტყამდნენ. ვფიქრობ, ეს ქართული გუნდის დამსახურებაა. ჩემი გუნდის მთავარი მინუსი ის არის, რომ თავდამსხმელებზე მეტად მცველებსა და ნახევარმცველებს გააქვთ გოლები. რეიკიავიკში ჩატარებულ მატჩსა და მომდევნო თამაშებში ნათლად გამოჩნდა, რომ რაღაცის შეცვლა მოგვიწევს. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ საგანგაშო არაფერია, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. თავდამსხმელები უფრო თავდაჯერებულები უნდა იყვნენ და შეტევები გოლით დაასრულონ. მჯერა, რომ ჩვენი ფორვარდები მალე მოუმატებენ ბურთების გატანას.

"ზესტაფონს" შინ ბევრი გოლი გააქვს? მერე რა, ჩვენ სტუმრად ცოტა გოლს ვუშვებთ. საპასუხო მატჩისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა "კარპატის" თავკაცმა ოლეგ კონონოვმა.

დაბოლოს, ლვოველები ზესტაფონში სტუმრობამდე ჩემპიონატში ითამაშებენ, მე-4 ტურის მატჩში "კარპატი" 1 აგვისტოს "ზარიას" ლუგანსკში ეთამაშება. ლვოველთა წინააღმდეგ იმერლები საპასუხო მატჩს ზესტაფონში 5 აგვისტოს ჩაატარებენ. მანამდე გია გეგუჩაძის გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში სასტარტო ტურში უნდა ეთამაშა, მაგრამ 6-7 აგვისტო გასამართი პირველი ტურის მატჩები სექტემბერში გადაიტანეს.

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა