"კლივლენდ კავალიერზისთვის" ერთ-ერთი პოტენციური "ლებრონ ჯეიმსი" "არიზონას" ფორვარდი დერიკ უილიამსი შეიძლება გახდეს
როგორც უკვე ვწერდით, წლევანდელ დრაფტზე პირველ ნომრად არჩევის უფლება "კლივლენდ კავალიერზმა" მიიღო. კლუბმა დრაფტის ლატარია ხუთშაბათს მოიგო და პრესამ და მთლიანად საკალათბურთო სამყარომ უკვე დაიწყო ბჭობა იმაზე, თუ რომელ კალათბურთელზე გააკეთებს არჩევანს "კლივლენდის" ხელმძღვანელობა. "კავალერებს" 2003 წელსაც ჰქონდათ ანალოგიური უფლება და მაშინ დრაფტის პირველი ნომერი ლებრონ ჯეიმსი გახდა.

ერთ-ერთი პოტენციური "ლებრონ ჯეიმსი" შეიძლება გახდეს "არიზონას" ფორვარდი დერიკ უილიამსი. ყოველ შემთხვევაში, კალათბურთელი ამ აზრს სრულად იზიარებს.

"ვფიქრობ, სწორედ მე გავხდები დრაფტის პირველი ნომერი, რადგან NCAA-ის ყველაზე ვარსკვლავური მოთამაშე ვარ. ამიტომაც "კლივლენდში" ვითამაშებ. მიმაჩნია, რომ შევძლებ ლებრონის შეცვლას. "კავალიერზს" სწორედ ისეთი კალათბურთელი აკლია, როგორიც მე ვარ", - განაცხადა დერიკ უილიამსმა.

რაც შეეხება ნამდვილ ლებრონ ჯეიმსს, მას შეუძლია კომპანია "ნაიკს" უდიდესი ფინანსური მოგება მოუტანოს. კერძოდ, თუ წელს "მაიამი ჰიტის" ლიდერი კარიერაში პირველ ტიტულს მოიგებს, ამერიკული კომპანია ჩინეთში საკუთარი ატრიბუტიკის რეალიზაციით 4 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავს.

NBA-ის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავს უკვე აქვს MVP-ის ორი ტიტული და ოლიმპიადის ოქროს მედალი. NBA-ის ჩემპიონის წოდება კი ლებრონს ამ რეგიონში პოპულარობით მაიკლ ჯორდანსა და კობი ბრაიანტს გაუთანაბრებს.

"ჩინელ ახალგაზრდებს ძალიან უყვართ ლებრონი, მაგრამ აქ მისი პოპულარობა რამდენამდე შეზღუდულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჯეიმსს ჯერაც არ მოუპოვებია NBA-ის ჩემპიონის ტიტული", - ამბობს ტერი როუდსი, რომელიც რვა წელი მუშაობდა შანხაიში "ნაიკის" მარკეტინგული სამსახურის დირექტორად.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე