ქუთაისის "ტორპედოში" არსებული სიტუაცია უარესობისკენ იცვლება. ფეხბურთელებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ, კლუბის ბაზაზე არსებული სიტუაცია მძიმეა, ფეხბურთელების საკვებით მომარაგება არ ხდება და კლუბი დაშლის პირას იმყოფება.

ერთადერთი, ვინც კლუბის გადარჩენას აქტიურად ცდილობს, ეს "ტორპედოს" ქომაგები არიან, რომელთაც 11 სექტემბერს მერიის წინ აქცია გამართეს, რაც საბოლოოდ ქუთაისის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან შეხვედრით დასრულდა.

ქუთაისის მერის თქმით, მას არსებული ბიუჯეტი და კანონმდებლობა კლუბის დაფინანსების საშუალებას არ აძლევს. ამავდროულად, მან შეხვედრისას ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სასამართლოში შესატან სარჩელს ხელი მოაწერა.

მისი თქმით, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ ფეხბურთელებს რაიმე სახით ჯიბის ფული მაინც გაუჩნდეთ. მერმა ამავდროულად ფანკლუბის წევრ ლევან ფილიპაშვილს დირექტორის მოადგილედ დანიშვნა შესთავაზა და არსებულ პროცესებში უშუალოდ მონაწილეობა.

კლუბის ამჟამინდელი დირექტორის, თეიმურაზ ჩეჩელაშვილის თქმით, 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, "ტორპედოში" ვალი 3 მილიონი ლარია. ამას გარდა, ჩაჩავას მერიის ვალი აქვს 170 ათასი ერთი და 80 ათასი - მეორე. ამავდროულად, მისი თქმით, კლუბში ძალიან დიდი ხელფასები იყო და ეს ეროვნულ ლიგაში არსებული ფეხბურთელების ხელფასებს მკვეთრად აღემატებოდა.

შეხვედრისას ერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი, რაც ზაალ ჩაჩავას ხელფასს ეხება კლუბში. როგორც მერიის წარმომადგენლებმა თქვეს, თავიდან ზაალ ჩაჩავას კლუბში 8 700 ევრო ჰქონდა ხელფასი, რაღაც პერიოდის შემდეგ კი 52 000 ლარამდე თანხასაც კი იღებდა ხელფასის სახით. კლუბის დირექტორ მამუკა მოსიაშვილს კი 18-დან 20 ათასამდე ჰქონდა ხელფასი.

პრობლემის გადაჭრის მიზნით ქუთაისის მერია და კლუბის ფანკლუბი პარასკევს ფეხბურთის ფედერაციას შეხვდებიან. მანამდე კი, "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ, კლუბი შეიძლება მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვოს.

მერიაში შეხვედრის მიმდინარეობას უფრო ვრცლად შეგიძლიათ ტელეკომპანია "მეგა tv"-ის სიუჟეტში გაეცნოთ.

Gocha
ნამუსის არმქონე ჩაჩავა,რა ენაღვლებოდა სახელმწიფო და უეფას ფულები?ეს ითქმის დირექტორზე და ყველა დამნაშავე გაუმაძღარზე ვინც ამ გაჭივრებულ ქვეყანაში ამდენს იღებდა, კოლეკტივი კი მშიერი ყავდა
ქუთაისელი
კლოუნადაა და ჯამბაზობა, აბა დათოია ლიკლიკაძე რომ სხდომას დაესწრება მეტს რაღას უნდა ელოდე :(
ლუკა
და ეს აბსურდის თეატრი, კლოუნადა, ჯამბაზების პარადი, ეს აჯაფ-სანდალი ფინანსდება ქართული ფეხბურთის ფონდიდან, ანუ საქართველოს ბიუჯეტიდან!
გიორგი
ჩაჩავა იყო ჩვეულებრივი პაიკი, ვინც მაგას ათამაშებდა იმას მიაკითხეთ იმას... არ უნდა შერჩეს არავის ფულის მოტეხვა და ასე აუგად აგდება ქართველი ხალხის. მერი როგორიც ყავს ქუთაისს ყველამ იცის.
ირაკლი
ის რაც "ტორპედოს" თავს ხდება არის სრული მარაზმი. ჯერ ამ მერიის თანამშრომლებს რომ ვუყურებ, ამათთან შედარებით გაიძვერა ჩაჩავაც კი უფრო ნორმალურს გავს. მერე შე მამაცხონებული ეხლა შეგაქვს სარჩელი? ამდენი თვის განმავლობაში რომ ინგრეოდა გუნდი გეძინათ? მონიტორინგი არსებობს? პასუხი არ უნდა მოსთხოვო მიმდინარე პროცესებზე? რაიმე ვალდებულება არ უნდა გაუწერო წინასწარ? მართალია ის გულშემატკივარი, რომელიც ადანაშაულებს კორუპციაში. თვითონაც ჩაჩავასთან ერთად არიან წუმპეში ამოვლებული ხელიხელგადახვეულნი. ისე "ვისოლთან" დაკავშირებით ნეტავ რა მოხდა, ნუთუ მართლა გულშემატკივრებმა აიძულეს სპონსორობაზე უარი ეთქვათ. არ გამიკვირდება, იმიტომ რომ მე პირადად მქონდა სპორტის სხვა სახეობაში შეხება ფაქტთან, როდესაც იმ ხელს კბენდნენ რომელიც მათ კვებავდა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედოს" 2 დღე დარჩა - ქუთაისის მერის თქმით, იტალიელებთან რამდენიმე დეტალია შესათანხმებელი
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
ქუთაისის "ტორპედო": ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
შეხვედრა შედგა, პრობლემა დარჩა - ითამაშებს "ზესტაფონი" მეორე წრეში?