ფოტო: gbf.ge

ჭეშმარიტი პროფესიონალი - თუკი რომელიმე ქართველი კალათბურთელი, თუნდაც სპორტსმენი ამ ეპითეტით შეიძლება მოვიხსენიოთ, ერთ-ერთი პირველი მანუჩარ მარკოიშვილია.

კალათბურთელმა, რომელმაც საკუთარი მონდომებით, მიზანდასახულობით, ყოველდღიური შრომითა და თავდადებით კარიერაში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, სათამაშო კარიერა დაასრულა.

დიახ, სათამაშო კარიერა, რადგან ტრავმა, რომლის ტკივილიც თითქმის მთელ მის კარიერას მძიმე ტვირთად გასდევდა, მანუჩარს მოედანზე გასვლის საშუალებას აღარ აძლევს.

მარკოიშვილი პარკეტზე სათამაშოდ აღარ გავა, თუმცა კალათბურთში დარჩება და ცხოვრების ბოლომდე სპორტის ამ სახეობას, სავარაუდოდ, ისევე უერთგულებს, როგორც 15-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, როცა ჯან-ღონით სავსე თუ ტკივილგამაყუჩებლებით, ის ყოველთვის მოსაგებად შემართული გადიოდა სათამაშოდ და მოედანზე ტოვებდა ყველაფერს, რაც გააჩნდა.

მანუჩარ მარკოიშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველია, რომელმაც ევროლიგაში ითამაშა. 2002 წელს ის 16 წლის იყო, როცა იტალიური "ბენეტონის" შემადგენლობაში ევროპის უძლიერეს ლიგაში შეაბიჯა და ამ სუპერტურნირის ფინალში ლეგენდარულ დეიან ბოდიროგას მეურვეობდა.

15 წლის მანუჩარი ბათუმის "ბასკოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და აქედან დაიწყო მანუს ევროპული ოდისეა. იტალია, გერმანია, სლოვენია, უკრაინა, თურქეთი და რუსეთი - ამ ქვეყნების წამყვან კლუბებში მანუჩარმა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული მოიგო. და მთავარი, რაც მანუჩარ მარკოიშვილმა მოიგო, ქართველი გულშემატკივრის გულია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გახლდათ ის ასპარეზი, სადაც მარკოიშვილი განსაკუთრებული მონდომებით იხარჯებოდა და თანაგუნდელებთან ერთად ქართველ ქომაგებს წლების მანძილზე აღაფრთოვანებდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უზომოდ მადლიერია და ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით მადლობას ეუბნება მანუჩარ მარკოიშვილს იმ თავდადებისთვის, რასაც ის მთელი კარიერის მანძილზე იჩენდა ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში თამაშის დროს. სასიხარულოა, რომ მანუჩარ მარკოიშვილს გადაწყვეტილი აქვს კალათბურთში დარჩენა და საკუთარი მდიდარი და ფასდაუდებელი გამოცდილების ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება.

სამწუხაროა, რომ მისი თაობის წარმომადგენლებს ნელ-ნელა უწევთ აქტიური კარიერის დამთავრება. ცოტა ხნის წინ სათამაშო კარიერა დაასრულა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ, ხოლო მანუჩარის მსგავსად, ტრავმა გახდა ამ თაობის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, ვიქტორ სანიკიძის თამაშისთვის თავის დანებების მიზეზი. ამ მოთამაშეების ღვაწლი განუზომლად დიდია საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში და მათ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღირსეულ პატივს მიაგებს.

მადლობა, მანუ, მადლობა, ბიჭებო!

მანუჩარ მარკოიშვილი

დაიბადა: 17 ნოემბერი, 1986

სიმაღლე: 197 სმ

წონა: 95 კგ

2000-02 - ბათუმის "ბასკო" (საქართველო)

2002003 - "ბენეტონი", ტრევიზო (იტალია)

2003 - "მიტელდოიჩერი" (გერმანია)

2004 - "ბენეტონი", ტრევიზო (იტალია)

2004-07 - "ოლიმპია", ლიუბლიანა (სლოვენია)

2007-09 - "კიევი" (უკრაინა)

2009-13 - "კანტუ" (იტალია)

2013-14 - "გალათასარაი" (თურქეთი)

2014-15 - ცსკა მოსკოვი (რუსეთი)

2015-17 - "დარიუშაფაქა" (თურქეთი)

2017-18 - "რეჯინა" (იტალია)

მიღწევები

VTB ლიგის მფლობელი (2015)

თურქეთის ჩემპიონი (2013)

FIBA Europe ჩემპიონი (2004)

იტალიის სუპერთასის მფლობელი (2012)

იტალიის სუპერთასის MVP (2012)

ადრიატიკის ლიგის All-Star (2007)

2-გზის სლოვენიის ჩემპიონი (2005-06)

2-გზის სლოვენიის თასის მფლობელი (2005-06)

იტალიის ჩემპიონი (2003)

იტალიის თასის მფლობელი (2003)

2-გზის საქართველოს ჩემპიონი (2001-02)

საქართველოს ნაკრები

52 მატჩი

1577 წუთი (30.3)

627 ქულა (12.1)

173 მოხსნა (3.3)

111 პასი (2.1)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ქუთაისელი
მაგარი გულიანი მოთამაშე, ნამდვილი ქართველი! მადლობა, მანუ! ერთს გთხოვ, შენნაირები ახალგაზრდები გამოზარდე, რა, ძმურად!..
სოსო
ერთი მეორის მიყოლებით სტოვებენ აქტიურ სპორტს ამ მართლაც ოქროს თაობის ბიჭები და ვხედავთ,მათ უკან სიცარიელეა.ცალკეული ვარსკვლავები ერთიან დაბალ დონეს კი ალამაზებენ,მაგრამ სიცარიელეს სანახევროდ თუ ავსებენ.ალბათ აუცილებელია რაღაცა მიზნობრივი პროექტის შექმნა,რომელიც გამოზრდის რამდენიმეკაციან ჯგუფს და მიიყვანს საბოლოო მიზნამდე.ეს ამართლებს რაგბიში,წყალბურთში,ხელბურთში და იმედია კალათბურთიც არ იქნება გამონაკლისი.ამ პროცესის ცალკეულ უცხოური კლუბების იმედზე მიგდება,არა მგონია სწორი იყოს. მანუს და მის თანამებრძოლებს დიდ მადლობას ვუხდი იმ უზარმაზარი სიხარულის და სიამაყის გამო,რასაც მათი შემხედვარე ვგრძნობდით და ვფიქრობ, დაიმსახურეს საზეიმო გაცილება.იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ არ შეიძლება მათი,ჩვენთვის უნიკალური,ევროპული ცოდნა გამოცდილების დაკარგვა.თუ ლიცენზიები არა აქვთ,ფედერაციამ უნდა უზრუნველჰყოს მათა გადამზადება,ხოლო თუ აქვთ ლიცენზიები დაასაქმონ ქართულ კალათბურთში.ეს ისეთი ბერკეტია,რომელიც აუცილებლად ასწევს მაღლა ქართული კალათბურთის დონეს.
LEKSO KUTAISI
ჯიგარი ხარ მანუ გმერტი გპარავდეს
lsd
მადლობა მანუ
მიროსან
მადლობა მანუ.... შენ ნამდვილი მებრძოლი და პროფესიონალი იყავი...მადლობა თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და თავდადებისთვის, მიუხედავად ტკივილებისა და ტრავმებისა.. შენ ყოველთვის დარჩები ნამდვილი ქომაგის გულებში... წარმატებები ცხოვრების გზაზე!!!
ჯეკო
გვიყვარდი და ტაშს გიკრავდით!. მადლობა მანუ!
Geo_Dinamo
დიდი მადლობა მანუ. ძალიან საწყენია რომ ევრობასკეტზე ვეღარ დაეხმარები ჩვენს ნაკრებს. მადლობა თავდადებისათვის, გისურვებ წარმატებას პირად ცხოვრებაში და იმედი მაქვს თუ კალათბურთში დარჩები, ისევ შენ დიდ წვლილს შეიტან ქვეყნის კალათბურთის განვითარებაში.
DAVE
მანუ, მანუ, მანუ !!!!

მანუ, ზაზა, ცინცა... მაგ თაობის ერთი გამოსათხოვარი მატჩი კაი იქნებოდა
llcl
მართლაც რომ ოქროს თაობა, თავდაუზოგავი თამაში ნაკრებში, მადლობა მანუ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს ცხოვრებაში და ქვეყნის სამსახურში!
qomagi
უღრმესი მადლობა, მანუ. შენს მიერ ნაკრებში გაწეული ღვაწლი შეუფასებელია. იმავდროულად, გული ძალიან მწყდება რომ მომავალ ევრობასკეტზე (რომლის ერთი ეტაპი აქ გაიმართება) მოედანზე გუნდს ვეღარ დაეხმარები :( კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
hhh
ოხ როგორ მეშინია ამ მუხლის გამო ჩაკვეტაძესთან მიმართებაში. ღმერთმა დაიფაროს ეგ ბიჭი.
ორთაჭლელი
მადლობა მანუ, შენ დიდი კალათბურთელი და კიდევ უფრო დიდი კაცი ხარ!!!
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს