პეტერსენს 9 ნომერი მისცეს, ჰაინკესი მას ძალიან სერიოზულად უყურებს
22 წლის თავდამსხმელი ნილს პეტერსენი გუშინ „ბაიერნის“ ოფისში პირველად მივიდა და თავი ზღაპარში ეგონა - მან რეკორდმაისტერთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გეცოდინებათ: პეტერსენი „ბაიერნში“ „კოტბუსიდან“ გადავიდა. გასრულებულ სეზონში ის „ენერგის“ ფორმით ასპარეზობდა, 25 გოლი გაიტანა და მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამიტომაც იყიდეს მიუნხენელებმა - 2.8 მილიონ ევროდ.

„როცა „ბაიერნში“ გეპატიჟებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ გეძლევა უნიკალური შანსი, რომელიც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა. რომელიღაც გუნდზე ხომ არაა ლაპარაკი, საქმე თვით მიუნხენის „ბაიერნს“ ეხება! როცა გავიგე, რომ ბავარიელებს ჩემი გადაბირება მართლა სერიოზულად სურდათ, მაშინვე თანახმა ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ტრანსფერი შედგა,“ - უთხრა პეტერსენმა ჟურნალისტებს.

მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორმა იცის, რომ რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი ჯაფა დაადგება, მაგრამ ყველაფრისთვის მზადაა. ნილსი ყველა კონკურენტს (მარიო გომესი, ივიცა ოლიჩი, თომას მიულერი, მიროსლავ კლოზე) აფასებს, მაგრამ მათი არ ეშინია: „ფაქტი იყო, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა. ფაქტია ისიც, რომ არავისი მეშინია და ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონკურენტებს ვაჯობო.“

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ სასტარტოში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს, პეტერსენმა ასე უპასუხა: „არ ვიცი, ეს მერე გამოჩნდება. მე ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ! ჩემი მიზანი „ბაიერნის“ ფორმით ძალიან ბევრი გოლის გატანაა.“

ამას სიამოვნებით მოისმენს „ბაიერნის“ მომავალი მწვრთნელი იუპ ჰაინკესიც, რომლის შესახებ პეტერსენი შემდეგს ამბობს: „იუპ ჰაინკესმა ჩემს ტრანსფერში ძალიან დიდი როლი ითამაშა. მას ახალგაზრდა ფეხბურთელების სწორ გზაზე დაყენება იდეალურად ეხერხება და მიხარია, რომ სწორედ იუპი იქნება „ბაიერნის“ მწვრთნელი.“

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ნილსმა მიუნხენში საცხოვრებელი ბინის ძებნა დაიწყო, ჟურნალისტებს კი უთხრა, მშვიდი ცხოვრება მიყვარს და მშვიდ უბანს ავარჩევო. სხვათა შორის, ნილს პეტერსენი „ბაიერნში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს...

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა