30-ე საჩემპიონო ტიტულის აღსანიშნავად ამსტერდამის "აიაქსის" მაისურაზე უკვე გაჩანდა მესამე ვარსკვლავი

სტატია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, “აიაქსის” ერთ-ერთი ფანკლუბის საიტზე გამოქვეყნდა. ავტორის წერის სტილი საკმაოდ საინტერესოდ მოგვეჩვენა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ის ჩვენს მკითხველსაც გავაცნოთ.

საჩემპიონო მატჩზე მსჯელობა უპრიანი იქნება ჯგუფ “ქვინის” უკვდავი ჰიტით დაგვეწყო: “ჩვენ ჩემპიონები ვართ, წაგებულების დრო არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ”. შეიძლებოდა, მთელი ტექსტი მოგვეყვანა, მაგრამ ჩვენ ხომ ლირიკის საიტი არ გვაქვს. ასე რომ, მოდით, ერთად ვიმღეროთ ეს სტრიქონები. კიდევ არ მჯერა, რომ ჩვენ ჩემპიონატის უძლიერესი გუნდი გვყავს. შარშანდელმა ზედიზედ 14-მა გამარჯვებამ ტიტული ვერ მოგვიტანა, წლევანდელმა 6-მა და გარემოებათა დამთხვევამ - კი. და აი ისიც, ნაოცნებარი ოცდამეათე!

ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა ეს 7 წელიწადი. სულ მინდოდა დამეწერა უბრალო და ასე სანატრელი სიტყვები: “აიაქსი” ჩემპიონია. თუნდაც არა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ ჰოლანდიის მაინც. ჩვენ, აიაქსიდებს ამ ეტაპზე მეტი არც გვინდა. მესამე საჩემპიონო ვარსკვლავის ჯადო მოხსნილია. ვუდუს შამანებმა უკან დაიხიეს და ახლა შეუძლიათ მშვიდად გაემგზავრონ სახლებში. შეგრძნება, რომ კისერზე დამოკლეს მახვილი გვაქვს დამიზნებული, მოხსნილია. ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სერია ჩემპიონის ტიტულის გარეშე, რამაც ფანებს აჩუქა ჭაღარა თმები, ვისკი, დაჭმული ფრჩხილები, აღუდგენელი ნერვული უჯრედები, იმედგაცრუება, წყენა, გაბოროტება და სიცარიელის შეგრძნება, ოფიციალურად შეწყვეტილია. ნუ დაინანებთ, გადაიხადეთ 2,5 ევრო და “აიაქსის” საფირმო მაღაზიებში თქვენს მაისურებს მესამე ვარსკვლავს მიამაგრებენ.

საშინაო მატჩი აწ უკვე ყოფილი ჩემპიონის წინააღმდეგ 2010-11 წლების სეზონის ნამდვილი მშვენება გახდა. “აიაქსმა” არათუ რევანში აიღო თასის ფინალში ერთი კვირის წინანდელი მარცხისთვის, არამედ არც ერთი ის შეცდომა არ დაუშვია, რამაც გუნდს პრესტიჟული ტიტული დააკარგვინა. სეზონის შედეგებს, ჩვენ, ნამდვილი სუპერაიაქსიდები მოგვიანებით შევაჯამებთ. გავიხსენებთ მარტინ იოლსაც კი და შევაფასებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გუნდის თამაშს აკეთებდა მთელი სეზონის განმავლობაში.

დავუბრუნდეთ მატჩს, სადაც დიდ ქვაბში იხარშებოდა სასალათე და კერძს პასუხი უნდა გაეცა უმნიშვნელოვანეს კითხვაზე: დაიმსახურებდა თუ არა ყოფილი აიაქსიდი, ახლა უკვე იმედის მომცემი მწვრთნელი, პატივს, ჩაეცვა შეფმზარეულის კოსტიუმი თუ ხელფასს ისე მიიღებდა, როგორც ვალდებულების ვერშემსრულებელი. მთავარ ინგრედიენტს კი მწვანე უნდა აენთო ძვირადღირებული ალაფუშერტისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალზე ამბიციური საფუძველი - იოჰან კრუიფი. ის ხომ მომავალში “აიაქსის” უმთავრესი მსახური უნდა იყოს. მეორეხარისხოვანი ფეხბურთელების გამოწვრთნა, მათი გუნდის სამსახურში ჩაყენება და უკვე პენსიაზე გასაშვები მოთამაშეების ჩანაცვლება - ამ ყოველივეს საოცარი თვალი და ალღო სჭირდება. კიდევ ერთი არასათანადო ნაბიჯი, რასაც გუნდი კიდევ ერთხელ შეეძლო დაეტოვებინა ჩემპიონის ტიტულს გარეშე და მთელი ის ინგრედიენტები, რაც ჩამოვთვალეთ, არნახული ზეწოლის ქვეშ მოექცეოდა. პირველი კი უეჭველად კრუიფი იქნებოდა და დაიწყებოდა ჩურჩული, რომ “მეფე ნამდვილი არ არის”.

პატივი მივაგოთ ფრანკ დე ბურს, მან ხელები დაიკაპიწა, გამოცდამდე ცივი გონებით მივიდა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მას ამაში “ამსტერდამ არენაც” დაეხმარა. შეუძლებელია გადააფასო ტრიბუნებზე შეკრებილი ხალხის როლი, ვინც ზეპრინციპული დაპირისპირებისას გუნდს გვერდით დაუდგა. ფრანკი წარბშეუხრელად გაუმკლავდა ამოცანას - ჯერ კიდევ ორთქლამდინარი ღვეზელი სუფრაზე სასალათით მიიტანა. ყოველი მსურველი, ვინც ღვეზელის გემოს გასინჯავს იქ რაღაცას მაინც იპოვის თავისას.

რა ფრე? მხოლოდ მოგება. მატჩის მოვლენები? ღირს კი ისინი აღწერად? შეუძლებელია ამას უბრალოდ ფეხბურთი უწოდო მათთვის, ვინც მას უყურა, კითხულობდა და უსმენდა მაისურს ქვეშ თეთრ-წითელი გულით. ნერვების ნამდვილი გამოცდა. აფეთქება 1:0-ის, 2:0-ის შემდეგ. სიმების დაჭიმვა მეტოქის საპასუხო გოლის შემდეგ. ჩვენმა მესამე გოლმა მოიტანა ასე ხანგრძლივად ნანატრი (ბოდიში) ორგაზმი. უბრალოდ გმირის სიმ დე იონგის დუბლის შემდეგ მე აღარ მჯეროდა, რომ ჩვენ ჩემპიონები ვერ გავხდებოდით. ნახეთ სიმმა როგორ გაიტანა? ვიცი, რომ ნახეთ. პირველი კიდევ ჰო, მაგრამ როგორ ცივსისხლიანად გაიტანა თავისი მეორე? პასიც ნახეთ? სილამაზე იყო, არა? როგორი პასი მისცა მას ჩვენმა ახალმა ლაუდრუპმა!

განსაკუთრებული მადლობა მთელ გუნდს - წითელ-თეთრ პერსონებს ერთად და ცალ-ცალკე. ანიტა-დე ზეუვი-ერიკსენი - ფანტასტიკა! იან (ფერტონგენი), ტობი (ალდევეირელდი), მადლობა, როგორც ნაღდი კაცები ისე თამაშობდით! ვერმეერი - ხედავდით, როგორ თამაშობდა შავი კატა გამოსვლებზე? ვან დერ ვილი - თასის ფინალის შემდეგ გამოსწორდა, ორი გოლი შექმნა. აპლოდისმენტები მას! ახლა მას უკვე შეუძლია წავიდეს.

ებისილიო, მატჩის ყველაზე სუსტი მონაწილე. ბოილესენი მის ფონზე უკეთესი იყო. ენო, ოოიერი, ბლინდი, ოლეგერი, ოზბილიზი, ცვიტანოვიჩი, ბიზოტი, ლოდეირო, სტეკი (სტეკელენბურგი), ლინდგრენი, ვერჰოვენი - გილოცავთ გამარჯვებას!

ამსტერდამი 30!!!

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე