ჩელენჯ თასის მესამე ტურში „შავი ლომმა“ საფრანგეთში ტოპ 14-ის „მონტობანი“ 31:28 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა თავიდან ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, პირველი ტაიმი 17:7 მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაზარდა (31:7), რის შემდეგაც მეტოქე უპირატესობას დაეუფლა, სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ ქართულმა ფრენჩაიზმა გაიმარჯვა.

"შავმა ლომმა" 5 ლელო გაიტანა: ლუკა ცირეკიძე (2), აკაკი ტაბუცაძე, ტექნიკური ლელო, გიორგი სინაურიძე.

“შავი ლომი“ 5 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 17 იანვარს საკუთარ მოედანზე „ძებრესთან“ ჩაატარებს.

2025/2026 წლების ჩელენჯ თასი

პირველი ჯგუფი. მესამე ტური

მონტობანი. „სტად საპიაკი“

მონტობანი -შავი ლომი 28:31

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. შალვა აფციაური.

ვინც ამ თამაშს უყურა,დამეთანხმება,რომ ბოლო წამებზე,ბეწვზე გადავრჩით წაგებას,უკვე მოგებულ მატჩში,საქართველოს ნაკრებმა,იაპონიასთანაც,ზუსტად ასეთივე სისულელის გამო წააგო,უკვე გაწითლებულ დროზე და რომ მეგონა,ბოლო წამებზე აუხსნელი შეცდომების დაშვება,მხოლოდ ჩვენი ეროვნული თვისება იყო,წუხელ,ლენსტერი-ლაროშელის მატჩის ჩანაწერი ვნახე და დავრწმუნდი,რომ დაძაბული მატჩების დროს,ბოლო წამებზე უაზრობამდე მისული სულელური შეცდომების დაშვება,ზოგადსაკაცობრიო პრობლემა ყოფილა.მატჩის ბოლო წამებია,ლაროშელი 24-22 იგებს,ბურთი მათია და შენი საქმე,მხოლოდ ბურთის შენარჩუნება,დროის გაწითლების შემდეგ კი,მოედნის გარეთ გადაგდებაა და რა გააკეთეს?ჯერ ერთმა მორკინალმა დარტყმაც კი არ გააკეთა,პირდაპირ ჩაწვა,ირლანდიელების ფეხებთან,თან ისე,რომ მისი თანაგუნდელები საერთოდ გაჩერებულები იყვნენ და არც მიჰყვებოდნენ.მოუმზადებლებს,ბურთი რაქიდან გამოუვარდათ და მასზე ბრძოლაში,ისევ იგივე მორაგბემ,ახლა ჯარიმა აიკიდა.პოზიცია დასარტყმელი იყო და ირლანდიელებმაც დაარტყეს.24-25 წააგო ლაროშელმა,სადაც თავი დათო ნინიაშვილმა გამოიჩინა, ლელოთი.კი აჩვენეს ის ბიჭი,ვის გამოც წააგეს,ცრემლებით რომ ტიროდა,მაგრამ საქმეს რაღა ეშველებოდა?!ფეხბურთშიც უამრავჯერ გვინახია,ბოლო წუთებზე ათასპროცენტიანი საგოლე შანსები როგორ ნიავდება ხოლმე.გადაღლილ სხეულს,ტვინში ჟანგბადის მიწოდება აღარ ჰყოფნის და ეს იწვევს ისეთ შეცდომებს,რომელსაც დასვენებული კაცი,არასოდეს დაუშვებს.ეს გვახსოვდეს და ნუ ვიქნებით გადამეტებულად მკაცრები,ჩვენი სპორტსმენების მიმართ.

ბორტოლამი თამაშს ესწრებოდა,მაგრამ ამ თამაშს, მაისურაძე და კილასონია ხელმძღვანელობდნენ.ბორტოლამი ჯერ გუნდს არ იცნობს.
სინათლე
ანალოგიური ფრანჩეიზი კალათბურთშიც არ გვაწყენდა....
Bs
ნეტავ ახალი მწვრთნელი გაამართლებდეს!
Gurulo
ბორტოლამი უნდა ყოფილიყო
Gurulo
იტალიელი,მონტობანო უნდა ყოფილიყო ,ადრე ასეთი ინფორმაცია გავრცელდა.მაგრამ აქ,ვინ ვისთან ჩინჩლაობს, პოლიტიკური ელფერი რომ დაკრავს და ყვითელი პრესისელემენტებიან ინფორმაციას უფრო აფასებენ.
ქორ-პარიკმახერი
ყოჩაღ ბიჭებო. გვიჭირს, მაგრამ შეგვიძლია! გენაცვალეთ!
S.K.K.
და ვინ იყო ჩვენი მწვრთნელი ამ მატჩში?
ვახტანგი
რასაც დავაკვირდი თუ ვთამაშობთ ფრანგულ სტილში ყოველთვის კარგად გამოვიყურებით ხოლმე. როგორც კი ვიწყებთ ბრიტანულ ან ოკეანეთის სტილის რაგბს, მაშინვე კატასტროფა შედეგები გვაქვს ხოლმე. ჩვენი სტილია ფრანგული ან ს.აფრიკული რაგბი ანუ ძალისმიერი და მძიმე რაგბი, ლაღი და თავისუფალი რაგბი არ გამოგვდის, განსაკუთრებით ჩვენზე ძლიერ გუნდებთან

ყოჩაღ ბიჭებო!გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო,მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდან აკრეფილი ბიჭებისათვის თუნდაც გადახალისებული,მაგრამ მაინც საფრანგეთის ელიტ ჯგუფის გუნდთან ბრძოლა,ძალიან დიდი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ენერგიას მოითხოვს.80 წუთი ასეთ ტემპში თამაში გაგვიჭირდა,განსაკუთრებით მაშინ,როცა გამარჯვების სიახლოვე იგრძნეს.მსაჯმაც თავისი გააკეთა და ბოლოსკენ,მაინც ბეწვის ხიდზე მოგვიწია გავლამ.ძალიან გვჭირდება მათ რეგულარულ ტურნირში ჩართვა,მრავალი თამაშის სისტემატურად გამართვა,რომ ასეთი ელემენტარული ლელოები ვეღარ გაგვიტანონ.ასეა თუ ისე,უკვე მესამე წელია,ამ შეჯიბრებაში ვთამაშობთ და ყოველწლიურად,თითო გამარჯვებას მაინც ვახერხებთ.თუ შევძელით და ზებრეც დავამარცხეთ,ეს კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედვა იქნება,ევროპული და მსოფლიო რაგბის მესვეურების უსირცხვილო თვალებში,რომლებმაც განვითარების გზები დაგვიხშეს და რეგრესისათვის გაგვწირეს,უახლოეს წლებში.შავი ლომის რომელიმე საკმაოდ ძლიერ ტურნირში ჩართვა,ალბათ ერთადერთი შანსია,ჩვენი განვითარებისავის,მაგრამ ამ შანსის მოცემა,სულიმწარით არ სურთ და რა გინდა გააკეთო!
Porto
ეგრე რა!!!
რეზო
დაგენაცვლეთ 👏
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი" - გველესიანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"