ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/2 ფინალი
სწრაფი გოლის გატანისა და "ტამპასთვის" საკუთარი თამაშის თავზე მოხვევით "ბოსტონმა" გასვლითი მატჩის მოგება და სერიაში დაწინაურება მოახერხა.

წინა ორ შეხვედრაში "ბოსტონის" მეკარემ ტიმ ტომასმა ათი შაიბა გაუშვა, რაც არ არის დამახასიათებელი მისთვის და მთლიანად "დათვების" მცველებისთვის. მართალია, მეორე შეხვედრა "ბრუინზმა" 6:5 მოიგო, მაგრამ მისი მწვრთნელი კლოდ ჟულიენი უკმაყოფილო იყო სერიის მსვლელობით. გუშინ კი ბოსტონელთა დამრიგებელი წესით კმაყოფილი დარჩებოდა შედეგითაც და თამაშის ხასიათითაც.

ანგარიში მეორე წუთზე გაიხსნა, როცა სტუმრებმა გამოიყენეს შვედი ჰედმანის შეცდომა - ამ მცველმა რატომღაც უმეთვალყურეოდ დატოვა კარის წინ კრეისი და ჩეხმა ლეგიონერმა იოლად გაუტანა როლოსონს - 0:1.

"ტამპას" სიტუაციის გამოსასწორებლად დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა, მაგრამ პირველმა გოლმა "ბოსტონს" საკუთარი თამაშის დემონსტრირების საშუალება მისცა - ასეთ დროს გუნდი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ანგარიშის გათანაბრება კი თითქმის შეუძლებელია.

მასპინძლები, რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. თუ "ბოსტონის" კართან მაინც იქმნებოდა ხიფათი, მაშინ უბრალოდ ბრწყინვალედ მოქმედებდა ტიმ ტომასი.

საკუთარი გუნდის გადარჩენა არც "ტამპას" მეკარე დუეინ როლოსონს ავიწყდებოდა. ერთხელ ის პატრის ბერჟერონმაც შეაწუხა. ეს ფორვარდი იმიტომ ვახსენეთ, რომ მან ამ სერიაში პირველად ითამაშა და დამაჯერებლობა შესძინა საკუთარ გუნდს.

ბოლო 20-წუთეულში სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს. ენდრიუ ფერენსმა შორიდან დაარტყმა და მცირე რიკოშეტის შემდეგ შაიბა როლოსონს ფეხებსშუა გაუძვრა. ამის შემდეგ "ლაითნინგს" დასაკარგი არაფერი ჰქონდა და დიდი ძალებით წავიდა წინ. ტომასს დარჩენილ დროში გაუჭირდა, მაგრამ არ გატყდა და საჩუქრად "შათაუტი" მიიღო. ეს ტიმის მეათე "მშრალი" მატჩია სეზონში და მეორე - პლეი ოფში.

ტამპა ბეი-ბოსტონი 0:2

0:1, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 კრეისი-7 (ლუჩიჩი-4, ბოიჩუკი-2), 0:2 ფერენსი-2 (რაიდერი-6, კელი-5).

სერია: 1-2

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე