ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბრძოლველად და მოსაგებად უელსის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასს იწყებს

საბრძოლველად და მოსაგებად უელსის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასს იწყებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს, 23 სექტემბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას რეიტინგის ლიდერ უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

2003 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო თასზე ჩატარებულ პირველ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრებს აშკარა პროგრესი აქვს.

2003 წელს, როცა საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო თასზე თავის ისტორიაში პირველ შეხვედრას მართავდა, სადებიუტო მატჩი მთლად სასურველი ანგარიშით არ დასრულებულა.

"ბორჯღალოსნები" ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით დამარცხდა - 6:84.

ჩვენი ნაკრების მხრიდან ჯარიმები პალიკო ჯიმშელაძემ და მალხაზ ურჯუკაშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი სხვაობა არც 2003 წლის მსოფლიო თასზე და არც ჩვენს C ჯგუფში ყოფილა. A ჯგუფის შეხვედრაში ავსტრალიამ ნამიბიას 142:0 მოუგო, ხოლო ჩვენს ქვეჯგუფში ინგლისმა ურუგვაი 111:13 დაამარცხა.

2007 წლის საწყისის მატჩის შედეგი წინა მსოფლიო თასთან შედარებით აშკარად გაუმჯობესებული იყო. საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასის პირველ მატჩში "ბორჯღალოსნები" არგენტინას დაუპირისპირდა და 3:33 დამარცხდა. ერთადერთი ჯარიმა ქართველთა მხრიდან მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

2011 წელს კიდევ უფრო მცირე სხვაობით დავმარცხდით. ახალი ზელანდიის ქალაქ ივერქარჯილში საქართველოს ეროვნული გუნდი შოტლანდიას დაუპირისპირდა და მხოლოდ 9 ქულით დამარცხდა - 6:15. ჩვენი ნაკრების მაისურით 2 ჯარიმა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

2015 წელს კი, მსოფლიო თასის საწყის თამაშში პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ და ეს შედეგი ჩვენთვის ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. "ბორჯღალოსნებმა" ტონგას 17:10 მოუგო, შემდეგ ნამიბია დაამარცხა და 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში გაინაღდა. ტონგასთან შეხვედრაში ლელოები გიორგი თხილაიშვილმა და მამუკა გორგოძემ დადეს.

დღეს კი, ტონგასაგან განსხვავებით, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. რეიტინგის ლიდერი პირველ მატჩში არასდროს გვყოლია მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა "სასიხარულოა", რომ უელსელებს ყველაფერი დალაგებული არ აქვთ.

უელსის ნაკრებს შერკინების მთავარი მწვრთნელი იაპონიაში ყოფნისას მოუხსნეს და ბრიტანეთში დააბრუნეს. ეს დეტალი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში გახდება, თუ თამაშისას იწვიმებს. წვიმის დროს ძალიან ხშირია შეცდომა, ბურთის ხელიდან გავარდნა, რასაც შერკინება მოჰყვება და ეს ჩვენი ნაკრების წისქვილზე დაასხამს წყალს. თამაშის დროს ზუსტად იქნება თუ არა წვიმა, არ ვიცით, თუმცა ამინდის პროგნოზის მიხედვით, ტოიოტაში თამაშამდე უკვე იწვიმა და მოედანი სველი მაინც იქნება.

აღსანიშნავია ის, რომ უელსის ნაკრებმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობა დააყენა. ყველაზე პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტი ჰყავს არჩეული უორენ გეთლანდს. მართალია, საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ვერ ეხმარება, თუმცა, მის გარდა, მილტონ ჰეიგმაც ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა.

მარტივად დასანახია, რომ არცერთი გუნდი არ აპირებს თავის დაზოგვას და ორივე ნაკრების მორაგბეები მოედანზე საბრძოლველად გამოვლენ.

საქართველო და უელსი აქამდე ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ. 2017 წლის ნოემბერში უელსში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 13:6 მოიგეს.

გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მილტონ ჰეიგმა ამჯერად უელსის წინააღმდეგ შემტევი უკანა ხაზი დააყენა და rugby.ge-სთან საუბარში ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

"უელსთან მოგება თუ გინდა, უნდა შეუტიო და ლელო გაუტანო. დაცვაზე ორიენტირებული უკანა ხაზი კი ამას ვერ გააკეთებს. სოსო მათიაშვილს, გიორგი კვესელაძეს და მირიან მოდებაძეს დიდი ხანია ვამზადებთ და უელსთან მატჩი მათთვის კიდევ ერთი შანსია, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ."

ასევე, სათადარიგოთა შორის 8 მორაგბიდან 6 მორკინალი გახლავთ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ამაზეც აქვს პასუხი:

"თუ გვინდა, უელსს შევებრძოლოთ, მათი შერკინების ტოლ-სწორი შერკინება უნდა გვყავდეს. შეცვლაზე მყოფი ბექა საღინაძე და ოთარ გიორგაძე სწორედ ის მორაგბეები არიან, რომლებიც შეგიძლია სწორ დროს ჩართო თამაშში."

"ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა პირველი მატჩისთვის ასე გამოიყურება:

1. მიხეილ ნარიაშვილი (კ)

2. შალვა მამუკაშვილი

3. ბექა გიგაშვილი

4. გიორგი ნემსაძე

5. კოტე მიქაუტაძე

6. გიორგი თხილაიშვილი

7. მამუკა გორგოძე

8. ბექა გორგაძე

9. ვასილ ლობჟანიძე

10. თედო აბჟანდაძე

11. გიორგი კვესელაძე

12. თამაზ მჭედლიძე

13. დავით კაჭარავა

14. მირიან მოდებაძე

15. სოსო მათიაშვილი

სათადარიგოთა სკამი: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე, 21. ოთარ გიორგაძე, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა ხმალაძე.

მსოფლიო თასზე დებიუტი ერთბაშად 10 მორაგბეს ექნება: სოსო მათიაშვილს, მირიან მოდებაძეს, გიორგი კვესელაძეს, თედო აბჟანდაძეს, ბექა გიგაშვილს, ბექა გორგაძეს, გურამ გოგიჩაშვილს, ბექა საღინაძეს, ოთარ გიორგაძესა და გელა აფრასიძეს.

მატჩის მთავარი არბიტრი 31 წლის ინგლისელი ლუკ პირსი იქნება. პირსი, რომლისთვისაც აღნიშნული მატჩი სადებიუტო იქნება მსოფლიო თასზე, ერთხელ უკვე სჯიდა საქართველოს თამაშს. ეს 2014 წელს იყო, თბილისში, როცა რუმინეთს ვუმასპინძლეთ და დავამარცხეთ კიდეც - 22:9. პირსის დამხმარეები ახალზელანდიელი ბენ ო'კიფი და ინგლისელი მეთიუ ქერლი იქნებიან. ვიდეოარბიტრი ასევე ინგლისელი როუენ ქითი იქნება.

ქემრისა (ქემრი - ასე გამოითქმის უელსის დასახელება მშობლიურ ენაზე) და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა დღეს, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 (ტოკიოს დროით 19:15) საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგვთავაზებს.

• სოსო

1ტვ.გე,ინტერნეტში ინგლისური ასოებით აკრიფეთ და იქ არ იბლოკება.

• კობა

კაი დროს მიდის ჰეიგი. ასე საცოდავად არც ერთმა ნაკრებმა არ ითამაშა. ფიჯის მომგებები არიან ესენი? რამდენი ხანია ჩანდა რო ნაკრები რეგრესირებს. დასახსნელები არიან ფედერაციიდან დაწყებული ტრენერებით დამთავრებული.

• kote

მოსაგებადაო ხალხოოოოოოოოოო ექვსი ერიო ხალხოოოოოოოოოოოოოო მართლა ტანტრახა და ბაქიბუქა ხალხი ვართ ჩვენზე სუსტი ნაკრები მგონი რუსეთსაც არ ყავს.ამ თამაშში გაფარჩაკების მერე დაწერენ ძალები შეინახესო თამაში დამალესო და რა ვიცი კიდევ რა ზღაპრების კორიანტელი წამოვა

• გია

თქვენნაირ ხალხს მგონია, უხარია ნაკრები რომ აგებს...

• თორნიკე

მიდით კიდე წერეთ 6 ერის გუნდი ვართ და დაგვიშვით 6 ერზე. მორჩით რა ამ ბაქიბუქობას. ყარაულის თოფივით გაგვივარდა 4 წლის წინ და არიქა ეს რა ნაკრები გვყოლიაო გაკივიხართ გაუჩერებლივ. ხო ხედავთ რა გვიქნა უელსმა 40 წუთში. ურუგვაისაც ვერ მოვუგებთ. 6 ერზე თუ ძმა ხარ ხმა არ ამოიღოთ და მორჩით რა უსაფუძვლო სტატიების წერას

• თენგო

აბა ახლა შენ თქვი რა გვარი ხარ? :) უქანავა? :)

• თენგო

ხო ხართ ეხლა სასაცილო ბატონო სტატიის ავტორო? :) საიდან იგონებთ ამ სათაურებს?

• იკა

მგონი ეს ნაკრები ჰეიგის მაქსიმუმია. მეტი პერსპექტივა აღარ გვაქვს. საერთოდ ვეღარ უმატებენ თამაშს. ერთ დონეზე გავჩერდით სამწუხაროდ.

• bmb

მამუკაშვილი და განსაკუთრებით ლობჟანიძე გაიტანეეეეთ!!!

• Buxrika

და თქვენ ფეხბურთელებს აგინებთ ხოლმე ხოო.ამას ქვია გაფარჩაკება

• გიორგი

დიდი ანგარიშით მოგვიგებენ და გამოჩნდება რა საცოდავებიც ვართ. მოეშვით გულზე ხელის ბრაგუნს. პირველივე ტაიმში მოგვიღებენ ბოლოს.

• გულშემატკივარი

ვინმემ დადეთ რა ლინკი, სად შეიძლება თამაშის ყურება, ამ პირველი არხის საშველი ხომ არაა.

• ლაშა

სამწუხაროდ ესე სუსტად არცერთ ნაკრებს არ დაუწყია თამაში..იმედია 1 თამაშს მაინც მოვიგებთ

• თენგო

ამ სულელური მოლოდინების შექმნა რატო იცით ჰა? :) რა არის ეს, ეს ბიჭები მადლობას იმსახურებენ ჩვენგან, თქვენი არაადეკვატური სათაურის გამო კი დამთავრდება მატჩი და იმედგაცრუება აქვს ხალხს, რო გონიათ რო უნდა მოგვეგო და აქეთ რო გვიგებენ საშინელი ანგარიშით. კარგით რაა

• gogia

აბა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს!რაგბი არის სპორტის სახეობა სადაც შემთხვევითობა გამორიცხულია

• სტატუს ქუო

ხვიჩა,რამდენჯერ დაგიწერეს კომენტარებში,რომ შეეშვიო ბაქიბუქა სტატიების წერას.მოგება არა იხვი.

• გუჯა კახაძე

ხარისხიანი თამაშით გაგვახარეთ!

• ika

გაგი რა გვარის ხარ შენ? ქანავა?

• გლახუნა

მათიაშვილი, მოდებაძე რომელი მცველები არიან და რომელი შემაკავაბელი -კედელი მძლავრი უელსელების, ან შეტევაში ვინ გაუშვებს, თუნდაც შედარებით სწრაფებს ,მაგრამ ფიზიკურად ასე სუსტებს ?!( თუ ფიზიკურად ვარჯიში არ მოუმატეს და საკმაოდ ა რ გაძლიერდნენ, ნაკრებში მათი ადგილი ა რ არის) , აქ სად არის მალაღურაძე, საკმაოდ სტაბილური მორაგბე, თოდუა, საკმაოს ძლიერი ფიზიკურად , ან ასეიშვილი, ასე მძლავრი 1-ლი ხაზის... მოკლედ ვნახოთ , იქნებ შედეგი დადონ და არასწორად ვმსჯელობ.

• გაგი

ნუ გათავხედდებით ახლა რა! მოსაგებად არა კვახი! არ გვინდა რა ეს უაზრო ბაქიაობა. ნოლია მაგის შანსი! ნოლი! იგივე სირცხვილი თუ არ დაგვემართა, რაც შოტლანდიასთან და ღირსეულად წავაგეთ, როგორც ვთქვათ, შოტლანიდასთან, ირლანდიასთან ან ინგლისთან მსოფლიო ტასებზე , მე პირადად ბედნიერი ვიქნები. მოსაგებად უნდა განვეწყოთ ფიჯისთან, აი ისაა დღეს ჩვენი დიდგორი!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი

უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ

ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია

საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]

"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან

ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]

"უეფა უკრაინას პატიოსნად არ მოექცა" - შოტლანდიელთა მწვრთნელი

სავსე ტრიბუნების დროა!

ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს