„არსენალის“ 23 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, დენილსონმა თქვა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა
„არსენალის“ 23 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, დენილსონმა თქვა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა. კვირას, „არსენალს“ „ფულჰემთან“ აქვს სეზონის ბოლო თამაში, რომლის დამთავრების შემდეგაც დენილსონი სამშობლოში მიფრინავს. მან თქვა, რომ „მეთოფეთა“ წარუმატებლობების გაძლება აღარ შეუძლია.

„გასული სეზონი ჩემს კარიერაში უარესი იყო. მეტის გაძლება აღარ შემიძლია. მე ამბიციური კაცი ვარ, ლონდონში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი, აქ კი უკვე ხუთი წელიწადია ვარ და ერთი ჯილდოც კი არ მომიპოვებია. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, ამიტომ, დროა თავს ვუშველო.

გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ეს გადაწყვეტილება უცბად, ცხელ გულზე მივიღე. ამ ნაბიჯზე დიდხანს ვფიქრობდი და დარჩენას წასვლა რვა თვის წინ ვამჯობინე. მომბეზრდა სტადიონიდან შინ უგუნებუდ დაბრუნება. თუმცა, დღემდე არაფერს ვამბობდი, რადგან არ მინდოდა ჩემი განცხადებით გუნდზე თუნდაც ოდნავი უარყოფითი ზეგავლენა მომეხდინა. არსენ ვენგერს კი შევხვდი და და ველაპარაკე. ის ჩემს გაშვებას დაყაბულდა.

ვიცი, ბევრი იფიქრებს, რომ გავგიჟდი. „არსენალი“ ხომ დიდი კლუბია, დიდებული ორგანიზაციით, გამორჩეული მწვრთნელითა და ფეხბურთელებით. დიახ, „არსენალში“ თავს კარგადაც ვგრძნობდი, მაგრამ ცხოვრება თავის პირობებს აყენებს. ვიცი, ჩემი ნაბიჯი დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაც არის, არის. ამ ნაბიჯს ვდგამ.

სად გადავალ? დაბეჯითებით გეტყვით, რომ „ჩელსიში“ არ დავბრუნდები, „მანჩესტერ სიტიში“ არ გადავალ და „არსენალის“ მთავარ მოქიშპე „ტოტენჰემს“ არავითარ შემთხვევაში არ შევეკვრები. იქნებ, ესპანეთში ან იტალიაში წავიდე“.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე