© მარიამ გაგნიძე

გორის "ჯიქმა" დიდი 10-ის ახალი სეზონის პირველი მატჩის დიდი ნაწილი კაცნაკლულმა ითამაშა, თუმცა დასკვნით წუთებში თბილისის "ლოკომოტივს" ორი ლელო გაუტანა და მეტოქე 17:8 დაამარცხა.

თამაში ზედმეტად უხეში გამოდგა და რეფერის ჯიბიდან 5-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება. აქედან 4-ჯერ "ჯიქის" მორაგბეები დაისაჯნენ და ერთ-ერთი ყვითელი ბარათი წითლად ტრანსფორმირდა, თუმცა მასპინძლებმა სწორედ ამის შემდეგ მოახერხეს გამარჯვების ქულების მოპოვება.

დებიუტში გუნდებმა ფეხით სცადეს უპირატესობის მოპოვება. პირველ ტაიმში ხშირი იყო შეცდომები და უხეში ბოჭვები. პირველმა ყვითელი ბარათი "ლოკომოტიველმა" ლევან დარასელიამ უკვე მესამე წუთზე მიიღო, მაგრამ მე-10-ედან მე-18 წუთამდე სამჯერ დაისაჯა "ჯიქი" (ბექა წიკლაური, გიორგი კაკაურიძე და დიმიტრი კალანდაძე) და მოედანზე გარკვეული დროით 12, მერე კი 13 კაცის ამარა დარჩა.

მაგრამ "ლოკომოტივმა" ასეთი სოლიდური უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა. მათ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვეს და მორკინალების ხარჯზე სცადეს ლელოს გატანა. 21-ე წუთზე მიზნის მიღწევა გიორგი ბებიაშვილმა მოახერხა, თუმცა რკინიგზელებს უფრო დიდი უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ. ლელოს ლაშა გედეხაურის არაზუსტი გარდასახვა მოჰყვა, 13-კაციანმა "ჯიქმა" კი რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმით უპასუხა და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა.

სტუმრები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და დასარტყმელი პოზიციებიდან ქულების აღების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ჯერ გედეხაურს და მერე გიორგი აფციაურს დარტყმები გაუცუდდათ. ზედ შესვენების წინ "ჯიქმა" დერეფნიდან ორიგინალურად შეუტია, გუგა ხანთაძემ ხაზი გაჭრა, დაჩი კოპაძემ იერიში გააგრძელა და ოფლოუდით ლელოში ლევან ჭავჭავაძე შეუშვა, თუმცა მას ბურთში ჩაუჯდნენ - 3:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდები უკეთ ათამაშდნენ. "ლოკომოტივმა" მეტოქეს რაქში რამდენჯერმე აართვა ბურთი. მერე ნიკა წივწივაძემ ხაზი გაჭრა. შეტევა ბებიაშვილმა გააგრძელა, თუმცა მეორე ლელომდე ცოტა დააკლდა და 48-ე წუთზე დავით გულიტაშვილმა ჯარიმის გატანაღა მოახერხა. 57-ე წუთზე კალანდაძემ შუბური ბოჭვისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო.

14-კაციანი "ჯიქი" მოულოდნელად უკეთ ათამაშდა, 71-ე წუთზე ფრთაზე ბურთი კარგად ჩაათამაშა, ლუკა ივანიშვილი მბოჭავს ხელის კვრით გაექცა და ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვით გორელები დააწინაურა. კაცნაკლულმა მასპინძლებმა მოახერხეს მეტოქის წნეხში მოქცევა, "ლოკომოტივი" საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს. მერე ჯინჭველაშვილმა ფინტებით ხაზი გაჭრა და სერგი ყურაშვილს ლელო გაატანინა, ხოლო თავად გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 17:8.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10: გადადებულ მატჩში "ლოკომოტივმა" "ბათუმი" დაამარცხა
"ლოკომოტივმა" "ჯიქს" სძლია და მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა
დიდი 10: "ბათუმმა" "ავჭალაზე" "ლოკომოტივს" მოუგო
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა